ნეტგაზეთი • RU

თეთრი ალმები სანაპიროზე – ზღვაში ბანაობა დაშვებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს, შტორმის შესახებ გაფრთხილება უკვე მოხსნილია და ზღვაზე ბანაობა ყველას შეუძლია.

„ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია თეთრი ალამი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაზე ბანაობა ნებადართულია“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქგვერდზე.

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, დღეს ტალღის სიმაღლე 7-12 დმ-ა (2-3 ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა კი 26,6 გრადუსია.

ამავე თემაზე: 

ცხრა რჩევა ზღვაში ბანაობის დროს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.