მაჟორიტარი კანდიდატი: მეტი უფლება უნდა ჰქონდეს აჭარის ავტონომიას

გიორგი რუხაძე ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატია აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის კანდიდატად პოლიტკურმა პარტიამ – „დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკელები“  წარადგინა. იგი ამავდროულად ბათუმის 22-ე საჯარო სკოლის დირექტორია.  ბატონო გიორგი, „რესპუბლიკურმა“ პარტიამ დაგასახელათ ხელვაჩაურის 72-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევენებზე. რა პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ ? 1998 წლიდან ჩართული ვიყავი პარტიულ საქმიანობაში. 2010 წლის არჩევნებამდე  …

ხელვაჩაურში სტიქიამ 35 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა  სოფელ ზედა თხილნარში. მსხვერპლი 35 წლის მამაკაცია, რომელიც საკუთარი საკალმახე მეურნეობის გაწმენდისას ადიდებულმა წყალმა ჩაიყოლა. დაკარგულ მამაკაცს დილიდან ეძებდნენ მაშვლები. შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ  ახალგაზრდა მამაკაცის, ცხედარი, რომელიც დღეს დილით ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვამ გამორიყა, თხილნარში დაკარგულ მამაკაცს ეკუთვნის.

“დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელვაჩაურში ეკომიგრანტი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობას აფასებს

„დემოკრატიის ინსტიტუტმა“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულ  და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების შემსწავლელი კომისიის მუშაობის პროცესის შეფასება და რეკომენდაციები გამოაქვეყნა. კომისია  მარტში შეიქმნა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლის პროგრამისათვის, თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ეკომიგრანტები უნდა შეარჩიოს. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ შეფასებით „კომისიის მუშაობის სისტემა, პროცედურები მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებელი და გასაძლიერებელია“. გავრცელებულ განცხადებაში ჩამოთვლილ პრობლემებს შორისაა კომისიის მუშაობის პროცესისადმი კომისიის წევრების …

ხელვაჩაურიდან ინტოქსიკაციის გამო 20-ზე მეტი ადამიანი ბათუმის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს

14 ივნისს, საღამოს, ხელვაჩაურიდან 20-ზე მეტი ადამიანი ინტოქსიკაციის შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათ დაახლოებით 20 ადამიანი გადმოიყვანეს ბავშვთა და რეფერალურ საავადმყოფოებში. “დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, ხელვაჩაურიდან, სატეხიას უბნიდან გადმოვიყვანეთ ადამიანები,” – აღნიშნეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სადგურში. ექიმების ინფორმაციით, მოწამლულებს ძირითადად ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ: ადინამია, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება …

ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში არ ფუნქციონირებს

ახალი აგრარული ბაზარი ხელვაჩაურში, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 60 000 ლარი დაიხარჯა, დაკეტილია. გასული წლის ივლისში ამ ბაზრის გახსნის იდეა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ სოფლის მოსახლეობის საჭიროებით დაასაბუთა. გამგებელი ამბობდა, რომ მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის ბათუმში გადატანის პრობლემა ჰქონდა. გარდა ამისა, გლეხს ხელვაჩაურის აგრარულ ბაზარში პროდუქციის რეალიზაციისთვის გადასახადების გადახდა არ მოუწევდა. ნადიმ ვარშანიძე ვარაუდობდა, რომ ახალი …

კაპრეშუმში სოციალურ სახლში ფართობის მოთხოვნით განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში დასაკმაყოფილებელ ბენეფიციართა განაცხადების მიღება დღეს სრულდება. საბუთების მიღება 2016 წლის 14 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით, 9 საათიდან 18 საათამდე გამგეობის შენობის პირველ სართულზე კანცელარიაში მიმდინარეობს. სოციალურ სახლში საცხოვრებელი ფართობებით მხოლოდ ხელვაჩაურში მცხოვრები ეკომიგრანტები დაკმაყოფილდებიან. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათთან ამ დრომდე 85 განაცხადია შესული. სოციალური სახლის მშებლობაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 …

შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა და შშმ პირდა შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება.  პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 43 814 ლარია. აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ პროგრამას 41 314 ლარით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი კი  2 500 ლარით აფინანსებს. პროგრამის ბენეფიციარები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ორთაბათუმი, ყოროლისთავი, წინსვლა, მასაურა, აგარა, კაპრეშუმი, წიქარაული, სალიბაური) მცხოვრები უძლური ხანდაზმული შშმ პირები; დროებით ან ხანგრძლივად უძლურებაში მყოფილი პირები (ოპერაციების, მოტეხილობის, ინსულტის შემდეგ) და ტერმინალური …

