რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს უდო, ვადამდე გათავისუფლება სინდისის პატიმრებს? – ინტერვიუ

რა შემთხვევაში შეიძლება შეეხოს კანონით გათვალისწინებული „ვადამდე გათავისუფლება“, ე.წ. უდოს მექანიზმი სინდისის პატიმრებს? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ერთ-ერთი სინდისის პატიმრის, სტუდენტ ზვიად ცეცხლაძის მამას, ზურაბ ცეცხლაძეს ესაუბრა, რომელიც პროფესიით ადვოკატია. ზურაბ ცეცხლაძე განმარტავს, რით განსხვავდება ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შეწყალებისგან და ვინ როგორ განიხილავს პატიმრების საქმეებს. ბატონო ზურაბ, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმზე რას ფიქრობთ? დაახლოებით თვე-ნახევარში …

გლდანის ციხის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

N8 პენიტენციური დაწესებულების (გლდანის ციხის) ყოფილი უფროსი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “ინტერპრესნიუსი” წერს, დავით გოგობერიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული. გლდანის ციხის ყოფილმა ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობება მიმდინარე წლის აგვისტოში დატოვა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს საკანში სცემეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო …

„27 დაზიანება აქვს თავის არეში“ – გარდაცვლილი პატიმრის ძმა

„იოსების შემთხვევაში ეს გააკეთეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სადაც ის იხდიდა სასჯელს. დარწმუნებული ვარ ამაში და ამის ფაქტებიც არსებობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ძმა, შოთა გორგაძე. 46 წლის პატიმარი იოსებ გორგაძე გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. პაციენტი 3-თვიანი მკურნალობის შემდეგ დაიღუპა. იოსებ გორგაძე კლინიკაში 2025 წლის 29 იანვარს …

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 პატიმარი აბარებს

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში. “ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და …

იზრდება იმ პატიმრის ხელფასი, ვინც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს

2024 წლის იანვრიდან იზრდება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ მსჯავრდებულის ანაზღაურება, რომელიც ანაზღაურებად სამეურნეო სამუშაოს ასრულებს. შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 2 დეკემბერს გამოსცა. მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესში“, რომელიც 2015 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. ამ წესის მიხედვით, „სამეურნეო სამუშაოებში ჩარიცხული მსჯავრდებულებისაგან დგება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც …

ციხიდან უნივერსიტეტის დამთავრება პატიმრებს ონლაინ შეეძლებათ – ახალი ბრძანება

მსჯავრდებულებს ციხიდან უმაღლესი განათლების მიღება უკვე ონლაინ შეეძლებათ. ამისთვის მსჯავრდებულები სპეციალური პროგრამას გამოიყენებენ, რომლითაც სტუდენტი მსჯავრდებულები ლექციებს დაესწრებიან. პატიმართა სწავლისთვის სპეციალური სივრცე მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტმა უნდა გამოყოს. ახალი ბრძანება 2022 წლის 6 სექტემბერს იუსტიციის და განათლების მინისტრებმა ერთობლივად გამოსცეს. ციფრულ სწავლებაში მონაწილეობის უფლება შეიძლება მოიპოვოს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო …

„თუ დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, უარს ვაცხადებ მკურნალობაზე“ – სააკაშვილი

„თუ ხვალიდან დეპუტატების შემოსვლას არ დაუშვებენ, მე უარს ვაცხადებ მკურნალობის კურსზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება. ფეისბუქსტატუსის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ „ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა პარტიის წევრებს. „უკვე 1 კვირაა ჩემთან არ უშვებენ ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიებიდან პარლამენტის წევრებს. ბოლო დღეებში სუსის ჩემს პალატასთან მდგომმა წარმომადგენლებმა დაიწყეს აქ მყოფი …

