ბათუმის თავისუფლების კვარტალი თბილისში გადადის

ბათუმში თავისუფლების კვარტალი აღარ იქნება. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან. „მეოთხე თვეა, რაც ბათუმში არსებობს ეს კვარტალი… შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს დედაქალაქში თავისი ინფრასტრუქტურით და ხალხით,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ. „ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ვინც ამ 120 დღის განმავლობაში აქ მოდიოდა, …

ბათუმის აქციაზე დაკავებულები 3000-3000 ლარით დააჯარიმეს

“რა მტკიცებულება სჭირდება ამას? რა ვიდეოს წარმოდგენაა საჭირო? ფაქტია, რომ კომენდანტის საათი დაირღვა…” – იკითხა მოსამართლე კობა გოცირიძემ, როცა ადვოკატმა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლება და პროცესის გადადება ითხოვა ვიდეომტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით. მოსამართლემ უარი თქვა პროცესის გადადებაზე, რის გამოც თავად მოსამართლის აცილება ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ითხოვა. “მე არავითარი თქვენი კონსტიტუციური უფლება არ შემიზღუდია, შემჭიდროებული ვადები არსებობს…” – …

მოსამართლე პრეზერვატივის წარწერაზე: რას ნიშნავს „ძლევაი საკვირველი“?

მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ანანია გაჩეჩილაძემ აღწერა, რას მოიაზრებდა პრეზერვატივზე წარწერა „ძლევაი საკვირველი“, მოსამართლე თეიმურაზ ტუღუშმა გამეორება ითხოვა. „არ მესმის კარგად, იქნებ გაიმეოროთ…“ – თქვა მოსამართლემ. მოსარჩელის ინტერესების დამცველმა, მარი კაპანაძემ, მოსამართლეს მოკლედ უთხრა, რომ ინტერპრეტაცია შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს, მაგრამ „ძლევაი საკვირველის“ პრეზერვატივზე დაწერა უფრო მამაკაცის დომინანტურ მდგომარეობას აღწერს სექსში. „მიზანი იყო იმის …

რამდენად კანონიერია პრეზერვატივზე წმინდანის გამოსახვისთვის დაჯარიმება – დავა საკონსტიტუციოში

შეიძლება თუ არა პრეზერვატივზე იმის გამოსახვა, რაც გსურს – საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 2 თებერვალს, ამ თემაზე არსებითი განხილვა დაიწყო. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, „არაეთიკური“ რეკლამა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გასაჩივრებულია კანონის ის მუხლიც, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის. საუბარია პრეზერვატივზე სახელწოდებით „აიისა“, რომელზეც წმინდანები სხვადასხვა წარწერით გამოსახეს. 2018 წელს კომპანია „აიისა“ 500 ლარით …

სად შეგიძლია გააკრა სტიკერი – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

თქვენს საკუთრებაში არსებულ სახლებსა და სხვა შენობებზე პლაკატების ან სტიკერების გასაკრავად თვითმმართველობის ნებართვა, თანაც 5 დღით ადრე, აღარ დაგჭირდებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო, თუმცა იგი არ ეხება საჯარო დაწესებულებებს. საკონსტიტუციო სასამართლომ ამჯერად არსებითი განხილვის გარეშე დააკმაყოფილა საია-ს იურისტის, გიორგი გოცირიძის სარჩელი, რომელიც ეხებოდა თბილისში „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსებას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის“. …

პროტესტი, რომელიც ჰელიუმის ბუშტების გაშვების შემდეგ მშვიდობიანი ვეღარ არის

“ბუშტების გაშვებაა პროვოკაცია, ბატონო პოლიციელო?”- ჰკითხეს რამდენჯერმე დღეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს. ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ დღეს აქ 4 პირი დააკავეს, ერთი ადამიანი დაშავდა. ჰელიუმის ბუშტები გუშინ და დღეს, და საერთოდ, ბათუმის აქციებზე, ერთგვარ სიმბოლოდ იქცა – პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მთავარ საგნად და სასამართლოს მსჯელობის თემად შეძახილთან ერთად “მონებო”. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ახალი პრაქტიკა …

