ორგანიზაცია „საფარის“ ინფორმაციით, მამას, რომელიც არასრულწლოვან შვილზე სექსუალურად ძალადობდა, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. „2026 წლის დასაწყისში საფარს დახმარებისთვის მიმართა ახალგაზრდა ქალმა, რომელზეც მამა წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა – ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას. დანაშაული 6 წლის წინ ხდებოდა, მაგრამ, როდესაც გოგო იმავე საფრთხის წინაშე დადგა და მამამ მასზე ძალადობა სხვა ფორმით დაიწყო, ის …
Tag Archives: ბავშვზე ძალადობა
საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს
პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. „გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღში, აღმზრდელმა მცირეწლოვნის მიმართ ძალადობა განახორციელა, რა დროსაც დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც …
Continue reading “საბავშვო ბაღის აღმზრდელს ბავშვზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს”
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა
საქართველოში ბავშვებზე ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევები ისევ მაღალია. მაგალითად, ომბუდსმენის ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ოჯახში ძალადობის საფუძვლით 533 ბავშვი ცნეს დაზარალებულად. აქედან, 219 ბავშვი განაცალკევეს ბიოლოგიური ოჯახისგან. დაზარალებულად ცნობილი ბავშვებიდან 76 ბავშვი 5 წლამდე ასაკისაა, 188 ბავშვი 5-იდან 10 წლამდე, 191 ბავშვი 11-15 წლის და 78 ბავშვი, რომელზეც იძალადეს, 16-17 წლისაა. როგორც სახალხო …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი ბავშვებიდან 76 ბავშვი, 5 წლამდე ასაკისაა”
სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ბავშვი არ ცნეს დაზარალებულად, არც საქმე გამოიძიეს – რას ჰყვება ადვოკატი
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს 10 000 ევროს გადახდა დააკისრა, ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მსხვერპლი უკვე 21 წლის გახდა, ის საქართველოს ჯერ დაზარალებულადაც კი არ უცნია. გამოძიება კი, ხუთის წლის შემდეგაც დაუსრულებელია. რა ნაწილში გამოიჩინეს ქართველმა სამართალდამცველებმა გულგრილობა საქმის მიმართ, რატომ არ იმუშავეს ეფექტურად და რა ნაწილში დაირღვა ბავშვის …
ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით ქალი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. არასრულწლოვანებს ძალადობის შედეგად სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ“ – წერს შსს. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას …
Continue reading “ბავშვებზე ძალადობის ბრალდებით დედა დააკავეს – შსს”
ბავშვზე მოძალადე არ დასჯილა, ლოყის აწითლების გამო კი მთელი სისტემა იცავს პოლიციელს – მოქალაქე
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც 28 აპრილს მედიამენეჯერის მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა, მოვიდა მოქალაქე გოჩა მელაძეც, რომლის 12 წლის შვილს ცეკვის მასწავლებელმა სცემა. ეს საქმე სასამართლოს ჯერ არ განუხილავს. გოჩა მელაძის შვილზე 2024 წელს იძალადა მასწავლებელმა. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა ერთი გაკვეთილის განმავლობაში 12 წლის ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. …
ძალადობის მსხვერპლი 2 ბავშვი ზრუნვის სააგენტოს სასამართლოში უჩივის – PHR
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ინფორმაციით, სისტემური ძალადობის მსხვერპლმა ბავშვებმა ზრუნვის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი ბავშვის სარჩელი წარმოებაში მიიღო. ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო დავის საგანია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან ბავშვების უფლებების სისტემური დარღვევა. „საზოგადოებას ახსოვს 9 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოს და მისი ძმის უმძიმესი ისტორია. ჯერ კიდევ სისხლის სამართლის საქმის დაწყებისას, …
Continue reading “ძალადობის მსხვერპლი 2 ბავშვი ზრუნვის სააგენტოს სასამართლოში უჩივის – PHR”
ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო
ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა. ერთი გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელმა ბავშვზე არაერთხელ იძალადა როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. ფაქტს სხვა ბავშვებიც ესწრებოდნენ. ეს ყველაფერი სავარჯიშო დარბაზში დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ …
Continue reading “ბათუმში ცეკვის მასწავლებელმა ბავშვს სცემა – დაწყებულია გამოძიება | ვიდეო”
ქობულეთში შშმ მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე 1 კაცი დააკავეს – რა გააკეთა სახელმწიფომ მის დასაცავად
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მოზარდი სოფელში ცხოვრობს. ბრალდებული კი სავარაუდოდ, მეზობელი სოფლიდანაა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 137-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. მსხვერპლი მოზარდი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ოჯახი სოციალურად დაუცველია და აქვს სხვა ტიპის პრობლემებიც. მოზარდის ბებია „ბათუმელებთან“ ჯერ კიდევ გასულ წელს …
ბაღში ბავშვის ცემის ეფექტურად არგამოძიების გამო სახელმწიფოს 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა – PHR
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე PHR-ის იურისტებმა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვის ძალადობისგან დაცვის უფლება, რომელიც …
რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან
„ჩვენ ვინ დაგვიცავს, ყველანაირად უფლებააყრილ პედაგოგებს?“, „ბარემ გაკოჭეთ მასწავლებელი“, „საზიზღარი, ინტრიგანი ბავშვები“- ასეთი კომენტარებით გამოეხმაურა მასწავლებლების ნაწილი სოციალურ ქსელში ამბავს, რომ ბავშვებმა მოსწავლეზე ძალადობის ფაქტი კლასში ტელეფონით გადაიღეს, შემდეგ კი ინტერნეტში ატვირთეს. რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები და აქვთ თუ არა მათ რეალურად უფლებები შეზღუდული? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ …
Continue reading “რა უფლებების დაკარგვაზე წუხან მასწავლებლები – ინტერვიუ პედაგოგთან”
სექსუალური შევიწროება – სკოლამ მოსწავლეს არ გადასცა დისციპლინური წარმოების მასალები
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR წერს, რომ პერსონალური დაცვის ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო სკოლა, რომელმაც მოსწავლეს არ გადასცა მის მიმართ სექსუალური შევიწროების დისციპლინური წარმოების მასალები. „ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი. შევიწროება გამოიხატებოდა შემდეგ ქმედებებში: გაკვეთილების დროს მხრებზე უკეთებდა მასაჟებს; სკოლის საერთო სივრცეში თითქმის …
„ბავშვი ვერ იქნება ცოლი“ – რამდენი დამნაშავე ჰყავს 14 წლის გოგოს მკვლელობას
28 წლის კაცმა 14 წლის ბავშვი გაიტაცა, შემდეგ კი მოკლა. შემთხვევა გუშინ, 6 ოქტომბერს მოხდა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში. როგორც ითქვა, ბრალდებული 14 წლის ბავშვს აიძულებდა მისი ცოლი გამხდარიყო. კანონის შესაბამისად, 14 წლის ბავშვი ვერ იქნება მეუღლე, ცოლი, შესაბამისად, ბავშვის ჯერ გატაცებას და შემდეგ მკვლელობას დამნაშავე მხარეები ჰყავს. ვის უნდა დაეცვა არასრულწლოვანი და რატომ არ იმოქმედა …
Continue reading “„ბავშვი ვერ იქნება ცოლი“ – რამდენი დამნაშავე ჰყავს 14 წლის გოგოს მკვლელობას”
ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ
დღეს, 5 ივნისს, აჭარის პროკურატურას განცხადებით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „შშმ ქალთა ალიანსმა“ და არასრულწლოვან შშმ გოგონებზე გარყვნილი ქმედებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების არსებობის თაობაზე გამოძიების დაწყება მოითხოვა. საუბარია შვიდიდან 16 წლამდე ასაკის გოგონებზე, რომლებზეც სავარაუდოდ რამდენიმე წელია სექსუალურად ძალადობდნენ. მოძალადეები ვიდეოებს ჯერ იღებდნენ, შემდეგ კი შიდა ჯგუფებში ერთმანეთს უზიარებდნენ. „ჩემთან ინფორმაცია მოვიდა ერთ-ერთი ახლობელი ქალის …
Continue reading “ბავშვებზე სექსუალურად ძალადობდნენ და ვიდეოებს უღებდნენ”
9 წლის წინ ბავშვის გაუპატიურებისთვის ბიძას 12 წელი მიუსაჯეს – განაჩენი სასამართლომ დღეს გამოიტანა
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, დღეს, 13 დეკემბერს, 9 წლის წინანდელ გაუპატიურების შემთხვევაზე განაჩენი დადგა და მოძალადე დაისაჯა. 21 წლის ქალმა ააიპ „თანასწორობის მოძრაობას“ 2022 წლის 15 მარტს მიმართა. ის აცხადებდა, რომ არასრულწლოვან ასაკში ბიძა მასზე სექსუალურად ძალადობდა. ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. „საქმეზე ეფექტურად ჩატარდა საგამოძიებო და …
14 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს – შსს
ბათუმში 14 წლის გოგოზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით მამა დააკავეს. შვილზე ძალადობის შემთხვევა სავარაუდოდ გუშინ, 22 ნოემბერს, მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, როცა მამამ გაიგო არასრულწლოვანი შვილის სქესობრივი კავშირის შესახებ, შვილს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მამა ოჯახში ძალადობის მუხლით დააკავეს. „გამოძიება ასევე დაწყებულია სექსუალური ხასიათის დანაშაულზეც“, – გვითხრეს შსს-ში. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სექსუალური ძალადობის ბრალდებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ, …
Continue reading “14 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმში მამა დააკავეს – შსს”
ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა
ბათუმის მერვე საჯარო სკოლაში 6 ოქტომბერს მომხდარი კონფლიქტის შესახებ, „ბათუმელებთან“ დაზარალებული მოსწავლის დედა საუბრობს. დედის თქმით, მისი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა, აქედან 10-მდე პირი ამოცნობილია და პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. „ათი მოზარდი, ვინც ამ ჩხუბის თანამონაწილე იყო, ყველა დასახელებულია პოლიციის მეორე განყოფილებაში. აქედან ჩემი შვილის კლასელი არის ერთი, დანარჩენი იმ კლასელს ჰყავს გამოძახებული. ზოგიერთი სრულწლოვანიც …
Continue reading “ჩემი შვილის ცემაში 25-მდე პირი მონაწილეობდა – მოსწავლის დედა”
გამოვლინდა ბავშვებზე ოჯახში ძალადობის 281 შემთხვევა
მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით, ოჯახში არასრულწლოვანებზე ძალადობის 281 შემთხვევა გამოვლინდა. შსს-ს მონაცემებით, მოძალადეების წინააღმდეგ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. ექვსი თვის განმავლობაში 58-ჯერ იძალადეს 13 წლამდე მამრობითი სქესის ბავშვზე, 42-ჯერ კი – 14-დან 17 წლამდე ბავშვებზე. გაცილებით მაღალია გოგოებზე ძალადობის მაჩვენებელი. მაგალითად, ამავე პერიოდში 13 წლამდე გოგოებზე ძალადობის 73 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო 14-დან 17 წლამდე გოგოებზე ძალადობის …
Continue reading “გამოვლინდა ბავშვებზე ოჯახში ძალადობის 281 შემთხვევა”
სტუდენტი, რომელიც ხიჭაურის საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტსაც ტოვებს
ლუკა ხაჩიძე, რომელიც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაიზარდა და რომელმაც იქ არსებული ძალადობის შემთხვევებზე პროკურატურაში განაცხადა, ამბობს, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ხიჭაურის უნივერსიტეტში სწავლას აღარ გააგრძელებს. ლუკა ხიჭაურში, ტბელ აბუსერიძის სასწავლო უნივერსიტეტში სწავლობს და უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელშიც ცხოვრობდა, თუმცა ძალადობაზე საუბრის შემდეგ მას უთხრეს, რომ საერთო საცხოვრებელი უნდა დაეტოვებინა. „უნივერსიტეტიდან ვერ გამრიცხავდნენ, რადგან ეროვნული გამოცდებით ვარ ჩარიცხული, …
Continue reading “სტუდენტი, რომელიც ხიჭაურის საერთო საცხოვრებლიდან გაუშვეს, უნივერსიტეტსაც ტოვებს”
9 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ჯერ არავინ დაუკავებიათ
დღეს, 9 აპრილს, პოლიციაში 9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ შეტყობინება შევიდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელსაც ინფორმირებული პირი გვიდასტურებს, გოგონა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნება. გოგოზე სავარაუდოდ 45 წლის კაცმა იძალადა. დაიწყო თუ არა გამოძიება და კონკრეტულად რა მუხლით? – ამ კითხვით მიმართა „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის …
Continue reading “9 წლის გოგოზე ძალადობის ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ჯერ არავინ დაუკავებიათ”
გურიაში 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე 1 პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში დააკავეს 30 წლის კაცი, რომელმაც სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა 11 წლის ბავშვის მიმართ. პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გთავაზობთ უცვლელად: „შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული დ.მ. ოზურგეთში დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი …
Continue reading “გურიაში 11 წლის ბავშვის მიმართ სექსუალურ ძალადობაზე 1 პირი დააკავეს – შსს”
დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!
