როცა თანამდებობის პირი „ქურდული სამყაროს“ მიმდევართან ქეიფობს – რას აჩვენებს რესტორანში პოლიციელის ცემის საქმე

„ამ საქმეში ყველას გაუჩნდა შედარების ასოციაცია „მზია ამაღლობელის საქმესთან“: მზია ამაღლობელის სილა და დავით შარაშიძის მუშტები, ეს არის ერთმანეთთან შეუდარებელი ძალადობა და შედეგები, რაც ამ ორ ქმედებას მოჰყვა,“ – ადვოკატი ლია მუხაშავრია გვიყვება, რომ ჩოხატაურის საკრებულოს უკვე ყოფილი თავმჯდომარის დაპატიმრების ამბავი აქტიური მედიაგაშუქებისა და საზოგადოების რეაქციის შედეგია. ლია მუხაშავრიას ოზურგეთის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე …

გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა – არიან დაშავებულები

გომის მთაზე მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა. შსს-ს ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შედეგადაც გზიდან გადავარდა. მიკროავტობუსის ყველა მგზავრი (დაახლოებით 15 ადამიანი) საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებულნი არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები. შემთხვევა 15 სექტემბერს მოხდა. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლელობურთზე „ურსას“ კონცერტში ლანჩხუთის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება

დღეს, 20 აპრილს, ლანჩხუთში ტრადიციული ლელობურთი იმართება. სოფელ შუხუთში ყოველი წლის აღდგომას ერთმანეთს ქვემო და ზემო შუხუთის მცხოვრებლები ეჯიბრებიან. პარალელურად იმართება სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის ჯგუფ „ურსას“ კონცერტი, რაშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 ათას ლარს ხარჯავს. ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებამ „ურსას“ კონცერტისთვის 25 ათასი ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვაზე თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 2025 წლის …

„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან

„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება. როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, …

ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად

გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში. დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე …

საია: საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფო არაეფექტიანად რეაგირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაზე სახელმწიფოს არაეფექტიან რეაგირებას ეხმაურება და წერს, რომ სახელმწიფო წლებია ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას. შედეგად ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.  „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ …

„შიდა სასოფლო გზები სრულიად პარალიზებულია“ – რა ხდება ლანჩხუთის სოფლებში

დიდთოვლობის გამო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სოფლების უმრავლესობა იზოლირებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ვეღარ მოძრაობს ტრანსპორტი. „სასწაული ამბავი ხდება. არც სასწრაფოა, ვერც სამაშველო [მოძრაობს]. ვერაფერი ვერ გადაადგილდება. ამ მომენტში ეს მოცემულობაა. ცენტრალური მაგისტრალი გაწმინდეს მხოლოდ, ნაწილობრივ, მხოლოდ ერთი ზოლი – ოზურგეთი-ლანჩხუთის დამაკავშირებელი გზა. მხოლოდ აქ შეუძლია გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტს. შიდა სასოფლო გზები …

სტიქია ლანჩხუთში: „ისეთი ადგილები მოსკდა და გაიბზარა, ვერ წარმოვიდგენდი“

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათში, წიაღობანის უბანში, გადაუღებელი წვიმის შემდეგ განვითარებული მეწყრული მოვლენების შედეგად გზა ჩამოიშალა, მოსახლეობის შეფასებით, მოიმატა ბზარებმა სახლებზე. „ბათუმელები“ წიაღობანში ესაუბრა ზურიკო შაინიძეს, რომელიც აქ ცხოვრობს. „გზა საერთოდ აღარაა, საფეხმავლო გზაც კი არაა“ – გვითხრა მან. მოქალაქის თქმით, სტიქია აქ 2023 წლის სექტემბერშიც განვითარდა და მაშინ 20-ზე მეტი ოჯახი გაასახლეს სოფლიდან. „შარშან, 8 …

