ბათუმის აკვარიუმის შენობა ისევ სავალალო მდგომარეობაშია, 2024 წელს დაანონსებული განახლების პროექტი ჩავარდა. რუსთაველის ქუჩაზე, #51-ში მდებარე ორსართულიანი შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაციის სამუშაოების შესასრულებლად ბათუმის მერიამ 2 წლის წინ 6 მილიონ 700 000 ლარი გამოყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. უშედეგოდ. იმის გამო, რომ არცერთმა კომპანიამ მონაწილეობა არ …
Tag Archives: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 2025 წლის 9 ივლისს შევიდა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს: „სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში. ამავე ბრძანებით, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური …
Continue reading “სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანებით, რომელიც 2025 წლის 19 ივნისს შევიდა ძალაში, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. სააგენტოს ადმინისტრაციას კი დაევალა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ძეგლის მონაცემების საქართველოს …
Continue reading “ხევსურულ „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ქართულ ხორბალთან დაკავშირებულ ტრადიციებს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილება დღეს, 2024 წლის 27 მარტს შევიდა ძალაში. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კი „ქართული ხორბლის კულტურას: ტრადიციები და რიტუალები“ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით 2023 წელს მიენიჭა. ქართულ ხორბალთან დაკავშირებით აღსანიშნავია, …
„ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემდეგ ობიექტებს: „ქართული ხორბლის კულტურა: ტრადიციები და რიტუალები“; „გელათის მეცნიერებათა აკადემიის ტრადიცია“; „რთვლის ტრადიცია საქართველოში“; „მცხეთური ღვეზელის დამზადების ტრადიცია და მისი კულტურული კონტექსტი“; „მესხური სამზარეულო – აპოხტის, წიბოსა და აპოხტის ხინკლის დამზადებისა და გამოყენების ტრადიცია“; „ინფექციურ დაავადება …
Continue reading “„ბატონებთან“ დაკავშირებულ რიტუალს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
დოქის დამზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
დოქის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს: საღვინე ჭურჭელი – დოქის დამზადების ტრადიცია“ – აღნიშნულია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის 29 აპრილის ბრძანებაში. ბრძანება 2021 წლის 10 მაისს გამოქვეყნდა და შევიდა ძალაში. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების …
Continue reading “დოქის დამზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
მექვევრეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „მექვევრეობის ტრადიციას საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება დღეს, 2021 წლის 12 აპრილს ამოქმედდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანამდე მიენიჭა თავად ქვევრს, ასევე ქვევრის ღვინოს. ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა იუნესკომ 2013 წელს. ღვინის დაყენების ქართული …
Continue reading “მექვევრეობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა – სპეციალურად დამუშავებული ხის მორი, რომელშიც ფუტკარი თაფლს აწარმოებს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა ჯარას თაფლის წარმოების შესახებ მონაცემების …
Continue reading “ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
სულგუნს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 2 ნოემბრის ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „სულგუნის ტრადიცია საქართველოში“. სააგენტოს გენერალური დირექტორის ამავე ბრძანებით, რომელიც ძალაში 11 ნოემბერს შევიდა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე – „ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას“: სონიას ნაქარგები [ვიდეო]
ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „აჭარაში ხელსაქმეს ტრადიციულად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აჭარაში ნაქარგობა პატარძლის მზითვის აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. ქარგვის ტრადიციები აჭარაში ზოგადქართული ტრადიციული კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი საინტერესო გაგრძელებაა. აჭარულ ნაქარგობაში გამორჩეულია ორნამენტი და სიუჟეტური მრავალფეროვნება. ძირითადად დამახასიათებელი იყო მცენარეული, …
Continue reading “ტრადიციულ აჭარულ ნაქარგობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ცეკვა ქართულს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 2020 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით, ცეკვა ქართულს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ცეკვა ქართული“; დაევალოს სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების დანართში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს …
Continue reading “ცეკვა ქართულს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ნარჩვის დამზადების ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ნარჩვი ქართული ყველის ერთ-ერთი სახეობაა, რომელსაც სვანეთში ამზადებენ. ნარჩვი ძროხის ყველისგან მზადდება. ახალ ყველს ფშვნიან, ამატებენ მარილს და ხის სპეციალურ ყუთში ათავსებენ, რომელსაც შემდეგ სიმძიმეს დაადებენ, რომ ყველი დაიწნეხოს და დაიწუროს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2020 წლის 13 აგვისტოს ბრძანებაში აღნიშნულია: „მიენიჭოს …
