მთავარი,სიახლეები

საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან

05.11.2017
საშიში ლოდები და მორღვეული დამცავი ბადე სარფში ავტომაგისტრალთან

სარფში, ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალთან ჩამოშლილი ფერდდამცავი ბადის აღდგენა-გამაგრებისთვის ბიუჯეტიდან 324 ათას 469 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ უბანზე სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები საფრთხეს უქმნის გავტოტრანსპორტს. კვარიათი-სარფის მონაკვეთში, ფერდსამაგრი სამუშაოებისთვის და ნაპირგამაგრებისთვის ბოლო სამ წელში ქვეყნის ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა.

ავტომაგისტრალთან „ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით ჩასატარებელი პრევენციული ღონისძიებების სამუშაოებზე“ ტენდერი საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის გასწვრივ არსებულ კლდის ქიმზე გადის ასფალტბეტონის საფარიანი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზა, „ვიზუალური დათვალიერებით კი ჩანს, რომ ამ გზის გასწვრივ მიწის ნაწილი 13 მეტრ სიგრძეზე ჩამოიშალა, კლდის ქიმის მხარეს; ჩამოშლილმა გრუნტის მასამ დააზიანა კლდის ქიმზე დამაგრებული დამჭერი ანკერები და დამცავი ბადე, რომლებიც არ იყო განკუთვნილი ასეთ დატვირთვებზე და წარმოადგენდა მხოლოდ ქვათაცვენის პრევენციულ ღონისძიებას“. გრუნტი და კლდოვანი მასა კი, მორღვეულ დამცავ ბადესთან ერთად, ცენტრალურ ავტომაგისტრალთან ჩამოიშალა.

ფერდსამაგრი სამუშაოების პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ამჟამად „ჩამოშლილ ფერდობზე შეიმჩნევა კლდოვანი ქანების სხვადასხვა ზომის მოძრავი ლოდები და დაბზარული ადგილები, რაც საფრთხეს უქმნის გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს“.

პროექტით გათვალისწინებულია ფერდობების გაწმენდა – მოძრავი ნაწილების ჩამოშლა და პოტენციურად არამდგრადი დაბზარული კლდოვანი ქანების მონგრევა მთასვლელთა ჯგუფის მიერ. „მოძრავი და პოტენციურად არამდგრადი ლოდების მოცულობის ზუსტი დათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ სამუშაოს შესრულების პროცესში საჭიროა დაზუსტდეს ფაქტობრივი მოცულობები
საზედამხედველო სამსახურისა და დამკვეთის მონაწილეობით. დაუშვებელია ფერდობის ლოდებისაგან გაწმენდის პერიოდში გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამუშაოების წარმოების მონაკვეთზე“.

გაწმენდილ ფერდობზე კვლავ დამცავი ბადე მოეწყობა, თუმცა უშუალოდ ჩამოშლილ უბანზე ბადის მოწყობამდე უნდა მოხდეს მაგისტრალის ზემოთ გამავალი გზის აღდგენა, რისთვისაც, პროექტის მიხედვით აივნის ტიპის ნაგებობა იქნება გამოყენებული.

კვარიათი-სარფის მონაკვეთი / ფოტოები სატენდერო დოკუმენტაციიდან

ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 10 ნოემბერს შეწყდება. სამუშაოები კი, გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეში უნდა დასრულდეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: