მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება

13.12.2017
ქობულეთს გაზის მიწოდება 24 საათით შეუწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, მიმდინარე წლის 16 დეკემბრის დილის 10 საათიდან ბუნებრივი აირის მიწოდება ქობულეთის მუნიციპალიტეტს მთლიანად შეუწყდება.

„ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 17 დეკემბრის დილის 10 საათიდან და სავარაუდოდ, დღის პირველ ნახევარში აირის მიწოდება ყველა აბონენტს აღუდგება,“ – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, აირის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მილსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს უკავშირდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: