გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

აღმოსავლეთ აფრიკიდან, კერძოდ, კენიიდან დენდროლოგიური პარკისთვის ფოთის ნავსადგურში შემოტანილი ხეები სავარაუდოდ უკვე შეკვეთილშია. თვითმხილველების თქმით, ბაობაბის ერთი ხე ფოთიდან შეკვეთილში სპეციალური ავტომანქანით დღეს, 30 ოქტომბერს, გამთენიისას გადაიტანეს. დანარჩენი ხეები კი ზღვით, ბარჟით უნდა გადაეტანათ. ვიდრე ხეს მაგისტრალზე გამოატარებდნენ, გრიგოლეთი-ფოთის გზაზე ყველა ის კონსტრუქცია [სარეკლამო ბანერები, საგზაო მანიშნებლები] ჩამოხსნეს, რაც ხელს უშლიდა არაგაბარიტული ტვირთის გატარებას. პროცესს …

“მოთვინიერება” – ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს აჩვენებენ

13-14 ნოემბერს ბათუმში სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. “მოთვინიერება” – ასე ჰქვია ფილმს. შაბათს, 13 ნოემბერს, ორი ჩვენებაა დაგეგმილი – 12:00 და 16:00 საათზე; კვირას, 14 ნოემბერს კი, ერთი ჩვენება – 12:00 საათზე. კინოჩვენება ბათუმში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ ორჯერადი აცრის დამადასტურებელი საბუთი, არქონის შემთხვევაში კი PCR …

როგორ იქმნებოდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში

დღეს, 15 ივლისს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. პარკი 60 ჰექტარზეა განთავსებული. აჭარა-გურიისა და სამეგრელოს რეგიონებიდან წაღებულ გიგანტურ ხეებთან ერთად, პარკში მისულ დამთვალიერებელს მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა დახვდება. პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მათი უმრავლესობა წითელ ნუსხაშია შეტანილი. პარკის დათვალიერება უფასოა და ღია იქნება დილის 9 საათიდან საღამოს …

სუფსიდან ივანიშვილის ხის გადატანის გამო მაგისტრალზე საგზაო ნიშნები ჩამოხსნეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლეთში სამტრედია-ბათუმის მაგისტრალზე გზის მანიშნებლები ჩამოხსნეს. ადგილობრივების თქმით, მიზეზი იმ მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებაა, რომელსაც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად სოფელ ხიდმაღალაზე [სუფსა] ამზადებენ. ხე თითქმის მზადაა გადასატანად და მისი ტრანსპორტირება უახლოეს პერიოდში დაიწყება. ტვირთის გადასატანად სპეციალურად კეთდება სოფლის გზაც. როგორც სოფელში ამბობენ, ხის გატანის შემდეგ სოფლის გზის მოასფალტებაა დაგეგმილი. მრავალწლოვანი ხე კერძო …

ივანიშვილის დანატოვარი

2016 წელს, როცა ქართულ მედიაში სტატიები გაჩნდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ასწლოვანი ხის ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანას აპირებდა, საზოგადოებამ ეს ამბავი უჩვეულოდ და არარეალურად მიიჩნია. სამი წლის შემდეგ გიგანტური ხეების გადატანა დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და სამეგრელოში, ჩვეულებრივი ამბავია. აქ აღარავის უკვირს, არც ზღვაზე გემით მცურავი ხის დანახვა და არც …

ივანიშვილის პარკისთვის მოთხრილი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა

ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის ერთ-ერთი გიგანტური ხე გზაში გაიჭედა. ამ დროისთვის გადაკეტილია ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა. მორიგი ხე პარკისთვის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გამოჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. ამ დრომდე ხის გადაადგილება ვერ ხერხდება. სოფელ ზენითიდან …

10 ადგილი აჭარაში, სადაც ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს [სატელიტის ფოტოები]

ბათუმი, მახინჯაური, მწვანე კონცხი, ჩაქვი, ციხისძირი – ეს ის ადგილებია, სადაც ათეულობით მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს და ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადაიტანეს. შეკვეთილში ტერიტორია, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. კომპანია „ურეკი რეზიდენსი“ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს 4 მილიონ ლარად მიჰყიდა. ბერა ივანიშვილი დღეს …

ივანიშვილის პარკში გადასატანად ხეებს ამჯერად ბათუმში თხრიან [ფოტო]

ბათუმში, თამარ მეფის გამზირთან ახლოს, მარკოზ აჭარელის მესამე შესახვევში ორ მრავალწლოვან ხეს თხრიან. ხეები შეკვეთილში უნდა გადაიტანონ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. როგორც ადგილზე ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, თუ მოხერხდა, ხეების ერთად გადატანაა დაგეგმილი. ხეებს ჯერ რკინიგზაზე გადაიტანენ, შემდეგ თამარ მეფის გამზირიდან პლაჟზე და ზღვით წაიღებენ. კონკრეტულად როდისთვისაა დაგეგმილი ხეების გადატანა, ადგილზე ვერ გვითხრეს. ამ ტერიტორიაზე …

ივანიშვილის ხეების გადასატანად ქობულეთში ხეები ისევ მოჭრეს და სადენები ბოძებიდან ჩამოხსნეს [ფოტო]

დენდროლოგიური პარკისთვის, რომელსაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი შეკვეთილში აშენებს, მრავალწლოვანი ხეები ამჯერად ქობულეთის სოფელ ზენითიდან მიაქვთ. გიგანტური ხეების გადატანის გამო ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზაზე ელექტროგადამცემი სადენები ბოძებიდან ჩახსნეს. ამოთხრილია ბოძებიც. სადენები კი სპეციალური შეფუთვით გზის მიმდებარედ ისე გაიყვანეს, რომ ის გიგანტური ხის გატარებას ხელს ვეღარ შეუშლის. ამ გზაზე არაერთ მოჭრილ ხესაც ნახავთ.   

ბობოყვათიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეები გადააქვთ

დღეს, 4 თებერვალს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალი ჩაქვიდან ქობულეთამდე დაახლოებით ერთი საათით საპატრულო პოლიციას  გადაკეტილი ჰქონდა. გზა დღის 4 საათზე გაიხსნა. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მიზეზი მრავალწლოვანი ხეების ტრანსპორტირება იყო. ეს ხეები ბობოყვათიდან ოზურგეთის სოფელ შეკვეთილში გადააქვთ, სადაც ბიძინა ივანიშვილი დენდროპარკს აშენებს. ამ თემაზე: აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე გადააქვთ, რომელიც რამდენიმე დღეა რკინიგზასთან, ბობოყვათის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას. ხე სოფელ შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ამ პარკისთვის ათეულობით სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან. ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. …

ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)

ბრიტანულმა ონლაინგამოცემა EveningStandard, მიმდინარე წლის 3 სექტემბერს გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს კენიიდან ბაობაბის ხეები მოაქვს. გამოცემის ცნობით, კენიის ერთ-ერთ პორტთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ამ პორტიდან ბიძინა ივანიშვილმა ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ცოცხალი ხე უნდა გაიტანოს. ხეების გადატანით კი, ოთხთვიან სამუშაოში, პორტი, სავარაუდოდ, 850 000 აშშ დოლარს მიიღებს. იგეგმება თუ არა ბაობაბის ხეების აფრიკიდან შეკვეთილში გადმოტანა და იმ …

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები …

ივანიშვილი: ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა

ერთადერთი მინუსი, რაც აქვს ხეების გადაზიდვის პროცესს, ეს ისაა, რომ ძვირია – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. ინტერვიუ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გუშინ, 24 ივლისს გავიდა და იგი ივანიშვილის სახლში, შეკვეთილში ჩაიწერა. „ყველაზე ხმაურიანი და ხანგრძლივი ალბათ ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ბრალდებები იყო, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, დენი გამოვურთეთ, საცობები კეთდება, გადაითხარა …

ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე 256-საბურავიანი მისაბმელით გადააქვთ

მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა დაახლოებით 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ. კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება. ევკალიპტის ხე …

უკავშირდება თუ არა ქობულეთის შემოვლითი გზის დროებითი გახსნა ხის გატანას – დეპარტამენტის განმარტება

დღეს, 18 ივნისს, ქობულეთის შემოვლითი გზის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიზეზს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნულ გზაზე, 16 ივნისის ღამით და 17-ში დილით, მთლიანად იყო გადართული მოძრაობა – ბათუმსა და ქობულეთს შორის ტრანსპორტი ციხისძირის უღელტეხილის გვერდის ავლით, ახალ გზაზე მოძრაობდა. ზოგიერთი მძღოლის თქმით, ახალ გზაზე მოძრაობის გადართვის მიზეზი იმ ხის გადატანა …

მორიგ ტიტას ხეს, რომელიც ენმ-ს არ მიჰყიდეს, ივანიშვილის პარკისთვის ამზადებენ [ფოტო, ვიდეო]

ქობულეთის სოფელ ციხისძირში, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალთან ახლოს, მრავალწლოვანი ტიტას ხე გადასატანად თითქმის გამზადებულია. ხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. კომპანიაში, რომელიც ხეს გადასატანად ამზადებს, გვითხრეს, რომ ტვირთის წონა მთლიანობაში 1000-მდე ტონა იქნება. ტიტას ხის გადატანა სამ-ოთხ დღეში დაიწყება და მას ჩაქვიდან შეკვეთილში ზღვით წაიღებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 2018 …

სტუდენტების საერთო საცხოვრებელთან ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე ამოთხარეს

ბათუმში, მწვანე კონცხზე არსებულ საერთო საცხოვრებლის შენობის საძირკველთან მორიგი მრავალწლოვანი ხე ამოთხარეს. აქ სტუდენტები ამ დრომდე ცხოვრობენ. ამოღებული ხე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში უნდა გადაიტანონ. ამ ადგილიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის კომპანიამ საერთო საცხოვრებლის შენობასთან ერთად შეიძინა, ამ დროისთვის 4 ხეა გადასატანად გამზადებული. კომპანია „ზიმოში“ [ერთ-ერთი კომპანიაა, რომელსაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვს] გვითხრეს, რომ მათ ამ ადგილიდან …

აქციის მონაწილე ჩაქვში: ივანიშვილის ხეს არ გავატარებთ, ვიდრე გზას არ გაგვიკეთებენ

ჩაქვში, უმაღლესი საბჭოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები ჩაქვიდან დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხის გადატანას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქამდე ხეების გადატანის შედეგად საავტომობილო გზა დაზიანდა, მის აღდგენას კი არავინ აპირებს. „ბოლო ორი ხე დარჩა გადასატანი. ჩვენ დაგვპირდნენ, რომ დაზიანებულ გზას გააკეთებდნენ, მაგრამ დღეს კომპანია გვეუბნება, რომ გზის აღდგენა მისი ვალდებულება არ არის. …

სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციის გამო აჭარის პროკურორს მიმართავენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ელგუჯა ბაგრატიონი, აჭარის პროკურორს, ნათია სონღულაშვილს და აუდიტის დეპარტამენტის უფროსს, კახაბერ კირტავას, ქობულეთის სოფელ ზენითში გზის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი გზის რეკონსტრუქცია ბიძინა ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეების გადატანას ემსახურება, ვინაიდან ეს გზა ერთხელ უკვე …

მახინჯაურიდან ხე ბიძინა ივანიშვილისთვის ზღვით გადააქვთ [ფოტო]

დღეს, 5 მაისს, დილით, მახინჯაურის სანაპიროზე კიდევ ერთი მცურავი ხე გამოჩნდა. გიგანტური ხე ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ივანიშვილისთვის ამოთხრილი ხეები ზენითიდან ვერ გააქვთ და სასმელი წყლით რწყავენ [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანად 5 მრავალწლოვანი ხეა გამზადებული. აქ სამი ხე ერთი თვის წინ ამოთხარეს. ეს ხეები ვერ გაიტანეს და გზის სივიწროვის გამო, ჯერჯერობით, ვერც გაიტანენ, ამიტომ ადგილზე კუსტარული სარწყავი სისტემა მოაწყვეს და ყოველდღიურად რწყავენ. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის გატანას ხელს უშლის გზა, რომელზეც ამ სიმძიმისა და გაბარიტის ტვირთის გატარება შეუძლებელია. ამოთხრილ …

აუქციონზე ნაყიდი ევკალიპტის ხე ოპოზიციურმა პარტიებმა 4 დღეში უნდა გაიტანონ – დავა სასამართლოში

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“ აუქციონზე 20 020 ლარად შეძენილი 26 მეტრი სიმაღლის ევკალიპტის ხე მწვანე კონცხზე მდებარე ნაკვეთიდან 4 დღეში უნდა გაიტანოს. თუ ამას ვერ მოახერხებს, ფონდს მიეცემა დამატებითი დრო. თუ დამატებით დროშიც ნაკვეთიდან ხეს არ გაიტანენ, ელექტრონულად გაფორმებული ხელშეკრულება ავტომატურად მოიშლება. „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელი, თამთა შამათავა აცხადებს, რომ ხის ადგილზე დატოვებისთვის დავა სასამართლოში გაგრძელდება: „ჩვენ …

ხუცუბანში ხის დასაცავად გამართული აქციის ორი წევრი დააკავეს

პოლიციამ ხუცუბანში გამართული აქციის ორი მონაწილე დააკავა.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, დაკავებული არიან რეზო ხარაზი და სოლომონ ბაჯელიძე. „ორი ადამიანია დაკავებული პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით,“- გვითხრეს შს სამინისტროში. აქცია ხუცუბანში დღეს, 4 თებერვალს, ენმ-ის წევრებმა გამართეს და სოფლიდან გიგანტური ევკალიპტის გატანა გააპროტესტეს. ისინი ამბობდნენ, რომ ხე უკანონოდ გადაჰქონდათ, თუმცა …

გიგანტური ევკალიპტი ხუცუბნიდან ვერ გააქვთ

„აქ ვართ ჩვენც და ხეც“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ბონდო თედორაძემ. ენმ-ის წევრები დღეს, 4 აპრილს, ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში იმყოფებიან და გიგანტური ევკალიპტის გადატანას აპროტესტებენ. ბონდო თედორაძე ამბობს, რომ ხის ტრანსპორტირება უნებართვოდ ხდება და მათი მოთხოვნის მიუხედავად გადამზიდავმა კომპანიამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი ნებართვა: „ჩვენ ვითხოვთ, რომ ხე დაბრუნდეს უკან და …

გადაიხედე ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში [ტესტი]

ევკალიპტი, ამბრი, სექვოია, ხეტიტა, ჭაობის კიპარისი, ჭადარი, მაგნოლია, მუხა, წიფელი – ეს იმ ხეების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს საკუთარ დენდროლოგიურ პარკში გადააქვს. ზღვაში მოცურავე და მოსიარულე ხეები უკვე კარგა ხანია ახალი ამბების ჩვეულებრივ თემად იქცა. ადევნებ თვალ-ყურს გიგანტური ხეების გადატანის პროცესს? შეავსე ტესტი და გაიგე რა ცოდნა დაგიგროვდა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკის შესახებ.   ტესტის …

საია იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ხეების გადატანას უკავშირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადმინისტრაციული ორგანოების იმ გადაწყვეტილებებს შეისწავლის, რომლებიც ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ე.წ. დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანის პროცესს უკავშირდება. საიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოება არაერთხელ გახდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მრავალწლოვანი ხეების გადატანის ფაქტის მომსწრე. აღნიშნული პროცესი კვლავ გრძელდება. პარალელურად, თემისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. საიამ …

სააგენტოში ვერ აკონკრეტებენ, სად დგას ევკალიპტის ხე, რომელიც აუქციონზე გაიტანეს

სახელმწიფო მწვანე კონცხზე მდებარე ევკალიპტის ხეს აუქციონზე ყიდის. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ევკალიპტის ხე ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში მდებარეობს, მისი სიმაღლე დაახლოებით 26 მეტრია, საწყისი ფასი კი  7 000 ლარია. იქვე მითითებულია, რომ ხეს „აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები“. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა კონკრეტულად სად დგას აუქციონზე გატანილი ხე, თუმცა გამყიდველისგან ინფორმაცია ვერ მივიღეთ. „მწვანე კონცხზე, …

ახალი ფაქტი – ივანიშვილისთვის ხეებს სახელმწიფო მიწიდან თხრიან, მთავრობამ კი არაფერი იცის

აჭარიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, ხეებს გადასატანად ამჯერად სახელმწიფო მნიშვნელობის გზის, ბათუმი-ქობულეთის მონაკვეთის გასწვრივ, ორ ადგილზე თხრიან. ერთ ადგილზე ხე, როგორც ქონების მართვის სააგენტოში გვითხრეს, კერძო კომპანიის საკუთრებაში დგას, მეორე ადგილზე – სახელმწიფო საკუთრებაში. ივანიშვილისთვის ამ ხეებს მესაკუთრის – სახელმწიფოს ნებართვის გარეშე, კანონდარღვევით იღებენ. აქ რამდენიმე ხე, მათ შორის მრავალწლოვანი, მოჭრეს კიდეც. …

ივანიშვილის ხის გასატანად გაჩეხილი ქარსაცავი ზოლი ქობულეთში [ფოტო]

სოფელ კვირიკეში მცხოვრები რეზო ხარაზი, რომელიც ამავე დროს ენმ-ეს წარმომადგენელია, მის სოფელში ასამდე გაჩეხილი ხის ფოტოებს ფეისბუქში აქვეყნებს. რეზო ხარაზი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაჩეხილი ხეების ფოტოები გუშინ 11 მარტს გადაიღო. სოფელში ხეებს ევკალიპტის გადატანის გამო ჩეხავენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. „ევკალიპტის ხე უნდა გადაიტანონ კერძო პირის, რეზო ჯინჭარაძის  ტერიტორიიდან. ამ სახლიდან დაახლოებით ნახევარი …

ახალი ნერგები ივანიშვილისთვის ამოთხრილი ტიტას ადგილას 

აჭარაში, სადაც ათობით ხე ამოთხარეს, ამ დროისთვის მხოლოდ ხუთ ადგილზეა შეთანხმებული პროექტი, რომლითაც ციხისძირში ამ ადგილების რეკულტივაცია უნდა განხორციელდეს. ზღვისპირა ტერიტორიებიდან შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის ბაღში, ხეების გადატანა ორი წლის წინ დაიწყო. აჭარაში ხეების ამოთხრა-გადატანის პროცესი ისევ გრძელდება. აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის …

ივანიშვილის პარკისთვის ხე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის საძირკველთან ამოთხარეს [ფოტოამბავი]

მწვანე კონცხზე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელთან ახლოს, მრავალწლოვანი ხეა ამოთხრილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, აქედან ხე ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის ამოთხარეს, რაც საერთო საცხოვრებლის შენობას, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ სტუდენტები, საფრთხეს უქმნის. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ვიზუალური დათვალიერებით, შენობას ტექნიკური პრობლემა არ აქვს და შეფასება, რომ ის წარმოადგენს ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის …

პატარაძე ამოთხრილი ხეების ადგილის აღდგენაზე საუბრობს, მთავრობაში კი მონაცემები არ აქვთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას არ აქვს მონაცემები ყველა იმ ადგილის შესახებ, საიდანაც 2015 წლიდან დღემდე გადაიტანეს ან გადააქვთ მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში. მთავრობაში აცხადებენ, რომ მათთან არ არის დაცული დოკუმენტაცია ფიზიკური და იურიდიული პირების ჩამონათვალის შესახებ, რომლებსაც გადააქვთ [ან უკვე გადაიტანეს] ხეები; აჭარის მთავრობაში არ აქვთ ასევე ხეების ამოთხრასთან დაკავშირებული ნებართვები და ხელშეკრულებები. …

აჭარაში ამოთხრილი გიგანტური ხეების ახალი პარტია შეკვეთილში [ფოტო]

შეკვეთილში გიგანტური ხეები საქართველოს ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის უკვე ჩატანილია. წელს აჭარის მთავრობამ ცრუ ქაფურის ექვსი ხე 19 500 ლარად კომპანია „ზიმოს“ მიჰყიდა, ეს კომპანია, სხვა საქმიანობასთან ერთად ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებითაა დაკავებული. ხეებს ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოსგან და კერძო პირებისგან საკუთარი ბაღისთვის ყიდულობს. ივანიშვილი შეკვეთილში  260 497 კვ/მ მიწის ფართობს ფლობს. ყოფილ პრემიერ-მინისტრს აქ რეზიდენცია აქვს. სწორედ შეკვეთილში …

ქობულეთის გამწვანების სამსახური: ხის გადატანასთან კავშირი არ გვაქვს, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ

ციხისძირსა და ქობულეთში მიმდინარე სამუშაოები გეგმიურია და ხეების გადატანასთან კავშირი არ აქვს – აცხადებენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურში. დღეს, 3 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის სამუშაოები გააპროტესტა. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას …

საკრებულოს წევრი: ხეებს სხლავენ, რომ ივანიშვილის ბაღში სამი ხის ტრანსპორტირება შეძლონ

„ნაციონალური მოძრაობა“ ციხისძირში ქობულეთის გამწვანების სამსახურის საქმიანობას აპროტესტებს. ქობულეთის საკრებულოს წევრის, ბონდო თედორაძის თქმით, ციხისძირის აღმართთან გამწვანების სამსახურმა ხეების გასხვლა არა უსაფრთხოების, არამედ იმ მიზნით დაიწყო, რომ ამ ტერიტორიიდან ბიძინა ივანიშვილის ბაღისთვის სამი ხის ტრანსპორტირებას შეუწყოს ხელი. „დღეს, შაბათ დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო სამსახური, გამწვანების სამსახური, გამოვიდა და არაფრისმომცემი ნებართვების საფუძველზე სხლავენ და ჭრიან ხეებს, …

Exit mobile version