ბათუმში გაზის ჩართვა დაწყო და დღის ბოლომდე დასრულდება

„დილის 10 საათიდან დაწყებულია აღდგენითი სამუშაოები, ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად დღის ბოლოს, დაახლოებით 6 საათამდე დასრულდება,“ – გვითხრეს კომპანია „სოკარის“ ცხელ ხაზზე. ბათუმში 19 037 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა ბოლო 5 დღეა – 13 ივლისიდან. გაზი ბათუმში 39 ქუჩაზე იყო გათიშული. მიზეზი ხიდის მშენებლობაა გოროდოკის უბანში. ამ ხიდის მშენებლობა 2026 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო …

ბათუმში 19 ათას აბონენტს 5 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება

„სოკარის“ ინფორმაციით, ბათუმში 13 ივლისიდან 17 ივლისამდე მოქალაქეებს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ. კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გაზსადენზე დაგეგმილ სარემონტო – საექსპლუატაციო სამუშაოებს უკავშირდება. გაზის მიწოდება შეუწყდება 13 ივლისის 05:00 საათიდან, 17 ივლისის 10:00 საათამდე, შემდეგ ქუჩებზე მცხოვრებ მომხმარებლებს: დიმიტრი სვიშჩევსკის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ტარას შევჩენკოს, 26 კომისრის, 26 მაისის, ბესიკის, 31 დეკემბრის, ჯავახიშვილის, 9 მარტის, …

რა მისამართებზე შეწყდება გაზის მიწოდება ბათუმში 29 აპრილს

„სოკარის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო ხვალ, 29 აპრილს, აჭარაში 389 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. მაგალითად, ბათუმში ენვერ ხაბაძის ქუჩაზე 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდება 284 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება. ბათუმში, მცხეთის N12ა-ში, 12 აბონენტი დარჩება ასევე ბუნებრივი აირის გარეშე 10:00 საათიდან 12:00 საათამდე. 29 აპრილის 12:00 საათიდან 14:00 საათამდე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში …

ბათუმში 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარის სიმაღლე, ბოლო მონაცემებით, ნახევარ მეტრზე მეტია. ბათუმში ამ დროისთვის 380-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი არ მიეწოდება თამარის გამზირზე N5 და N9 ორი კორპუსის 80 აბონენტს. თუმცა, როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, ბუნებრივი აირის მიწოდება ამ მისამართზე მალე აღდგება. „წასული არიან ჩართვაზე“ …

სად შეწყდა გაზი ბათუმსა და ქობულეთში

„სოკარის“ ინფორმაციით, დღეს, 21 თებერვალს, ავარიული დაზიანებების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ქობულეთში მცხოვრებ 40-მდე აბონენტს, ბათუმში კი „სოკარის“ თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეფერხებულა. „ლოკალურად არის გათიშული, ქობულეთში უფრო მაღალ სოფლებში, სადაც ხე დაეცა გაზსადენს და სხვა ინფორმაცია არ შემოსულა. სადღაც 30-40 აბონენტია გათიშული ქობულეთში. ჯერ ვერ მივედით დაზიანების ადგილზე, რადგან მაღალი თოვლია. ჯერ ტექნიკა …

მილები 3 წლის წინ დამონტაჟდა, გაზს კი არ გვირთავენ – ერგეს მოსახლეობის მიმართვა მთავრობას

ხელვაჩაურის  სოფელ ერგეს მოსახლეობამ ბუნებრივი აირის სისტემის ინდივიდუალური გამრიცხველიანების მოთხოვნით აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტს მიმართა. წერილში, რომელსაც 100 მოქალაქე აწერს ხელს, ადგილობრივები ითხოვენ, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესი დროულად დაიწყოს. სოფელში გაზის ცენტრალური მილების მონტაჟის პროცესი 2020 წელს დასრულდა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა ბუნებრივი აირით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ მოქალაქეს, გოჩა მჟავანაძეს ესაუბრა. „აქამდე მიზეზი …

ბიზნესისთვის ბუნებრივი გაზი 20 თეთრით ძვირდება – „სოკარი“

2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით ძვირდება. აქამდე 1 კუბ.მეტრ ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი 95 თეთრი იყო, პირველი დეკემბრიდან კი 1 ლარი და 15 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით. „სოკარი“ აცხადებს, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის. „არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ …

ქობულეთში 200-მდე ოჯახს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში მეწყრული პროცესები განვითარდა, რამაც გაზსადენი მილის დაზიანება გამოიწვია. როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ დროისთვის ბუნებრივი აირი 200-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მერიაში ამბობენ, რომ შესაბამისი სამსახურები მუშაობენ პრობლემის გადასაწყვეტად. ბუნებრივი აირის გარდა ქობულეთში სასმელი წყლის პრობლემაც შეექმნა გარკვეულ სოფლებს, რადგან, როგორც მერიაში ამბობენ, „მეწყრული პროცესების შედეგად სათავე ნაგებობები მოისილა“. ამავე თემაზე:  სექტემბერში …

როდის განახლდება ბათუმში გაზის მიწოდება – „სოკარის“ განმარტება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმს უკვე შეუწყდა, თუმცა, ცალკეულ უბნებში ბუნებრივი აირის მიწოდება ისევ ფიქსირდება. „სოკარში“ აცხადებენ, რომ „ეს მილებში ჩარჩენილი გაზია“. „ბათუმი-ხელვაჩაურის მკვებავი ცენტრალური მილის ურდული გადაკეტილია. სადღაც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს მილებში ჩარჩენილი გაზია“- ამბობს „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი „ბათუმელებთან“. მისი თქმით, ავტობანის მშენებლობის გამო, …

4 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება ბათუმს, ხელვაჩაურს და ქობულეთის ნაწილს

8 ივლისიდან ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ნაწილის მოსახლეობას ოთხი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი ახალი მაგისტრალის დაერთებაა. „ავტობანის მშენებლობიდან გამომდინარე, ახალი ცენტრალური მაგისტრალი აშენდა, ამიტომ უნდა მოხდეს მისი დაერთება. ტექნიკურ სამუშაოებს სჭირდება ორი დღე, გარკვეული დრო კი, ალბათ …

რატომ არ შეგიძლია კორპუსში გაზის ჩართვაზე უარი თქვა – სემეკის განმარტება

„საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივ აირზე უარს ვერ იტყვი“, – მსგავსი ფრაზა შესაძლოა ყველგან მოისმინოთ, თუკი ადამიანები ახალ კორპუსში ცხოვრებას იწყებენ და საქმე გაზის შეყვანაზე მიდგა. სემეკ-ის ბოლო დადგენილების მიხედვით, მაგალითად, კორპუსის მცხოვრებმა „სოკარ გაზს“ მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიმართოს, თუ ყველა ბინადარი თანახმა იქნება ბუნებრივი აირის საცხოვრებელ კორპუსში შეყვანაზე და ამავდროულად სრულად აქვთ გადახდილი გამრიცხველიანების საფასური. …

ვის როდის ჩაურთავენ გაზს – „სოკარ ჯორჯიას“ განმარტება

ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს, 29 ნოემბერს, დილიდან დაიწყო. „სოკარ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ გაზის მიწოდების აღდგენა ხვალ, 30 ნოემბერს, დღის ბოლომდე დასრულდება. „დაბნელებამდე ვიმუშავებთ… პირველ რიგში, ვრთავთ სარფის ნაწილს და ანგისის დასახლებას, სადაც კოვიდსასტუმროებია. უკვე იწყება ბათუმის ცენტრალური ნაწილის ჩართვა. სხვადასხვა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები,“ – გვითხრა „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენელმა, ვახტანგ ბერიშვილმა. „სოკარ ჯორჯია“ აბონენტებს მოუწოდებს …

ბათუმში გაზის მიწოდება კვირას დილიდან დაიწყება – კომპანია

აჭარასა და გურიაში ბუნებრივი აირის მიწოდება კვირას, 29 ნოემბერს, დილიდან აღდგება. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბუნებრივი აირი დღეს ღამით საავადმყოფოებს, კოვისსასტუმროებს და სტრატეგიული დანიშნულებს ობიექტებს მიეწოდება, მოსახლეობას კი – კვირას დილიდან. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით კი, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენიდან 5 დღე იქნება საჭირო, რომ გაზი ყველა აბონენტთან მივიდეს. „ყველა ჭიშკართან ვიქნებით …

გაზი გაითიშა, მიზეზი მაგისტრალის დაზიანებაა

აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. “სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს. ჯერჯერობით უცნობია როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება.  

