42 დღე გარდაცვალებიდან – ქართველი მეზღვაური საქართველოში ჯერ კიდევ არ გადმოუსვენებიათ

ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაური დავით რაზმაძე ჯერ ისევ არ გადმოუსვენებიათ საქართველოში. 42 დღეა ოჯახი მის ცხედარს ელოდება, ოფიციალური უწყებებისგან კი მხოლოდ დაპირებებს იღებენ. „42-ე დღეა დღეს, რაც ბავშვი გარდაიცვალა და მისი ცხედარი ჯერ არ გადმოუსვენებიათ. ცოდვა რად მინდა, ყურადღება კი არის, ყოველდღე გვირეკავენ – საგარეოდან, შსს-დან, მაგრამ ყოველდღე ერთი და იგივე ამბავი აქვთ – გვეუბნებიან მიდის …

საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნება [ანონსი]

ხვალ, 07 თებერვალს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალს გახსნის. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო: [checklist] შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო …

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება. „სააგენტოს ევალება …

ისევ უცნობია, როდის გადმოასვენებენ ლიბიაში დაღუპულ მეზღვაურს საქართველოში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვერ ასახელებენ თარიღს, თუ როდის იქნება შესაძლებელი ლიბიაში დაღუპული მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქართველოში ჩამოსვენება. როგორც “ბათუმელებს” საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განუცხადა, მეზღვაურის გადმოსვენება მიმდინარე ექსპერტიზის გამო ყოვნდება. “ლიბიის პროკურატურიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ გარდაცვლილის ცხედარს ამჟამად უტარდება პათოლოგიურ-ანატომიური ექსპერტიზა. პროცესი დაწყებულია და ექსპერტიზის დასრულებისთანავე გამოძიება მიიღებს გადაწყვეტილებას ცხედრის გადმოცემაზე, რის …

რამდენი გემი შემოვიდა საქართველოს ნავსადგურებში 2018 წელს – სტატისტიკა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის თანახმად  2018 წელს საქართველოს ნავსადურებში 1629 გემი შემოვიდა. აქედან ფოთის საზღვაო ნავსადგურში 787 გემი შემოვიდა, ბათუმის ნავსადგურში 669 გემი, ყულევში 132 გემი, ხოლო სუფსის ტერმინალში 41 გემი. შემოსული გემებიდან პროცენტულად ყველაზე მეტი (29 % ) ტვირთმზიდი გემი იყო, 24 % ტანკერი, ხოლო  20 % კონტეინერმზიდი. 2018 წელს  საქართველოს …

ქართველი მეზღვაური ლიბიაში გემიდან ღამით გაუჩინარდა – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 

ლიბიაში ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ამის შესახებ 16 იანვარს შეატყობინეს. დავით რაზმაძე მარშალის დროშის ქვეშ მცურავ გემ MV Dogan Bey -ზე მუშაობდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, გემი ლიბიის ნავსადგურ Misurata-ში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან ღამით, მორიგეობის დროს გაუჩინარდა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა …

მთავრობამ საქართველოს დროშით მცურავი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების წესი დაამტკიცა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და ძალაში იმავე დღეს შევიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით „ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე“. ახალი …

ლონდონში ქართველი მეზღვაურები ზღვაში გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილდოვეს

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ IMO ზღვაში გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ქართველ მეზღვაურებს საერთაშორისო ჯილდო გადასცა. დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, ლონდონში, IMO-ს სათავო ოფისში გაიმართა. ჯილდო კაპიტან ლევან მამალაძეს და მის ეკიპაჟს გადასცეს. 2017 წლის 26 ივნისში ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ის ეკიპაჟმა, კაპიტან ლევან მამალაძის მეთაურობით, არაბეთის ზღვაში 13 ადამიანი იხსნა განსაცდელისგან. მათ ტანკერ “Rama2“-ის ეკიპაჟი გადაარჩინეს. ტანკერი “Rama2“ უბედური …

EMSA-ს დაფინანსებით საქართველოს გემების მონიტორინგის სახმელეთო ორი სადგური გადმოეცემა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა ქალაქ ვენეციაში, (იტალია) ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ((EMSA)) ორგანიზებითა და ჩართულობით გამართულ სისტემა MAREΣ (ხმელთაშუა ზღვის და მიმდებარე საზღვაო რაიონების გემების მონიტორინგის ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის რიგით მე-15 შეხვედრაზე (15th MAREΣ Expert working Group Meeting) EMSA – სთან აწარმოა მოლაპარაკება ევროპის …

