450 800 ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო …

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო „საზღვაო ტურისტული სეზონის“ გახსნის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ ფარგლებში მოწვეულ 16 DJ-სა და მუსიკალურ ჯგუფს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის. აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი …

რატომ ყარს საბაგიროსთან სანაპირო? – ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ ვერაფერს შეცვლიან

„ისეთი სუნია, სული მეწვის, ცუდად ვარ. მიდით გააშუქეთ, რაღაცა ქენით“, – დაგვირეკა მოქალაქემ რედაქციაში. მან დაჟინებით მოითხოვა ბათუმის საბაგიროსთან ჟურნალისტის მისვლა. „არა, ახლა მინდა, ახლა მოდით, მერე არ მინდა“, – საქმე ისაა, რომ ბათუმში, საბაგიროს მიმდებარედ, სანაპიროზე პერიოდულად გაუსაძლისი სუნია. მოიჯარეები, რომლებიც იქ მუშაობენ, კომერციულ საქმიანობას ეწევიან, აცხადებენ, რომ „კანალიზაციის სუნს“ ზღვაში გამავალი მილი იწვევს …

რა ხდება მთის კურორტებზე – „დამსვენებლების რაოდენობა შემცირდა“

რა ფასებია წელს ბათუმთან ახლოს მდებარე მთის კურორტებზე? – „ბათუმელები“ ბეშუმში, ბახმაროსა და გომის მთაზე ესაუბრა კოტეჯების მეპატრონეებს. ბათუმის მსგავსად ტურისტების ნაკლებობაზე მთის კურორტებზეც ჩივიან. აქ ამბობენ, რომ ბოლო იმედი აგვისტოა. ბახმარო  ნინა ჩხაიძე კოტეჯს ბახმაროში აქირავებს. კოტეჯი 12 ადამიანზეა გათვლილი და 350-400 ლარი ღირს დღეში. ნინა ამბობს, რომ ივნის-ივლისში აქა-იქ იყო დამსვენებელი, ახლა ხალხის …

„გადაჭედილია შეზლონგებით სანაპირო“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბათუმის პლაჟზე დასვენება

„გადაჭედლია შეზლონგებით მთელი პლაჟი, ადგილი უნდა მოძებნო, რომ დაჯდე,“ – ამბობს ია ქათამაძე, რომელსაც პლაჟზე ვესაუბრეთ. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც შეზლონგით არ სარგებლობს და ზოგჯერ თავისუფალი ადგილი ზღვასთან ახლოს არ უწევს. სანაპიროსთან ახლოს მოიჯარეებს უკვე ჩაუმწკრივებიათ რამდენიმე რიგად ასობით შეზლონგი. შეზლონგებს შორის გავლა შესაძლებელია, მაგრამ წამოწოლა და მით უმეტეს კომფორტულად დასვენება რომ შეუძლებელია, ამას …

ხმაური დაჯარიმების მერეც გრძელდება – რაზე ჩივიან მოქალაქეები ბათუმში

ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ბათუმში, კაფეებში ხმაურის გადაჭარბების შემთხვევებმა იმატა. მოქალაქეები განსაკუთრებით, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხმაურის გადაჭარბების გამო ჩივიან და კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ. მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური ინსპექციის გამოძახებისა და რეაგირების შემდეგაც არაფერი იცვლება. „მთელი ღამე ხმაურია, მღერიან, ცეკვავენ – ბოლო ხმაზე მუსიკებია. დასვენების საშუალებას არ გვაძლევენ. რამდენჯერმე მივმართეთ მუნიციპალურ ინსპექციას, მაგრამ უშედეგოდ. დააჯარიმეს და გააგრძელეს …

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

დღეს 3 ივნისს, ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალის სლოგანი – „ზაფხული იწყება აქ“, წელსაც უცვლელია. ღონისძიებები ძირითადად ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. 16:00 საათიდან დაიწყო ქართველი შემსრულებლების კონცერტი. ღონისძიებაზე დაუკრავენ DJ-ები და ბენდები. წელს, სეზონის გახსნაზე ბიუჯეტიდან 330 ათას 364 ლარი დაიხარჯება. გასართობი-მუსიკალური პროგრამისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე 162 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიებისთვის …

ჩვენი ქვეყნის მტრებს ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ სურს მიუსამძიმროს მტრებს, რომლებსაც ტურისტული სეზონის ჩაშლა სურთ. თორნიკე რიჟვაძის კომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. „მსურს მივუსამძიმრო ჩვენ მტრებს, რომ ჩვენი ეკონომიკა და ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას. ის მიზანმიმართული კამპანია, პროპაგანდა, რაც მიმდინარეობს, მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს, რომ როგორმე მოახდინონ ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის მტრებმა სეზონის …

გამოაცხადებენ თუ არა აუქციონს ბათუმის, გონიოსა და კვარიათის პლაჟებზე

ბათუმის ბულვარის მიმდებარე პლაჟზე საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის ნაკვეთების გასაცემად აუქციონი წელს არ გამოცხადდება. ყოფილ მოიჯარეებთან ბულვარის ადმინისტრაცია ახალ ხელშეკრულებებს პირდაპირი წესით გააფორმებს. რაც შეეხება გონიო-კვარიათის პლაჟებს, რა ფორმით გადაეცემა ის დაინტერესებულ პირებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე მსჯელობენ. „პირდაპირი წესით იჯარის ხელშეკრულება გაფორმდება იმ მოიჯარეებთან, რომლებსაც პლაჟის კონკრეტული მონაკვეთები იჯარით 2020 …

აჭარაში 393 სასტუმროდან კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება 39-მა გაიარა

18 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდუსაფრთხოებაზე შემოწმება გაიარა 39 სასტუმრომ. აჭარაში სულ 393 სასტუმროა. ჩვენ ვესაუბრეთ ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში რამდენიმე სასტუმროს წარმომადგენელს, ვინც უკვე გაიარა შემოწმება. მათი განცხადებით, დამატებითი მოთხოვნები სასტუმროს ხარჯებს აძვირებს, თუმცა შესრულებადია. ბათუმში, სასტუმრო „ლონდონის“ მენეჯერი მარიამ შაქარიშვილი ამბობს, რომ დადგენილი რეკომენდაციები შესრულებადია, თუმცა, თუ არ გაიხსნება საჰაერო სივრცე და ვერ მიიღებენ …

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ექვს თვეში 103 283 ვიზიტორი ესტუმრა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, 2019 წელს ბაღის დამთვალიერებელთა რაოდენობა 13 პროცენტით გაიზარდა წინა წელთან შედარებით. მიმდინარე წელს ბოტანიკური ბაღი სულ 103 283-მა ვიზიტორმა მოინახულა. ესენი არიან როგორც უცხო ქვეყნის, ასევე საქართველოს მოქალაქეები (მათ შორის, ბავშვები და მოზარდები). წინა წლის ამავე პერიოდში ბოტანიკურ ბაღს 91 ათასი სტუმარი ეწვია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკავშირდება. …

ჩვენ არ მივცემთ სხვა მოიჯარეებს მუშაობის საშუალებას – გონიო-კვარიათის მცხოვრებლები მთავრობას

გონიო-კვარიათის მცხოვრებლებმა, რომლებსაც პლაჟზე კაფე-ბარები და სხვადასხვა ობიექტი აქვთ განთავსებული, აჭარის მთავრობის სახლის წინ აქცია გამართეს. ისინი აპროტესტებენ ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ძველმა მოიჯარეებმა ობიექტები უნდა მოშალონ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ისინი მერიასთან ყოველწლიურად ანახლებდნენ საიჯარო ხელშეკრულებებს, თუმცა გასულ წელს მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე თითქმის ყველა მოიჯარეს უარი უთხრა. კვარიათის მცხოვრები კობა …

ბათუმში ქუჩების გადათხრაზე ნებართვები 2 ოქტომბრამდე აღარ გაიცემა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, ქალაქში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის მიზნით ქუჩების გადათხრაზე ნებართვები აღარ გაიცემა 2018 წლის 25 მაისიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. თუმცა, ეს არ ეხება ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ინფრასტრუქტურული პროექტები ზაფხულის პერიოდშიც შეუფერხებლად გაგრძელდება. ბათუმის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას სარეაბილიტაციო სამუშაოებით გამოწვეული დისკომფორტის გამო“. ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებულ …

გადათხრილი პლაჟი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ქობულეთის სანაპიროზე

ამ წუთებში ქობულეთში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი ფიჭვნართან ნაპირსამაგრი სამუშაოების დროულად დასრულებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, თვენახევარში ტურისტული სეზონი დაიწყება, ზღვასთან კი ორკილომეტრიანი ზოლი არის გადათხრილი და მოუწესრიგებელი. „ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ორ თვეში უნდა დაასრულოს აქ სამუშაოები, მაგრამ ჯერ ნახევარი სამუშაოც არ არის შესრულებული. ექვსი თვეა მუშაობენ და მხოლოდ 150 მეტრი ჯებირი …

შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს. სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 …

ქობულეთის გამგეობა ტურისტებს უფასოდ ავარჯიშებს

„განსაკუთრებული სიმრავლეა ტურისტების. ყველაზე მეტად იმატა ტურისტების რაოდენობამ ბელორუსიიდან, პოლონეთიდან და რუსეთიდან,“ – გვითხრა ნათია ნიჟარაძემ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საკითხთა სამსახურის უფროსმა. „ბათუმელები“ მას ესაუბრა იმაზე, თუ რა სიახლეებს სთავაზობს წელს ქობულეთი ტურისტებს. ნათია ნიჟარაძის თქმით, სიახლე დილის აერობიკაა, რომელსაც დამსვენებლები ქობულეთის ცენტრალურ პარკში ესწრებიან უფასოდ. „ყოველ დილით, რვის …

დელფინარიუმში მოსწავლეები ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ

ზამთრის განმავლობაში სკოლის მოსწავლეებს დელფინარიუმში შესვლა 9 ლარად შეეძლოთ, თუმცა ტურისტულ სეზონზე ისინი ფასდაკლებით ვეღარ ისარგებლებენ და  სტანდარტულ ფასს – 15 ლარს გადაიხდიან. აღნიშნული ფასი 1-ელ ოქტომბრამდე შენარჩუნება.  მოსწავლეებისთვის 9 ლარი მხოლოდ 13 ივნისის ჩათვლით იქნება. დელფინარიუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელსაც 20 ლარი ეღირება დელფინების ღამის შოუ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელფინარიუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია. „შეიღება …

სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ბულვარი აუქციონებს აცხადებს

დღეს, 6 აპრილს, 17:00 საათიდან „ბათუმის ბულვარის“ ადმინისტრაცია, ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებლად ელექტრონული აუქციონების გამოცხადებას იწყებს. აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს საშუალება მიეცემათ საკურორტო სეზონზე ზღვისპირა ბულვარში სამეწარმეო საქმიანობა განახორციელონ. ელექტრონული აუქციონი გამოცხადდება შემდეგ კატეგორიებზე: ბატი-ბუტის აპარატი (ელექტრო), სუვენირების დახლი, გასართობი აპარატი, გასართობი ატრაქციონები, სასეირნო ველოსიპედი (რიგშა), სანაყინე ჯიხურები, ელექტრომობილი, ჩამოსასხმელი ლუდის კუთხე, …

ქობულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება

 ქობულეთის სანაპიროზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელთა შედეგად გაიზარდა სანაპირო ზოლის პარამეტრები და შტორმის დროს ნაპირსამაგრსაფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება უნდა შემცირდეს, რამდენიმე დღეში დასრულდება. სპეციალისტების შეფასებით, ქობულეთის სანაპიროზე პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ზიანი …

ქობულეთში ზღვაზე გადასასვლელები მოეწყობა

ქობულეთში,  ზღვის სანაპიროზე, 5 გადასასვლელი მოეწყობა, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და მოეწყობა განათების სისტემა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 765 996 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან

კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის“ აქვს გადაცემული მართვაში. გადაცემული ქონების განკარგვიდან შემოსული თანხა კი „ბულვარის“ ბიუჯეტში ირიცხება. „ბათუმელები“ შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ. …

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე. „გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, …

28 მაისს ბათუმში ტურისტული სეზონი გაიხსნება [პროგრამა]

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, 28 მაისს ტურისტული სეზონო ბათუმში 11 საათზე, ისტორიულ ბულვარში, შადრევნებთან გაიხსნება „წყლის ფარდის“ შოუთი. დეპარტამენტის განმარტებით, მოეწყობა სპეციალური 3-მეტრიანი წყლის ფარდა, რომელზეც ბათუმის ხედების ვიდეოპროექციებს აჩვენებენ. 12 საათზე კი, ბათუმის ბულვარში ჯგუფი „მოსიარულე დრამერები“ გამოჩნდებიან, რომლებიც  ბულვარში იმოძრავებენ. მთელი დღის მანძილზე დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათი უმრავლესობა ძველი ბულვარის ტერიტორიაზე …

Exit mobile version