პენიტენციური 5.5 მილიონად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურებას ყიდულობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმრებისთვის სამედიცინო დახმარების გასაწევად სამოქალაქო საავადმყოფოების მომსახურების შესყიდვას შემჭიდროებულ ვადებში გეგმავს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა და ითხოვა, რომ გამარტივებული შესყიდვის უფლება მისცეს. პენიტენციური სამსახური 5 მილიონ 500 000 ლარის ჯამური ღირებულების სტაციონარული და ამბულატორიული ტიპის სამედიცინო მომსახურების შესყიდვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო მომსახურება უნდა მიიღოს 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 …

როცა მუსლიმი პატიმარი ხარ და მარხვაში დღისით გაწვდიან საჭმელს – დისკრიმინაცია ციხეში

„მითხრა, რომ დღისით აწვდიან, მაგალითად, ცხელ წვნიანს,  ღამით არა, ის კი დაღამებას ელოდება, რომ ჭამოს. ძირითადად ასეა – დღისით მიწოდებულ საკვებს ინახავს ღამისთვის,“ – ამბობს მირანდა ქამადაძე. მისი ქმარი, ბრალდებული ელდარ ანთაძე მუსლიმია  და მარხვას ციხეში იცავს. რამადანის თვეში მუსლიმები განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველანაირ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. შესაბამისად, ჭამა დასაშვებია შებინდების შემდეგ და …

30 წლის პატიმარი ბათუმის საპყრობილედან თვითდაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 20 აპრილს, ბათუმის №3 საპყრობილეში 30 წლის მსჯავრდებულმა მუცლის არეში თვითდაზიანება მიიყენა. პენიტენციური სამსახურის ცნობით, თვითდაზიანება მსჯავრდებულმა „აღელვების ნიადაგზე“ მიიყენა. „დაწესებულების მედპერსონალის მიერ მას დაუყოვნებლივ გაეწია სამედიცინო  დახმარება და ორჯერ  შეეთავაზა სამედიცინო სექტორის კლინიკაში გადაყვანა, რაზეც მსჯავრდებულმა  განაცხადა უარი. ამ პერიოდის განმავლობაში იგი დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.  მხოლოდ მოგვიანებით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ  მსჯავრდებული დათანხმდა ბათუმის …

ბათუმის ციხეში პატიმარი იმ საკანში დაჭრეს, სადაც ვიდეოკამერებია

ბათუმის ციხეში ერთმა პატიმარმა თანამესაკნე თავის და კისრის არეში დააზიანა, მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პენტიენციური სამსახური ავრცელებს. ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, პენიტენციური სამსახურის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, იმ საკანში მოხდა, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია ვიდეო-სათვალთვალო კამერით აკვირდება. პატიმრის დაზიანების შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაცია საკანში მყოფმა მესამე პატიმარმა შეატყობინა. „4 მარტს, დაახლოებით 10:11 საათზე …

პატიმარი ითხოვს, რომ მოსამართლემ განაჩენი გამოუტანოს

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის დროულად მიღებას სთხოვს. ის მსჯავრდებულიცაა და ბრალდებულიც. მისთვის ერთ-ერთ საქმეზე ბრალის წარდგენიდან [2017 წლის 14 აგვისტო] 3 წელი და 5 თვე გავიდა, თუმცა განაჩენი პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ დრომდე არ მიუღია. ლეონიდე მიქაბერიძე სასჯელს სხვა საქმეზე მე-2 დაწესებულებაში იხდის. ლეონიდე მიქაბერიძის ოჯახი ფიქრობს, რომ მსჯავრდებულს უახლოეს დღეებში ამნისტია …

რატომ ვეღარ აგზავნიან პატიმრები ციხიდან წერილებს – რა შეცვალა ციხეებში პანდემიამ

მსჯავრდებული ლეონიდე მიქაბერიძე მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ის ამბობს, რომ პანდემიის პირობებში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პატიმრის თქმით, მათ აღარ აქვთ ადვოკატთან, სოციალურ მუშაკთან, ან სასულიერო პირთან მინის ბარიერს მიღმაც კი შეხვედრის საშუალება, ასევე აკრძალულია ოჯახის წევრებთან ვიდეო პაემნები. ლეონიდე მიქაბერიძემ ციხიდან წერილი „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. „იუსტიციის სამინისტრომ მხოლოდ ზერელედ განმარტა, რომ თითქოს ჩვენს …