შეკვეთილში მცხოვრებთა თქმით, ადგილობრივებს ზღვაზე გასასვლელი ჩაუკეტეს

„ძალიან შემაშფოთებელია საერთო სარგებლობის რესურსების მიტაცება, მითვისება. ერთეულებისაა ზღვა, ჰაერი, წყალი და ჩვენ არაფერი? ზღვაზე გასვლის უფლებაც არ გვაქვს? ერთეულებზე ყოფილა მორგებული ქვეყანა“, – ამბობს ლელა ჯაველიძე „ბათუმელებთან“, რომელიც შეკვეთილში ცხოვრობს. მოქალაქის თქმით, სასტუმროები – Magnika Resort და Iveriaelli Hotel Georgia Shekvetili ადგილობრივ მცხოვრებლებს პლაჟზე გადასვლის უფლებას არ აძლევენ. ქალის განცხადებით, სასტუმროების მფლობელებმა მიისაკუთრეს საერთო …

შეიქმნა გურიის ეროვნული პარკი

„გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი 2024 წლის პირველი ივლისიდან ძალაში შევა. გურიის ეროვნული პარკი იქმნება ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი ჯამში 15 310 ჰექტარია. „ამ კანონის ძირითადი მიზნებია: უზრუნველყოს გურიის ეროვნული პარკის შექმნა; მოაწესრიგოს გურიის ეროვნული პარკის მართვისა და დაცვის, აგრეთვე ბუნებრივი რესურსების გამოყენების სამართლებრივი …

„სახლში რომ ვყოფილიყავით, ახლა ცხედრები ვიქნებოდით“ – რეპორტაჟი დამეწყრილი გურიიდან

14 სექტემბრის მონაცემებით, გურიაში განვითარებული სტიქიის შედეგად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი უნდა დატოვოს მინიმუმ 306-მა ოჯახმა. გეოლოგების წინასწარი დასკვნით, მათი სახლები მეწყერსაშიშ ნიადაგზე დგას და საფრთხე, რომ სტიქია განმეორდეს, ისევ არსებობს. საკუთარი სახლის დატოვება ოზურგეთის სოფლებში 136 ოჯახს მოუწევს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში კი 170 ოჯახს. სტიქიის ზონიდან დროებით გაყვანილია 514 ოჯახი. ნაწილი სასტუმროებში დააბინავეს, ნაწილმა კი ნათესავებთან არჩია …

გურიაში ღვარცოფულ მდინარეზე 3 ახალ ჰესს აშენებენ – „ჩუმად რატომ დაიწყეს?“

„როგორ დავიჯეროთ, რომ კარგი რამ კეთდება ხალხისთვის, როცა ჩვენ ამას გვიმალავენ?!“ – კითხულობს გურიაში, სოფელ გომში მცხოვრები გურამ ცომაია. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბჟუჟის ხეობაში  3 ახალი ჰესის აშენების წინააღმდეგია. გურიაში შემთხვევით გაუგიათ, რომ ტყეში ახალი ჰესების მოსაწყობად გზა გაჰყავთ. ადგილზე მისულებს მძიმე ტექნიკა დახვდათ და მშენებლების პასუხი – „მემორანდუმი ოზურგეთის მერიასთანაა გაფორმებული, ყველა …

„უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური

„მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 62 მოქალაქე, როგორც ნავების დახმარებით, ისე ფეხით და ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსგავსი ღონისძიებები,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი დღეს, 9 სექტემბერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მუშაობას განაგრძობენ. 8 სექტემბერს გურიაში სტიქიას 3 …

მესამე ცხედარიც ვიპოვეთ – შსს გურიაში მეწყერში დაღუპულებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 8 სექტემბერს, მეხანძრე-მაშველებმა, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში სამი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ორი მოზარდის. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 50-მდე მოქალაქე. „გურიის რეგიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებიდან მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი. სტიქიის ზონაში მონიტორინგი სპეციალური დრონებით …