ხულოში ბუნებრივი აირი შევიდა

აჭარის მთავრობის ცნობით, დაბა ხულოში მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირი შევიდა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე და კომპანია „სოკარის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „დღეს ბუნებრივ აირს ავანთებთ ხულოს დაბაში და ეტაპობრივად, უკვე, ყველა ოჯახი მიიღებს ბუნებრივ აირს. არც ერთი მოქალაქე და ოჯახი მთაში არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების გარეშე“, – …

რომელ ქუჩებზე შეწყდება გაზის მიწოდება ხვალ ბათუმში

ხვალ, 20 მაისს, ბათუმში 5 400 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. ბუნებრივი აირი შეწყდება საღამოს 21:00 საათიდან და ზეგ, 21 მაისს, დილის 12 საათიდან მისი ჩართვა ეტაპობრივად დაიწყება. გაზის მიწოდება შეუწყება ინასარიძის, კობალაძის, ფიროსმანის, აბუსერიძის, გენ. ასლან აბაშიძის და შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს. როგორც „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გეგმიურ ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

ქობულეთში 968 აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ხვალ, 6 მარტს, ქობულეთში 500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შუწყდება. ბუნებრივი აირი შეუწყდება ჩაქვის, საჩინოს, ბუკნარის, ციხისძირის 968 აბონენტს. როგორც „ბათუმელებს“ სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისში უთხრეს, ბუნებრივი აირის შეწყვეტა გეგმიურ სამუშაოებს უკავშირდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება დილით შეუწყება 500 აბონენტს, ხოლო გაზის მიწოდება საღამოს 17:00 საათიდან დაიწყება,“- განაცხადეს „სოკარში“.      

ბათუმში ასობით აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ამ დროისთვის [12:45 სთ.] ბათუმში 300-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც „სოკარის“ რეგიონული ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, ბუნებრივი აირის შეფერხების მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს. „99 ათასი აბონენტი გვყავს და აქედან დაახლოებით 300 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი, რომელსაც დღის განმავლობაში ჩავრთავთ. არის მიმდინარე საექსპლუატაციო სამუშაოებიც და ვმუშაობთ აღდგენებზე. ერთი შემთხვევა იყო გუშინ, …

როგორ მივხვდეთ, რომ ბინაში გაზი ჟონავს – რეკომენდაციები

როგორ დავიცვათ თავი ბუნებრივი აირით მოწამვლისგან და რა არის ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომლებიც თითოეულმა პირმა უნდა დაიცვას ბუნებრივი აირის მოხმარების პირობებში? როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ბინაში ან სათავსოში „გაზი ჟონავს“ და რისი გაკეთება არის დაუშვებელი გაჟონვის წყაროს დასადგენად? გაეცანით „სოკარის“ რეკომენდაციებს: [checklist] ბუნებრივი აირის წვისათვის საჭიროა ჟანგბადი. წვის საბოლოო პროდუქტია ნახშირორჟანგი CO2 და წყალი. გაზი …

ბათუმსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში გაზის შეყვანის საფასური 400-ის ნაცვლად 800 ლარი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ახალი მომხმარებლისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, თვითმმართველ ქალაქებში გაორმაგდა. ბათუმში, თბილისში,  ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ახალი მომხმარებელი გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შეყვანაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ეს ტარიფი სემეკმა უცვლელი დატოვა და ის 400 …

კურორტ გოდერძის ბუნებრივი აირი წელს პირველად მიეწოდება

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე წელს პირველად აინთება ბუნებრივი გაზი. ადიგენი-გოდერძის 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა რვა თვეს მიმდინარეობდა. პროექტის ღირებულება 11.5 მილიონი ლარია. „ახალაშენებულ გაზსადენს მიეცემა „აღმოსავლეთ-დააცლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელი ფუნქცია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს იქნება გამოყენებული“-ნათქვამია მტავრობის პრესრელიზში. ამავე წყაროს ცნობით, გაზიფიცირების მიმდინარე …

ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ამ დროისთვის ბათუმში 50-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, კომპანია „სოკარის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით შეფერხება ავარიას უკავშირდება, რაც ფერიაში განვითარებულმა მეწყერმა გამოიწვია. მისივე ინფორმაციით ამ აბონენტებს  ბუნებრივი აირის მიწოდება სავარაუდოდ ორშაბათს, 4 ნოემბერს აღუდგებათ: „თუმცა ეს დამოკიდებული მუნიციპალური სამსახურების მუშაობაზეც, რადგან ტერიტორია უნდა გაიწმინდოს და მილი გამოჩნდეს“ – გვითხრა ვახტანგ ბერიშვილმა.

სოკარი: გაზის მიწოდება ბათუმში ხვალიდან დაიწყება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაცით, ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა ბათუმში ხვალ, 11 ოქტომბრიდან, დილიდან დაიწყება. „სამუშაოები დასრულდა იმაზე ადრე, ვიდრე ვგეგმავდით“ –  განაცხადეს კომპანიაში. ამის შესახებ შეტყობინება აბონენტებმაც მიიღეს. „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, ხვალ დილიდან  ბუნებრივი აირის მიწოდება აღუდგებათ საავადმყოფოებსა და სხვა სასიცოცხლო ობიექტებს, შემდეგ კი ბათუმის სხვადასხვა უბნებისთვის ბუნებრივი …

ბათუმში სამ ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება – მშენებელმა კომპანიამ მილი დააზიანა

ამ დროისთვის ბათუმში ამბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, შეფერხების მიზეზი  მშენებელი კომპანიის მიერ  მილის დაზიანებაა. ავარიის შედეგედ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ: ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს. „სოკარ გაზში“ გვითხრეს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის მიწოდება საღამოს ექვსი საათიდან დაიწყება, ქსელში ეტაპობრივად ჩაირთვება  სამივე ქუჩის ყველა აბონენტი. „სოკარ გაზში“ არ დაგვიკონკრეტეს …

როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი ბათუმის ნაწილს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩასა და ბათუმზე შემოერთებულ ხელვაჩაურის ნაწილს, ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ მიეწოდება. როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარში“ უთხრეს, საღამოს 5:00 საათისთვის ყველა აბონნეტი ჩართული იქნება. „ბათუმზე შემოერთებული ხელვაჩაურის ნაწილს და ხიმშიშვილის ქუჩასაც, დღის ბოლომდე ექნება ბუნებრივი აირი, ახლა მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და როცა მოსახლეობა რუპორებით გაფრთხილდება, შემდეგ შეუძლიათ ჩართონ გაზი“-გვეუბნებიან „სოკარში“. ბათუმს ბუნებრივი აირის …

გაზის მიწოდება ბათუმში 7 ქუჩაზე შეწყდა

ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმში ამ დროისთვის 7 ქუჩაზე შეწყვეტილია. კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი“ ვერ გვითხრეს ზუსტი მონაცემი, რამდენ აბონენტია დარჩენილი გაზის გარეშე. „სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე გზის საფარს აღდგენის სამუშაოებმა მილი დააზიანა, რის გამოც ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდათ ინასარიძის,  შერიფ ხიმშიაშვილის, კობალაძის ქუჩების მონაკვეთში მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივი აირის მიწოდება, …

„სოკარი“: აჭარაში ბუნებრივი აირი აღარ გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზი აჭარას“ ხელმძღვანელის დავით ლეკიშვილის განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარას აღარ შეუწყდება. „მომაწოდეს ინფორმაცია, რომ  აღდენითი სამუშაოები დროულად ჩატარდა მთავარ მილსადენზე და აღდგა დაზიანებული გაზსადენი. შესაბამისად, გაზის მოწოდებაზე  შეფერხება აღარ იქნება“-ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლეკიშვილი. დღეს, 2 ივნისს, „სოკარის“ ინფორმაციით, ავარია მოხდა მთავარ გაზსადენზე, გვარა-ოჩხამურის ტერიტორიაზე, საიდანაც მარაგდება აჭარა ბუნებრივი აირით. „სოკარში“ ამბობდნენ  რომ …

ბათუმში გაზი გაითიშა – მიწოდება დილიდან აღდგება

„ბუნებრივი აირის მიწოდება ხვალ დილის 9 საათიდან აღდგება,“ – აცხადებენ „სოკარ ჯორჯია გაზში“. ბათუმსა და ხელვაჩაურში 30 ათასამდე აბობენენტს დღეს საღამოს, 6 საათიდან, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. კომპანიაში – „სოკარ ჯორჯია გაზი“ განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის შეზღუდვა მესხის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება, რომლის დროსაც მაგისტრალური სადენი დაზიანდა. დაჩი მახარაძე, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის საავარიო-საექსპლუატაციო …

სოკარი: ბუნებრივი აირი ქალაქის ყველა უბანში ჩართულია

„ბუნებრივი აირი ქალაქის ყველა უბანში ჩართულია,“ – აცხადებენ კომპანია „სოკარ გაზში“. კომპანიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოქალაქეებს კომპანიის წარმომადგენლები აფრთხილებენ. „ჩვენი წარმომადგენლები დადიან ქალაქის ქუჩებში, ხვდებიან მოქალაქეებს, აფრთხილებენ ინდივიდუალურად და ასევე მეგაფონებით, რომ გაზი ჩართულია და ფრთხილად ჩართონ, ფრთხილად მოეკიდონ ღიად დატოვებულ გაზის ონკანებს. ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში შეუძლიათ დაგვირეკონ ცხელ ხაზზე: 16 114“, – გვითხრეს „სოკარ …

