აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 41 ათასზე მეტი პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 41 042 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 64 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 40 978 განაცხადი. ბოლო ხუთ თვეში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სია 4 927-ით არის გაზრდილი. 2026 წლის დეკემბრის მონაცემებით აღნიშნულ სიაში 36 115 პირი იყო რეგისტრირებული. …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 36 115 პირია რეგისტრირებული

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2022 წლის 1-ლი მარტიდან დღემდე, რეგისტრირებულია 36 115  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 36 053 პირი. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით ავტომატურ რეჟიმში სულ …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებსაც შეიყვანენ

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში 2025 წლის 5 მაისიდან საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანასთან ერთად, დასაშვები იქნება ასევე საქართველოს იმ მოქალაქის მონაცემების შეტანაც, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც. „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის ბრძანებაში შესაბამის ცვლილებას „ოცნების მთავრობის“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი 2025 წლის 16 აპრილს …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,5 მილიონი პირია – შემოსავლები

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 2024 წლის 15 მარტამდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 14 826 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 48, ხოლო თავად პირის მომართვით – 14 778 განაცხადი. ამასთან „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა და აკრძალულთა სიაში 1,4 მილიონი პირია – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 3 719  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 28 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე 3 691 განაცხადი დარეგისტრირდა. „ამასთან, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში  1 457 526 პირის შესახებ  არის ინფორმაცია …

როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობ, მძღოლი კი მობილურში „სლოტებს“ თამაშობს

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა ტაქსით მაგისტრალზე მოძრაობთ, თქვენი მძღოლი კი მობილურ ტელეფონში „სლოტებს“ თამაშობს, მეც გამიჭირდებოდა წარმოდგენა, თავად რომ არ შევსწრებოდი. უკონტროლო სურვილი – ითამაშო აზარტული თამაში სამსახურში ან თუნდაც ისეთ სიტუაციაში, როგორიც ავტომანქანის მართვაა, ლუდომანიის – აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიშანია.  აზარტული თამაშებით ავადობისა და ზიანის გლობალური ზრდის, ასევე ფსიქიკურ აშლილობად კლასიფიცირების მიუხედავად, ლუდომანია …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში 1 930 პირია – შემოსავლების სამსახური

2022 წლის პირველი მარტიდან 18 აგვისტომდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 930 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 23, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 1 907. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა სიაში – 1200, აკრძალულთა სიაში კი – 1,4 მილიონი პირია

2022 წლის პირველი მარტიდან 7 ივნისამდე პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1 200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე – 14 პირი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე – 1 105. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 …

როგორ დავძლიოთ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება – ინტერვიუ

ლუდომანიას, იგივე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქცევითი ადიქციის კატეგორიას მიაკუთვნებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, გემბლინგის სფერო მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მართალია ის უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობას არ აზიანებს, მაგრამ ახასიათებს ძალიან მძიმე სოციალური შედეგები, ოჯახური კონფლიქტების, ფინანსური პრობლემების,  დეპრესიის და ზოგჯერ კრიმინალური ქცევის სახითაც კი. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანებისთვის თერაპიას საქართველოში რამდენიმე ცენტრი ახორციელებს. ერთ-ერთი …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რეესტრში უკვე 434 პირია – შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, უკვე შექმნილია აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი. პირველი მარტიდან დღემდე კი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 434 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 8 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე – 426. საქართველოში 2022 წლის პირველი მარტიდან დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „დამოკიდებულ პირთა სიის …

საქართველოს მოქალაქე უცხოურ კაზინოში ფულს ვეღარ გადარიცხავს – ახალი წესი

საქართველოში ბანკებსა და შესაბამის საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებს ეკრძალებათ საქართველოს მოქალაქის მიერ თანხის გადარიცხვა იმ უცხოური კომპანიის სასარგებლოდ, რომელიც სათამაშო ბიზნესს ეწევა. საქართველოს მოქალაქეებსა და რეზიდენტ კომპანიებს აზარტული თამაშების უცხოურ საიტებზე თანხის გადარიცხვა კანონით 2022 წლის პირველი მარტიდან აეკრძალათ. თუმცა კანონში იყო მუხლი, რომელიც განმარტავდა, რომ გარკვეულ შემთხვევებში ეს აკრძალვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის …

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიას პირველი მარტიდან შეადგენენ – ახალი წესი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა „დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი“ დაამტკიცა. მინისტრის ბრძანება 2022 წლის პირველი მარტიდან შევა ძალაში. დამოკიდებულ პირთა სიაში პირველი მარტიდან შეტანილ მოქალაქეებს აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა კანონით ეკრძალებათ. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, „დამოკიდებული პირი არის ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს დაუძლეველი სურვილი და დამოკიდებულება აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე და რომლის …

ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება. ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც …

ონლაინკაზინოების შემზღუდავი კანონპროექტი ამ კვირაში შევა პარლამენტში – ღარიბაშვილი

დღეს, 6 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება. „ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – ამბობს ღარიბაშვილი. ონლაინკაზინოების აკრძალვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა პირველად. მან თქვა, რომ ონლაინკაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, რეკლამა …

კაზინოების რეკლამა საბავშვო ფილმებში – რატომ არ იღებს პარლამენტი შესაბამის კანონს