ქართველ მეზღვაურებს 13 ადამიანის გადარჩენისთვის ლონდონში დააჯილდოებენ

„ჩემს პრაქტიკაში ეს იყო ურთულესი დღე. მსგავსი არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია,“ – ასე იხსენებს მეზღვაური დავით ბარამიძე 2017  წლის ივნისში მომხდარ შემთხვევას. დავითი სხვა მეზღვაურებთან ერთად ნავთობმზიდ M.T. SEAPOWER-ზე მუშაობდა. გემის კაპიტანი ქართველი მეზღვაური ლევან მამალაძე იყო. სწორედ გასული წლის ივლისში ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის გადასცემენ 14 ქართველ მეზღვაურს საერთაშორისო ჯილდოს. „2017 …

ნომინაციაში „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ 16 ქართველი მეზღვაურია წარდგენილი

მალტის მთავრობამ, სინგაპურისა მთავრობასა და ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2018 წლის ნომინაციაში – „ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცე“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკრუინგო კომპანია Queensway Navigation Co. Ltd-ის კუთვნილებაში არსებული გემის MT Seapower-ის ეკიპაჟის წევრები წარადგინეს – მათ 2017 წლის 26 ივნისს უამინდობის გამო გასაჭირში მყოფი ტანკერ Rama 2-ის ეკიპაჟის ცამეტი წევრის კოორდინირებულ სამაშველო …

ენერგოეფექტურობის გლობალურ პროექტში საქართველო ლიდერი საპილოტე ქვეყანაა

2018 წლის 13 ნოემბერს ჩინეთში, ქ. ჰანგზუში, გაიმართა ენერგოეფექტურობის გლობალური პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს, როგორც ლიდერი საპილოტე ქვეყნის სახელით, დაესწრო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა „გლობალური საზღვაო ენერგოეფექტურობის ურთიერთთანამშრომლობის (GloMEEP) პროექტის მიერ მიღწეული შედეგები, კერძოდ, პროექტის ფარგლებში ლიდერმა საპილოტე ქვეყნებმა წარადგინეს შემდეგი 3 სახის დოკუმენტი: [checklist] სახელმწიფოს შეფასება …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგი ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოებაზე

2018 წლის 8 ნოემბერს ქ. ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, აშშ სანაპირო დაცვის საერთაშორისო პორტის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ნავსადურებში საერთაშორისო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების 4-დღიანი ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოში გემებისა და ნავსადგურების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა ნავსადგურის უშიშროების გეგმით …

საქართველო ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრ ქვეყნად აირჩიეს

2018 წლის პირველ ნოემბერს ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდის ასამბლეის სხდომაზე საქართველო პირველად თავის საზღვაო ისტორიაში 115 წევრი ქვეყნიდან არჩეულ იქნა ფონდის აღმასრულებელი კომიტეტის​ წევრად. 1967 წლის Torrey Canyon-ის ინციდენტის შემდგომ, ჩამოყალიბდა საერთაშორისო პასუხისმგებლობის და კომპენსაციის რეჟიმი, რომელიც წლების შემდგომ საერთაშორისო მასშტაბის წარმატებულ სისტემად გარდაიქმნა. ნავთობის დაღვრის საერთაშორისო საკომპენსაციო ფონდი IOPC (International Oil Pollution Compensation) …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის ტრენინგი ჩატარდა

2018 წლის 23-24 ოქტომბერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში, შავი და კასპიის ზღვის პროექტის ფარგლებში, საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენციის (MLC 2006) ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი, რომელსაც  საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანამშროლები და მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ჩაატარეს ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს ექსპერტებმა. ტრენინგზე განხილულ იქნა საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ კონვენცია, როგორც მეზღვაურთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი. კერძოდ: კონვენციის სტრუქტურა, …