რომელ უბნებში ჩაირთვება ბუნებრივი აირი დღეს – კომპანიის განმარტება

დღეს, 6 თებერვალს, 15:00 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება აჭარის რეგიონში მხოლოდ ძველ ბათუმსა და ქობულეთს აღუდგება. დღის ბოლომდე ჩაირთვება ბონი-ბარცხანის დასახლება. ქალაქის სხვა უბნებს – ე.წ. ჭაობის დასახლების ნაწილს შესაძლებელია ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს აღუდგეს, დანარჩენი უბნები კი ხვალ დილის ცხრა საათისთვის ჩაირთვება ქსელში. ხვალ დილიდან განახლდება ბუნებრივი აირის მიწოდება სარფსა და ხელვაჩაურშიც. როგორ უნდა …

ხვალ აჭარას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 6 თებერვალს, აჭარაში ბუნებრივი აირი გაითიშება. ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ოზურგეთსა და სოფელ ნასაკირალსაც. „სოკარის“  ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გამორთვის მიზეზი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა. ბუნებრივი აირი 6 თებერვალს 07:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შეწყვეტილი. „აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგებათ,“ -აცხადებენ სოკარში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზის” …

ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება. „ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

128 ათასი ლარი ბათუმში აფეთქების შედეგად გამოწვეული ზიანისთვის

ბათუმის მერია პირველადი მონაცემების საფუძველზე, 128 ათას ლარს გამოყოფს ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობების აღსადგენად. მერიის ინფორმაციით, ზარალის ოდენობა ბოლომდე დაზუსტებული არ არის და თანხა შესაძლებელია კიდევ გაიზარდოს. ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა 10 დეკემბერს, ასევე ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მიმდებარე სახლების ფასადებიც.    

ბათუმში ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად ხვალიდან აღდგება

ბათუმის აბონენტების გაზმომარაგებაში მთელი დღის განმავლობაში შეფერხებები იყო. აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი ამ წუთებშიც არ მიეწოდება. მიმწოდებელ კომპანიაში მიზეზად მილსადენზე დაზიანება დაასახელეს, რომლის აღდგენაც მათივე ინფორმაციით, ხვალ, 25 ნოემბერს დაიწყება. „სოკარ ჯორჯია გაზში“ აცხადებენ, რომ „წნევის ვარდნის გამო დაზიანდა მილსადენი, რის გამოც აბონენტების ნაწილს შეუწყდა გაზის მიწოდება. სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება. პარალელურად, ხვალიდან დაიწყება ბუნებრივი …

ბათუმი-ქედის გაზსადენის მშენებლობის ზედამხედველს სამინისტრო ტენდერით შეარჩევს

ბათუმი-ქედის მონაკვეთის [ხიჭაურის დასახლებამდე] გაზსადენის მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 126 700 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტრო ტექნიკურ ზედამხედველს ტენდერით შეარჩევს. ტექნიკურმა ზედამხედველმა ტექნიკური ზედამხედველობა გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებასა და მათ ხარისხიანად შესრულებაზე 18 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს. გაზსადენი წელიწადნახევარში უნდა აშენდეს, მაგრამ თუ სამშენებლო სამუშაოების დასრულება ვერ განხორციელდა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში, ტექნიკური ზედამხედველი …

რატომ და ვისთვის გაძვირდა გაზის გადასახადი

სემეკის გადაწყვეტილებით მოსახლეობისთვის გაზის გადასახადი მიმდინარე წლის 20 ივლისიდან გაიზარდა. რატომ და რამდენით გაიზარდა ტარიფი მომხმარებლებისთვის და გაეზრდებათ თუ არა გაზის გადასახადი იურიდიულ პირებს? საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში [სემეკი] აცხადებენ, რომ, მაგალითად, აჭარის ტერიტორიაზე ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მომხმარებელი [მოსახლეობა] 20 ივლისიდან ერთნაირად გადაიხდის მოქმედი ტარიფით. ეს ტარიფი კი, ერთ კუბ/მეტრ მოხმარებულ აირზე 55 თეთრიდან 57 თეთრამდე …

Exit mobile version