„ერთი წვიმაა საკმარისი, რომ სახლიც წაიღოს“ – რას აკეთებს მერია, როცა მოქალაქეს სტიქია ემუქრება

თუთა ჯგუშია გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან ახლოს ცხოვრობს. ამ დასახლებას „მზიურის აგარაკებს“ ეძახიან. 25 მაისს თუთა ჯგუშიას კარ-მიდამოს მესამედი მოვარდნილმა წყალმა წაიღო. როგორც თუთა ჯგუშია „ბათუმელებთან“ ამბობს, მდინარის კალაპოტი მისი საცხოვრებელი სახლიდან ხუთ მეტრშია უკვე და კიდევ ერთი წყალმოვარდნის შემთხვევაში, მისი სახლი, შესაძლოა, მდინარემ მთლიანად წაიღოს. „აქ არის ლოჭინის შენაკადი, ნორიოს ხევი ჰქვია ამ მდინარეს, …

ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია

პირველ აპრილს ძლიერმა წვიმამ საბერძნეთის კუნძულებზე წყალდიდობა გამოიწვია, წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩებში ავტომანქანები წაიღო. „როიტერსი“ წერს, რომ საბერძნეთის რამდენიმე კუნძულზე, მათ შორის პაროსსა და მიკონოსზე, ძლიერი წვიმის, წყალდიდობისა და სეტყვის გამო დაიხურა სკოლები და საბავშვო ბაღები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ მგზავრობას. პაროსის ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობდა ტალახიან წყლებში ჩარჩენილი ავტომანქანების ევაკუაციას მას შემდეგ, რაც …

ჩაქვში სახლები და ქუჩები დაიტბორა – შეჩერდა ავტომანქანების მოძრაობაც

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმი-ქობულეთის ჩაქვის მონაკვეთი ისევ დაიტბორა. დატბორილია ჩაქვის ცენტრამდე მისასვლელი ადგილები. როგორც მოქალაქეებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, წყლის დონემ ისე მოიმატა, რომ ავტომანქანების მოძრაობა შეჩერდა. გაჩერდა მუნიციპალური ავტობუსიც. „ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დადგა ისევ წყალი, ჩაქვის ცენტრთან მისვლა შეუძლებელია, სამსახურში ვეღარ წავედით… დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოებიც,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ დუმბაძემ. ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ავტომანქანების …

ქვედა კვირიკეში ადიდებულმა მდინარემ ხიდი და გზა დაანგრია

სოფელ ქვედა კვირიკეში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლის გზაზე არსებული სახიდე გადასასვლელი და გზა დაანგრია. 3 ოქტომბრიდან გზაზე გადაადგილება შეუძლებელია და მოსახლეობა შემოვლითი გზით სარგებლობს. ქობულეთის მერიაში არ აკონკრეტებენ, როდის აღადგენენ ხიდს. „რადგან შემოვლითი გზა არის, რომლითაც შეუძლიათ ოჯახებმა ისარგებლონ, ამიტომ დროებითი ხიდის მოწყობა არ იგეგმება. ზარალი დაითვლება, გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და შემდეგ მოეწყობა ხიდი“, …

ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი დაიტბორა

დღეს, 3 ოქტომბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთი ისევ დაიტბორა. როგორც მოქალაქეები „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობენ, ამ დროისთვის ქალაქში გადაადგილება შეფერხებულია. „მე ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიმყოფები და ვერ გავდივარ გარეთ. ცოტა ხნის წინ იკლებდა წყლის დონე, თუმცა ახლა ისევ გაძლიერდა წვიმა და ალბათ კიდევ აიწევს წყალი“, – ამბობს ანჟელა ხაჯიშვილი. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის ისევ …

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია 1 ბავშვის ცხედარი – შსს

შსს-ს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი გრძელდება საძიებო სამუშაოები. ოფიციალური ინფორმაციით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. „სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში …

ქობულეთი დაიტბორა – გურიაში კი მეწყერი ჩამოწვა და 3 დაკარგულს ეძებენ

ძლიერი წვიმის შედეგად გურიის რამდენიმე სოფელი და აჭარის რეგიონის ნაწილი დაიტბორა – ამ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც ქალაქის ნაწილი დაიტბორა. მერიის განცხადებით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვის და გაწმენდის სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ქობულეთის „სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები“. რაც შეეხება გურიას, შსს-ს …

თურქეთის შავი ზღვის რეგიონში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიკარგა

თურქეთის შავიზღვისპირა რეგიონში ორი ადამიანი დაიკარგა 27 ივნისს მომხდარი წყალდიდობის შედეგად. კასტამონუსა და დუზჩეს პროვინციებში ორი კაცი ძლიერი წვიმის დროს, წყალდიდობის შედეგად ჩახერგილი ქუჩების გასუფთავებისას დაიკარგა. ერთ-ერთი მათგანი ბულდოზერს მართავდა, რომელიც მოვარდნილმა წყალმა გადაატრიალა და კაცი ნიაღვარმა გაიტაცა. თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობისგან დაზარალებული ტერიტორიებიდან ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული. წყალდიდობამ შეაფერხა 118 სოფელში შესვლა, სადაც გზები …

წყალდიდობა თურქეთში – კასტამონუს პროვინციაში მდინარე გადმოვიდა კალაპოტიდან

დღეს, 27 ივნისს, ჩრდილოეთ თურქეთის რამდენიმე პროვინციაში ძლიერი წყალდიდობაა. თურქული მედიის ცნობით, დაიტბორა კასტამონუს, ბარტინის, სინოპის, ზონგულდაკისა და ბარტინის პროვინციები. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი წყალდიდობა კასტამონუს პროვინციაშია, სადაც მდინარე გადმოვიდა ნაპირებიდან, დატბორა გასწვრივ მდებარე საცხოვრებელი ადგილები, დააზიანა პარკები და ბაზარი, ჩამოინგრა ხიდი. ძლიერი წვიმის შედეგად პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია. წყალდიდობამ ასევე გამოიწვია გზის …

ტაქსის მძღოლი ქალი, რომელსაც ბათუმში ავტომანქანა დაეტბორა [ვიდეო]

28 წლის მარიამ კოიძე 4 ოქტომბრის დილას სახლიდან საკუთარი ავტომანქანით გამოვიდა, მცირეწლოვანი შვილი ბაღში დატოვა და იმის გამო, რომ ბათუმში წვიმდა, გადაწყვიტა მუშაობის დაწყების ნაცვლად სახლში წასულიყო. სახლისკენ მიმავალ გზაზე მისი ავტომანქანა შუა ქუჩაში წყლით გაივსო და დაიტბორა. ვიდეოს, რომელიც თავად მარიამმა გადაიღო და რომელშიც ასახულია ავტომანქანის დატბორვის კადრები, სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება …

თამარის დასახლებაში ავტომანქანას ხე დაეცა

დღეს, 24 სექტემბერს, ბათუმში, თამარის დასახლებაში ხე წაიქცა და ავტომანქანა დააზიანა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. თვითმხილველის თქმით, ავტომანქანაში არავინ იჯდა და შესაბამისად, არც არავინ დაშავებულა. ბათუმში სამი დღეა გადაუღებლად წვიმს. 22 სექტემბერს რეგიონში არაერთ მონაკვეთზე განვითარდა მეწყრული პროცესები. მეწყერმა ფერიაში სამი სახლი დაანგრია, ხოლო ქობულეთში – ერთი. ბათუმში არაერთ ქუჩაზე დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და კომერციული …

სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ერთჯერადად დაეხმარებიან – მერია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე 20-მდე მეწყრული პროცესი განვითარდა. ქალაქში კი დაიტბორა ათობით ქუჩა. წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე, ზარალი მიადგა კომერციულ ობიექტებსაც. მერიის განცხადებით, სანიაღვრე სისტემის პარალიზება გამოიწვია სულაბერიძის ქუჩაზე მიმდინარე სანიაღვრე არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, „რის გამოც სისტემის გამტარუნარიანობა შეიზღუდა. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები, რამაც გამოიწვია არხებში ნატანის …

