მდინარე ჭოროხიდან მგზავრები მაშველებმა გამოიყვანეს, მანქანა სავარაუდოდ წაიღო

დღეს, 20 სექტემბერს, ხელვაჩაურში, მდინარე ჭოროხმა მსუბუქი ავტომანქანა სავარაუდოდ წაიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ მაშველებმა ავტომანქანიდან მგზავრების ნაპირზე უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პრესცენტრში არ გვითხრეს, გამოიტანეს თუ არა მაშველებმა მდინარიდან ავტომანქანა. „ბათუმელები“ ელოდება შსს-ს ინფორმაციას. მდინარე ჭოროხი წუხელ, ხანგრძლივი წვიმის შემდეგ კალაპოტიდან გადმოვიდა.

დანგრეული „რესპუბლიკური“ და შეწყვეტილი 6,6 მლნ ტენდერი – ვინ ააშენებს სასწრაფოს შენობას

ბათუმში, ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟსა და ამ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობის მშენებლობაზე მერიის სამმართველოს ტენდერი 6 676 011 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი სამმართველომ შეწყვიტა და აღარ გამოუცხადებია. „რესპუბლიკურის“ შენობა კი უკვე დაანგრიეს. „ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N2-ში მდებარე არსებული შენობის დემონტაჟისა და სასწრაფო დახმარების შენობის მშენებლობის“ პროექტსა და ხარჯთაღრიცხვაში მერიის სამმართველოს 146 …

ბათუმში ზღვაში წუხელ გაუჩინარებული კაცი ჯერ კიდევ ვერ იპოვეს

ამ დრომდე არ უპოვიათ კაცი, რომელიც წუხელ, პირველ ნოემბერს, ბათუმის სანაპიროზე, ზღვაში გაუჩინარდა. პირველადი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში „პიერ ბათუმის“ პირსიდან გაუჩინარდა. თვითმხილველების თქმით, კაცი სავარაუდოდ პირსიდან გადახტა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, მიმდინარეობს ძებნისა და სამაშველო ღონისძიება.

მაშველები კვლავ ეძებენ ზღვაში 2 ადამიანს

აჭარის ზღვის სანაპიროზე, ქობულეთსა და კვარიათში, ზღვაში, მაშველები აგრძელებენ 2 ადამიანის ძებნის სამუშაოებს. სამაშველო სამუშაოები თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს. საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე, ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე ორი კაცი სხვადასხვა დროს შევიდა ზღვაში და მათი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამაშველო სამუშაოებში გამოიყენება კატარღები, დრონები და კვადროციკლები სანაპირო ზოლის მონიტორინგისთვის. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე …

ოთხი დღეა აჭარაში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ ზღვაში

აჭარის ზღვის სანაპიროზე მაშველები ოთხი დღეა  2 ადამიანს ეძებენ. საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე. მაშველები მუშაობენ ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე. შს სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტებზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით.

აჭარაში მაშველები ზღვაში 2 ადამიანს ეძებენ

აჭარის ზღვის სანაპიროზე მაშველები უკვე მეორე დღეა ეძებენ 2 ადამიანს. საუბარია ორ სხვადასხვა შემთხვევაზე. მაშველები ქობულეთისა და კვარიათის სანაპიროებზე მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამაშველო ოპერაციაში 42 მაშველი მონაწილეობს,  მათგან 8 მყვინთავია. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ორი კატარღა, 2 წყალზე მცურავი საშუალება,  2 დრონი და კვადროციკლები სანაპირო ზოლის მონიტორინგისთვის. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ბათუმელებს“ …

მოქალაქე, რომელიც გუდაურში გაუკვალავ თოვლში სრიალებდა, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გუდაურში, თოვლში მოქალაქის ცხედარი იპოვეს. „112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გუდაურის მიმდებარედ მოქალაქე სრიალებდა გაუკვალავ თოვლში და ახლობლები ვერ ახერხებდნენ მის პოვნას. შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველებმა. ახლობლების მიერ მითითებულ ადგილზე მაშველებმა იპოვნეს რამდენიმე მცირე ზომის ზვავი და დაიწყეს …

