რა ბედი ელის სასკოლო საგანს, „მოქალაქეობას“ და რატომ გაუჩნდათ განათლების სპეციალისტებს განცდა, რომ შესაძლოა „ოცნების“ ხელისუფლებამ ეს საგანი საერთოდ ამოიღოს საათობრივი ბადიდან? რა იციან ამის შესახებ თავად ამ საგნის მასწავლებლებმა და რას დაკარგავს სკოლა, თუკი ეს საგანი გაუქმდება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. „მეც მქონდა რაღაც მსგავსი მოლოდინები ამ საგანთან დაკავშირებით, მიუხედავად …
Tag Archives: სამოქალაქო განათლება
ხელისუფლება დავიქირავეთ და აკეთებს საქმეს, არასამთავრობო რისთვის ხარ? – პედაგოგი ღორჯომიდან
„ბათუმელები“ ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ესაუბრა მოსახლეობას მიმდინარე პროცესებზე და არჩევნებზე, რომელიც წელს, 26 ოქტომბერს, გაიმართება. გვინდოდა მოგვესმინა მოსახლეობის აზრი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაანონსებულ „ბოდიშზე“, რუსულ კანონსა და ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც მაღალმთიან სოფლებში აქვს მოსახლეობას. დიდაჭარაში ვესაუბრეთ თინათინ იაკობაძესაც, რომელმაც გვითხრა, რომ ის ღორჯომის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. შესაბამისად, დავინტერესდით, თუ რას ფიქრობდა პედაგოგი …
„აჭარისწყალი ჯორჯია“ სკოლებში საგანმანათლებო და გარემოსდაცვითი პროექტების მხარდამჭერია
არასამთავრობო ორგანიზაცია PH International ახორციელებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამას და აკავშირებს ერთმანეთთან სკოლებსა და კერძო სექტორს. ორგანიზაციამ 2022 წლის ოქტომბერში ჩაატარა პირველად ღონისძიება, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები წარმოადგენდნენ სკოლასთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო, გარემოსდაცვით, ტექნოლოგიურ თუ სხვა მიმართულების იდეებს. მოსწავლეები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საკუთარ საჭიროებებზე ესაუბრებოდნენ. სწორედ ამ ღონისძიებაზე, სხვა სკოლებთან ერთად, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერნების საჯარო სკოლის …
„თუ ბავშვებს ვასწავლით მრავალფეროვნებას, მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ“ – მასწავლებელი
„თუკი ჩვენ ვესაუბრებით მოსწავლეებს მრავალფეროვნებაზე, მაშინ მრავალფეროვნების მიმღებლობაც უნდა ვასწავლოთ, იქნება ეს განსხვავებული ჩაცმულობა, ვარცხნილობა, იდენტობა თუ სხვა რამ“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას ლელა წურწუმია, გორის №12 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, მოქალაქეობის და ისტორიის მასწავლებელი, რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრია. ქალბატონო ლელა, რამდენი ხანია რაც სკოლაში ასწავლით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ მასწავლებელი გამხდარიყავით? …
რას მისცემს სკოლებს სამოქალაქო განათლების ახალი, ხუთწლიანი პროგრამა
საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და USAID-ი ქართულ საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლების ახალ, ხუთწლიან პროგრამას იწყებს. პროგრამის მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარება, სწავლა-სწავლების პროცესში ტექნოლოგიების დანერგვა, ასევე, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს სკოლებსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას. საქართველოს მასშტაბით პროექტში 650 სკოლაა ჩართული. აქედან 70 სკოლა აჭარიდანაა. პროგრამა ითვალისწინებს VII-XII კლასის მოსწავლეების, პედაგოგებისა და სკოლის …
Continue reading “რას მისცემს სკოლებს სამოქალაქო განათლების ახალი, ხუთწლიანი პროგრამა”
„ნუ კითხულობთ მხოლოდ სათაურებს“ – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ავტორი: ანა ძნელაძე დღეს ინფორმაცია და დეზინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ყველა ასაკის ადამიანამდე მიდის, მათ შორის მოსწავლეებთანაც. სკოლებში ამ თემას ყველაზე ხშირად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე განიხილავენ. რა დრო ეთმობა დეზინფორმაციისა და სანდო ინფორმაციის გარჩევას სკოლებში? – ამ თემაზე სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, თამარ ბაუჟაძეს ვესაუბრეთ. რა არის დეზინფორმაცია? როგორ განმარტავთ მას? მარტივად – ეს არის ცრუ …
Continue reading “„ნუ კითხულობთ მხოლოდ სათაურებს“ – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი”
ვინ მიიღო სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი აჭარიდან
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა წლიურ გამოფენაზე 2019-2020 წლის სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლები და სკოლებში სამოქალაქო განათლების ხელშემწყობი პედაგოგები დაასახელა. ბათუმიდან სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლად დაასახელეს თამარ ბაუჟაძე, სკოლა „ევრო 2000“-ის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ატარებს ღია გაკვეთილებს და სწავლების პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს პროექტებს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა თემაზე. მან შექმნა ელექტრონული სასწავლო რესურსები, გამოიყენა …