ტენესის შტატში წყალდიდობას 21 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა, ეძებენ დაკარგულებს – აშშ

ამერიკის სამხრეთით მდებარე ტენესის შტატში 22 აგვისტოს წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, 21-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 20-ზე მეტი კი დაკარგულია. ადგილობრივი ოფიციალური პირების ინფორმაციით მათ შორის არიან ბავშვებიც. მათივე განმარტებით მონაცემები ზუსტდება და დაკარგულთა და გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს. ტენესის შტატში შაბათის დილიდან 6 საათის განმავლობაში კოკისპირულად წვიმდა. ეს წვიმა ადგილობრივმა მეტეორლოგებმა „ისტორიულ“ წვიმად …

10 ადამიანი დატბორილ მეტროში დაიღუპა – წყალდიდობა და მსხვერპლი ჩინეთში

მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა ჩინეთში, წყალდიდობით დაზარალებულ ხენანის პროვინციაში, მათგან ათი – მეტროში იმყოფებოდა, რომელიც წვიმამ დატბორა – იუწყება „როიტერსი“. სოციალურ მედიაში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მატარებლის მგზავრები მკერდამდე წყალში და სიბნელეში არიან. ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 500-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდ გადაიყვანეს დატბორილი მეტროდან. სპეციალისტების შეფასებით, ეს ყველაზე ძლიერი წვიმა იყო ჩინეთში ბოლო 1000 …

2 დაღუპული და 11 დაშავებული – წყალდიდობა თურქეთში

ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში  წყალდიდობის შედეგად. ტრაბზონში, რიზესა და ართვინში გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარეები  ადიდდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები და ცენტრალური მაგისტრალი. ორ სოფელში მეწყერი ჩამოწვა. დაშავებული ადამიანები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად ათობით სახლი დაზიანდა, სამი კი მთლიანად განადგურდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ნალექი დღეს, 14 ივლისს, ისევ …

მეწყერი თურქეთში – დაიღუპა 1 და დაკარგულია 3 ადამიანი

თურქული მედიის ცნობით, რომელიც ართვინის გუბერნატორს ილმაზ დოროუკს ეყრდნობა, სოფელ იუსუფელში მოვარდნილი მეწყრის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, 3 დაკარგულს კი ეძებენ. თურქულ მედიასა თუ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტო/ვიდეომასალის მიხედვით, საკმაოდ მასშტაბურმა მეწყერმა არაერთი ავტომანქანა მოიყოლა. ჰაბერ თურქის ცნობით, კაშხლის სამშენებლო მოედანზე გაჩერებული ავტომანქანები ტალახით გაივსო, ბევრი მათგანი კი ისე დაზიანდა, რომ გამოუსადეგარი გახდა. ეკოლოგიური კატასტროფის …

ბორჩხა წყალდიდობის შემდეგ – ქალაქში მოძრაობა აღდგენილია [ფოტო]

თურქეთში, ართვინის გუბერნიის ქალაქებში – ბორჩხასა და არჰავში დღეს ძლიერი წვიმა მოვიდა და მეწყერი ჩამოწვა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში. ქალაქში წყალდიდობის შედეგად გზები ჩაიკეტა. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ახლახანს [21:00] უთხრა, ამ დროისთვის ბორჩხაში გზებზე მოძრაობა აღდგენილია, არჰავში კი სპეცტექნიკა ჩამოწოლილი მეწყრისგან გზებს წმენდს.      

„ოცნების ქალაქში“ დატბორილი ქოხებში მოუწევთ ღამის გათევა [ფოტო]

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში დილიდან გადაუღებლად წვიმს. ბათუმის ქუჩები უკვე არაერთხელ დაიტბორა. ბათუმში წყლის ნაკადის გატარებას სანიაღვრე სისტემა ახერხებს და, შესაბამისად, მოქალაქეებს პრობლემები ნაკლებად ექმნებათ. თუმცა „ოცნების ქალაქში“ ასე არ ხდება – ქოხებში მცხოვრები ოჯახები მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ძალებით ცდილობენ ქოხებიდან წყლის დაცლას, მაგრამ ეს არც ისე მარტივია. „ოცნების ქალაქიდან“ გვწერენ, რომ რამდენიმე ქოხებში …