როგორ უნდა გაძლიერდნენ ქალები საზღვაო ინდუსტრიაში

ქალთა როლის გაძლიერება საზღვაო ინდუსტრიაში – ეს არის ის თემა, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ მუშაობას გეგმავენ. საზღვაო ინდუსტრია ისტორიულად კაცების დომინირების სფეროდ აღიქმებოდა და ამ დარგში ქალები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილები. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, მსოფლიოს მასშტაბით, ქალები საზღვაო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ. საქართველოს მეზღვაურთა …

272 დღე ხელფასის გარეშე – მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ იცის როდის და როგორ გადაწყდება ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის – „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟის ბედი. 6-კაციანი ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს 272-ე დღეა ელოდება. “ბათუმელებმა” მეზღვაურთა პრობლემების შესახებ 25 სექტემბერს მოამზადა მასალა. ოფიციალური უწყებებიდან ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, გემთმფლობელი დავალიანების გასასტუმრებლად ვადას სექტემბრის ბოლომდე ითხოვდა. 5 ოქტომბრის მდგომარეობით, გემთმფლობელი ისევ …

ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს ელოდება. რვა თვეა მეზღვაურები უხელფასოდ მუშაობენ. გემზე საქართველოს სამი, ინდოეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე იმყოფება. 7-კაციანი ეკიპაჟის შემადგენლობისთვის გემთმფლობელს დაახლოებით 32 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი. მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. გემთმფლობელმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე ითხოვა. „იანვარში ავედი გემზე სტამბოლში. მშრალი …

რა შანსი აქვს მცირე საკრუიზო გემების ტურიზმს შავ ზღვაზე

„ბოლო სამი წლის განმავლობაში დიდი საკრუიზო გემები, რომლებიც  ხმელთაშუა და კარიბის ზღვას სერავენ და ევროპის გარშემო დაცურავენ, თითქმის გაქრნენ შავი ზღვიდან. ჩვენ ვფიქრობდით, ეს კარგი შესაძლებლობა იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე შეგვეკრიბა და გვეფიქრა, როგორ გავაუმჯობესოთ შექმნილი სიტუაცია,“ – ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბათუმში გამართულ საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე ბისეკის (შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის) …

რა სჭირდებათ მეზღვაურებს გერმანულ და ხორვატიულ გემებზე დასაქმებისთვის – რეკომენდაციები

იმ მეზღვაურებს, რომლებსაც განათლება ქართულ საზღვაო სასწავლებლებში აქვთ მიღებული, 13 სექტემბრის შემდეგ საშუალება ეძლევათ გერმანულ და ხორვატიულ გემებზეც დასაქმდნენ.  ამიერიდან ქართული დიპლომით მსოფლიოს 47 ქვეყანაშია დასაქმება შესაძლებელი, აქედან 19 ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში. გერმანული და ხორვატიული დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმების  შესაძლებლობა მეზღვაურებს საზღვაო ფორუმზე ხელმოწერილი მემორანდუმით მიეცათ, რითაც ამ ორმა სახელმწიფომ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი …

„რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა“ – სამინისტრო 17 გაუჩინარებული მეზღვაურის ძებნაზე

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი Pantelena, რომელზეც საქართველოს 17 მოქალაქე იმყოფებოდა, 14 აგვისტოს შემდეგ გაუჩინარებულია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონტაქტი გემთან ბოლოს დაფიქსირდა აფრიკის სანაპიროზე, გვინეის ყურეში. სამინისტროში დღეს, 22 აგვისტოს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მათი კომენტარი არის მხოლოდ ის, რომ მუშაობენ. „ინტენსიური მუშაობა მიდის, რაღაც დეტალები შეიძლება გამოიკვეთა და გვაქვს, მაგრამ მის …

იფრინე ზღვაზე დელტაპლანით – ტურისტული სერვისი, რომელსაც არავინ ზედამხედველობს

ბათუმში დელტაპლანი უკვე ორჯერ ჩამოვარდა, ერთი გასული წლის მაისში და მეორე – 2018 წლის 10 ივლისს. წელს ბათუმის იახტკლუბის ტერიტორიაზე ჩამოვარდა დელტაპლანი, რომელზეც ორი ტურისტი იმყოფებოდა. აპარატის ჩამოვარდნის შედეგად არც საფრენ მოწყობილობაში და არც სანაპიროზე დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა შემთხვევაში მართვადაკარგული აპარატი შეიძლება ნაპირთან ახლოს ან ზედ პლაჟზე …