ავტორი: თამარ კორძაია, იურისტი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი __ ქალის უფლებებს როგორც კი ვახსენებთ, არ აყოვნებს შეკითხვა: ქალი ადამიანი არ არის? დიახ, ქალი ადამიანი არ არის! ადამიანი არის სუბიექტი, ამ “ჩამჭრელი” შეკითხვის ავტორებისთვის – ობიექტი. ობიექტი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს ის, რომ ქალს საკუთარი სქესის გამო ტკივილი, შერცხვენა, დამცირება, შიში და უამრავი რამ აქვს …
Continue reading “დასჯა გამოსავალი არ არის, გამოსავალი – აღიარებაა!”
ბათუმში მდუმარე აქციით პოლიციის უმოქმედობა გააპროტესტეს – 14 წლის გოგოს დაღუპვის საქმე
„გაიღვიძეთ“, „გულგრილობა დანაშაულია“, „ნუ მომკლავ“ – ამ ლოზუნგებით დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს 14 წლის გოგოს ტრაგედიაზე. აქციის ორგანიზატორი იყო პოლიტიკური პარტია „ლელო“. საუბარია ქობულეთში მომხდარ შემთხვევაზე – 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 1 პირი მას შემდეგ დააკავეს, რაც გოგომ თავი მოიკლა. გარდაცვლილის ბაბუას თქმით, სექსუალური ძალადობის შესახებ ოჯახმა ორი …
პოლიციამ რამდენიმე თვე არაფერი გააკეთა – ადვოკატი 14 წლის გოგოს შესაძლო გაუპატიურებაზე
წინასწარი ინფორმაციით, ქობულეთში 14 წლის მოზარდმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. როგორც გამოძიება ამბობს, მასზე სავარაუდოდ სექსუალურად იძალადეს. თუმცა პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ გოგოს დაღუპვის შემდეგ დააკავა. გარდაცვლილი არასრულწლოვნის მეურვის ნებართვით საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთო. შესაბამისად, ამ საქმეზე „ბათუმელების“ კითხვებს ადვოკატი ანა თავხელიძე პასუხობს. ანა, რაზე მეტყველებს მოზარდის სუიციდის ფაქტი, რომელი უწყებების სისუსტე ან გულგრილობა …
რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო 14 წლის გოგოს სავარაუდო გაუპატიურებასა და სუიციდზე
ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგოს სავარაუდო თვითმკვლელობასა და გაუპატიურებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს „ბათუმელებმა“ ჰკითხა, კონკრეტულად რა სამუშაო შეასრულა სოციალურმა მუშაკმა მსხვერპლი მოზარდის დასახმარებლად: რა პერიოდიდან მუშაობდა მსხვერპლთან, თუ იცოდა, რომ გოგო იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, აცნობა თუ არა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს და რა მოიმოქმედა ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ …
რა (არ) გააკეთა გამოძიებამ 14 წლის გოგოს გაუპატიურებაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ
გუშინ ქობულეთში, სოფელ ქაქუთში, 14 წლის გოგომ თავი მოიკლა. გოგოს ბაბუამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ მის შვილიშვილზე 23 წლის კაცმა სექსუალურად პირველად 2020 წლის ივლისში იძალადა. როგორც ბაბუამ თქვა, მოძალადემ მეორედაც „მოაკითხა, ექვსი თვის მერე და მეორეჯერ იძალადა“. ბაბუას თქმით, ოჯახმა მეორე შემთხვევის შემდეგ გაიგო ძალადობის შესახებ. როდის მიმართა ოჯახმა პოლიციას? – ქაქუთში გვითხრეს, რომ ბაბუა …
რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ
რატომ ვერ იცავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებებს და ვერ უზრუნველყოფს მისივე მიღებული კანონების აღსრულებას? ვინ და როგორ უნდა იყოს ჩართული ბავშვის უფლებების დაცვაში, რა უნდა მოიმოქმედოს სახელმწიფომ, რომ ბავშვები არ აღმოჩნდნენ ძალადობის პირისპირ მარტო და დაუცველები და რატომ არ აძლიერებს სახელმწიფო სოციალურ სამსახურებს? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა არგანაშვილი საუბრობს. …
Continue reading “რატომ ვერ ხედავს სახელმწიფო ბავშვთა უფლებების დარღვევას ტრაგედიამდე – ინტერვიუ”
PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, აუტიზმის მქონე 9 წლის ნაცემი პეტრე პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულად არ მიიჩნია. „ბავშვი პერიოდულად სახლიდან გარბის. იგი ვერ ლაპარაკობს. მოწმეები მიუთითებენ, რომ მამა ღიზიანდებოდა პეტრეს დიაგნოზით გამოწვეულ ქცევებზე და ქამრით სცემდა. მამა კრძალავდა პეტრეს ჩართვას თერაპიულ კურსებში და ბავშვის დიაგნოზის გამო დედას ადანაშაულებდა. იგი ბავშვს აუტიზმის დიაგნოზის გამო სასტიკად …
Continue reading “PHR: აუტიზმის მქონე 9 წლის პეტრე სასამართლომ და პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო”
მშობლის მიერ მეორე მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლომ ძალადობად აღიარა
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა. ორგანიზაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პრეცედენტულს უწოდებს. სამართლებრივი დახმარების მიზნით ორგანიზაციას ერთ-ერთი ბავშვების დედამ მიმართა, რომლის გადმოცემით, ბავშვების მამამ იგი შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ისინი იყვნენ დათრგუნულები და შეშინებულები. „დედამ მიიჩნია, რომ …
Continue reading “მშობლის მიერ მეორე მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფა სასამართლომ ძალადობად აღიარა”
ბათუმში მეხუთეკლასელზე ძალადობას შსს იძიებს – ერთი ვერსიით ბიჭს სკოლის გზაზე გაუსწორდნენ
ბათუმის ერთ-ერთი საჯაროს სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტს შსს იკვლევს. როგორც სკოლაში გვითხრეს, მეხუთეკლასელ ბიჭს, როცა ის სახლიდან სკოლაში მოდიოდა, გზაზე მასზე ბევრად უფროსი ბიჭები დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ბიჭები მოზარდს ფულს სძალავდნენ. თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, მეხუთეკლასელი ბიჭი ჩხუბის ფაქტს შეესწრო და სხვასთან რომ არ გაემხილა, ამის გამო …
„დედა, დაინახე როგორ ჩამარტყეს თეფში?“ – ძიძას საყვედური გამოუცხადეს და ჯგუფს დატოვებს
„ჩემი შვილი 4 წლისაა, მას ძიძამ თავში ჩაარტყა თეფში იმის გამო, რომ წვნიანი არ შეჭამა,“ – ამბობს მშობელი თამილა ი. მისი შვილი ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში 18 ოქტომბრის შემდეგ აღარ მისულა. მშობელი რეაგირებას ითხოვს. შესაბამისი კომისიის მოკვლევით, ბავშვისთვის თეფშის ჩარტყმა არ დადასტურდა. „ბაღიდან მომყავდა იმ დღეს საღამოს, ერთხანს ჩუმად იყო საეჭვოდ და მერე მეუბნება: დედიკო, დაინახე, …
„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
