„თუკი პოლიციის მანქანაზე ძვირფასი არ გახდა ჩვენი შვილების სიცოცხლე, კი, პოლიტიკაშიც ჩავერთვებით, რადგან დედის მთავარი მიზანია შვილი გადარჩეს“- ამბობს თამარ იარაჯული, რომელიც რამდენიმე წელია ორი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. თამარ იარაჯული სახელმწიფოს შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტის დაფინანსებას სთხოვს. რა გზას გადიან დედები შვილების გადასარჩენად საქართველოში? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ესაუბრა თამარ იარაჯულს. ქალბატონო თამარ, დიდი ხანია …
Tag Archives: უცხოეთში მკურნალობა
13 წლის თენგო საფინალო ოპერაციისთვის ემზადება, მაგრამ მას ამისთვის თანხა სჭირდება
„გამარჯობა, მეგობრებო, მოგიყვებით ჩემს პატარა ისტორიას, რომელიც დაიწყო 2022 წელს და გრძელდება დღემდე“, – ასე იწყებს 13 წლის თენგოს დედა კიდევ ერთ მიმართვას. ნარგიზ ბიბინეიშვილი შვილთან ერთად სტამბულშია და ამჯერადაც დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვს. „ჩემ შვილს, თენგიზ ბროიანს 2022 წელს დაუდგინდა ჰისტიოციტოზის დიაგნოზი, გამოკვლევების შედეგად მოვთავსდით იაშვილის კლინიკაში. ერთი წლის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში გაუკეთდა ქიმიათერაპია, რომელმაც …
Continue reading “13 წლის თენგო საფინალო ოპერაციისთვის ემზადება, მაგრამ მას ამისთვის თანხა სჭირდება”
2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს
ლაზარე მებონია ორი წლისაა. როგორც ლაზარეს დედა, ნინი ცინცაძე ამბობს, ლაზარე ტერფების გამრუდებით დაიბადა. იგივე დიაგნოზი წერია ბავშვის ფორმა 100-ში, რომელიც იაშვილის კლინიკას გაუცია თბილისში. ქალის თქმით, ლაზარე ორი თვის იყო, როდესაც გაუკეთეს ერთი ოპერაცია, მაგრამ ქირურგიული ჩარევა უშედეგო გამოდგა. „ბავშვს არაფერი ეშველა. ექიმებიც მეუბნებოდნენ, საზღვარგარეთ წაიყვანეო. ცოტა ხნის წინ თურქეთში წავიყვანე, იქ 10 დღე …
Continue reading “2 წლის ლაზარეს დედა შვილის ოპერაციისთვის დახმარებას ითხოვს”
8 წლის გიორგი გულის გადასანერგად ინდოეთში გადაიყვანეს – მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
8 წლის ბათუმელ გიორგი დოლიძეს გულის გადანერგვა სჭირდება. ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, ოპერაციისთვის კი 225 000 დოლარია საჭირო. გიორგი საქართველოში ჯო ენის ჰოსპიტალში მკურნალობდა დიაგნოზით: კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ოჯახმა გიორგი 19 ივლისს სპეციალური თვითმფრინავით გადაიყვანა ინდოეთში, სადაც საჭირო თანხის შეგროვებისთანავე ჩაუტარდება გულის ტრანსპლანტაცია. „ბათუმელები“ ესაუბრა 8 წლის გიორგი დას, …
3 000 ლარი მჭირდება შვილი სტამბულში რომ წავიყვანო სამკურნალოდ – 13 წლის ბიჭის დედა
13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს. ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან …
დრო აღარ გვაქვს, 2000 ლარი გვჭირდება, გერმანიაში რომ წავიდეს საოპერაციოდ – 28 წლის კაცის ცოლი
დავით კახოშვილი 28 წლისაა. მას დაახლოებით სამი თვის წინ კბილი ასტკივდა – ღამით შეუსივდა. შესივების დასაცხრობად ექიმმა მეორე დღეს ანტიბიოტიკი დაუნიშნა და სამი დღის მერე დაიბარა, კბილის ამოსაღებად. დავითი ამ პერიოდში ცუდად გახდა. „სიცხე 41 გრადუსამდე აუვიდა“, – გვიყვება მისი მეუღლე, მაია შონია. მისი თქმით, დავითს დღეს მძიმე დიაგნოზი აქვს და რომ გადარჩეს, გერმანიაში უნდა …
ჯანდაცვის სისტემა ხალხის ძირითადი ნაწილისთვის ბუნდოვანია – ფრანგული კვლევა
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …
Continue reading “ჯანდაცვის სისტემა ხალხის ძირითადი ნაწილისთვის ბუნდოვანია – ფრანგული კვლევა”
ფრანგი ექიმების კვლევა ქართულ ჯანდაცვაზე – ნაწილი V
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხსა და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …
Continue reading “ფრანგი ექიმების კვლევა ქართულ ჯანდაცვაზე – ნაწილი V”
ჩემი შვილი ადაპტირებული ტაქსით მიჰყავთ სკოლაში და მოჰყავთ სახლში – ემიგრანტი საფრანგეთიდან
