რა იწვევს მოზარდებში აგრესიას და როგორ უნდა მოიქცეს მშობელი – ფსიქოლოგის რჩევები

თინეიჯერების ბრაზი ზოგჯერ მშობლების ან თანატოლების მიმართ ძალადობრივ ქცევად გარდაიქმნება. რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდების ბრაზის მიზეზი და რის გაკეთება შეუძლია მშობელს ამ დროს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ბავშვთა ფსიქოლოგს, ირმა ფეიქრიშვილს ესაუბრა. ქალბატონო ირმა, რატომ არის ბრაზი და აგრესია ხშირი მოზარდობისას? დავიწყოთ იქიდან, რომ მოზარდობის ხანა ყველაზე რთული პერიოდია, რომელსაც ადამიანი გადის თავისი ცხოვრების …

რა არის აუტიზმი ASD | მშობლების გზამკვლევი

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აუტიზმის, აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. რით ხასიათდება აღნიშნული მდგომარეობა და როგორ უნდა მოვიქცეთ მაშინ, თუ ჩვენს ახლობელს ASD დაუდგინდა.  ბავშვთა განვითარების ცენტრ „მოზაიკას“ თერაპევტები მარიამ ათაბაგი და ნინო დოლიძე ისაუბრებენ აუტიზმის შესახებ: რა არის აუტიზმი / აუტისტური სპექტრი? მარიამ ათაბაგი: აუტისტური სპექტრის აშლილობა, იგივე ეი-ეს-დი …

თქვენი მოზარდი სარკასტულია? ეს ინტელექტის ნიშანია – კვლევის შესახებ BBC წერს

მოზარდების მიდრეკილება სარკაზმისკენ მათ მაღალ ინტელექტზე მეტყველებს – ამ დასკვნამდე მივიდნენ კანადაში მდებარე კალგარის უნივერსიტეტის მეცნიერები. სტატიას ამ კვლევის შესახებ BBC აქვეყნებს. ფსიქოლოგებმა და ნეირომეცნიერებმა დაადგინეს, რომ სარკაზმი ტვინისგან მოითხოვს მრავალი ბარიერის გადალახვას, რათა სწორ ინტერპრეტაციამდე მივიდეს. ისინი ამბობენ, რომ სარკაზმის გაგებასა და გამოყენებას გაცილებით უფრო დიდი გონებრივი შესაძლებლობები სჭირდება, ვიდრე პირდაპირი განცხადებებით საუბარს. პენი …

როცა მშობელს მიჯაჭვული ბავშვი სკოლაში მიდის – ფსიქოლოგის რჩევები

პირველ კლასში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და რთული მომენტია ბავშვისთვის. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა, რის გამოც ბავშვებმა ბაღში სიარული და თანატოლებთან სოციალიზაცია ვერ მოახერხეს, ეს პროცესი უფრო დაამძიმა. როგორ უნდა დავეხმაროთ სკოლასთან დაკავშირებული შფოთვების მოგვარებაში მშობელს მიჯაჭვულ ბავშვებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ირმა ფეიქრიშვილი საუბრობს.  ქალბატონო ირმა, რატომ ეშინიათ ბავშვებს …

ფსიქიკური აშლილობები ბავშვებში – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს

ფსიქიკური დარღვევები, ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებსაც ხშირად უვითარდებათ. რა გარემოებები იწვევს მოზარდობისა და ბავშვობის ასაკში ამ ტიპის აშლილობებს და რა უნდა ქნას მშობელმა, როგორ აღმოაჩინოს პრობლემა, რა მიიჩნიოს დარღვევად და რა ნორმად, როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს? – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი – ილიაუნის პროფესორი და …

როგორ მივხვდეთ ბავშვი ზარმაცია თუ დასწავლის უნარის დარღვევა აქვს?

„ზარმაცია“, „სკოლაში წასვლას ვერ იტანს“,  „არ უყვარს სწავლა“, „კითხულობს და ვერაფერს იმახსოვრებს“, „სულ ეფანტება ყურადღება“, „სწავლობს, მაგრამ მოყოლას ვერ ახერხებს“ – ასე და კიდევ ბევრნაირად ჩივიან მშობლები შვილებზე, რომლებსაც შესაძლოა ინტელექტიც ასაკის შესაბამისი აქვთ და არც რაიმე დიაგნოსტირებული დაავადების მატარებლები არიან, მაგრამ მაინც აქვთ დასწავლის პრობლემები. როგორც ფსიქოლოგები მიიჩნევენ, დასწავლის უნარის დარღვევა ბავშვებში ინფორმაციის გადამუშავების …

