PHR-ი ბავშვის ცემის ფაქტზე: საბავშვო ბაღი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო უნდა დაჯარიმდეს

ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში 5 წლის ბავშვის მშობლის მიერ ცემის ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ გამოეხმაურა. ორგანიზაციის  იურისტის ანა არგანაშვილის თქმით, 2016 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საბავშვო ბაღს უზუსტებს და ავალდებულებს, რომ ყველა ძალადობის შემთხვევა, იქნება ეს ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური თუ უგულებელყოფა მშობლის მხრიდან, ბაღმა უნდა შეატყობინოს სოციალურ სამსახურს, როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს …

მანდატურმა 5 წლის შვილს მშობლებისა და ბავშვების თანდასწრებით სცემა

დღეს, 16 თებერვალს, ბათუმის მე-15 საბავშვო ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა 5 წლის ბავშვს აღსაზრდელებისა და მასწავლებლების თვალწინ სცემა. ბავშვის ცემის მიზეზი, როგორც საბავშვო ბაღში აგვიხსნეს, ერთ-ერთ მშობელთან დაპირისპირება იყო. „ბათუმელებთან“ ბაღში მომხდარ ინციდენტს საბავშვო ბაღის მეთოდისტი დოდო ლაღაძეც ადასტურებს. „არც ისეთი უსაშველო კონფლიქტი იყო, რომ თქვენც გაგეგოთ, დედამ საკუთარ შვილს თმები მოქაჩა, პატარა წაარტყა და ისე …

თითქოს მე ვწერდი მამაკაცს ჩვენი შეხვედრის შესახებ – ნაცემი ბავშვის დედას „ფეისბუკი“ გაუტეხეს

ქალს, რომლის 11 წლის შვილს მამამ სასტიკად სცემა, „ფეისბუკის“  პირადი გვერდი გაუტეხეს. ფაქტი გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მას შემდეგ, რაც ბავშვის  ცემის შესახებ სტატია „ბათუმელებში“ გამოქვეყნდა, მოგვიანებით კი ფაქტი ტელევიზიებმაც  გააშუქეს.  სავარაუდო კიბერდანაშაულზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. „ღამის პირველი საათი იქნებოდა, როცა ჩემმა დამ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი „ფეისბუკი“ გატეხილი იყო და საჯაროდ ჩანდა …

Exit mobile version