მარიამ ადონია ახლა 14 წლისაა. დაბადებიდან ცერებრალური დამბლა აქვს – მუცლადყოფნიდანვე ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული. მარიამის დედა, ხათუნა გვალია ამბობს, რომ ექიმებმა საქართველოში ვერ შენიშნეს ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) და არც შესაბამისი მკურნალობა დანიშვნია ორსულობისას: „როცა საფრანგეთში ჩამოვედით, ექიმებმა გამოიკვლიეს მარიამის მდგომარეობა და დადგინდა, რომ მისი ცერებრალური დამბლა ამით იყო გამოწვეული. დროზე რომ შეენიშნათ ეს პრობლემა …
ქართველმა მინისტრმა ფრანგ ექიმებს უთხრა, რომ პრემიერმაც უცხოეთში ურჩია მკურნალობა – კვლევა საქართველოზე
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …
წამლებს ჭარბად ნიშნავენ, კოლეგებთან განზრახ ამისამართებენ – ფრანგი ექიმები ქართულ ჯანდაცვაზე
„ჯანმრთელობის უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში: ხელმისაწვდომობა და მკურნალობის ხარისხი“, – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც მოამზადა ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან თანამშრომლობით. ანგარიშის მოსამზადებლად ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლეს 2022 წლის თებერვალში, კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას, ხარისხს და ჯანმრთელობის დაზღვევის კერძო და სახელმწიფო სისტემას. ქვემოთ მოცემულ მასალაში კვლევის მხოლოდ იმ ნაწილს შევეხებით, …
14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა
14 წლის დეა შაქარაძეს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება. ის ერთი კვირაა ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტენსიურ განყოფილებაში წევს. მოზარდი მოულოდნელად გახდა ცუდად. როგორც დეას მშობლები, ნესტან ხაბაძე და მამუკა შაქარაძე „ბათუმელებთან“ ამბობენ, მათ შვილს გადაუდებელი ოპერაცია სჭირდება ღვიძლსა და ელენთაზე. „ცოტას ახველებდა, სხვა განსაკუთრებული ჩივილები არ ჰქონია. მოულოდნელად დაეწყო ღებინება. როგორც გვითხრეს, ღვიძლსა და ელენთაზეა პრობლემა და …
Continue reading “14 წლის დეა მოულოდნელად ცუდად გახდა, მას სასწრაფოდ სჭირდება თურქეთში გადაყვანა”
ექიმებმა ჩემს ინსულინზე მითხრეს, რომ საფრანგეთში წლებია ამოიღეს ხმარებიდან – მიგრანტი პაციენტი
ფრანგული ორგანიზაცია Habitat-Cité-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა საქართველოში არაეფექტურია და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ამასვე ადასტურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის შეფასებაც, რომელშიც წერია, რომ „მიუხედავად 2013 წელს განხორციელებული რეფორმებისა, სახელმწიფო ცოტას ხარჯავს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დასაფინანსებლად, სამედიცინო მომსახურება კი ხარვეზებით ხასიათდება“. საფრანგეთი ევროპის ის ქვეყანაა, სადაც ძირითადად მძიმე დაავადებების მქონე …
ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს
ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური …
„ბათუმელების“ მკითხველმა 15 485 ლარი შეუგროვა იმედას – ის საფრანგეთში მიდის სამკურნალოდ
იმედა ენდელაძის დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია, რადგან ვერ გადარჩება. თუმცა ამავე კლინიკაში უთხრეს, რომ 90% აქვს გამოჯანმრთელების შანსი 2-წლიანი ინტენსიური მკურნალობით, რაც საფრანგეთში შესაძლებელია, თუ ქვეყანას ლტოლვილად ჩაბარდება. ლტოლვილის …
5 000$ ღირს ჩემი გადარჩენა. მე ამის საშუალება არ მაქვს – საქართველოში 44 წლის კაცს ვერ მკურნალობენ
ვერ აგროვებს თანხას საფრანგეთში 3, 4 თვით რომ ბინა იქირავოს და მკურნალობის დაწყებას დაელოდოს, ამ მიზეზით 44 წლის იმედა ენდელაძის სიცოცხლე, შეიძლება ნებისმიერ წუთს დასრულდეს საქართველოში. იმედას დიაგნოზი თავის ტვინის კავერნოზული ჰემანგიომაა. ეს იმას ნიშნავს, რომ შუბლის მარცხენა მხარეს, თავის ტვინში მრავალი ჰემანგიომა აქვს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან უბნებში. საფრანგეთში, ბორდოს სახელმწიფო კლინიკაში იმედას უთხრეს, რომ ქირურგიული …
დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს
„ხუთი წელია ვაგროვებ ამ დასკვნებს, ანალიზებს, იმ იმედით, რომ ერთ დღეს გამოჩნდება მკურნალობის საშუალება, ამ ანალიზებს მივუტან ექიმს და ექიმი მიხვდება, როგორ უნდა უმკურნალოს ჩემს შვილს,“ – ასე იწყებს შორენა იაკობაძე საუბარს და თან უზარმაზარ წითელ საქაღალდეს ფურცლავს, რომელშიც მისი შვილის ყველა გამოკვლევის შედეგს ინახავს. 38 წლის შორენა ერთადერთ შვილს, 11 წლის ქეთის მარტო ზრდის. …
Continue reading “დედა 11 წლის შვილის გადასარჩენად დახმარებას ითხოვს”
„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება
„დაურეკეთ ნინო ექიმს!“ – კატეგორიულად ითხოვს 5 წლის კობა, როცა მამას გულის შეტევა ეწყება. მამა, 34 წლის ლუკა ბეჟანიძეა, მას გულის გადანერგვა სჭირდება. ახლა ოჯახი ოპერაციისთვის საჭირო თანხას აგროვებს, რომ რაც შეიძლება მალე შეძლოს ლუკამ ქალაქ მინსკში გამგზავრება. იქ მას გულის გადანერგვის ოპერაცია უნდა გაუკეთონ. ლუკა გვიყვება, რომ სრულიად ჯანმრთელი იყო, სპორტულ ცხოვრებას ეწეოდა და …
Continue reading “„მხოლოდ გულის გადანერგვა მიშველის“ – 34 წლის ლუკას დახმარება სჭირდება”
„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 45 წლის როლანდ ნოღაიდელი უკვე ყოველ დღე სიცოცხლისთვის იბრძვის. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი 100 ათასი დოლარია საჭირო. ხუთსულიანი ოჯახის შემოსავალი ახლა მხოლოდ როლანდის და მისი დედის, 74 წლის ნანული თურმანიძის პენსიაა, ოპერაციისთვის საჭირო თანხა ოჯახს არ აქვს. როლანდი ამბობს, რომ ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილს, 80 ათას ლარს აჭარის ჯანდაცვის …
Continue reading “„სიცოცხლე მინდა, დამეხმარეთ“ – 45 წლის კაცი გულის გადანერგვისთვის ფულს აგროვებს”
ბათუმში სამედიცინო ქსელის – აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა
ბათუმში, გორგასლის ქუჩის 156 ნომერში, თურქული სამედიცინო ქსელის, აჯიბადემის, ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობითი ოფისი ადამიანებს დაეხმარება ქსელის საავადმყოფოებთან პირდაპირ კომუნიკაციაში. აჯიბადემი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტების მომსახურებას და უახლეს მეთოდებს სთავაზობს. ბათუმის ოფისის მეშვეობით, პაციენტები შეძლებენ არსებული დიაგნოზის გადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე მეორე ოფიციალური წარმომადგენლობაა, პირველი ოფისი რამდენიმე წლის წინ თბილისში გაიხსნა. …
Continue reading “ბათუმში სამედიცინო ქსელის – აჯიბადემის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა”
კომპანია Bridge to Germany პროფესიონალ გერმანელ ექიმებთან ვიზიტს დაგიგეგმავთ
კომპანია Bridge to Germany იმ ადამიანთა დასახმარებლად შეიქმნა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უმაღლესი ხარისხის, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებით – მკურნალობით, ასევე რეაბილიტაციითა და პრევენციული კვლევებით. მიუნხენში 2012 წელს დაარსებული კომპანია საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში სამედიცინო ვიზიტების უმოკლეს ვადაში სწრაფ კვალიფიციურ დაგეგმვას უზრუნველყოფს. კომპანიის წარმომადგენლების დახმარებით პაციენტებს უმოკლეს დროში ევროპაში უკონკურენტო, უმაღლესი ხარისხის გერმანული სამედიცინო მომსახურებით სარგებლობის საშუალება ეძლევათ. მომსახურება, პირველ …
Continue reading “კომპანია Bridge to Germany პროფესიონალ გერმანელ ექიმებთან ვიზიტს დაგიგეგმავთ”
წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში
მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ წამლების ყიდვა თურქეთში დაიწყო და სამედიცინო მომსახურების მიღებაც, სადაზღვევო კომპანიების ნაწილმა საქართველოში ახალი სერვისი შექმნა – დაზღვევა თურქეთში. რას ფიქრობენ ამ თემაზე ჯანდაცვის სპეციალისტები? თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის კონსულტანტი ფარმაკოეკონომიკის სპეციალიზაციით: პრობლემა სადაზღვევო პაკეტებში არ არის, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო სერვისებზე და მ. შ. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას სთავაზობს ბენეფიციარებს, ეს პაკეტები მოსახლეობის საჭიროების და, …
Continue reading “წამლები და მკურნალობა – რას ვერ აკმაყოფილებს სამედიცინო ბაზარი საქართველოში”