პატიმრები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნებით ვეღარ ისარგებლებენ

ბრალდებულები და მსჯავრდებულები პირველ იანვრამდე ხანმოკლე პაემნით ვეღარ ისარგებლებენ, ისინი 28 დეკემბრამდე ამანათებსაც ვეღარ მიიღებენ. პენიტენიცურ სამსახურში აცხადებენ, რომ ეს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღეს. „მოცემული ცვლილებები შესაბამისობაშია ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან და მიზნად ისახავს covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციას პენიტენციურ დაწესებულებებში. შეზღუდვების მოქმედების ვადის შემდგომ გაგრძელებასთან ან მოხნასთან დაკავშირებით …

ეროვნულ გამოცდებს 24 პატიმარი აბარებს, მათ შორის 6 არასრულწლოვანია

საქართველოს პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ეროვნულ გამოცდებს საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი 24 პირი აბარებს. „პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო. პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდაზე წელს 24 ბრალდებული/მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია,“ – ინფორმაციას საქართველოს პენიტენციური სამსახური ავრცელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. 2020 წლის …

20 მაისიდან ციხეში ამანათების შეგზავნა განახლდება

პენიტენციური სამსახურის ცნობით, 20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება, მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. სამსახურის ცნობით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში, გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). ამ მიზნით, პენიტენციურ სამსახურში შეიქმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ყველა ამანათის შიგთავსს …

სარფში დაკავებულ პირს Covid19 დაუდასტურდა

სარფის საბაჟოზე 24 აპრილს დაკავებულ ბრალდებულს Covid19 დღეს, 12 მაისს, დაუდასტურეს. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებისთანავე ანუ 24 აპრილს გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც კარანტინია მოწყობილი. „ბრალდებული კვლავ იმყოფება სამოქალაქო სექტორის კლინიკის საკარანტინო ნაწილში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ჯანდაცვის შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობით, იგეგმება მისი გადაყვანა ე.წ. კოვიდის სამკურნალო კლინიკაში. ამავე …

„მე თქვენ მაწამებთ“ – პატიმრის თქმით, ექიმის მიერ დანიშნული წამლები ციხეში არ აქვთ

„მე თქვენ მამყოფებთ გაუსაძლისი ტკივილების ქვეშ, რაც იწვევს სულიერ ტანჯვას და წამებას. მე თქვენ მაწამებთ“, – წერს ბათუმის ციხეში მყოფი მსჯავრდებული ნუგზარ თაბაგარი. მან წერილი ბათუმის მე-3 დაწესებულებიდან გამოგვიგზავნა მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესზე წერილის ჩვენთვის გადმოცემის საშუალება არ მისცეს. ნუგზარ თაბაგარის ადმინისტრაციული საჩივარი 27 დეკემბერს განიხილა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ. მოსამართლემ პატიმრის …

პატიმრების სასამართლოში გადასაყვანად 29 ახალი ავტომანქანა იყიდეს

პატიმრების სასამართლოში, ასევე სამედიცინო კლინიკებში გადასაყვანად პენიტენციურ სამსახურს 29 ახალი ავტომანქანა გადასცეს. ტრანსპორტის ნაკლებობაზე „ბათუმელები“ აქამდეც წერდა, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლოშიც ბევრჯერ იყო შემთხვევა, როცა ბრალდებულის წარმოდგენას ბადრაგის სამსახური უტრანსპორტობის გამო ვერ ახერხებდა. „პირველად იქნა შეძენილი სპეციალიზებული, ქარხნული წესით დამზადებული, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით და პროფესიონალური საავტომობილო ციფრული რადიოსადგურით აღჭურვილი ავტომანქანები, მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული. მიმდინარე …