საია „მონების“ დაძახებისთვის ჯარიმაზე: „სასამართლომ მიიღო საფრთხისშემცველი გადაწყვეტილება“

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეფასების ძალიან დაბალი სტანდარტი და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებაზე. დღეს, 25 ნოემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნა მისცა და 500-500 ლარით დააჯარიმა საპროტესტო აქციის მონაწილეები. საუბარია 21 ნოემბერს ბათუმის საოლქო კომისიასთან გამართულ აქციაზე, სადაც …

რამდენად კანონიერია ჯარიმა თბილისში, სახლებზე პლაკატების გაკვრისთვის – საკონსტიტუციო

პლაკატების გაკვრისთვის ან ლოზუნგების სახლებზე დაწერისთვის შესაძლოა ვერავინ დააჯარიმონ. საკონსტიტუციო სასამართლო დღეს, 24 ივნისს, გიორგი გოცირიძის სარჩელს განიხილავს, რომელიც ამბობს, რომ ის თავის სახლზე პლაკატის გაკვრისთვის ვერ უნდა დაჯარიმდეს. გასაჩივრებულია სამართლებრივი ნორმა, რომელიც კრძალავს თბილისში პლაკატების, ლოზუნგების ან ბანერების განთავსებას ადგილებში, რომლებიც საამისოდ გამოყოფილი არ არის. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუკი ადამიანი სახლის მესაკუთრეა ან არსებობს …

დეპუტატი, რომელიც 9 წლის წინ გაასამართლეს ტელევიზიის ხელშეშლისთვის: „პარალელი არასწორია“

ჯერ უცნობია, მოჰყვება თუ არა რეაგირება აჭარის ტელევიზიის შესასვლელთან დღეს, პირველ ივნისს, კარვის ჩადგმას. 9 წლის წინ, როცა ტელევიზიის ცენტრალური შესასვლელი ჩაკეტეს, მენეჯმენტმა სწორედ ის განაცხადა, რაც დღევანდელმა მენეჯმენტმა თქვა: „ეს ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლაა“. 2011 წლის 21 მაისს აქციის მონაწილეები თავისუფალ აჭარის ტელევიზიას ითხოვდნენ. დღესაც იმავეს ითხოვენ – უკვე მეოთხე დღეა ტელევიზიასთან შიმშილობს ალექსანდრე მილორავა …

როცა ფბ-პოსტის გამო ჟურნალისტს სჯიან და საინფორმაციოს უფროსს არა – აჭარა TV

გაუშვებენ თუ არა აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ერთ კრიტიკულად განწყობილ და მენეჯმენტისთვის არასასურველ ჟურნალისტს, შესაძლოა დღეს გახდეს ცნობილი. დღეს 24 აპრილია და რაც მთავარია – პარასკევი. აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არაერთი „ურჩი ჟურნალისტის“, ან რედაქტორის ჩამოშორებას ზუსტად პარასკევ საღამოს მოაწერა ხელი. მორიგი „ურჩი ჟურნალისტი“ თეონა თურმანიძეა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი წამყვანია და 21 …

„ხელისუფლებას უნდა სულ არ ამოვიღოთ ხმა“ – მუსლიმი ლიდერი სუს-ში გამოკითხეს

„ეს არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა… ხელისუფლებას უნდა, რომ გავჩუმდეთ, სულ არ ამოვიღოთ ხმა, “ – ამბობს „ბათუმელებთან“ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგ ასადოვი. დღეს, 17 აპრილს, ის სუს-ის თანამშრომლებმა მარნეულში გამოკითხეს. შეიხი და კიდევ რამდენიმე მუსლიმი ლიდერი სუს-ში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. საქმე მარნეულში 13 აპრილს გამართულ საპროტესტო …

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე აქციის დაშლაზე: მოსამართლეები უკანონობის სახედ იქცნენ

„ეს ყველაფერი ნდობას უკარგავს სასამართლოს, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არის ხელისუფლების ამოცანა,“ – გვითხრა ინტერვიუს ბოლოს ნონა წოწორიამ. იგი 2008 წლიდან 10 წლის განმავლობაში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მოსამართლე იყო, ამჟამად კი, ისევ სტრასბურგში დამოუკიდებელ ექსპერტად მუშაობს. ნონა წოწორიას ევროსასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ქართული სასამართლოების მიერ ბოლო დღეებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე ვესაუბრეთ, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეები …

რელიგიური გრძნობები, პორნოგრაფია, სიძულვილის ენა – ინტერვიუ ამერიკელ ექსპერტთან

„სიძულვილის ენა სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა რამეს შესაძლოა ნიშნავდეს“, – გვითხრა ინტერვიუს დროს ამერიკელმა პროფესორმა, ჯეისონ დესანტომ ინტერვიუს დროს, როცა მას პარლამენტში შესული ახალი საკანონმდებლო წინადადების რისკებზე ვკითხეთ. ჯეისონ დესანტო ნორსვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია [ჩიკაგო, აშშ; 25-ე ადგილი მსოფლიო რეიტინგში] და ძირითადად გამოხატვის თავისუფლების კუთხით მუშაობს. ჯეისონ დესანტო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობს, რაც რამდენიმე თვეა  …

მოქალაქეები: მაისურებზე საპროტესტო წარწერით სასამართლოში არ შეგვიშვეს

„მანდატურმა გვითხრა, რომ ამ მაისურით პროცესზე ვერ შეგვიშვებდა,“ – აცხადებს რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც დღეს „20 ივნისის საქმეზე“ სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ვერ დაესწრნენ. აქტივისტები სასამართლოში წარწერიანი მაისურით მივიდნენ: „თავისუფლება გავრილოვის ღამის უსამართლოდ დაკავებულ პოლიტიკურ პატიმრებს“. „მანდატურმა მითხრა, ასე რომ შეგიშვათ, გამოდის, სასამართლო სხდომის დარბაზში აქცია იქნება და აქციის გამართვის უფლებას ვერ მოგცემთო. …

პლაკატების გაკვრისთვის ვეღარ დაგაჯარიმებენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

პლაკატების და ბილბორდების გაკვრაზე დღეს, 4 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღარ ჩაითვლება პლაკატის, ან ბანერის გაკვრა კერძო საკუთრების შემთხვევაში, როცა ამას თავად შენობის მესაკუთრე აკეთებს, ან არსებობს მისი თანხმობა. მოსარჩელეების – ბესიკ ქათამაძის, დავით მჟავანაძის და ილია მალაზონიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ძალაში დატოვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც სამართალდარღვევად …

ვინ ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას

„შეზღუდვებს სიძულვილის ენის გამოყენებაზე ის ჯგუფები ითხოვენ, რომლებიც ხშირად თავად იყენებენ სიძულვილის ენას და ძალადობენ,“ – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელი. ბოლო პერიოდში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით არსებულ ინიციატივებზე გიორგი მშვენიერაძემ დღეს ბათუმში გამართულ მედიაფორუმზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა. რამდენიმე ინიციატივა იყო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხებოდა. თქვენი დაკვირვებით, რა ფორმებს …

გაშლით თუ ვერა კარავს უნებართვოდ – სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში

შეკრების და მანიფესტაციის უფლების კუთხით შესაძლოა ახალი საკანონმდებლო რეგულაცია დადგინდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილებს. ამ სარჩელზე განმწესრიგებელი სხდომა დღეს, 6 თებერვალს გაიმართება. ომბუდსმენი სადავოდ მიიჩნევს სამართლებრივ ნორმას, რომელიც აქციის მონაწილეებს უკრძალავს გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს, ან ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვოდ კარვის, პლაკატის, ტრანსპარანტის, ან აფიშის …

4 წლით პატიმრობა ტერორიზმის მოწოდების მუხლით ფეისბუქში 2 წლის წინ დაწერილი სტატუსის გამო