„გომის მთაზე დაკარგულ ახალგაზრდებს ხმა მიაწვდინეს“ – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გომის მთაზე დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს, თუმცა ისინი ხევში არიან და მათ გამოსაყვანად მაშველები მუშაობენ. „ხმა მიაწვდინეს, სადაც არიან ჩავარდნილი. როგორც ჩანს, გაუჭირდათ, ამ დილას გადაწყვიტეს მობრუნება და მოკლე გზით უნდოდათ წამოსვლა. კლდეებთან, „ვახტანგის წყაროს ეძახიან, იქ ხდება ეს ამბავი. ისეთ ადგილას არიან ჩასული, ვერც მაღლიდან ჩადიან და ვერც ქვევიდან უახლოვდებიან. ხმა მიწვდინეს, გზიდან …

გომის მთაზე დაკარგულების ზურგჩანთები იპოვეს – სამაშველო სამუშაოები გრძელდება

კურორტ გომის მთის გზაზე ჩარჩენილი ახალგაზრდების პოვნა და გამოყვანა ქარბუქის და გართულებული ხილვადობის გამო ამ დრომდე [ 16:00 სთ] ვერ ხერხდება. ქარბუქის გამო სამაშველო სამუშაოებში ჯერჯერობით ვერ ერთვება ვერტმფრენი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იპოვეს ახალგაზრდების ზურგჩანთები, რომლებიც მათ სავარაუდოდ გზაზე დატოვეს. ამ დროისთვის კურორტ გომის მთაზე დიდთოვლობაა. გომის მთაზე ოთხი ახალგაზრდა კაცი სოფელ …

რა გახდა ბათუმში 25 წლის მეხანძრის დაღუპვის მიზეზი

გუშინ, 12 თებერვალს, ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი, თორნიკე კიპაროიძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, იგი გამოძახებაზე იმყოფებოდა და მისი გარდაცვალების მიზეზი სახანძრო კიბიდან გადმოვარდნა გახდა. „მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა“ – აღნიშნულია პრესრელიზში, რომელიც  გუშინ გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. „ბათუმელებს“ სხვადასხვა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეხანძრის გარდაცვალების მიზეზი …

ბათუმში 25 წლის მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

დღეს, 11 თებერვალს, ბათუმში მეხანძრე-მაშველი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თორნიკე კიპაროიძე ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელია მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავდა. _____________ ფოტო: საგანგებო …

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილი ადამიანები გამოჰყავთ

დიდთოვლობის გამო გოდერძის უღელტეხილზე ჩარჩენილ მოქალაქეები მაშველებს გამოჰყავთ. ამ ეტაპზე 5 ავტომანქანის და მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და საფრთხე არავის ემუქრება. მაშველებმა ბუქსირის დახმარებით უკვე გამოიყვანეს 8 ავტომობილი, რომელმაც სვლა განაგრძო, 2 ავტომანქანის მგზარები კი, უახლოეს სასტუმროში დააბინავეს. “საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-დან შემოსული ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო …

ბოლო 24 საათში მეხანძრეებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 105 კერიდან 100 ჩააქრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში მეხანძრე-მაშველებმა ტყეებსა და მინდვრებში ხანძრის 100 კერა ჩააქრეს. სამსახურის ცნობით, 500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი 50-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში აქრობს ცეცხლს, რის შედეგადაც 105 აქტიური კერიდან, 100-ის სრული ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო ხუთ კერაზე აქტიურად მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით: …

ქობულეთში, გვარას გზაზე, ავტომანქანა და მიკროავტობუსი დაიწვა

18 დეკემბერს ქობულეთში, სოფელ გვარასთან მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ამავე გზაზე დღეს დილით ცეცხლი მიკროავტობუსსაც გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორივე ხანძარი ლოკალიზებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ______________  

სანაპიროდან 700 მეტრში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს

ბათუმში, ზღვაში კაცის ცხედარი იპოვეს. ამ დრომდე მიმდინარეობს ცხედრის იდენტიფიკაცია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხედარი 700 მეტრის რადიუსში ამ დილით იპოვეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავებიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მაშველებმა იპოვეს 61 წლის დაკარგული კაცის ცხედარი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  5-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, სამეგრელოში დაკარგული მამაკაცის ცხედარი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ …

მაშველები მეხუთე დღეა 61 წლის კაცს ეძებენ სამეგრელოში

მაშველები სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურის მიმდებარედ 61 წლის კაცს ეძებენ. 112-ში შეტყობინება 61 წლის კაცის დაკარგვის შესახებ 6 ოქტომბერს შევიდა. კაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯგალიდან სქურის მიმართულებით გავიდა და სახლში არ დაბრუნებულა. სამაშველო-საძიებო სამუშაოებში ჩაერთო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მათ დაკარგული მამაკაცის პირადი ნივთები სქურის მთაში, მიტოვებულ ქოხში იპოვეს. საძიებო სამიშაოებში ასევე ჩართული იყო ექსპერტ-კრიმინალისტების კინოლოგიური …

მაშველებმა აგვისტოში 170 მოქალაქე გადაარჩინეს ზღვაზე

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, 48 არასრულწლოვანი იყო. სამსახურის ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს. „მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს, არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს …

მაშველებმა ფოთში ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. საგანგებოს ცნობით, 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. _____________ ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

მაშველები ფოთში, მდინარე რიონში გოგოს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მაშველები 24-საათიან რეჟიმში ეძებენ ახალგაზრდა გოგოს ფოთში, მდინარე რიონში. სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი, 1 ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას. საძიებო სამუშაოებში ასევე ჩართულია სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობას ათვალიერებენ დრონის მეშვეობით. 112-ში 4 აგვისტოს, ღამით შევიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა.  შინაგან …

მაშველებმა სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ორდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, ზუგდიდში, სოფელ დარჩელში დაკარგული არასრულწლოვნის ცხედარი მაშველებმა მდინარე ჯუმში, გაუჩინარების ადგილიდან 3 კმ-ში იპოვეს. დაკარგული არასრულწლოვნის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება 13 ივლისს შევიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მდინარე ჯუმში საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. _______________

დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია შტორმის გამო – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, დღეს, 9 ივლისს, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ზღვაში ბანაობა აკრძალულია. „შავი ზღვის მთელს სანაპიროზე 2-4-ბალიანი შტორმი ფიქსირდება, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია. ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია. გთხოვთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ყურადღება მიაქციოთ ამკრძალავ ნიშნებს და დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ …

მყვინთავები ბათუმში ზღვაში გაუჩინარებულ კაცს ეძებენ

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის პლაჟზე სამაშველო ჯგუფი გამოიძახეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ზღვაში გაუჩინარდა შუახნის მამაკაცი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზღვაში გაუჩინარებულ კაცს სამი მყინთავი ეძებს.

სატვირთო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს თბილისი-ფოთის მიმართულებით მიმავალ სატვირთო მატარებელს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. ცეცხლი ერთ-ერთ ვაგონში გაჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა მისი ლიკვიდაცია გავრცელებამდე შეძლეს. ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად დაიღუპა შუახნის მამაკაცი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

ქალაქის ვერტმფრენებიდან შეწამვლას არ აპირებენ

ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქში ჰაერის შეწამვლას ვერტმფერენებიდან აპირებენ. ინფორმაცია დღეს, 11 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა. „ბათუმელები“ რამდენიმე უწყებას დაუკავშირდა. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრში გვითხრეს, რომ მსგავსი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ქალაქის ვერტმფერენებიდან მასობრივი შეწამვლის ფაქტს უარყოფენ ბათუმის მერიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ამ უწყებების ჩართულობის …

ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში, ტყე იწვის

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა ჯოჭოში, ტყე იწვის, ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჯოჭოში მობილიზებულია 50-მდე მეხანძრე-მაშველი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ღია კერები უკვე ლოკალიზებულია ქობულეთში, ოზურგეთში, ჩხოროწყუში, ონსა და ხონში. ფოტო: შსს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური  