Continue reading “სვანური ნარჩვის დამზადებას არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
„ქართული მაწვნის მომზადების და მოხმარების ტრადიციას“, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება დღეს, 30 ივლისს გამოქვეყნდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს, ბრძანებაში მითითებული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულმა …
Continue reading “ქართული მაწვნის მომზადების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს: „ქართველების იდენტობის სიმბოლს – ჩოხა-ახალუხის ტარების ტრადიციას“ და „საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციულ მეთოდს“. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა დაევალა. სააგენტოს იურიდიულ …
Continue reading “ჩოხა-ახალუხს და მთაში ლუდის ხარშვას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს – ფშაურ პოეტურ ტრადიციას – „ფშაურ კაფიასა“ და ფშაური „ხმით ნატირლებს“ – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში 2020 წლის 20 მარტს შევიდა. სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს კი მითითებული ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში …
Continue reading “ხმით ნატირლებსა და ფშაურ კაფიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
მესტვირეობის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მესტვირეობის ტრადიციას საქართველოში – გუდასტვირის/ჭიბონის დამზადება, ოსტატ-შეგირდობა, საშემსრულებლო ხელოვნება და მესტვირული პოეზია – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ შესაბამის ბრძანებას ხელი 27 სექტემბერს მოაწერა. ამ თემაზე: ჭიბონის ოსტატი ქედიდან საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში ამჟამად 50 ძეგლია. მათგან ორი – ქართული …
Continue reading “მესტვირეობის ტრადიციას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
9 ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაგონებისთანავე კერძებზე მეტად ალბათ შენობები გახსენდებათ, მაგრამ საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გარდა არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაც, რომელშიც 9 ქართული კერძია შეტანილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ კერძების მომზადების წესს მიანიჭა ძეგლის სტატუსი. ხაჭაპური – უცნაური იქნებოდა, ამ სიაში ხაჭაპური რომ არ იყოს. მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ …
Continue reading “9 ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან”
ქართული ხორბალი საქართველომ იუნესკოში წარადგინა
ქართული ხორბლის კულტურა (ხორბლის ენდემური სახეობების და ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები საქართველოში) სახელმწიფომ იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის „მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ნუსხაში“ წარადგინა. იუნესკოში წარსადგენ შესაბამის განაცხადს ხელი დღეს, 28 მარტს მოაწერეს ხელი განათლების, მეცნიერების და კულტურის და გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული ხორბლის, როგორც გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე ელემენტის საერთაშორისო …
Continue reading “ქართული ხორბალი საქართველომ იუნესკოში წარადგინა”
ქართულ ხორბალს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 მარტის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ქართული ხორბლის კულტურას [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები] განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 7 სექტემბერს მიენიჭა.
„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო UNESCO-ში „ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26 საუკუნოვანი თანაცხოვრების ტრადიციის“ წარდგენასთან დაკავშირებით საერთაშორისო ექსპერტს მოიწვევს. UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას სააგენტო 30 ათას ლარად გეგმავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს თანხმობისთვის, სადაც აღნიშნულია, რომ ნომინაციაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო და მასში სამუშაო ფორმატში მონაწილეობდნენ როგორც არამატერიალური …
Continue reading “„ქართულ-ებრაული თანაცხოვრების“ UNESCO-ში წარსადგენად სააგენტო ექსპერტს მოიწვევს”
„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი
დღეს, 16:00 საათზე, გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში, საგანმანათლებლო პროექტის „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი აქტივობა, რომელშიც ჩართულნი არიან ა(ა)იპ დღის ცენტრ ,,იალქანის’’ ბენეფიციარები და ბათუმის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები. პროექტის ორგანიზატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. მხარდამჭერი კი განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის რაობასა და მნიშვნელობის შესახებ. ასევე, მონაწილეობას მიიღებენ მასტერკლასში და ქოლგებს მოხატავენ …