როცა მოზარდი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილოა – ფსიქოლოგის რჩევები

საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება გარდატეხის ასაკში მყოფთათვის ერთ-ერთი ყველაზე რთული პრობლემაა. როგორც ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს, მოზარდების 40-60%-ს არ მოსწონს საკუთარი თავი: ჰორმონალური პროცესების შედეგად იწყება სქესობრივი მომწიფება, მოზარდებს ეცვლებათ ხმა, სხეული. ხშირად სხეულის სხვადასხვა ნაწილები არაპროპორციულად იზრდება: კიდურები, ცხვირი და ა.შ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები მოზარდებს აბნევთ და ძაბავთ. მშობლებსაც უჭირთ …

როგორ ვესაუბროთ მოზარდებს სქესობრივ ცხოვრებაზე – რჩევები მშობლებს

პუბერტატული, იგივე სქესობრივი მომწიფების ასაკი, გოგოებისთვის ძირითადად იწყება 10, 11-დან 14 წლამდე და ბიჭებისთვის 12-16 წლის შუალედში. ეს პერიოდი ფიზიოლოგიური, ჰორმონალური და შესაბამისად, ფსიქოემოციური ცვლილებებით ხასიათდება. გოგონებსა და ბიჭებში ცვლილებები შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს. რით ხასიათდება ეს ცვლილებები, როგორ უნდა გაუმკლავდნენ მოზარდები სიახლეებს სხეულში და როგორ უნდა ესაუბრონ მშობლები მოზარდებს სქესობრივ მომწიფებაზე? – „ბათუმელებთან“ ამ თემებზე …

როცა მოზარდი ემოციებს არ გამოხატავს და სმარტფონსაა მიჯაჭვული

გარდატეხის ასაკის ბავშვების ურთიერთობა მშობლებთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხშირად მშობლები ფიქრობენ, რომ მოზარდებს მათი აღარ ესმით, შვილები აღარ უსმენენ და მეტიც, თითქოს გაურბიან მშობლებს და სძულთ კიდეც ისინი. თუმცა, სინამდვილეში, მოზარდებს აქვთ ბუნებრივი მოთხოვნილება მშობლებისგან გამოყოფის ე.წ. სეპარაციისა. ისინი ცდილობენ შეიქმნან ფსიქოლოგიური ავტონომია. ხანდახან მშობლები მიიჩნევენ, რომ ბავშვები გაჯეტებს არიან მიჯაჭვულები და …

რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ზღაპრების კითხვა – ბავშვთა ფსიქოლოგი

დღეს ხშირად მშობლებისა და ბავშვების რეალურ ურთიერთობებს სმარტფონი, ტაბლეტი და ლეპტოპი ანაცვლებს. რა გავლენა აქვს ბავშვებზე ადრეულ ასაკში უფროსებთან კომუნიკაციის ნაკლებობას, როგორ აისახება ეს გარდატეხის ასაკზე და როგორ აკავშირებს ზღაპრების ერთად კითხვის ჩვევა ბავშვებსა და მშობლებს ერთმანეთთან? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელებთან“ ბავშვთა ფსიქოლოგი, ქეთი დევაძე საუბრობს. მშობლებსა და შვილებს შორის ჯანსაღი კავშირის ჩამოყალიბება ადრეული …

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როცა მშობლები ერთმანეთს შორდებიან

განქორწინების მაჩვენებელი მსოფლიოსთან ერთად საქართველოშიც ყოველწლიურად მატულობს. ცხადია, ამას ბევრი მიზეზი განაპირობებს, მათ შორის ისიც, რომ ადამიანების ნაწილმა გადაიაზრა ნორმატიული სტანდარტები და მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო აღარ მიიჩნევენ საჭიროდ სიცოცხლის ბოლომდე არასასურველ ურთიერთობებში იცხოვრონ. ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ოჯახი, სადაც მუდმივად კონფლიქტური სიტუაციაა, ბავშვისთვის ბევრად უფრო სტრესული და დამანგრეველია, ვიდრე მშობლების განშორების გადატანა. …

რატომ ეჭვიანობს ბავშვი ახალშობილ და/ძმაზე – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ხანდახან ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალშობილი დის ან ძმის მიღება, პირველი ბავშვი ეჭვიანობს ოჯახში ახალ წევრზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მატებას მშობლების მეტი ყურადღება მიაქვს. ბავშთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად ბავშვი ჯერ კიდევ ორსულობამდე უნდა შევამზადოთ ამ სიახლისთვის. ქალბატონო ირმა, როგორ მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რომ მალე მას პატარა ძმა ან და ეყოლება? …

Exit mobile version