ჰქონდა თუ არა საზღვაო აკადემიის გემს საერთაშორისო ნაოსნობაში წასვლის უფლება

ბათუმის საზღვაო აკადემიის საწვრთნელ გემ „კადეტთან“ დაკავშირებით, რომელიც, ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს საერთაშორისო ნაოსნობაში წავიდა, შეკითხვები ისევ არსებობს. ჰქონდა თუ არა გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვების უფლება? – „ბათუმელები“ დღეს ამ საკითხს არკვევდა. „საზღვაო აკადემიის საწრთვნელი გემი “Cadet”-ი რეგისტრირებულია ქართული დროშის ქვეშ და ასევე მის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ქართული საკლასიფიკაციო საზოგადოება, რომელიც არ არის აღიარებული …

მეზღვაურებს მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გაუადვილდებათ

პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს, რომელთაც მესამე საფეხურის კვალიფიკაცია აქვთ,  სერტიფიკატების მიღება გაუადვილდებათ. ცვლილება გემბანის და სამანქანე განყოფილების რიგითებს ეხებათ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით 21 ივნისიდან მატროსის და მოტორისტის სერტიფიკატის მიღება გამარტივდა. კერძოდ, გემბანის რიგითს, რომელსაც აქვს გემზე რიგითად მუშაობის 12 თვის ნაოსნობის სტაჟი, შეუძლია, აიღოს II/5 მატროსის სერტიფიკატი. სამანქანე განყოფილების რიგითს, რომლესაც აქვს გემზე რიგითად …

ნიაზ დიასამიძე და 33ა ბათუმში 18 750 ლარად იმღერებს – 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

მეზღვაურთა საერთაშორისო დღის აღსანიშნად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 2018 წლის 25 ივნისს ბათუმის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების მოწყობას გეგმავს. სააგენტოს ინფორმაციით, ღონისძიებები, რომელთა დეტალებს აზუსტებენ, დასრულდება ევროპის მოედანზე კონცერტით, „რომელსაც გამართავს შემსრულებელი და სიმღერის ავტორი ნიაზ დიასამიძე“. „ნიაზ დიასამიძეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში დარეგისტრირებული აქვს საავტორო ქონებრივი უფლებები მუსიკალურ ნაწარმოებზე – სიმღერა მეზღვაურებზე [იგივე მეზღვაურების ჰიმნი], ამიტომ …

ფოტოკონკურსი მეზღვაურებისთვის

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ მეზღვაურებისთვის ფოტოკონკურსი დაიწყო. კონკურსში მონაწილეობისათვის საჭიროა იყოთ მეზღვაური, გქონდეთ ნაოსნობაში გადაღებული ფოტო და ეს ფოტო გაგზავნოთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ფეისბუქგვერდზე, პირადი შეტყობინების სახით. კონკურსის გამარჯვებული ლაიქებით გამოვლინდება. მეზღვაური, რომლის ფოტოც ყველაზე მეტ ლაიქს დააგროვებს, დაჯილდოვდება. ფოტოკონკურსის გამარჯვებული 25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეზე გახდება ცნობილი. წელს მეზღვაურებისთვის IMO -ს სოციალური კამპანიის მთავარი მესიჯი …

რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა მეზღვაურებმა სანამ გემთმფლობელთან კონტრაქტს გააფორმებენ

საზღვაო შრომის კონვენციის თანახმად, მეზღვაურებმა განურჩევლად ეროვნებისა, დასაქმებისას აუცილებლად უნდა გააფორმონ შრომითი ხელშეკრულება გემთმფლობელთან ან მის წარმომადგენელთან. ხელშეკრულება მეზღვაურებს იცავს უცხო ქვეყნის ნავსადგურებში მიტოვებისა და შრომითი ტრეფიკინგისაგან. მეზღვაურის ხელფასის ოდენობა, გემთმფლობელის მიერ სამედიცინო მომსახურებისა და სოციალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზღვაურის უკან გარანტირებული დაბრუნება, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები და ვადები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აუცილებელია კონტრაქტში …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს აფრთხილებს

