Batumelebi | ონლაინკაზინოების შემზღუდავი კანონპროექტი ამ კვირაში შევა პარლამენტში – ღარიბაშვილი ონლაინკაზინოების შემზღუდავი კანონპროექტი ამ კვირაში შევა პარლამენტში – ღარიბაშვილი – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU
კაზინო

ონლაინკაზინოების შემზღუდავი კანონპროექტი ამ კვირაში შევა პარლამენტში – ღარიბაშვილი

დღეს, 6 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში ამ კვირაში იგეგმება.

„ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით, ლაშა ხუციშვილს საუბარი ჰქონდა პარლამენტთან. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და ამ კვირაში მოხდება კანონპროექტის ინიცირება, რომ სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები“, – ამბობს ღარიბაშვილი.

ონლაინკაზინოების აკრძალვაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს განაცხადა პირველად.

მან თქვა, რომ ონლაინკაზინოებს ჯერ გადასახადები უნდა გაეზარდოს, რეკლამა აიკრძალოს, შემდეგ კი მთლიანად აიკრძალოს.

ღარიბაშვილის თქმით, 1 მილიარდ 500 მილიონი ლარი გაედინება ქვეყნიდან ონლაინკაზინოების მეშვეობით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com