დავით ბედია პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს

დავით ბედია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. ის ბოლო პერიოდში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო. მანამდე კი, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი – 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის დარბევას – დავით ბედია ხელმძღვანელობდა. აქციის დარბევა  ამ დრომდე ხელისუფლებას არ გამოუძიებია და არც არავინ მიუციათ პასუხისგებაში. იმავე დღეს ნიღბიანთა ჯგუფი შევიდა „TV25“-ში და არხიდან …

პატიმრის წერილი იმაზე, თუ რატომ გაიყარა ყელში მავთული

„…მან განმიცხადა, რომ ჩვენი საჩივარით ფეხებსაც ვერ მოვჭამთ. ეს შეხვედრა მართლა მუქარა იყო,  ამისრულებდა კიდეც, დაგვალპობდა ვანდალურსა და კარცერებში. ამის შემდგომ ჩვენ მივმართეთ პროტესტის მძიმე ფორმებს. მე, გიორგი მ.-მ ყელში გავიყარე მავთული და ასევე ხელში გავიყარე მავთული… ჩვენ მივეკერეთ ერთმანეთს და პროტესტის ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება ყველა იმ უკანონობასთან, რასაც ამ დაწესებულებაში ჩადიან ხსენებული …

პენიტენციური სამსახურის განმარტება პატიმრებზე, რომლებმაც ხელში მავთული გაიყარეს

„მსჯავრდებულებმა აღნიშნული ქმედების მიზეზი არ განმარტეს,“ – აღნიშნულია წერილობით პასუხში, რომელიც იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურმა სამსახურმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა. ამ სამსახურის ინფორმაციით, სამი პატიმარი, რომლებმაც ხელში მავთული გაიყარეს და ერთმანეთს გადაებენ, ამჟამად „ბათუმის ციხეში“, დეესკალაციის ოთახში იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პროტესტის ნიშნად მავთულების ხელში გაყრის შესახებ დღეს, 3 აპრილს, „ბათუმელებს“ ადვოკატმა, თეონა ნიკოლაიშვილმა უთხრა. „მსჯავრდებულმა გ.მ.-მ 2019 წლის 1 აპრილს, 23:39 სთ-ზე, კისერზე კანქვეშ და მარცხენა ხელის „ცერა“ თითთან ე.წ …

ბათუმის ციხეში სამმა პატიმარმა ხელებში მავთული გაიყარა და ერთმანეთს გადაება – ადვოკატი

„ისინი ითხოვენ წყალს, ვენტილაციას, ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, წამლებს… ისინი აპროტესტებენ უსაფრთხოების სამსახურის კონკრეტული თანამშრომლების უხეშ მოქცევას, რის გამოც იქმნება კონფლიქტი და შემდეგ პატიმრები ე.წ. დეესკალაციის ოთახში განმარტოებით გადაჰყავთ,“ – ამბობს ადვოკატი თეონა ნიკოლაიშვილი. მისი აღწერით, ბათუმის ციხის ერთ საკანში მყოფი სამი პატიმარი ერთმანეთს მავთულით 30 მარტს გადაება. მავთული პატიმრებმა ხელებში გაიყარეს. „ერთ-ერთმა პატიმარმა მავთული ყელშიც …

სასამართლოში ბრალდებულის გამოუცხადებლობის მიზეზი – გაფუჭებული ავტომანქანები

52 სპეციალიზებული ავტომანქანიდან 19 კუსტარული წესით გადაკეთების შედეგად გაფუჭდა – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ პენიტენციურმა სამსახურმა ადმინისტრაციულად გასაჩივრების შემდეგ მოაწოდა. „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაცია სასჯელაღასრულების სისტემის ავტოპარკის შესახებ 19 ოქტომბერს გამოითხოვა, მას შემდეგ, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში არაერთი პროცესის გადადების მიზეზი ბრალდებულის გამოუცხადებლობა გახდა. სასამართლო პროცესებზე მაშინ [და ახლაც] აღნიშნავდნენ, რომ ბრალდებულები პენიტენციურმა სამსახურმა ავტომანქანის არარსებობის გამო …

Exit mobile version