60 წლის ქედელი მეხანძრე-მაშველი სამსახურიდან აპლოდისმენტებით გააცილეს

60 წლის მეხანძრე-მაშველი იბრაიმ დიასამიძე, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ქედაში, წლებია მუშაობდა, მეხანძრე-მაშველებმა სამსახურიდან გააცილეს. იბრაიმ დიასამიძეს წლების განმავლობაში გაწეული ერთგული სამსახურისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იბრაიმ დიასამიძე წლების განმავლობაში ქედის რაიონის უსაფრთხოებაზე შვილთან ერთად ზრუნავდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რჩება იბრაიმის ვაჟი, მანუჩარ დიასამიძე. იბრაიმ …

რა ხდება ივანიშვილის რეზიდენციასთან [ფოტო]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] პლაჟზე, რომელიც მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის წინ მდებარეობს, მძიმე ტექნიკა მუშაობს. სანაპიროზე განთავსებულია ქვის ლოდები, რომლებითაც ნაპირდამცავ ნაგებობას აწყობენ. უკვე მთლიანად დაშლილია პირსიც [ლოდებით მოწყობილი ნავმისადგომი, საიდანაც სპეციალური ბარჟით მოტანილი მრავალწლოვანი ხეები ზღვიდან ნაპირზე გადმოჰქონდათ]. პლაჟზე კი, განთავსებულია დაფა წარწერით: „ბანაობა აკრძალულია“. „პლაჟს აწესრიგებს [ბიძინა ივანიშვილი – ავტ], ნაპირს ამაგრებს… …

სად არის დაშვებული და სად აკრძალული ზღვაში ბანაობა დღეს აჭარის პლაჟებზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 24 აგვისტოს, აჭარის პლაჟებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია: ბათუმში, ქობულეთსა და ციხისძირში. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ამ დროისთვის [14:40 სთ] აჭარის სანაპირო ზოლში ზღვაში ბანაობა დაშვებულია მხოლოდ გონიოს, კვარიათისა და სარფის პლაჟებზე, სადაც, შესაბამისად თეთრი ალმებია აღმართული. — გუშინ, 23 აგვისტოს, ზღვაში …

წითელი ალმები პლაჟზე – შავ ზღვაზე შტორმია, შესვლა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 23 აგვისტოს, შავი ზღვის მთელს სანაპირო ზოლზე 3-დან 4 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია, რის გამოც სანაპირო ზოლზე გამოფენილია წითელი ალმები. ადგილზე მყოფი მაშველები დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, არ დატოვონ მცირეწლოვანი …

დღეს მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 19 აგვისტოს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი. შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე, 3-4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. აღმართულია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ …

„ზღვაზე შტორმია, არ შეხვიდეთ წყალში“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, წყალში არ ჩავიდნენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ …

საგანგებო: დღეს მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 10 ივლისს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს დაბა ურეკში 2-დან 3 ბალამდე შტორმი ფიქსირდება. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ. მას შემდეგ, რაც ცურვა …

საგანგებო: შტორმი ძლიერდება, არ შეხვიდეთ ზღვაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს თავი შეიკავონ ზღვაში შესვლისგან შტორმის გამო. ამ დროისათვის საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 4-ბალიანი შტორმი და უამინდობის გამო, მოსალოდნელია შტორმის გაძლიერება. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე – აღნიშნულია საგანგებო სტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში. საგანგებოს განცხადებით, სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი …

გურიაში, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს

გურიაში, სოფელ შემოქმედთან ახლოს შერეული ტყე იწვის. ამ დროისთვის დამწვარია დაახლოებით 15 ჰექტარი ტერიტორია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება მალე მოხდება. ამავე სამსახურის ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 70 მეხანძრე ცდილობს. ადგილზე მუშაობენ აჭარიდან ჩასული ჯგუფებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ცეცხლთან, ან მომეტებული საფრთხის …

ჭოროხზე სათევზაოდ წასული კაცი მაშველებმა გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის კაცი უვნებლად გამოიყვანეს. უწყების ცნობით, წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული კაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.  

ხანძარი სოფელ ოჩხამურში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი იყო ქობულეთში, სოფელ ოჩხამურში. დაიწვა ხმელი ბალახი და ეკალ-ბარდი – სულ 2500 კვ. მეტრი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა სამი სახანძრო – სამაშველო ჯგუფი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

14 თებერვლიდან სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა-ნაგებობების შემოწმება იწყება

2018 წელს საქართველოში ხანძრის შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა – ამ სტატისტიკას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 14 თებერვლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა …

მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 27 დეკემბერს, მეხანძრე-მაშველებმა 54 წლის კაცი მდინარე ჭოროხიდან უვნებლად გამოიყვანეს. სამსახურის ცნობით, მოქალაქე მდინარეში შეშის გამოსატანად მანქანით შევიდა, თუმცა წყლის ნაკადის მომატების გამო, გამოსვლა ვეღარ შეძლო. კაცი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილას და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველებმა მდინარიდან გამოიტანეს ავტომანქანაც. ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და საზღვაო …

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოხალისეთა მიღებას იწყებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით მოხალისეთა სისტემის დანერგვას იწყებს. შესაბამისი საკანონმდებლო მუხლი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დღეს, 2018 წლის პირველ ოქტომბერს ამოქმედდა. „ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურს, გახდეს მოხალისე, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე (volunteer.ge) დარეგისტრირება პირველი ნოემბრიდან შეეძლება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამსახურის ინფორმაციით, პირველად იქმნება მოხალისეთა ეროვნული სია და მათ კოორდინაციას …

მომავალი ზაფხულიდან ქალი მაშველებიც გვეყოლება

„მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. შალვა ხუციშვილის ამ განცხადებას სამაშველო სამსახური ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ქალ მაშველებზე შეზღუდვა არც აქამდე ყოფილა, მაგრამ სამსახური უპირატესობას კაცებს ანიჭებდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური კამპანიის წამოწყებას გეგმავს იმისთვის, …

საგანგებო: გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი ზღვამ გამორიყა

ბათუმში, მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით თურქეთის მოქალაქეა, გუშინ ჭოროხზე თევზაობდა და მდინარეში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კვარიათში მაშველებმა სამი ადამიანი გამოიყვანეს ზღვიდან – ტალღების სიმაღლე 4 მეტრს აღწევს

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 8 სექტემბერს, მაშველებმა კვარიათში, ზღვიდან, სამი მოქალაქე გამოიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს დილიდან აფრთხილებს, რომ ზღვაზე შტორმია, დამსვენებლები ზღვაში მაინც შედიან. საგანგებოს ცნობით, დღეს მაშველებმა ზღვიდან 15 მოქალაქე გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, …

​ბოლო სამ თვეში მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 51 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე პერიოდში საქართველოში 51 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს. მათგან ყველაზე მეტი – 27 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 14 – ტბაში, 10 ადამიანი კი – ზღვაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან 5 სექტემბრამდე, მაშველებმა ​მდინარეებში, ზღვასა და ტბებში 316 …

საგანგებო: ყანების დასუფთავებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს ყანებიდან მარცვლეული კულტურის აღების შემდეგ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „რეგიონებში მარცვლეული კულტურის მოსავლის აღების შემდეგ, მოქალაქეები ყანების დასუფთავების მიზნით ტერიტორიებს წვავენ. ბოლო პერიოდში გახშირდა ფაქტები, როდესაც მეტეოროლოგიური ან სხვა მიზეზების გამო, ხდება ცეცხლის გავრცელება მასშტაბურ ტერიტორიებზე და მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ შეგნებულად დანთებული ცეცხლის შეკავებას. ასევე გახშირდა შემთხვევები, როდესაც ასეთ დროს, დაგვიანებით ხდება …

სახანძრო უსაფრთხოება – აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან 20 დაჯარიმებულია

მიმდინარე წლის იანვრიდან 15 აგვისტომდე პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით აჭარაში შემოწმებული 37 სასტუმროდან დარღვევების გამო 20 დააჯარიმეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სულ 97 სასტუმრო შემოწმდა, რომელთაგან 37 დაჯარიმდა. სამსახურში აცხადებენ, რომ შემოწმება სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც 2018 წლის პირველი აგვისტოდან შევიდა ძალაში, არ უკავშირდება და ეს ყოველდღიური, ცოცხალი …

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ექვს საათამდე სასტუმრო უნდა დაიცალოს

სასტუმრო „ველმონდს“ სტუმრები ტოვებენ – ამის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. „ველმონდს“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, არ შეუსრულებია რეკომენდაციები, რომლებიც ამ სამსახურმა გასცა სახანძრო სისტემის მუშაობასთან დაკავშირებით: „რეკომენდაციებიდან ყველაზე კრიტიკული კვამლის გამწოვი სისტემის არარსებობაა. სწორედ ამ სისტემის არასწორი მუშაობისა და გაუმართაობის გამო დეკემბრის თვეში 11 ადამიანი დაიღუპა. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა მოწესრიგდეს,“ – აღნიშნული განცხადება  საგანგებო …

მეხანძრე-მაშველის ოთხი ვაკანსია აჭარაში

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა. ოთხი ვაკანსიაა აჭარაში: ქობულეთისა და ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში – თითო მეხანძრე-მაშველი; აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის ქობულეთის სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის [გემწამყვანის]. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაკანსიები აღნიშნულ საიტზე ეტაპობრივად ემატება …

საგანგებო: „ველმონდმა“ სასტუმრო დღეს, 18 საათამდე, უნდა დაცალოს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ სასტუმრო „ველმონდთან“ დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და ეს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს: „​ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოთხმხრივი მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სასტუმროს ადმინისტრაციას, აჭარის მთავრობასა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შორის. მოლაპარაკების მიზანია, რომ სასტუმროს სტუმრები უმტკივნეულოდ გადაიყვანონ სხვა შენობაში. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი გართულების …

მაშველებმა დაკარგული 9 წლის ბიჭი ქობულეთის სანაპიროზე იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 9 წლის ბიჭი, რომელსაც დღეს ქობულეთის სანაპიროზე, ზღვასა და ხმელეთზე ეძებდნენ, უკვე იპოვეს. იგი ხმელეთზე იყო და მაშველებმა მისი პოვნა მალევე შეძლეს. სამაშველოს ინფორმაციით, ქობულეთში, სანაპიროზე, კიდევ ერთი ბავშვი იყო დაკარგული, რომელიც, ასევე, ნაპოვნია.    

ქობულეთში მაშველები 9 წლის ბავშვს ეძებენ

ქობულეთის სანაპირო ზოლზე 9 წლის ბავშვს ეძებენ. მაშველები გაუჩინარებულ ბავშვს ამ დროისთვის [13:00 სთ] ეძებენ, როგორც ზღვაში, ასევე სანაპირო ზოლზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უცნობია, ბავშვი ჩავიდა თუ არა ზღვაში საბანაოდ.

ბოლო ორ თვეში ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში 39 ადამიანი დაიხრჩო

პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე პერიოდში საქართველოში 39 ადამიანი დაიხრჩო ზღვაში, ტბებსა და მდინარეებში – ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქვეყნებს. მათგან ყველაზე მეტი – 20 ადამიანი მდინარეში დაიხრჩო, 11- ტბაში, რვა ადამიანი კი – ზღვაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, პირველი ივნისიდან პირველ აგვისტომდე, მაშველებმა 192 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 145 – …

საგანგებო სამსახური: 14 ივლისს ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ დღეს, 14 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი და შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს აფრთხილებს, რომ ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შაბათ-კვირის ამინდის პროგნოზი …

რა ვერ შეცვალეს ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შემდეგ – ჟურნალისტები შენობაში

იმის სანახავად, თუ რა შეცვალეს შენობაში უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით ხანძრის შემდეგ, ყოფილი სასტუმრო „ლეოგრანდის“ მენეჯერმა ალბერ ფინაშმა დღეს, 10 ივლისს, სასტუმროში  ჟურნალისტები დაპატიჟა. სასტუმრო უკვე რამდენიმე თვეა „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს და როგორც დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადეს, დღეის მდგომარეობით 280 სტუმარი ჰყავს. ჟურნალისტების დაპატიჟების გადაწყვეტილება სასტუმროში მას შემდეგ მიიღეს, რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება იმის …

