შსს-ს ინფორმაციით, სარფში დაკავებულია 1972 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 90 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს“-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. პოლიციის ინფორმაციით, მოქალაქეს პირადი ჩხრეკისას, 90 აბი სუბოქსინი აღმოაჩნდა. „გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით …
Tag Archives: სარფი
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N1 სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ორი და უზბეკეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს”
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სომალის მოქალაქეები დააკავეს
ბათუმში, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფის) დასაცავ მონაკვეთზე, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო ბიუროსა და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სომალის რესპუბლიკის სამი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის …
საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან
სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის …
Continue reading “საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან”
სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა შენდება. დღეს, პირველ სექტემბერს, სკოლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართება. სკოლის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ხელშეკრულება კი აჭარის განათლების სამინისტრომ შპს „დამბასთან“ 1 მილიონ 759 ათას ლარზე, 2017 წლის 12 ივლისს გააფორმა. სკოლის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში [2018 წლის ოქტომბერში] უნდა დასრულდეს. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ …
Continue reading “სარფში ახალი სკოლის მშენებლობას საძირკველს ოფიციალურად ჩაუყრიან”
სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დააჯარიმეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ 2649,47 ლარი შეადგინა. „საქართველოს საგადასახადო …
Continue reading “სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დააჯარიმეს”
მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს
სამაშველო სამსახურის ოფიციალური ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ სარფში მაშველებმა 35 წლამდე ქალი ზღვიდან ამოიყვანეს. ქალი გარდაცვლილია. „დილით შემოვიდა შეტყობინება ჩვენთან და მყვინთავებმა ერთ საათში იპოვეს და ამოიტანეს ნაპირზე, “ – განაცხადეს სამაშველო სამსახურში. სამაშველოს ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალი იდენტიფირებულია, – „ადგილობრივი არ არის, “- უთხრეს „ბათუმელებს“ სამაშველოში. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე …
Continue reading “მაშველებმა ზღვაში გარდაცვლილი ქალი იპოვეს”
დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ლ.დ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 3 შეკვრად დაფასოებული, ბუპრენორფინის შემცველი 51 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. გამოძიებამ …
Continue reading “დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფში ერთი პირი დააკავეს”
როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო კომპანია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გაათავისუფლა. წიაღისეული [ქვიშა-ხრეში] შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ სოფელ კვარიათში, ზღვის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის უნდა გამოიყენოს. მთავრობის განკარგულებით კომპანია 3 თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და მიეცა უფლება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე [მდინარე ჭოროხის დელტაში] მოიპოვოს 20 000 მ3 საშენი მასალა [ქვიშა-ხრეში]. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ვალდებულია: [crosslist] …
Continue reading “როდის დასრულდება ნაპირგამაგრება კვარიათსა და სარფში”
სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს [ბათუმი] N1 სასაზღვრო სექტორის [სარფი] დასაცავ მონაკვეთზე, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული შანი დ., 1990 წელს დაბადებული მოჰამმად ბ., 1986 წელს დაბადებული ნაჯმულ ნ. და 1982 წელს დაბადებული მოჰამედ ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის …
Continue reading “სარფში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობაზე ბანგლადეშის მოქალაქეები დააკავეს”
შემოსავლების სამსახური: სარფში მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოერთვათ
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 3 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი [ჯამში 26 300 ღერი] აღმოაჩინეს. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით,“ – აღნიშნულია შემოსავლების …
Continue reading “შემოსავლების სამსახური: სარფში მოქალაქეებს არადეკლარირებული სიგარეტი ჩამოერთვათ”
სარფის საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია
„ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, რომელიც სარფის საბაჟოზე იმყოფებოდა, დღეს დილიდან საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია. ადგილზე მოქალაქეებისთვის არავის აუხსნია, რა მიზეზით შეიზღუდა დღეს საბაჟოზე ავტომანქანით გადასვლა და არც ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს შეზღუდვა. ბათუმში, თურქეთის საკონსულოში, კითხვებს არ პასუხობენ. მათი თქმით, ამ საკითხზე ინფორმირებულია საქართველოს შემოსავლების სამსახური. შემოსავლების სამსახურში კი ტელეფონს არ პასუხობენ. არ პასუხობენ …
Continue reading “სარფის საბაჟოზე ავტომანქანებით გადაადგილება შეზღუდულია”
333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, სარფის საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, საბაჟო კონტროლისგან მალულად საბაჟო წესების დარღვევით გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, დიდი ოდენობით, 333 გრამი ოქროს …
Continue reading “333 გრამი ოქროს უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სარფში ერთი პირი დააკავეს”
ავტობანი – ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს აზიის განვითარების ბანკი 108 მილიონი ევროთი დააფინანსებს
აზიის განვითარების ბანკი ბათუმის შემოვლითი გზის პროექტს დააფინანსებს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. პროექტის მიხედვით, დაფინანსდება როგორც ბათუმის შემოვლითი 14,3 კმ-იანი ორზოლიანი გზის მშენებლობა, ასევე 200 კილომეტრი სიგრძის საერთაშორისო და ადგილობრივი გზების მოვლა-შენახვა. სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის სავარაუდო ღირებულება …
სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ვ.დ., სარფში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ვ.დ.-ს პირადი ჩხრეკისას, 81 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0,634542 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული …
Continue reading “სარფში 81 აბი „სუბოქსინის“ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს”
ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე
მდინარე ჭოროხიდან სარფამდე მონაკვეთში ასაშენებელი ავტობანი ბათუმის შემოვლით გზას, სავარაუდოდ, აეროპორტის მიმდებარედ შეუერთდება. ბათუმის შემოვლითი გზის პროექტი დამტკიცებულია და მისი მშენებლობა 2017 წელს უნდა დაიწყოს. რაც შეეხება ჭოროხი-სარფის მონაკვეთს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაც კი არ არის შერჩეული, რომელიც ამ გზას დააპროექტებს. შესაბამისად, დეპარტამენტში ვერ ამბობენ, თუ სად გაივლის ახალი მაგისტრალი გონიო-კვარიათი-სარფის …
Continue reading “ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე”
აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ
სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას, რაც საზღვრის კვეთისას შექმნილ რიგებს უკავშირდება, აჭარის მთავრობა ეხმიანება. მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „აჭარის მთავრობა ფლობს რა სრულ ინფორმაციას საქართველო-თურქეთის რესპუბლიკის საზღვარის სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შექმნილი ვითარების შესახებ, კიდევ ერთხელ განმარტავს და ხაზს უსვამს, რომ შექმნილი შეფერხებები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ თურქეთის მხარეს საბაჟოზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო. …
Continue reading “აჭარის მთავრობა სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შემქნილი შეფერხებების შესახებ”
სარფში ახალი სკოლა აშენდება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. სკოლის არსებული შენობა ორსართულიანია, ახალი კი, პროექტის მიხედვით, სამსართულიანი იქნება. შენობა, მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვეში უნდა აშენდეს. სატენდერო პირობის თანახმად, ვადის ცვლილების [გაზრდის] საფუძველს არ წარმოადგენს თოვლი, წვიმა და სხვა მსგავსი მეტეოროლოგიური მოვლენები, ასევე ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები [3 თვე ზამთრის პერიოდი იმ 15 …
სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია
სოფელ სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი ავტომაგისტრალი გაწმენდილია და დღეს დილიდან მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ინფორმაციით, სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, არის გეოლოგების დასკვნაც, რომ გასატარებელია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის საჭიროა ფერდის გამაგრება. მეწყერი სარფში წუხელ გვიან ღამით ჩამოწვა. დირექციის ინფორმაციით, მაგისტრალზე დაზიანდა ერთი ტრაილერი, სხვა რაიმე მნიშვნელოვანი ზარალი არ არის და არავინ დაშავებულა. მეწყერი სარფში …
Continue reading “სარფში მეწყრის შედეგად ჩახერგილი გზა გახსნილია”
სარფში საზღვრის კვეთისას ორივე მხრიდან შეზღუდვები იქნება
საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფში, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფი“ სარეკონსტრუქციო სამშენებლო სამუშაოების დაწყების გამო, სგპ “სარფში”, ორ ქვეყანას შორის მიმოსვლისას, საბაჟო პროცედურები ორივე მიმართულებით განხორციელდება შეზღუდულ რეჟიმში: „კერძოდ, სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე მგზავრებს, ავტომანქანებს, ავტობუსებსა და სატვირთო მანქანებს მოემსახურება მხოლოდ 2 გასასვლელი (გეითი gate), ერთ-ერთი მოემსახურება ქვეყნიდან გამსვლელ, მეორე კი …
Continue reading “სარფში საზღვრის კვეთისას ორივე მხრიდან შეზღუდვები იქნება”
შსს-მ სოფელ სარფში 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, გუშინ ღამით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში 1980 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,3418 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 …
Continue reading “შსს-მ სოფელ სარფში 43 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო”
შეფერხების მიუხედავად თურქეთიდან საქართველოს 400-მდე მოქალაქის საზღვარზე გადმოყვანა მოხერხდა
თურქეთის მხარეს არსებული ტექნიკური შეფერხების გამო, თურქეთის საზღვარზე გადაადგილებასთან დაკავშირებით ორი დღეა შეფერხებებია. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობა თურქულ მხარესთან თანამშრომლობით მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა თურქეთის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების პირადობის მოწმობების იდენტიფიცირებას. მათი ინფორმაციით, 400-მდე მოქალაქე საზღვარზე უკვე გადმოყვანილია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის განმარტებით, ქართულ მხარეს მექანიკურად გადმოაქვს პასპორტები საქართველოს მხარეს, ქართული ბაზებით ხდება მათი შემოწმება, …
სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია
სარფის საბაჟოზე, საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროგრამული ხარვეზი, შესაძლოა დღეს საღამომდე მოგვარდეს, ამის შესახებ „ბათუმელებს“ თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა უთხრა. „პრობლემა ტექნიკურ საკითხს ეხება, ამიტომ შესაძლებელია მალევე – ერთ საათშივე მოგვარდეს, ან შეიძლება საღამომდე, დაზსუტებით ვერ გეტყვით“- თქვა იასინ თემიზქანმა. თურქეთის კონსული ამ დროისთვის სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმყოფება. მისი განმარტებით ეს პრობლემა არა …
Continue reading “სარფის საზღვარი თურქეთის მოქალაქეების გარდა სხვებისთვის მესამე დღეა ჩაკეტილია”
რიგების მოწესრიგების მცდელობა საბაჟოზე
სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან ავტომობილების რიგების რეგულირება საქართველოში დღემდე ვერ ხერხდება. მიუხედავად შესაბამისი კანონმდებლობის არსებობისა, პრობლემა არ გვარდება. მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სატვირთო ავტომობილების რიგების მოწესრიგების წესი, თუმცა, ეს წესიც არ მოქმედებს. ზემოაღნიშნული წესით, საზღვრის გადაკვეთის მიზნით გადაადგილებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, საგზაო მოძრაობა გააგრძელოს …
სარფში მისასვლელი მაგისტრალი გადაკეტილია
„ბათუმელების“ ინფორმაციით სარფში მისასვლელი გზა გადაკეტილია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია. მაგისტრალი ჩაკეტილია კვარიათსა და სარფს შორის მონაკვეთში [ჩანჩქერთან]. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზის ჩაკეტვის მიზეზი უამინდობაა. „მდინარეს ჩამოაქვს ქვა-ღორღი, წყლის დონე მომატებულია და გადმოდის გზაზე. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიდის მუშაობა გზის გასაწმენდად, რაც გარკვეულწილად ამინდზეცაა დამოკიდებული“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. შენიშვნა: როგორც შსს-მ გვაცნობა, გზა …
სარფში 50 აბი “ექსტაზი” ამოიღეს
სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ნ. შ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დააკავეს. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,4071 გრ ნარკოტიკულ საშუალება „მდმა“-ს შეიცავს. შსს-ს იფორმაციით ნ. შ. აღიარებს …
შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. „სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება …
Continue reading “შსს-მ სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო”
სარფი [ფოტო]
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ალექსანდრე კ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 21 აბი და 1 აბის ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1747 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულის ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ …
Continue reading “შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „სუბოქსინი“ ამოიღო”
შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს სარფში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა დაკავებულია. „ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 166-ე მუხლით; ფეხსაცმლის სროლისა და სიტყვიერი შეურაცხმყოფის მიყენებისთვის. ვინ არის დაკავებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი …
Continue reading “შსს: პირი, ვინც ლევან ვარშალომიძეს სარფში ფეხსაცმელი ესროლა, დაკავებულია”
როგორ დახვდნენ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე
დღეს 3 ივლისს, 13:00 საათზე, სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ. მას სარფის საბაჟოსთან დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები. ლევან ვარშალომიძის მომლოდინე ხალხი საბაჟოდან გამოსული ტრაილერების გადაადგილებას აფერხებდა, რის გამოც პოლიციას მათი წითელ ზოლში მოქცევა მოუხდა. ლევან ვარშალომიძესთან შესახვედრად მოვიდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც. ვარშალომიძეს თან ახლდა აჭარის ტელევიზიის …
Continue reading “როგორ დახვდნენ ლევან ვარშალომიძეს სარფის საბაჟოზე”
სარფში, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს
18 ივნისს, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სარფის დასაცავ მონაკვეთზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე …
Continue reading “სარფში, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს”
სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა
სარფის სანაპირო ზოლში [პლაჟის გასწვრივ] მიმდინარე სამუშაოები, როგორც სახელმწიფო სამშენებლო კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე წლის ივნისამდე უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც სამუშაოები კვარიათის მიმართულებით გაგრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ აღდგენა-გამაგრების, ქვის ცვენისაგან დაცვისა და ფერდობების გამაგრების სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ სამი თვის ვადით გათავისუფლდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან. კომპანიას უფლება მიეცა …
Continue reading “სარფში სამუშაოებისთვის კომპანია ქვიშა-ხრეშის ლიცენზიისგან დროებით გათავისუფლდა”
სარფის გზა და პლაჟი სეზონის წინ
დამსვენებლებს ზაფხულში პრობლემები სარფში არ შეექმნებათ – აცხადებენ კომპანიაში, რომელიც აქ გზისა და ნაპირგამაგრების სამუშაოებს ასრულებს. კვარიათი-სარფის მონაკვეთზე სამუშაოებში ბიუჯეტიდან ჯამში 60 მილიონამდე ლარი იხარჯება. სეზონის მოახლოებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობა პლაჟზე ინფრასტრუქტურის დროულ მოწესრიგებას ითხოვს. სარფში მიმდინარე სამუშაოების გამო, როგორც მშენებელ კომპანიაში გვითხრეს, აუცილებელი გახდა პლაჟის გასწვრივ დაახლოებით 100 ათას კუბ/მ-მდე ბალასტის [ხრეშის] შეტანა და …
სარფის მიმართულებით გზა ამ დროისთვის გახსნილია
სოფელ სარფში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თემურ კაკაბაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სარფის მიმართულებით საავტომობილო მაგისტრალი გაიხსნა და ავტომობილების მოძრაობა აღდგა. 14 აპრილს, ღამით, სარფის შესასვლელთან ავტომაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა. „მიწის დიდი მასა ჩამოიშალა [ასეთი რამ ზუსტად ამ ადგილზე ადრეც მოხდა]. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სამაშველო ბრიგადები და სპეცტექნიკა. გზა გახსნილია და მიწის მასის კვლავ ჩამოწოლის საშიშროება არ არსებობს,“ …
Continue reading “სარფის მიმართულებით გზა ამ დროისთვის გახსნილია”
რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დეკლარირების წესის დარღვევით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა. „პუნქტის კონტროლის ზონაში თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული რუსეთის მოქალაქე ზ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 270,21 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის დიდი ნაწილი მგზავრს დამალული ჰქონდა სხეულზე, ხოლო მცირედი ნაწილი ხელჩანთაში ჰქონდა მოთავსებული. საქონლის საბაჟო …
Continue reading “რუსეთის მოქალაქე თურქეთიდან არადეკლარირებული ოქროს შემოტანისთვის დააჯარიმეს”