„ხშირად დამიფიქსირებია, რომ ბავშვებს უკვირთ, როცა მათ ვეკითხები: რას გრძნობ? ეს შეკითხვა მათთვის ძალიან უცხოა“, – ამას ფსიქოლოგი ქეთი დევაძე ამბობს. იგი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და მათ მშობლებთან მუშაობს. ფსიქოლოგიის ცენტრი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია და აქ მომსახურების მიღება ევროკავშირის მხარდაჭერით უფასოდ შეიძლება. „ადვოკატირება ბავშვთა და ახალგაზრდების დასაცავად“ – ამ პროექტის ფარგლებში გახსნილი ფსიქოლოგიის ცენტრი …
Continue reading “„ერთმა დედამ მკითხა: ბავშვი რამდენჯერ უნდა ვცემო?“ – ინტერვიუ ფსიქოლოგთან”
ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ, მეშვიდეკლასელი ბავშვების მონაწილეობით სავარაუდო ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. როგორც სკოლის დირექტორი, თამთა კვარაცხელია „ბათუმელებთან“ ამბობს, პოლიცია სკოლაში ადმინისტრაციამ გამოიძახა, რადგან მან მიიღო ინფორმაცია მოსწავლეებს შორის სავარაუდო ძალადობის შესახებ. „სკოლის მანდატურმა ყური მოჰკრა მეშვიდეკლასელი ბიჭების საუბარს, ერთ-ერთი ამბობდა, „ხომ ვცემეთ გუშინ, დავალილავეთო“. მანდატურს ამაზე ჰქონდა რეაგირება და დავიწყეთ საქმის მოკვლევა. …
Continue reading “ბათუმში მეშვიდეკლასელებს შორის ძალადობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო”
განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ
აჭარის განათლების მინისტრი, ინგა შამილიშვილი, საქართველოს განათლების მინისტრის ინიციატივის – „მოვუსმინოთ ბავშვებს“ ფარგლებში, მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ მინისტრმა „მოსწავლეებისგან მოისმინა, თუ რას ფიქრობენ სკოლებში ძალადობის მიზეზებზე და პრევენციაზე“. „ბათუმელები“ ინგა შამილიშვილს დაუკავშირდა და ჰკითხა, ხომ არ მოუსმენია იმ მოზარდისთვის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ ჟურნალ „ბათუმელებთან“ ისაუბრა სკოლაში რამდენიმე …
Continue reading “განათლების მინისტრი ძალადობის მსხვერპლ მოზარდთან შეხვედრაზე: ყველა სკოლაში მივალ”
ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე შუახევსა და ქედაში გამგებლის წარმომადგენლებსა და სპეციალისტებს ტრენინგებს უტარებს. ასოციაციის წარმომადგენელი და ტრენერი ნათია მაჭარაშვილი ამბობს, რომ ტრენინგის ძირითადი მიზანია საჯარო მოხელეებს, მათ შორის, სოფლის რწმუნებულებს გააცნონ, რას ავალდებულებს მათ კანონი, როცა ბავშვი ძალადობის მსხვერპლია. „საზოგადოებაში ბავშვი პირად საკუთრებადაა აღქმული, ხშირ შემთხვევაში კი, ადამიანები ძალადობრივ …
Continue reading “ქედასა და შუახევში სოფლის რწმუნებულებს ბავშვზე ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარეს”
გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე ბათუმში იმსჯელებს
ხვალ, 28 თებერვალს, ბათუმში, რუსთაველის უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოში გაეროს ფონდის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი დაესწრება. ოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილება ბავშვთა დაცვის რეფერირების მექანიზმის დანერგვისათვის აუცილებელი ღონისძიებები. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის [შეხვედრაზე იქნება ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი] წარმომადგენლები, რეფერირების მექანიზმში ჩართული უწყებები, გამგებლები, სოციალური მომსახურების …
Continue reading “გაეროს ბავშვთა ფონდი ბავშვების ძალადობისგან დაცვაზე ბათუმში იმსჯელებს”