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურებს მოუწოდებს, გემზე წასვლამდე სამუშაო კონტრაქტებს ყურადღებით გაეცნონ. ამასთან, სააგენტო ქართველი მეზღვაურების ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიის დაწყებას გეგმავს. „25 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვაპირებთ ჩავატაროთ საინფორმაციო კამპანია მეზღვაურთათვის. იმისათვის, რომ გავაცნოთ, თუ რა უფლებები აქვთ დასაქმების შემთხვევაში, ასევე, მივაწოდოთ ინფორმაცია საფრთხის შემცველი იმ რეგიონების შესახებ, სადაც მათი …

პატიმრობიდან გათავისუფლებული მეზღვაური: სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე

დღეს, 7 მაისს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში სამწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულ მეზღვაურ სოსლან კაკაბაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „სამი წლის განმავლობაში ლიბიის სამი ციხე მოვიარე. ბრალდება იყო, რომ მოვიპოვებდით ნავთობს და უკანონოდ გაგვქონდა იტალიაში. დიდი ძალისხმევა გაიღო  უნგრეთის საკონსულომ, ჩემი სასამართლო შედგა და გამათავისუფლეს,“- თქვა სოსლან კაკაბაძემ შეხვედრაზე. უნგრული …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო 900 ათას ლარად რადიოკავშირის სისტემას შეიძენს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საზღვაო რადიოკავშირის სისტემას შეიძენს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა, თამარ ასათიანმა და იტალიური კომპანია ELMAN S.R.L -ს აღმასრულებელმა დირექტორმა მანუელა რონდონმა დღეს მოაწერეს. აღჭურვილობას სააგენტოს სწორედ ეს იტალიური კომპანია მიაწვდის. საზღვაო რადიოკავშირის სისტემა ზღვაზე ძებნა-გადარჩენისa და გემების მონიტორინგის საზღვაო სამაშველო საკოორდინაციო ცენტრისთვისაა განკუთვნილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველო მსგავს …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე ზღვაში ბრუნდება

„დიდი მადლობა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს, საქართველოს ყველა მეზღვაურს და საზღვაო დარგის მესვეურებს 2011 წლიდან დღემდე თანადგომისთვის, ხელშეწყობისთვის და დაფასებისთვის. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით ვუბრუნდები მეზღვაურის პროფესიას შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში და ვგეგმავ უკვე კერძო სექტორიდან ვემსახურო ჩემს ქვეყანას,“ – ასე დაემშვიდობა ფეისბუქზე თავის უკვე ყოფილ თანამშრომლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თავმჯდომარე, მამუკა ახალაძე. შორეული ნაოსნობის კაპიტანი, …

ძეგლი ბათუმში, რომელსაც არავინ უვლის

ბათუმში, ნინოშვილისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არავინ უვლის. ძეგლის მესაკუთრეა ბაბილონ თაუერის მშენებელი კომპანიის „Tam Geo“-ს დამფუძნებლების მფლობელობაში არსებული კიდევ ერთი კომპანია შპს „EVENTUS“-ი რომელმაც სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები რამდენჯერმე ვადის გაგრძელების მიუხედავად ვერ შეასრულა. ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს …

ბათუმელი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ

ბათუმელი მეზღვაურები – რობერტ ლიპარტელიანი და მალხაზ მელაძე, რომლებიც ამჟამად თურქული დროშის ქვეშ მცურავ გემზე „River Pride“ იმყოფებიან, დახმარებას ითხოვენ. ერთ-ერთი მეზღვაურის თქმით, გემზე მძიმე პირობები აქვთ: „ამ დროისთვის გემზე საჭმელი ჩვენ არ გვაქვს, დასალევი წყალიც ცოტაა, რაღაც 20 ლიტრი და ხელფასზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… გემის დატოვება და სახლში წამოსვლა გვინდა, მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებთ – მეპატრონე …

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმში ახალი შენობა ექნება

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთვის განკუთვნილ შენობას საძირკველი, საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, დღეს ჩაუყარა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ადმინისტრაციის 104 თანამშრომლისთვის თანამედროვე სტანდარტების, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი გარემო მოეწყობა, რაც მომსახურების ხარისხის გაზრდასა და დარგის განვითარებას უზრუნველყოფს. შენობა, ისევე როგორც საზღვაო ნავსადგური და ტერმინალი, ბათუმის შემოსასვლელში აშენდება. მას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია …

Exit mobile version