როგორ ერთობიან ბავშვები დატბორილ ქალაქში [ფოტორეპორტაჟი]

10 აგვისტოს ბათუმში მოსულმა უხვმა ნალექმა ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა დატბორა. დატბორილ ქუჩებს შორის იყო 26 მაისის ქუჩაც, რომელიც ბავშვებმა სათამაშო მოედნად აქციეს. სანამ  “ბათუმის წყლის” თანამშრომლები ქუჩას წყლისგან დაცლიდნენ, ბავშვებმა სერფინგის დაფით ისეირნეს, ზოგიერთმა კი პატრულის როლი შეითავსა და მძღოლებს აფრთხილებდნენ დაზიანებული გზის შესახებ.

ვითარება წვიმის შემდეგ მახინჯაურში, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები გაიტანეს (ფოტო, ვიდეო)

სოფელ მახინჯაურში, იმ ტერიტორიაზე, საიდანაც ბიძინა ივანიშვილისთვის ხეები ამოთხარეს, ძლიერი წვიმის შემდეგ ადიდებული ღელე საგანაგებოდ დამონტაჟებულ მილში ვეღარ გავიდა და მიმართულება შეიცვალა. შედეგად ტალახიანი წყალი აქ მცხოვრებთა სახლების პირველ სართულზე შევიდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ ღელე ბიძინა ივანიშვილის ხეების ამოთხრამდე არასოდეს არ ადიდებულა ისე, რომ კალაპოტიდან გადმოსულიყო. კოკისპირული წვიმის დროს  წყლის დონე იმატებდა, თუმცა არათუ სახლები …

აჭარაში 11 სოფელს შუქი არ მიეწოდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთში სოფელ ზემო წინსვლაში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაზიანებულია ბუნებრივი აირის მილი, ადგილზე მუშაობენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რის გამოც შეწყვეტილია გაზმომარაგება. „საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი მუნიციპალიტეტებში დაზიანებულ ადგილებზე გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებს. საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის“. სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში შუქი …

ბათუმის ნაწილს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან, ნაწილს კი საერთოდ არ მიეწოდება

დღეს, 10 აგვისტოს, აჭარაში ძლიერი წვიმის გამო ჩაქვისა და ჩაისუბნის სათავე ნაგებობებიდან წყალმომარაგება შეზღუდულია. „ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები, მაღალია წყლის სიმღვრივის მაჩვენებელიც, ამიტომ ქალაქს სასმელი წყალი რეზერვუარებიდან მიეწოდება. „წყლის მიწოდება შეუწყდა ჩაქვის, მახინჯაურის, თამარისა და გოროდოკის ტერიტორიაზე მცხოვრებ აბონენტებს. ამ დასახლებებში სასმელი წყლის მიწოდება აღდგება მას შემდეგ, რაც სათავე ნაგებობებზე …

ხელვაჩაურში მეწყერმა 5 ოჯახთან მისასვლელი გზა ნაწილობრივ ჩაკეტა – არის განმეორების საფრთხე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ზედა სამებაში, მალაყმაძეების უბანში, ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ნაწილობრივ გადაიკეტა ხუთ ოჯახთან მისასვლელი გზა, არსებობს მეწყრის გამეორების საფრთხე; გარდა ამისა, მიწის მასა ჩამოწვა და გზა ჩაიხერგა ხელვაჩაურში სოფელ კაპრეშუმიდან აგარის მიმართულებით. მერიის ინფორმაციით, საგზაო დეპარტამენტმა გააგზავნა ტექნიკა და მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. სოფელ მახინჯაურში ადიდდა მდინარე, რის შედეგადაც დაიტბორა რამდენიმე …

წყალდიდობის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში აჭარიდან 100-ზე მეტი შეტყობინება შევიდა

