რატომ არ აღადგინა „ოცნებამ“ სამართლიანობა სერჟანტ შავაძის საქმეზე – 13 წელი მკვლელობიდან

„არანაირი საგამოძიებო მოქმედება არ ჩაუტარებიათ“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე „როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე“, თითქმის ერთი წლის შემდეგ მას აქეთ, როცა სტრასბურგის სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა და თქვა, რომ „მიზანმიმართულად არ ჩატარდა ეფექტური გამოძიება“. ამჯერადაც ვერ ამოქმედდა „ოცნების“ ცნობილი დაპირება: „სამართლიანობის აღდგენა“ იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, წინა წლების მსგავსად, ყველაზე ხშირად სააკაშვილის …

„ადვოკატებს მოწმის დისკრედიტაცია სურთ“ – პროკურორი „მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე“

„სადაა დოკუმენტი, სადაც გაწერილია სატენდერო კომისიის ვალდებულება, რომ მას უნდა მოეთხოვა საბანკო ამონაწერი?“ – ეს კითხვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენჯერმე დაუსვა აუდიტორ ჰენრი სანიკიძეს. დღეს, 16 სექტემბერს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა „მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე“ აუდიტორის ჩვენება მოისმინა. აუდიტის დასკვნა მთავარი მტკიცებულებაა ამ საქმეში. სასამართლო პროცესზე ადვოკატების საპასუხოდ მოწმის სახით დაბარებულმა მთავარმა აუდიტორმა, …

„რატომ არ დააკავეს ის, ვინც 1 მილიონ 370 ათასი მიითვისა?“ – მერიის მაღალჩინოსნების საქმე

„თქვენ ამბობთ, რომ ამ ადამიანებმა გაფლანგეს ფული, თუმცა ერთი მტკიცებულებაც არაა წარმოდგენილი, რაც დაადასტურებს ანგარებას, რომ ბრალდებულებმა რაიმე სახის ფინანსური სარგებელი მიიღეს… სამაგიეროდ, თქვენ არ დააკავეთ გლადჩენკო, რომელიც დაკითხეთ და აღიარა თანხის მითვისება,“ – აღნიშნა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატმა, რამინ პაპიძემ. დღეს, 24 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლო სხდომის …

„ვინ იჯდა საჭესთან?“ – შეკითხვა პოლიციელებს, რომელიც უპასუხო დარჩა იარაღის ტარების საქმეში

„მაშინ ვინ იჯდა საჭესთან?“ – ეს შეკითხვა ადვოკატს პოლიციელების ჩვენებების მოსმენის შემდეგ გაუჩნდა. პოლიციელებმა ერთ-ერთ საქმეზე ბრალდებულის დაკავება აღწერეს, თუმცა საბოლოოდ გაურკვეველი დარჩა: ვინ იჯდა პოლიციის მანქანის საჭესთან, რომლითაც ბრალდებული თამარის დასახლებიდან პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თამარის დასახლებაში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის წინ, 2018 წლის თებერვალში პოლიციელებმა გიორგი მ. დააკავეს. მას ხელჩანთიდან კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი ავტომატი ამოუღეს ტყვიებთან …

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა

ქედის ყოფილი საჯარო მოხელეები სასამართლომ გაამართლა. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და სამსახურებრივ სიყალბეს გამოძიება ქედის გამგებლის ყოფილ მოადგილეს ომარ ბერიძეს ედავებოდა, ასევე ქედის გამგეობის საფინანსო და ზედამხედველობის სამსახურების ყოფილ უფროსებს. დავის საგანი 2011 წელს ჩოგბურთის და ფრენბურთის სტადიონების მშენებლობა გახდა, რაზედაც თავის დროზე ტენდერი იყო გამოცხადებული. გამოძიების ვერსიით, ქედის გამგეობის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დაუსრულებელი სამუშაოები …

ვის აწყობს გამოძიების გაჭიანურება – პროკურატურას მფარველობაში ადანაშაულებენ

გერმანიის მოქალაქე, დავით გაიე ამბობს, თაღლითობის მსხვერპლია. მან პროკურატურას დახმარებისთვის 2017 წლის თებერვალში მიმართა და საგამოძიებო პროცესი ორი თვის წინ დასრულდა, თუმცა პროკურატურა კონკრეტული პირისთვის ბრალის წარდგენაზე უარს ამბობს. დავით გაიე გვიყვება, რომ ბათუმში ბიზნესის დასაწყებად თავდაპირველად ფული გერმანელისგან ისესხა, შემდეგ მასთან იჩხუბა და კომუნიკაციას  ვეღარ ახერხებდა. „დამიკავშირდა ერთი პირი, საქართველოს მოქალაქე  – გიორგი ქ. რომელსაც …

რა გაირკვა თითის ანაბეჭდებით – ქურდობაში ბრალდებულების საქმე

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ქურდობაში ბრალდებულები – გელოდი მესხიძე და ნიკა მიქანაძე. მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ იყო გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შემთხვევა გასული წლის ივლისში მოხდა, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში. დაზარალებულის ჩვენების მიხედვით, სახლის შესასვლელი კარი ღიად იყო დატოვებული. ორმა ახლგაზრდა ბიჭმა საათი და საფულე 350 ლართან ერთად წაიღეს. …

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო. საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს. არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

ნარკოდანაშაული – სასამართლო ექსპერტიზის დასკვნაზე მეტად პოლიციელთა ჩვენებას ენდო

ორი სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებლით შეცვალა. ირაკლი ვაშაკიძეს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავებოდა გამოძიება და მას უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ: ნინო გვენეტაძემ, პაატა სილაგაძემ და გიორგი შავლიაშვილმა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ამ საქმის განხილვის დროს, დაცვის მხარემ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ ჩატარებული ბიოლოგიური, იგივე დნმ ექსპერტიზის დასკვნა …

ყოფილი საჯარო მოხელეები ხელვაჩაურში მიწის გადაცემის საქმეში გაამართლეს

გამამართლებელი განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს ყოფილი 6 წევრის, ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი საჯარო მოხელის მიმართ გამოიტანა. ისინი საკუთრების უფლების აღიარების კომისიაში მუშაობდნენ და დაახლოებით 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი კომპანია „სთარს“ 2008 წელს გადასცეს. მიწის გადაცემიდან 6 წლის შემდეგ, 2014 წელს, პროკურატურამ ყოფილ საჯარო მოხელეებს ბრალი წაუყენა. პროკურატურის მტკიცებით, ხელვაჩაურის საკუთრების უფლების …

მკვლელობის მცდელობის საქმე

მოსამართლე ირაკლი შავაძე იაკობ ა.-ს საქმეს განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა გასული წლის 17 ივლისს სოფელ თხილნარის ერთ-ერთ კაფეში ცეკვის დროს გიზო დ. დაჭრა. 18 ივლისს პოლიციელებმა იაკობ ა. დააკავეს. დაცვის მხარე მოუყვა „ბათუმელებს“, რომ 19 ივლისს პოლიციაში თავისით გამოცხადდა სხვა ახალგაზრდა, დაზარალებულის ბიძაშვილის ქმარი, რომელმაც თქვა, რომ დანაშაული მან …

სააპელაციო სასამართლო გამართლებულ პირებს ციხეში აბრუნებს

გამამართლებელი განაჩენების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა. წელს, ნოემბრის ჩათვლით, სასამართლომ 15 პირი სრულად გაამართლა, 2015 წელს – 7. ნიშნავს თუ არა ეს მაჩვენებელი იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდა – ზოგიერთი ადვოკატი ფიქრობს, რომ არა. ისინი მეორე ინსტანციის სასამართლოზე მიგვითითებენ, სადაც, მაგალითად, წელს ბათუმის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული 4 ადამიანი უკან, ციხეში …

სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მხოლოდ პროკურორებისთვის

ვიდეო-სათვალთვალო კამერები, რომლებიც ქუჩასა თუ სხვადასხვა ობიექტის შესასვლელთან გვაფიქსირებენ, ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი ხდება სასამართლო პროცესში. რამდენჯერმე ვიდეოჩანაწერმა პოლიციელების მიერ ნათქვამის საპირისპირო სიმართლე დაადასტურა და პროკურატურამ საქმე წააგო. თუკი კერძო ობიექტის მფლობელი თანახმა არ არის, ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ამოღების უფლება მხოლოდ პროკურატურას აქვს. ასეა იმის მიუხედავად, რომ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის შესახებ პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციაში წერია. თავისი …

ნარკოტიკების შეფუთვაზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ექსპერტიზის დასკვნა პროკურატურის წინააღმდეგ

27 წლის კობა კვირიკაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. კვირიკაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედებოდა ბრალად, თუმცა ნარკოტიკის შეფუთვაზე, რომელიც საქმის მასალების მიხედვით, მას პოლიციელებმა ამოუღეს, ბრალდებულის თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა. „რომ არა ექსპერტიზის დასკვნა, თქვენც ისევე, როგორც ბევრ სხვას, ალბათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთას მოგისჯიდით. ასეთ შემთხვევებში პოლიციელების ჩვენება და …

ვიდეოსათვალთვალო კამერები პოლიციელების წინააღმდეგ

აჭარის მთავარი პროკურორი ლევან პაქსაშვილი გამოძიების დაწყებას ბრალდებულების – გიორგი პაპიძისა და კარლო სურგულაძის ოჯახის წევრებს დაჰპირდა. შეხვედრა საპროტესტო აქციის შემდეგ შედგა. აქციის მონაწილეები იმ კადრების ამოღებას მოითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, პოლიციელებმა ბრალდებულების დაკავებისთანავე რამდენიმე ობიექტიდან ამოიღეს. გასულ კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაამართლა ბრალდებული სხვა საქმეზე, სადაც გადამწყვეტი აფთიაქის ვიდეოკამერის ჩანაწერი აღმოჩნდა – ჩანაწერმა გამორიცხა ის, რაც …

„სამხრეების შემოხევის“ ტენდენცია, თუ პოლიციის ხელწერა

პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა – ამ ბრალდებით საქმეების რაოდენობა ბათუმის საქალაქო სასამართლოში იზრდება. ერთ-ერთ საქმეში 3 ბრალდებულს 3 პოლიციელი ედავება. პროკურატურისგან დაზარალებულად მიჩნეულმა პოლიციელებმა: მამუკა დიასამიძემ, იმედა ბერიძემ და ოთარ იშხნელიძემ სასამართლოს უთხრეს, რომ ბრალდებულებმა ისინი სიტყვიერად შეურაცხყვეს და პერანგები შემოახიეს. ამ პოლიციელებთაგან ერთ-ერთი სხვა საქმეშიც იმავეს ყვება. იქაც აქტუალურია პოლიციელისთვის სამხრეებიანი პერანგის შემოხევა. „ცოტა უცნაურია, …

Exit mobile version