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია 1 ბავშვის ცხედარი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. „სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში …

ქობულეთი დაიტბორა – გურიაში კი მეწყერი ჩამოწვა და 3 დაკარგულს ეძებენ

ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელი და აჭარის რეგიონის ნაწილი დაიტბორა – ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი დაიტბორა. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვის და გაწმენდის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ქობულეთის „სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები“. რაც შეეხება გურიას, შსს-ს …

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ურეკში 13 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ურეკში 13 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად პოლიციაზე თავდასხმა ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი პოლიცამ ადმინისტარციული წესით მაშინ დააკავა, როდესაც მოქალაქეები ხანძარს აქრობდნენ, ერთ-ერთი იქ მყოფი კი ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლიდან. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების …

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს – შსს

მამის მკვლელობის ბრალდებით გურიაში 21 წლის კაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა მამა შელაპარაკების დროს დანით მოკლა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის მიერ შემთხვევის …

გომის მთისა და ბახმაროს ტყეებში ეროვნული პარკის დაარსება იგეგმება

დაცული ტერიტორიების სააგენტო, გურიაში ეროვნული პარკის დაარსებისთვის საჭირო კვლევებს იწყებს. სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული პარკის დაარსება ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარედ არსებულ დაუსახლებელ (ტყიან) ტერიტორიებზე იგეგმება. სააგენტოს ცნობით, გურიის ეროვნული პარკის დაარსების მიზანი გურიის მთიანი ლანდშაფტის უნიკალური ბუნების დაცვა და შენარჩუნებაა და ეროვნული პარკის დაარსებაც დაახლოებით გომის მთის დაუსახლებელ ტერიტორიაზე იგეგმება. “საუბარია ბახმაროს აქეთ, ტყეები რაც …

გურიაში ქვის სატეხ საამქროში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 35 წლამდე კაცი დაიღუპა. შემთხვევა ქვის სატეხ საამქროში გუშინ, 28 ნოემბერს, მოხდა. დაშავებული საამქროდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის მალე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.  

სახლი გურიაში, რომელსაც ძეგლის სტატუსი მიანიჭეს [ფოტო]

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭა სახლს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. დოკუმენტის თანახმად, სახლი 1912-1914 წლებშია აგებული და იგი კალანდაძეების ოჯახის საკუთრება იყო. სახლისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თხოვნით სააგენტოს მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ მიმართა. კალანდაძეების სახლის შესახებ აქვეყნებს ფეისბუქზე ინფორმაციას და ფოტომასალას „იკომოს საქართველო“, სადაც ვკითხულობთ, რომ  გადმოცემის …

„გვემორჩილებიან“ – გურიაში თვითიზოლაციაში მყოფ პირებს პატრული ამოწმებს

დაავადებათა ეროვნული ცენტრის გურიის რეგიონული სამმართველოს ბოლო მონაცემებით, გურიაში 17 ადამიანი იმყოფება იძულებით თვითიზოლაციაში. ოზურგეთში თვითიზოლაციაში 14 პირი იმყოფება, ჩოხატაურში – 2 და ლანჩხუთში 1 პირი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში არჩილ მჟავია ამბობს „ბათუმელებთან“, გუშინ, 8 მარტს, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა წესები დაარღვიეს, რის გამოც ცენტრის წარმომადგენელს მათ გასაფრთხილებლად საპატრულო ეკიპაჟების ჩართვა …

„კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ – გურულების შეკითხვა ნინო წილოსანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო წილოსანს დღეს, 15 ნოემბერს, გურიაში, ლანჩხუთში შეძახილებით დახვდნენ. შეხვედრის ვიდეოჩანაწერს „გურია თუდეი“ ავრცელებს. „კაი სისტემაა მაჟორიტარული თუ რეიზა გინდა?“ „გუგული მაღრაძის გვერდით დარჩით და ენძელა მაჭავარიანის გვერდით, არ გრცხვენიათ? მე მეგონა, რომ ჩუგოშვილის გვერდით იქნებოდით. დღესაც არ მჯერა, რომ ნინო წილოსანმა ამნაირი ბნელი გადაწყვეტილება მიიღო“. „ე.წ. ამბოხებული ხარ, …