საგანგებო: სასტუმრო „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაცია უნდა შეჩერდეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“ [ყოფილი „ლეო გრანდი“] შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს, რისთვისაც მათ სასამართლოს უკვე მიმართეს. „ველმონდის“ წარმომადგენლის განცხადებით კი, სამსახურის მოთხოვნა მათთვის მოულოდნელი იყო და მას გაასაჩივრებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებას, რომელიც სამსახურმა დღეს გაავრცელა, უცვლელად გთავაზობთ: „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების …

საგანგებო: მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს. „დღეს, 6 ივლისს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება,“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. ამავე თემაზე: ექვსი რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

თეთრი ალმები სანაპიროზე – ზღვაში ბანაობა დაშვებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, შტორმის შესახებ გაფრთხილება უკვე მოხსნილია და ზღვაზე ბანაობა ყველას შეუძლია. „ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდზე. აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს ტალღის სიმაღლე 7-12 დმ-ა (2-3 ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26,6 გრადუსია. ამავე …

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა შსს-მ მოიგო

ბათუმის სტადიონთან დაკავშირებული სასამართლო დავა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოიგო. ეს უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის სტადიონის“ წინააღმდეგ დავობდა. დავის საგანი საევაკუაციო გეგმა გახდა, რომელიც სტადიონის საპროექტო დოკუმენტაციისთვის 2016 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მოამზადა. მომსახურების თანხა – 6376 ლარი შპს „ბათუმის სტადიონმა“ შსს-ს უწყებას …

300 ლარი – მაქსიმალური ჯარიმა სახანძრო უსაფრთხოების დარღვევაზე 

„ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ – განაცხადეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შემდეგ. მაღალი თანამდებობის პირებს არ დაუკონკრეტებიათ, ვინ, კონკრეტულად რომელი უწყება აგებს პასუხს მომხდარის გამო, ან რატომ ვერ შეცვალა აქამდე ხელისუფლებამ კანონი სახანძრო უსაფრთხოების შესახებ – ამ კუთხით გათვალისწინებული მაქსიმალური ჯარიმა 300 ლარია. გიორგი კვირიკაშვილი, თანამდებობის სხვა პირების მსგავსად, საზოგადოებას …

არის თუ არა დაცული სახანძრო უსაფრთხოება ბათუმის დიდ სასტუმროებში

არის თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული ბათუმის დიდ სასტუმროებში? – „ბათუმელებს“ ყველა სასტუმროში უთხრეს, რომ დაცულია. სასტუმროების უმრავლესობამ ვერ გვიპასუხა კითხვებზე: რა სახით არის დაცული უსაფრთხოება და რომელმა უწყებამ შეამოწმა უსაფრთხოების ნორმები? „დაცულია უსაფრთხოება,“ – გვითხრეს სასტუმრო „რედისონის“ მისაღებში. აქ უარი გვითხრეს უსაფრთხოების მენეჯერთან გასაუბრებაზე. „უსაფრთხოების მენეჯერმა იცის კონკრეტულად, რა და როგორ არის. მის …

შსს: მაშველებმა საზღვაო სეზონზე 605 ადამიანი გადაარჩინეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა 2017 წელს, მიმდინარე საზღვაო სეზონზე, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, შტორმისა და სხვა საგანგებო მდგომარეობის დროს, 605 ადამიანი გადაარჩინეს. მათ შორის, როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. „მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ყველაზე პატარა 5 წლის …

არსებობს თუ არა შესაბამისი ტექნიკა ბათუმში მაღლივ კორპუსებში ხანძრის ჩასაქრობად

ბათუმში დღევანდელმა ხანძრის შემთხვევამ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, აჩვენა, რომ ქალაქში სახანძრო უსაფრთხოება ბოლომდე დაცული არ არის, ხოლო სახანძრო სამსახურს საკმარისი შესაბამისი ტექნიკა და აღჭურვილობა არ გააჩნია. მოქალაქეები შიშობენ, რომ 10 და უფრო მაღალ სართულებზე ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ცეცხლის ლოკალიზება სპეცტექნიკის არარსებობის გამო გაჭირდება, ან შეუძლებელი იქნება. თვითმხილველთა თქმით, დღეს მეხანძრეებს არ ჰქონდათ რაციაც კი, ერთმანეთისთვის ინფორმაცია რომ …

Exit mobile version