ქობელეთში, ისპანის ჭაობში ხანძარია – ცეცხლი ისლს მოედო

ქობულეთში, ისპანის ჭაობში ხანძარს მეხანძრეთა 4 ჯგუფი ებრძვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე ცეცხლი ისლს წაეკიდა. „ამ დროისთვის  ცეცხლს აქრობენ, რა ფართობზეა ხანძარი, ლოკალიზების შემდეგ გვეცოდინება“ – გვითხრეს პრესსამსხურში. _______________ ფოტოზე: ხანძარი ტყეში. ფოტო: es.gov.ge

ხანძარი ტყეებში – საგანგებო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 20-ზე მეტი ხანძრის კერა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ამბობს, რომ დიდი ალბათობით ამ ხანძრების მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. გუშინ ღამით მან მოსახლეობას მიმართა: „ეს ხანძრები დიდი ალბათობით [ამას გამოძიება დაადგენს], დაუდევრობის შედეგია. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით ნუ …

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძარი ლოკალიზებულია

გურიაში, სოფელ ვაკიჯვართან, ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, რომლებმაც ცეცხლის კერებზე წყალი უკვე 20-ჯერ დაასხეს. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან.   შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, იმყოფება სამსახურის …

ქობულეთში ხანძარია

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხანძარია – ცეცხლი უკიდია ეკალ-ბარდებს ჭახათში და ოჩხამურთან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეთა ჯგუფი იმყოფება. „ხანძარი ემუქრებდა სახლს, რომელიც გადარჩენილია და გრძელდება სამუშაოები,“ – გვითხრეს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში. ბოლო დღეებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათზე მეტი ხანძრის კერა გაჩნდა. ძირითადად, ცეცხლი უჩნდება ეკალ-ბარდს, ბალახსა და ფოთლებს. საგანგებოს განცხადებით, უნალექო და თბილი ამინდის …

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალთან, ხანძარია

ჩაქვში, ქობულეთის შემოვლითი გზის გასწვრივ, ამ წუთებში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, იწვის ეკალ-ბარდი. ხანძრის კერა დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ არის. ცეცხლის ჩასაქრობად ბათუმის სახანძრო ბრიგადები არიან გასული.

სახანძრო კიბე ცათამბჯენებისთვის – იაპონიის მთავრობის საჩუქარი ბათუმს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს იაპონიის მთავრობისგან სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე გადაეცემა. ავტოკიბე, რომელიც აჭარის სამმართველოს ავტოპარკს შეემატება, გათვლილია მაღალ სართულებზე გაჩენილი ხანძრებთან ბრძოლისთვის. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის’’ (RDFG) მხარდაჭერით განხორციელდა. იაპონიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელმაც იაპონიის ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას და პროექტის განხორციელების პროცესში ჩართულ …

რიყეთის ტყეში ხანძარი ჩააქრეს, სხვა ადგილებში ცეცხლის ღია კერა აღარ არსებობს – საგანგებო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი. ხანძარი ლიკვიდირებულია ასევე მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი. საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ხუთზე სრული ლოკალიზაციაა. ამ დროისთვის ცეცხლის არც ერთი ღია კერა არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების …

სვანეთის, სამეგრელოს, რაჭისა და აჭარის ტყეებში 7 ადგილას ხანძარია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,  ამ დროისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყის ქვედა საფარის ხანძრის 7 კერაა – სვანეთში, სამეგრელოში, რაჭასა და აჭარაში. სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან ჩართულია 120-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.  სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის ქრობით სამუშაოებში დილიდან …

ხულოში, სოფელ დიდი რიყეთთან ტყეში ხანძარია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში, ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტაუციების სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაუჩნდა ტყის ქვედა საფარს. „ცეცხლის ღია კერა არ არის, ესაა მხრჩოლავი დაკვამლიანება, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება, მოსახლეობაზე გადასვლის საფრთხე არ არის“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში. ხულოში ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობს. ბოლო ორი დღის განმავლობაში ეს საქართველოს რეგიონებში, ტყეებში …

140 მეხანძრე-მაშველი სვანეთში ხანძარს ებრძვის

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთო. ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. მეხანძრე-მაშველები ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების, უამინდობის და რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. საგანგებოს ცნობით, ხანძრის …

Exit mobile version