გურიის დაცულ ტერიტორიებში ბახმაროსა და გომის მთის მიმდებარე არეალიც მოხვდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების შექმნას გეგმავს, თუმცა ამისათვის ჯერ შესაბამისი კვლევებია საჭირო, რომელიც ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით ჩატარდება. გურიაში რა ტერიტორიას შეიძლება მიანიჭონ დაცული ტერიტორიის სტატუსი? – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, თომა დეკანოიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ განიხილება აჭარა-იმერეთის ქედის ჩრდილოეთი ნაწილი, მათ შორის კურორტების – …

გურიაში ეროვნული პარკი შეიქმნება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, გურიაში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ეროვნული პარკი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გაიხსნება. სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მხარის გუბერნატორთან, ჩოხატაურის მერიაში გაიმართა. სააგენტოს ცნობით, უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც შემდგომ ეროვნული პარკი შეიქმნება. წინასწარი ინფორმაციით, შესწავლის პროცესი 2021 წლამდე …

გურიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს

გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს შერეული ტყე იწვის. ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება მალე მოხდება. ამავე სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს. ადგილზე მუშაობენ აჭარიდან ჩასული ჯგუფებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლთან, ან მომეტებული საფრთხის …

გურიის გუბერნატორი: ბახმაროში სასტუმრო კომპლექსების მშენებლობა იგეგმება

კურორტ „ბახმაროზე“ საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე კომპანიაა დაინტერესებული. თუმცა საჯაროდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი კომპანია „ორბი“ დასახელდა. გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომპანია „ორბს“ აქვს გამოხატული ინტერესი, ბახმაროში 50 მილიონის ინვესტიცია განახორციელოს. მისივე თქმით, ბახმაროში სამუშაოები თოვლის საფარის გადნობისთანავე დაიწყება. კურორტზე სპეციალისტები ავლენ და ადგილზე აზომვითი ნახაზებს მოამზადებენ. „არის რამდენიმე ბრენდული კომპანია, რომელიც დაინტერესებულია …

შსს: გურიაში „ქორწილის დღეს გაქურდული ოჯახი“ არ გაუქურდავთ

გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მამათში მცხოვრები ოჯახი რომ ქორწილის დღეს გაქურდეს, ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა გამოცემამ – „გურიის მოამბემ“ დღეს, 15 თებერვალს, გამოაქვეყნა [ინფორმაცია შემდეგ არაერთმა მედიამ გაავრცელა]. გამოცემის ცნობით, საქორწილო სუფრა ლანჩხუთში მდებარე რესტორანში გაიმართა, სახლში მისულ სიძის ოჯახს კი სახლი გაქურდული დახვდა და სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ …

რა შემთხვევაში აზარალებს ფერმერს ფაროსანა – აჭარასა და გურიაში 205 ათასი ჰექტარი შეწამლეს

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები, რასაც სპეციალური შტაბი ახორციელებდა აჭარასა და გურიაში, დასრულებულია. მავნებლის  წინააღმდეგ თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით, აჭარასა და გურიაში წელს ჯამში 205 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი შეწამლეს. ფაროსანამ გამოსაზამთრებლად ბაღებიდან საცხოვრებელ სახლებში გადაინაცვლა, თუმცა როგორც აჭარის, ასევე, გურიის სოფლებში ამბობენ, რომ მავნებელი წელს იმდენად შემაწუხებელი არ იყო, ანუ მიმდინარე წლის შემოდგომაზე …