Continue reading “„არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“- საგანმანათლებლო პროექტი”
ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხორბლის კულტურა [ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები]“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ნიკოლოზ ანთიძემ ხელი 2018 წლის 7 სექტემბერს მოაწერა. ამ ბრძანებით, რომელიც 11 სექტემბრიდან ამოქმედდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა …
Continue reading “ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ქართულ ცხენოსნურ თამაშობებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული ხალხური ცხენოსნური თამაშობანი – ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი, მარულა“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ბრძანება 2018 წლის 22 აგვისტოდან შევიდა ძალაში. ვიკიპედიიდან: [highlight color=”green”]ისინდი [ძვ. ჯირითი][/highlight] – ძველი ქართული ცხენოსნური სპორტული თამაშობა. ტარდება 150-210 მ სიგრძისა და 40-50 მ სიგანის ოთხკუთხა სწორ მოედანზე. მონაწილეობს ცხენოსანთა …
ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ქართულ აბრეშუმს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. „მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ქართული აბრეშუმი“. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა“ – აღნიშნულია ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებაში. აბრეშუმს განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ძველად ქართველი …
Continue reading “ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ვმეგობრობთ მუზეუმებთან
2018 წლის 16 მაისს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, მუზეუმის მეგობარი სკოლების ერთობლივი ღონისძიება „ ვმეგობრობთ მუზეუმებთან“ გაიმართა. მე-16 საჯარო სკოლის მიერ წარმოადგენილი იყო არჩევითი საგნის „მეწარმეობა“-საფუძვლების ფარგლებში შექმნილი მინი-კომპანია „SPACE LIGHT„ მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი სანათები და მხატვარ-გიორგი ნიკოლაიშვილის ნახატები. სალიბაურის …
ქართულ ხალხურ მედიცინას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – „ქართული ხალხური სამედიცინო ცოდნა და მისი გამოყენების ტრადიციები“, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემებისა და იურიდიულ სამსახურებს დაევალათ მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა და ამ მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე განთავსების მიზნით შესაბამისი ღონისძიების განხორციელება. კულტურული მემკვიდრეობის …
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს – ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა). „ქართულ სუფრას“, ბრძანების მიხედვით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით მიენიჭა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა …
Continue reading “ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა”
ქართული მეჩეთების არქიტექტურა
აჭარაში მეჩეთების შენება აქტიურად მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო. 1871-1873 წლებში აჭარაში 141 ჯამე იყო აღრიცხული. მეჩეთებს თავდაპირველად ბეგები აშენებდნენ, ოსმალეთის სულთნისთვის ერთგულება რომ დაემტკიცებინათ. თანზიმათის ანუ რეფორმების გატარების შედეგად თურქეთის არმიაში აჭარაში მცხოვრებთაც იწვევდნენ. ვინც ისლამი მიიღო და თურქული ისწავლა, მას არმიაში დაწინაურების შანსი ჰქონდა. ნელ-ნელა სოფლებშიც გაჩნდნენ მორწმუნეები და ჯამეების აშენებაც დაიწყეს. ჭვანას …
როგორ მოიხადეს ქალებმა ჩადრი აჭარაში
1929 წლის იანვარში აჭარაში, მაშინდელი ხულოს მაზრის ცენტრში, ხულოელმა ქალმა – ფემბე ხოზრევანიძემ სახალხოდ მოიხადა ჩადრი. „ამ განათლებულ ქვეყანაში ჩადრი რად მინდაო“, – თქვა და მეზობლების თვალწინ დაწვა. ეს მეოცე საუკუნის 30-იანი წლების აჭარაში ერთგვარი რევოლუციური ნაბიჯი იყო, რადგან საუკუნეების მანძილზე ჩადრი აჭარელ ქალთა ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კულტურული ზნე-ჩვეულების წინააღმდეგ გალაშქრება ასაკოვანმა ქალბატონებმა დაიწყეს. ე.წ. „ჩადრის ახდის კამპანიას“ უხმაუროდ არ ჩაუვლია, აჭარლები აჯანყდნენ. 1929 წლის აჯანყება სწორედ ქალებისთვის ჩადრის ახდის გამო დაიწყო.
აჭარის მთის სამზარეულო
ზაფხულობით აჭარის მაღალმთიანეთში საზაფხულო საძოვრებზე წასული ქალები ყოველ დილით ახლადმოწველილ რძეს სეფერატორში – რძისგან ნაღების გამოსაცალკევებელ აპარატში ატარებენ. ნაღებს, რომელსაც აჭარაში კაიმაღს ეძახიან, სპეციალურ ჭურჭელში ათავსებენ. კაიმაღისგან ქალები ამზადებენ იაღს – იმავე ერბოს. სწორედ იაღია ის მთავარი ინგრედიენტი, რომლის გარეშეც ტრადიციული აჭარული კერძის მომზადება შეუძლებელია. საუზმე მთაში ბორანო, სინორი, ყურუთი, ფხალლობიო, ჰასუთა, ხავიწი – ეს …
ეფენდელა, ქორი ნენეი და სხვა ხალხური თამაშები აჭარიდან
ადრიანი გაზაფხულის ცივ საღამოს ბუხრის პირას ხუთიოდე ბავშვი იყო შეკრებილი. ბუხარში მშრალი შეშა ტკაცუნობდა, ცეცხლის ალი კი ზუსტად ისე ლოკავდა ბუხრის კედლებს, როგორც ბავშვები ილოკავდნენ თითებს. ის-ის იყო უგემრიელესი ფხალლობიოს ჭამას მორჩენილიყვნენ და ახლა რამე გასართობს ეძებდნენ.