ძლიერი ნალექის შედეგად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ დროისთვის ბათუმიდან 80 შეტყობინებაა შესული, ქობულეთიდან კი – 36. წვიმის შედეგად დატბორილია გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები. უამინდობამ პრობლემები შექმნა სამეგრელოს რეგიონშიც. ძლიერმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში, აბაშასა და მარტვილში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები. უწყების …

ქობულეთის მერი: ქუჩები დაიტბორა, სახლებში წყალია, მდინარე აჭყვამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთში დილის საათებშივე დაიტბორა კოსტავას, მეგობრობის, ძნელაძის, სოხუმის ქუჩები: „ამ ქუჩებზე სახლების პირველ სართულზე შევიდა წყალი. ამ წუთებში იქ მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის, ასევე მელიორაციის სამსახურები.“ მერის ინფორმაციით, გუშინდელი წვიმის შემდეგ მდინარე აჭყვის კალაპოტში წყლის დონემ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, თუმცა კალაპოტიდან ჯერჯერობით არც ერთ მონაკვეთზე არ გადმოსულა. სტიქიამ პრობლემები მუნიციპალიტეტის …

ვითარება ჩაქვში – ფოტოამბავი

ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო შეფერხებულია. ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები ქაოტურად გადაადგილდებიან. „გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ბათუმელების თანამშრომელი, რომელიც ადგილზე იმყოფება ამბობს, …

ბათუმში საცხოვრებელი სახლებიც დაიტბორა – რას აკეთებს მერია

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში ათობით ქუჩა დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებშიც. რას აკეთებენ ამ დროისთვის ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურები – მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას „ბათუმის წყალში“ მოგვაწვდიან. „მონაცემები შემოდის ჩვენს ცხელ ხაზზე. რამდენიმე ადგილზე ხორციელდება მონიტორინგი და მუშაობს ტექნიკური სამსახური, მუშაობენ მორიგე ჯგუფები. ძირითადად პრობლემები არის წარმოქმნილი იქ, სადაც რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ეს არის, მაგალითად, …

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად ათობით ქუჩა დაიტბორა [ფოტო]

ბათუმში დილიდან წვიმს. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია თითქმის მთელი ქალაქი. ფეხით გადაადგილება ჭირს ათობით ქუჩაზე. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს დატბორილი ბათუმიდან.  

ჩაქვში წყალდიდობის გამო მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა წყალდიდობის გამო, ამ დროისთვის [11:25 სთ.] შეფერხებულია. „გზაზე დგას წყალი, ჩვენი ინფორმაციით, გზა ან ხიდი დაზიანებული არ არის. ადგილზე ამ წუთებში გავიდა სპეციალური სამსახური და ყველაფერი გაკეთდება, რომ მოძრაობა ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც შეიძლება მალე აღდგეს“ – გვითხრეს დეპარტამენტში. ადგილზე მყოფი მგზავრების თქმით, გზაზე არის საცობი, ავტომანქანები …

სტიქიის შედეგები ქობულეთში

ქობულეთში სტიქიიდან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სამაშველო სამსახურის ორგანიზებით დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს, ასევე იწმინდება დამეწყრილი შიდა სასოფლო გზები. გადაუღებელი წვიმის შედეგად ღამით მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ქუჩა, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებშიც მეწყერული პროცესები გააქტიურდა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები და მობილური ჯგუფები, იწმინდებოდა სანიაღვრე არხები …

ქობულეთის გამგებელი: დამეწყრილ გზებს წვიმის გამო ვერ ვწმენდთ

ქობულეთის გამგაბლის სულხან ევგენიძის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა სოფელ ალამბარში, რის გამოც რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩახერგილია. გამგებელი ამბობს, რომ გზის გაწმენდა ამ დროისთვის არ ხერხდება. „როგორც გეოლოგებმა მითხრეს, აზრი არ აქვს სამუშაოების დაწყებას, რადგან სანამ წვიმა არ შეწყდება, სამუშაოების დაწყება საშიშია“-ამბობს გამგებელი. მისი თქმით, რვა ოჯახს, რომელიც ამ დროისთვის უგზოდაა  დარჩენილი, საფრთხე …

Exit mobile version