როგორ ებრძვიან აზიურ ფაროსანას გურიაში

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ წამლობის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის სამმართველოს ხელმძღვანელი განხორციელებულ სამუშაოებს აფასებს და განმარტავს, რომ რეგიონში ყველაზე დიდი რაოდენობით მავნებელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა და წამლობაც სწორედ აქედან დაიწყო. განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლმა ლანჩხუთიდან ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გადაინაცვლა. აქ წამლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ ეტაპზე გურიის რეგიონში უკვე …

ქრთამის გადაცემის მომენტში სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გურიაში ერთი პირი დააკავა

ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის მიცემის ფაქტზე გურიაში მოქალაქე ვაჟა გ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაჟა გ-მ ლიცენზიით გათვალისწინებული კონტურის გარეთ, ინერტული მასალების უკანონოდ მოპოვებაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა …

შეამოწმე, როგორ გესმის გურულების | ტესტი

გურიაში რომ ჩახვალ, შეძლებ იქაური დიალექტის გაგებას? შეამოწმე, აბა!  _____________ მთავარ ფოტოზე: გურული „ქუხნა“ ჩოხატაურში. მანანა ქველიაშვილის ფოტო. 

იქნება თუ არა დაცული თქვენი საკუთრება ბახმაროში – ახალი გენგეგმის პირობები

ზღვის დონიდან 2050 მეტრზე მდებარე ბახმაროში ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გაჩნდება, რომელიც იქნება „მასშტაბში შემცირებული დაბა ბაკურიანი, კურორტ გოდერძის მსგავსი უხვი ნალექითა და მეტეო-პირობებით, ბაკურიანზე და გოდერძიზე მეტად დახრილი მთის ფერდებით და შეუდარებელი ხედებით.“ საქართველოს მთავრობამ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გასული წლის ივლისში დაამტკიცა. ბახმაროს გენერალურ გეგმაზე „არტსტუდიო პროექტმა“ იმუშავა. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის …

შსს: ოზურგეთში მასპინძელს სტუმარი სანადირო თოფით ჰყავს მოკლული

  ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ დამატებითი ინფორმაცია მოაწოდა. საუბარია 14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სანადირო თოფით მოკლა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 …

ეტიუდები ჩოხატაურიდან

ის იყო ბათუმი-ჩოხატაურის სამარშრუტო ტაქსი ჩოხატაურში შევიდა, რომ ვიკითხე – ჩოხატაურის ცენტრი ესაა-მეთქი? ჩოხატაურის ცენტრიც ესაა ბიძია და სამყაროსიცო, – მიპასუხა ვიღაც კაცმა, რომელიც მთელი გზა თავისთვის, ჩუმად იჯდა. ჩოხატაურში ჩასულს ნახევრად გამდნარი თოვლი, ატალახებული ქუჩები და ცოტა მზე დამხვდა. ჩოხატაურის ცენტრალური ნაწილი საბჭოთა არქიტექტურის სასაფლაოს ჰგავს. და ამ ნაცრისფერ რეალობაში, დაბის ცენტრში, ახალაშენებული კულტურის …

ქალები ცხენით და გუთნით ყანაში – ფოტოამბავი სოფელ ზოტიდან

გურიის მაღალმთიანეთში,  სოფელ ზოტში, მოსახლეობა მიწის დასამუშავებლად დღემდე ცხენს იყენებს. შრომობენ კაცებიც, მაგრამ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით უფრო ქალები არიან დაკავებულნი. ქალები ხნავენ ყანას, თესავენ, თოხნიან, მიდიან მთაში და მოჰყავთ კარტოფილი. კაცები სამუშაოდ თურქეთში დადიან. “მთელი წელი გვიწევს მუშაობა, ყანას რომ დავთესავთ და პირველ-მეორე თოხს ჩავუტარებთ, მთაში მივდივართ. იაილებზე საქონელი მიგვყავს. იქაც კარტოფილს ვთესავთ და მოგვყავს. იმის …

Exit mobile version