ოთხი წლით პატიმრობა ორხან აბბასოვს თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ნოემბერს მიუსაჯა, ორი წლის წინ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებული სტატუსის გამო. აბბასოვის ფეისბუქ სტატუსი სასამართლომ ტერორიზმისკენ მოწოდებად შეაფასა. მსჯავრდებული ექვსი თვის წინ დააკავეს სამართალდამცველებმა და 5 ნოემბრამდე გირაოს საფუძველზე ჰყავდათ გათავისუფლებული. ორი წლის წინ, 2016 წლის აპრილში აბბასოვი აზეირბაიჯან-სომხეთის სამხედრო გადატრიალებას გამოეხმაურა. აბბასოვი ეთნიკურად აზერბაიჯანელია და ბოლნისში ცხოვრობს. …

შინაპატიმრობაში მყოფი ახალგორელი აქტივისტის მიმართვა

ცხინვალელმა მოსამართლემ, ფატიმა პარაესტაევამ დღეს, 3 მაისს, გადაწყვეტილება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის სასარგებლოდ გამოიტანა. საქმე შეეხებოდა მეარაყიშვილის სარჩელს გენერალური პროკურატურის წინააღმდეგ. მეარაყიშვილი სტრუქტურას მის წინააღმდეგ საქმის უკანონოდ დაწყებაში ადანაშაულებდა. სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ვიდეომიმართვა ბათუმში გამართულ მედიაკონფერენციაზე მოისმინეს. კონფერენცია პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მოაწყო. „ბათუმელები“ თამარ მეარაყიშვილის გამოსვლის ჩანაწერს გთავაზობთ: „სამხრეთ …

„ხმაურის დროა“ – საპროტესტო აქცია დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად ბათუმში

„ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს“, „ძირს რეპრესია და ძალადობა“, „ცენზურა დაუშვებელია“, „ხმაურის დროა“ – ეს გზავნილები ჰქონდა საპროტესტო აქციას ბათუმში, ევროპის მოედანზე. შეკრებილებმა „ბირჟა მაფიას“ რეპერების: მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას დაკავება გააპროტესტეს. რეპერები დაკავების მიზეზად იმ ვიდეოკლიპს ასახელებენ, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. დღეს, 10 ივნისს, საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს თბილისში, რუსთაველის გამზირზე. საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმში რეპერების დაკავებას …

დეპუტატის შენიშვნას საჯარო მოხელე ზეწოლად არ აფასებს

„მოდით რა, ყველამ მივხედოთ ჩვენს საქმეს. თუ მონიტორინგის განხორციელების სურვილი გაქვთ, მაგის გაკეთება საჯარო მოხელის პოზიციიდან რთულია, მაგას სამოქალაქო სექტორში ყოფნა სჭირდება“, – ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ლადო მგალობლიშვილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის, ირინე ურუშაძის კომენტარს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ირინე ურუშაძე მას შემდეგ გამოეხმაურა ლადო მგალობლიშვილს ფეისბუქზე, რაც დეპუტატმა  ვრცელი განმარტებით გააზიარა …

“დღეს თუ ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ”

“მე და ჩემი მარწმუნებლები ერთი ხატის წინ ვლოცულობთ. ჩვენ, მთლიანად მრევლს, გვაქვს ერთიანი მოსაზრება, რომ თუ ვინმეს მედრესეს აგება უნდა, ააშენოს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს გიულენის ფულით და ეს უნდა მოხდეს ქართული ტრადიციების გათვალისწინებით… თუ დღეს ღორის თავი მიაჭედეს, ხვალ რომელიმე სხვა უწმინდურის თავს მიაჭედებენ იქ,” – ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა როსტომ გუნთაიშვილმა მოსამართლე …

წამების კადრების გავრცელების მომხრეებისა და მოწინააღმდეგების არგუმენტები [ვიდეო]

 

“თქვენ, ხელისუფლებას, შეგწევთ თუ არა ძალა გამოიძიოთ ადამიანების წამების ფაქტები?”, “გაიზიარეთ თუ არა ადვოკატის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია”, “გაავრცელებთ თუ არა ისევ წამების ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში?”, “რამდენი ადამიანი დაისაჯა, რომლებიც წამებაში იყვნენ  ბრალდებულები”- ეს კითხვები დისკუსიის მონაწილე ადვოკატებმა და სტუდენტებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი ჭეიშვილს დაუსვეს, როელიც დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იყო და რომელმაც საჯარო წამების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გააზიარა. 

Exit mobile version