Continue reading “ვინ მიიღო სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი აჭარიდან”
მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს
დღეს, 9 დეკემბერს, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ 2019 წლის ტოლერანტობის ქომაგები გამოავლინა. ტოლერანტობის ქომაგებს შორის დასახელდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჰამიდ სადიგოვიც, ნომინაციაში – პიროვნება“. სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნაადრევ ქორწინებაზე კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე, რის გამოც მას ადგილობრივმა მოსახლეობამ შურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ ბოდიში მოახდევინა, ამის ამსახველი კადრები …
Continue reading “მასწავლებელ ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადასცეს”
„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში
როგორია „იდეალური ცოლი“ და „იდეალური ქმარი“? – ეს არის ტესტი მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების წიგნიდან. სახელმძღვანელოს სამი ავტორი ჰყავს – თამარ მეიფარიანი, ირინე ვადაჭკორია და ლელა მიქიაშვილი. წიგნი „საქართველოს მაცნემ“ გამოსცა. იმისათვის, რომ მოსწავლემ გაარკვიოს, ჯდება თუ არა „იდეალური“ ცოლის ან ქმრის კრიტერიუმში, 5 ქვეკითხვას უნდა გასცეს პასუხი. პირველი კითხვა – გათხოვებას, ცოლის თხოვას ისურვებდით: …
Continue reading “„იდეალური ცოლი და ქმარი“ – ტესტი სასკოლო სახელმძღვანელოში”
როგორ ისწავლა პასიურმა ბუბუმ ისტორია – ეროვნული ჯილდოს ათეულის პედაგოგი აფხაზეთის სკოლიდან
მიხეილ ცქვიტაია აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლაში ისტორიასა და სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე მისმა მოსწავლეებმა წარადგინეს. მიხეილ ცქვიტაია ამჟამად 2019 წლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. როგორია დევნილი სკოლის ცხოვრება დღეს და რას და როგორ ასწავლის პედაგოგი მოსწავლეებს – პედაგოგი თავის გამოცდილებასა და მეთოდებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს. ბატონო მიხეილ, თქვენს სკოლას ჰქვია აფხაზეთის საჯარო სკოლა. სად …
რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ
რა იციან მოზარდებმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ, რამდენად ინფორმირებული არიან ისინი, თუ რა ტიპის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროთ სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებისას და რას ასწავლიან ამის შესახებ მათ სკოლაში? „ბათუმელები“ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ესაუბრა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი და გლობალური ჯილდოს ფინალისტი ლადო აფხაზავა ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს მოსწონს სხვისი დისკრედიტაცია და ამ თემით …
Continue reading “რას ეკითხებიან ყველაზე ხშირად მოზარდები პედაგოგებს პირადი ცხოვრების შესახებ”
სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ყოველწლიურ ფორუმზე სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებლები გამოავლინეს. გამარჯვებულები სამ ნომინაციაში გამოვლინდნენ. აჭარიდან სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას პედაგოგმა, იამზე მემარნემ მიიღო. იამზე მემარნე უფროსი მასწავლებელია და ის სკოლაში სამოქალაქო განათლების გარდა, „ჩვენი საქართველოს“ ასწავლის. ასევე არის სპეციალური მასწავლებელი. „ბათუმელები“ გამარჯვებულ პედაგოგს ესაუბრა. „ჩემი პროექტები, რომლებიც მოსწავლეებთან …
Continue reading “სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო მასწავლებელი აჭარიდან”
კონკურსი სამოქალაქო განათლების წლის პედაგოგის გამოსავლენად
კონკურსს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი აცხადებს. გამარჯვებულის დაჯილდოება გაიმართება ეროვნულ კონფერენციაზე 2018 წლის 9 ივნისს. ღონისძიება იმართება პროგრამა „მომავლის თაობის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია PH International აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. ჯილდოს სახით გამარჯვებულ პედაგოგს ფორუმი გადასცემს მადლობის სიგელსა და ფორუმის ლოგოს გამოსახულებით სპეციალურად დამზადებულ სახელობით პრიზს წარწერით – „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგი – …
Continue reading “კონკურსი სამოქალაქო განათლების წლის პედაგოგის გამოსავლენად”
რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას
როგორ უნდა დავიცვათ საკუთრების უფლება? რა არის დისკრიმინაცია? როგორ დავწეროთ პროექტი? – ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს 33 სოფელში დაინტერესებულ პირებს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი 1 ივლისიდან 30 სექტემბრამდე უფასო ტრენინგებს ჩაუტარებს. ტრენინგები სოფლად მცხოვრები იმ პირებისტვისაა განკუთვნილი, რომელთაც სურთ მეტი იცოდნენ საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგები სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარდება. …
Continue reading “რას ასწავლის იუსტიციის სასწავლო ცენტრი სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას”
დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს
NIMD-ის დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალი ჯგუფის წევრების შესარჩევად მიღებას აცხადებს. ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც მსმენელები გაივლიან, განკუთვნილია ადგილობრივი თვიმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის. დემოკრატიის სკოლის მსმენელებს ტრენინგები ბათუმში ჩაუტარდებათ კვირაში 2 ჯერ, ოქტომბრიდან თებერვლის ჩათვლით, თბილისიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ. NIMD-ის ვებგვერდის ცნობით, სატრენინგო პროგრამა …
Continue reading “დემოკრატიის სკოლა ბათუმში ახალ ჯგუფს მიიღებს”
შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში [ანონსი]
3 ივნისს, 14:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ პროექტის – „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს განიხილავს. დასწრება თავისუფალია. 2015 წლის 1 ნოემბრიდან „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ „ფონდი ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ინკლუზიური პრაქტიკა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (განათლების ნაწილის) შესრულების ალტერნატიული ანგარიში. …
Continue reading “შშმ პირთა უფლებების კონვენციის შესრულების ალტერნატიული ანგარიში [ანონსი]”
რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?
„ჩვენმა ხალხმა დაამარცხა კომუნიზმი, დაამარცხა ფაშიზმი და დაამარცხებს ლიბერალიზმსაც“, – განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ პარლამენტში, განათლების კომიტეტში ახალი სახელმძღვანელოს მოდელის „მე და საზოგადოებას“ განხილვის დროს. ის და მისი თანამოაზრეები ეწინააღმდეგებიან სკოლაში ისეთი ცნებების შეტანას, როგორიცაა: ლიბერალური ღირებულებები, ტოლერანტობა და გენდერული იდენტობა. რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში და რას მიიღებს ამით საზოგადოება. ამ თემაზე „ბათუმელები“ ბათუმის …
Continue reading “რას ნიშნავს ლიბერალიზმის დამარცხება განათლებაში?”
სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან
20 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა კონკურსის „მე-ომბუდსმენი 2015“ გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს. კონკურსში – „მე-ომბუდსმენი“ პირველი ადგილი ბათუმის #8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამარ წულუკიძემ და ნესტან ვარშანიძემ დაიკავეს (გუნდი „ბონუსი“); მეორე ადგილზე გავიდნენ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ავთო …
Continue reading “სახალხო დამცველის კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები აჭარიდან”
სტუდენტები სამოქალაქო პასუხისმგებლობაზე [ვიდეო]
როგორია სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჭარაში? რა სამოქალაქო ინტერესები ამოძრავებთ და როგორ ატარებენ თავისუფალ დროს სტუდენტები?
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ მოხალისეების მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ სტუდენტების სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს როლზე.
NIMD ბათუმის დემოკრატიის სკოლა მსმენელების ახალი ჯგუფის მიღებას იწყებს
ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (NIMD) საქართველოს ოთხ ქალაქში დემოკრატიის განათლების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში დემოკრატიის სკოლები, პოლიტიკური განათლების ცენტრები ბათუმში, ქუთაისში, გორსა და თელავში ფუნქციონირებს.
რას ნიშნავს იყო მოხალისე
იყო მოხალისე, ნიშნავს აკეთო კარგი საქმე უანგაროდ, შეცვალო საზოგადოების ხედვა, დაამსხვრიო სტრეოტიპები, დაეხმარო მათ, ვისაც შენი დახმარება ნამდვილად სჭირდება. მე მოგიყვებით ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი კლუბის საქმიანობაზე, რომელმაც ნამდვილად ბევრი რამ შეცვალა როგორც ჩემს, ასევე ჩემი თანატოლების ცხოვრებაში.
არაფორმალური განათლება ბათუმის უნივერსიტეტში
არაფორმალური განათლება – ასე ჰქვია სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებსაც ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელი სტუდენტებისთვის, სკოლის მოსწავლეებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ახორციელებს. რატომ არის საჭირო არაფორმალური განათლება? „ბათუმელები“ არაფორმალური განათლების ცენტრის ერთ-ერთ ინიციატორსა და კოორდინატორს, ფილოსოფოს ლალი ანთიძეს ესაუბრა.