ხელვაჩაურში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მახინჯაურში, კირნათში, ფერიასა და ქედქედში საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის პროცესი შეჩერებულია. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ავრცელებენ. „ამ სოფლებში გასული წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო სამუშაოები, მაგრამ ასე არ მოხდა. ჯერ კიდევ ზაფხულში ხელვაჩაურის ინფრასტრუქტურის სამსახურმა სამუშაოების მწარმოებელ კომპანიებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილები. ოთხ სოფელში ბაღების რეაბილიტაციისთვის გასული წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაიხარჯა,“ …

ხელვაჩაურის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი 14 992 166 ლარით განისაზღვრა

 

24 ნოემბერს, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. მომავალი წლის პირველადი ბიუჯეტის პროექტი 14 მილიონ 992 166 ლარით არის განსაზღვრული. აუდიტორიას მომავალი წლის პროორეტეტები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ჯუმბერ ბერიძესთან ერთად წარუდგინა.

შემოდგომა სოფელ კირნათში [ფოტო]

 

ფოტოები გადაღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირნათში:

კინოჩვენება ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს,  15:30 საათზე ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება ვიტორიო დე სიკას ფილმი “ველოსიპედების გამტაცებლები.”

უფასო სამედიცინო აქცია ხელვაჩაურში

 

ხვალ, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფელში „ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“-ს ექიმები უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარებენ. 

ზედა მახოში მოსახლეობის უფასო სამედიცინო შემოწმება მიმდინარეობს

 

 

 ხელვაჩაურის სოფელ ზედა მახოში, 3 ოქტომბერს, 11 საათიდან მოსახლეობის უფასო სამედიცონო შემოწმება მიმდინარეობს. 

”12 განრისხებული მამაკაცი” ხელვაჩაურის კინო კლუბში

 

დღეს, 15:30 საათზე, ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის კინო კლუბში ნაჩვენები იქნება სიდნეი ლუმეტის ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი.” ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყობა დისკუსია, რომელსაც მოწვეული კინომცოდნე სოფიო თავაძე წარუძღვება. 

ხელვაჩაურში კოლხური ბზის შეწამვლა მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო. პრევენციის მიზნით, 15 ჰექტარი ტერიტორიის შეწამვლა ერთჯერადად მოხდება.

ხელვაჩაურში საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

 

ხელვაჩაურში, საყრდენი კედლების ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად, მუნიციპალიტეტში დამეწყრის საფრთხე 127 საცხოვრებელ სახლს შეექმნა. საყრდენი კედლების გამაგრებითი და ფერდსამაგრი სამუშაოების მოწყობა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ხელვაჩაურში გზების დაბეტონება ორ თვეში დასრულდება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში გზები ბეტონდება. 2015  წელს პროგრამის ფარგლებში გზების მოსაწესრიგებლად მილიონ 14 ათასი ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტის 64-ვე სოფელში 26 კმ. გზის მონაკვეთი უნდა დაიგოს.

კომუნისტური მმართველობის პერიოდში დახვრეტილთა უკვდასაყოფად მემორიალური დაფა გაკეთდება

დღეს,  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით 1937-38 წლებში, კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც გადაწყდა, რომ 37-38 წლებში დახვრეტილთა უკვდასაყოფად, მემორიალური დაფა განთავსდეს.

ხელვაჩაურში 1937-38 წლებში რესპესირებულთა სამარხებს ეძებენ

 

4 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 1937-38 წლებში კომუნისტური მმართველობის პერიოდში უდანაშაულოდ რეპრესირებულთა სამარხების აღმოჩენის მიზნით შექმნილი  სამუშაო ჯგუფის  პირველი შეხვედრა გაიმართა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაცია იწყება

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ატესტაციას დაქვემდებარებული საჯარო მოხელეებისთვის ატესტაცია გამოცხადდა. ატესტაცია 2 ეტაპად ჩატარდება  ტესტირება და გასაუბრება. 

თოვლი ხელვაჩაურში

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გუშინ ღამის შემდეგ გადაუღებლად თოვს. ამ დროისთვის თოვლის საფარმა მუნიციპალიტეტის სოფლებში 10-15 სანტიმეტრს მიაღწია.

ინტერნეტი – ფუფუნება სოფელში

 

აჭარის მაღალმთიანეთში ინტერნეტი ძვირადღირებული ფუფუნებაა. სოფლად მცხოვრები ოჯახები „მაგთისა“ და „ჯეოსელის“ მოდემის ინტერნეტით სარგებლობენ, ამ ტიპის ინტერნეტი კი ძვირადღირებული, დაბალსიხშირიანი და ლიმიტირებულია. ამასთან, სიხშირე ამინდის ცვალებადობასთან ერთად უარესობისკენ იცვლება. 

ხელვაჩაურის საკრებულოში ალასანიას თანაგუნდელი თავმჯდომარე გადააყენეს

 

დღეს, 27 ნოემბერს გამართულ ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომაზე  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ასლან კახიძე ხელვაჩაურის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ კვოტით იყო შესული. 

ბათუმთან ახლოს იყიდება სახლი, მიწის ნაკვეთით

 

 ხელვაჩაურში, სოფელ წინსვლაში იყიდება სახლი მიწის ნაკვეთით.

ინტერვიუ ხელვაჩაურის ახალ გამგებელთან

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყოფილი გამგებელი, 48 წლის ნადიმ ვარშანიძე, ხელვაჩაურის პირველი არჩეული გამგებელი გახდა. ნადიმ ვარშანიძე ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატია, 21 წლის განმავლობაში სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, 5 წლის განმავლობაში მას ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორის თანამდებობა ეკავა, დღემდე ამ სასწავლების ლექტორია.  

მაჭახლის თემში კულტურის სახლს რეაბილიტაცია უტარდება

 

მაჭახლის თემში,  კულტურის სახლის შენობას კაპიტალური რემონტი უტარდება. უკვე დამონტაჟებულია გათბობის თანამედროვე სისტემა.  შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 25 773 ლარია გამოყოფილი.

მუზეუმების საერთაშორისო დღე მაჭახლის მუზეუმში

 

 ,,ერთი დღე მუზეუმში” – ამ სახელწოდების ღონისძიება გაიმართა მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მაჭახლის ისტორულ – ეთნოგრაფიულ  მუზეუმში. მუზეუმში მოსახლეობის მიერ შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებია დაცული. იგი ყოფილი მეჩეთის შენობაში არის განთავსებული. 


 

კონკურსი ხელვაჩაურში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის

 

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრი აცხადებს ქასთინგს სამსახიობო ნიჭით გამორჩეული 14 დან 24 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისათვის.

 

ვინ მიიღებს მოტობლოკს

 

ფერმერული მეურნეობისა და მემცენარეობის განვითარების მიზნით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს ხუთ მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამების მთლიანი ბიუჯეტი 330 000 ლარია. ყველაზე მეტად აჭარაში ფერმერები მოტობლოკისა და სკის შეძენით არიან დაინტერესებული. „ბათუმელებმა“ გაარკვია, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ ფერმერების შესარჩევად, რომლებიც პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით შეიძენენ მოტობლოკს თუ სხვა საჭირო ინვენტარს. 

4 ათასი ლარი 200-სულიანი სოფლისთვის – რას ითვალისწინებს სოფლის დახმარების პროგრამა

 

 

დღეს,  აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სულხან ოქროპირიძე და საქართველოს მთავრობის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი წაქაძე ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ხელმძღვანელ პირებს და თემების რწმუნებულებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის  შესახებ  ისაუბრეს.  

აჭარაში მაღალი ძაბვის ქვესადგური აშენდება

 

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ენერგო-პროს ბათუმის ფილიალში ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ. მთავრობის წევრებს დღეს არ უსაუბრიათ ამ პროექტის ფარგლებში რამდენ ოჯახს მოუწევს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა.

ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი მოსახლე დააზარალა

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტ სოფელ კიბეში კლდიდან მონგრეულმა ქვამ  ჩოხარაძეების სახლი დაანგრია. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.  ამ დროს სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

სიცოცხლისათვის საშიში ევკალიპტები ხელვაჩაურის ავტომაგისტრალზე

 

ბოლო პერიოდში ხის მოულოდნელად წაქცევის გამო ხელვაჩაურისა და გონიოს ცენტრალური ავტომაგისტრალი თორმეტჯერ გადაიკეტა. შემთხვევების დროს ავტომაგისტრალზე ავტომანქანები ინტენსიურად მოძრაობდნენ. გასულ ზამთარში ხის მანქანაზე დაცემის ფაქტიც დაფიქსირდა. მაშინ მგზავრები დაშავებას გადაურჩნენ. 

ოთხი ახალი გამგებელი ერთ დღეში

 

 

აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა თამდამდებობიდან წასვლა ერთდროულად გადაწყვიტა. მათ შორის ორმა, ხულოსა და შუახევის გამგებლებმა სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით ზემდგომ ორგანოს 22 აგვისტოს მიმართეს, ორივე მათგანმა გადაწყვეტილება „ბათუმში, სხვა სამსახურში გადასვლით“ ახსნა. თანამდებობა მხოლოდ ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა შეინარჩუნა, ის 21 აგვისტოს შვებულებაში გავიდა. ოთხივე მუნიციპალიტეტში ახალი გამგებლები 23 აგვისტოს დანიშნეს.   

ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელი დააკავეს

 

 

 ინფორმაციას ხელვაჩაურის ყოფილი გამგებელის გურამ საფარიძის დაკავების შესახებ  საქართველოს ფინანსური პოლიციის პრესსამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი ადასტურებს. 

Exit mobile version