საქორწინო ტრადიციები აჭარაში
თუ ოდესმე აჭარულ ქორწილში მოხვდებით, სადილის შემოტანის რიტუალი აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. საგანგებოდ მორთული ხუთი დიდი კალათი შუა ქორწილის დროს ხუთ ბიჭს შემოაქვს მხარზე შედგმული. კალათებით საქორწინო სუფრებს მოივლიან და მერე მეფე-დედოფლის მაგიდის წინ დადებენ. სადილი, რომელიც ტკბილეულისგან შედგება (ბაქლავა და შაქარლამა), გათხოვილი გოგოსთვის ოჯახის წევრებს მიაქვთ. ხალხურ თქმულებას თუ დავუჯერებთ, სადილის მიტანის ტრადიცია აჭარაში …
რატომ იწყებდნენ აჭარაში სახლის აშენებას კვირას – აჭარული სახლების არქიტექტურა
თუ გზას აჭარის მაღალმთიანეთისკენ შეუყვებით, შეუძლებელია თვალში არ მოგხვდეთ ულამაზესი, ხით ნაშენი სახლები. ეს სახლები ხალხური არქიტექტურის ნიმუშებია, რომლებმაც დროს გაუძლო. სანამ აჭარელი სახლს ააშენებდა, პირველ რიგში სამოსახლო ადგილს ირჩევდა. შერჩევის დროს ბევრი ფაქტორის გათვალისწინება იყო საჭირო. ლეგენდის თანახმად, როცა სამოსახლო ადგილს მონიშნავდნენ, იქ ქვას დადებდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ შეამოწმებდნენ. თუ ქვის ქვეშ ჭიანჭველა …
Continue reading “რატომ იწყებდნენ აჭარაში სახლის აშენებას კვირას – აჭარული სახლების არქიტექტურა”
მაჭახელას თოფის ისტორია
თუ მდინარე ჭოროხისა და მაჭახელას შესართავიდან მარცხნივ გადაუხვევთ და მაჭახლის ხეობას შეუყვებით, გზად ერთი უცნაური ძეგლი შეგხვდებათ – მაჭახლის ხეობის მცხოვრებლებმა მაჭახელას თოფს ძეგლი დაუდგეს. აჭარაში კაჟ-ჩახმახიან თოფებსა და დამბაჩებს რამდენიმე ადგილას ამზადებდნენ, თუმცა თოფით განთქმული იყო მაჭახლის ხეობა. მაჭახელას თოფი მაჭახლის ხეობაში არსებულ სამჭედლოებში მზადდებოდა. სამჭედლოები სოფლებში იყო განთავსებული. ხელობის მემკვიდრეობით გადაცემა მამიდან შვილზე …
ნადირობა დელფინებზე – ლაზური ისტორიები
განთიადისას ლაზი მეთევზე უნისლო ზღვაზე ბადეს შლის და სათევზაოდ ემზადება. თუ ბადეს თევზი მოჰყვება, გემრიელი სადილიც იქნება. ჯერ კიდევ უხსოვარ დროს ანდეს ზღვას საკუთარი ბედი ლაზებმა. ზღვა აძლევდათ საკვებს, ლაზები იყვნენ კარგი ნაოსნები და სავაჭრო ურთიერთობებიც კარგად ჰქონდათ განვითარებული.
მთისუბნის ლეგენდები ხიხანსა და თამარზე
აქ მოთხრობილი ამბავი არ არის ისტორიულ წყაროებთან შეჯერებული, მეტიც – წყაროებში შეიძლება სულ სხვა რამეც კი ეწეროს. ეს ერთი კაცის მონათხრობია, რომელიც 25 წლის წინ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ჩემი ბაბუა იყო – კაცი, რომელიც არც ერთი წუთით არ ჩერდებოდა, მაგრამ შესვენების დროს ამბებს გვიყვებოდა. ის, ზოგადად, ცოტას ლაპარაკობდა, მაგრამ ძველი ამბების თხრობა უყვარდა. ეს ძველისძველი ამბები თამარ მეფის ეპოქას უკავშირდება. ახლა ვხვდები, ეტყობა ბაბუას ის ეპოქა იზიდავდა.