„უი, მე კაზინოში თამაში მინდოდა“, – ეს 9 წლის გოგომ უთხრა დედას, როცა ერთ დღესაც კაზინოზე უარყოფითი ინფორმაცია მოისმინა. თუ რატომ – ბავშვმა თქვა, რომ როცა ანიმაციურ ფილმებს უყურებს, ხშირად კაზინოების შესახებ ლამაზ-ლამაზ ვიდეოებს იქვე უჩვენებენ, ამიტომაც მასაც უნდა კაზინოში თამაში. კაზინოს და აზარტული თამაშების რეკლამა ინტერნეტსივრცეში რომ ბავშვებზეცაა გათვლილი, ეს ნებისმიერი ანიმაციური ფილმის ჩართვისას …

ონლაინში აზარტულ თამაშებს ფარულად ვეღარ ითამაშებთ – იცვლება თანხის გატანის წესიც

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ მოთამაშის რეგისტრაციის, იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მარტიდან შევიდა ძალაში. ელექტრონული ფორმით ლატარიის ან/და აზარტული/მომგებიანი თამაშობების მომწყობი [ოპერატორი] ვალდებულია მოთამაშის რეგისტრაციისას მოახდინოს მისი იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია. პირის იდენტიფიკაცია ნიშნავს ისეთი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებას, რომლებიც ამ პირის …

კაზინოებმა ყველა ვიზიტორი უნდა აღრიცხონ – რეკომენდაციები სათამაშო ბიზნესს

აჭარაში პირველი მარტიდან, ხოლო სხვა რეგიონებში პირველი აპრილიდან სათამაშო ბიზნესს შეუძლია მუშაობა განაახლოს. თუმცა, იფორმირებული ადამიანების თქმით, ბათუმში კაზინოები, დიდი ალბათობით, მუშაობას იქამდე არ განაახლებენ, ვიდრე თურქეთთან სახმელეთო საზღვარი [სარფი] არ გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესოპერატორებისთვის რეკომენდაციები 27 თებერვალს გამოაქვეყნა. კაზინოს მფლობელები ხელისუფლებასთან შეხვედრებს საგადასახადო და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც განაგრძობენ, იმ პირობების დასაზუსტებლად, …

რა შემთხვევაში განაახლებს მუშაობას კაზინოები ბათუმში

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის დადგენილებით აჭარაში კაზინოების მუშაობა პირველი მარტიდან ნებადართულია, ბათუმში არცერთი კაზინო არ გაიხსნება. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ხელისუფლება და სათამაშო ბიზნესი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ იმ პირობებზე, რომლითაც უნდა განაახლონ მუშაობა კაზინოებმა. ბათუმის კაზინოებისთვის მთავარი პრობლემა მაინც ის არის, რომ სარფი [სახმელეთო საზღვარი] ჩაკეტილია, ამასთან, ქვეყანაში კვლავ მოქმედებს კომენდანტის საათი [საღამოს 9 საათიდან დილის …

კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა

ბათუმში [აჭარაში] კაზინოები 2021 წლის 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი  აპრილიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო. გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას. მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, „დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, ხოლო …

EMC-ი აზარტული ინდუსტრიისგან ბავშვთა დაცვას ითხოვს – მიმართვა მთავრობას და პარლამენტს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, უმოკლეს დროში შეიმუშავოს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულირების მექანიზმები და არ დაუშვას მათში არასრულწლოვანთა მონაწილეობა. „კვლევის მიხედვით საქართველოში 15 წლამდე მოზარდთა 34%-ს ერთხელ მაინც უთამაშია აზარტული თამაში, 27%-ს კი – ბოლო 1 წლის განმავლობაში. ამგვარი აქტივობების ადრეული ასაკიდან დაწყება ზრდასრულ ასაკში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების განვითარების რისკს …

აზარტული თამაშები, როგორც დიაგნოზი

ქართული საიტების რეიტინგში, პირველ ოთხეულში აუცილებლად შეხვდებით მინიმუმ ერთ ონლაინ კაზინოს. ერთ-ერთ მათგანს დღეში, საშუალოდ, ას ოცი ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს, მათგან 79% კაცია. ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციამ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ფსიქოლოგიური დარღვევების სიაში შეიყვანა. „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება (Gambling Disorder) ფსიქოლოგიური დარღვევაა. იგი გულისხმობს თამაშის განმეორებად პრობლემატურ ქცევას, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემებს იწვევს. ზოგიერთი ადამიანი აზარტულ თამაშებზე …

კაზინოდან სასამართლოში – მოგებული ფულის მისაღებად

ლევენთ სადულა მუსა ბათუმში კაზინოში სათამაშოდ 11 აგვისტოს ჩამოვიდა. ამბობს, რომ ცნობილი მოთამაშეა და კაზინო „პეგასის“ წარმომადგენელი ბათუმიდან თავად დაუკავშირდა, თვითმფრინავის ბილეთები დაუჯავშნა და სასტუმროც. ლევენთი ერთადერთი არ არის, ვინც ბათუმში, კაზინოში მოგებული თანხა ვერ აიღო და ბათუმის საქალაქო სასამართლოში იჩივლა. „მესამეჯერ ჩამოვედი ამ ზაფხულს საქართველოში. მანამდე დავდიოდი გუდაურში. ჩემი გატაცებაა სნოუბორდიც. ბათუმში პირველად ვიყავი,“ …

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ. „იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და …

Exit mobile version