„ჩემი სახლის წინ პარკინგია, მაგრამ მანქანას ვერასდროს ვაჩერებ“ – მოქალაქე ბათუმში

ბათუმში, კობალაძის 8 ნომერში მცხოვრები მოქალაქე ნონა პაპიტაშვილი ქაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პარკინგის საფასურს იხდის, თუმცა ავტომანქანას საკუთარი სახლის წინაც კი ვერასდროს აჩერებს. მისი თქმით, გასაჩერებელი ადგილების არარსებობის გამო, უწევს მანქანის არასწორ ადგილზე გაჩერება, რის გამოც მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს. ნონა პროფესიით ექიმია და ამბობს, რომ საქართველოში სიხარულით დაბრუნდა, თუმცა ქალაქში არსებული სამანქანე ქაოსი უკვე სერიოზულ …

ბათუმში პარკირების მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად მერია კვლევის ჩატარებას გეგმავს

ბათუმის პარკირების ინვენტარიზაციისა და მართვის სტრატეგიის შესამუშავებლად ქალაქის მერია ბაზარს იკვლევს. კვლევის შედეგად უნდა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების ღირებულება და შემდეგ შეირჩეს კონსულტანტი. ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ „კონსულტანტმა უნდა მოამზადოს ქალაქ ბათუმის პარკირების მართვის სტრატეგია, რომელიც დაეფუძნება ინვენტარიზაციის შედეგებს, პარკირების არსებული პრაქტიკისა და მონაცემების ანალიზს, ასევე პირველადი ზონირების წინადადებას“. „ქალაქის ურბანული განვითარება, მოსახლეობისა და ვიზიტორთა რაოდენობის …

100 ლარი არასწორ დგომაზე ბათუმში?- მძღოლები ჯარიმებსა და პარკირების კრიზისზე

„ვტაქსაობ და კლიენტს ველოდებოდი ბინასთან, რადგან პარკინგზე თავისუფალი ადგილი არ იყო. ჩამოვიდა მგზავრი, ჩავისვი და წავედი. მალევე 100-ლარიანი ჯარიმა მომივიდა. ეს 18 დეკემბერს. ჯარიმა მომივიდა წინა დღითაც  – 50 ლარი“, – გვიყვება დავითი, რომელიც ოჯახს ტაქსაობით არჩენს, მაგრამ ჯარიმების მასშტაბი და რაოდენობა აფიქრებს, რომ მალე სრულიად ხელცარიელი დარჩება, მით უფრო, რომ ჯარიმები იზრდება, ხოლო საპარკინგე …

პარკირების პრობლემის ფონზე ბათუმში მერია ბიზნესმენს ავტოსადგომის მოწყობის საშუალებას არ აძლევს

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის დასაწყისში პირველ ნოემბერს ხმაური იყო: მოსახლეობის ნაწილი ბიზნესმენს დაუპირისპირდა. ადგილზე მისულმა მუნიციპალურმა ინსპექციამ კი, ბიზნესმენ ილია ქამადაძეს, რომლის კომპანიაც ხიმშიაშვილის ქუჩაზე კონკრეტულ მიწის ნაკვეთს ფლობს, გაფრთხილება მისცა. ბიზნესმენი ილია ქამადაძე განმარტავს, რომ ბათუმში არსებული პარკირების პრობლემის გათვალისწინებით, ფასიანი ავტოსადგომის მოწყობას აპირებს, მაგრამ რამდენიმე ადამიანი ამის საშუალებას არ აძლევს არგუმენტით: „სკვერს ვერ დავთმობთ“. …

ბათუმში პარკირების გამო კაცი დაჭრეს

ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, პარკირების მიზეზით ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის კაცმა ერთი ადამიანი დაჭრა. „ბათუმელების“ ცნობით, კაცს ჭრილობა დანით, ფეხის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს დაჭრის ფაქტს. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე  მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ანდა …

ტროტუარების კრიზისი – ქვეითებისთვის ბათუმში ადგილი აღარ არის | ვიდეო

ბათუმში ძნელად მოიძებნება ქუჩა, რომლის ტროტუარიც უკანონოდ გაჩერებული ავტომანქანებით, კაფეების მაგიდებით ან სულაც სამშენებლო კომპანიების მიერ მოწყობილი ოფისებითა და სხვა კონსტრუქციებით არ არის ოკუპირებული. მიტაცებულ ტროტუარებზე მცირე ადგილი რჩება ქვეითებისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც გადაადგილების პრობლემა აქვს ან საბავშვო ეტლით მოძრაობს. ქალაქში პარკირების არასაკმარისი ადგილების გამო მძღოლები ავტომანქანებს ხშირად აჩერებენ ტროტუარებზე. ეს აიძულებს ქვეითებსა და …

ბათუმში პარკირების 22 682 დარღვევა დააფიქსირეს – 2 თვის მონაცემები

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა 2024 წლის ორ თვეში [იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში] 22 682 სამართალდარღვევა გამოავლინა, საიდანაც 6 017 არასწორი პარკირება იყო, 16 665 შემთხვევა კი –  პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა. ამავე პერიოდში სამსახურმა 491 ავტომობილი საჯარიმოზე გადაიტანა. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით 6 017 არასწორი პარკირებიდან: 2 237 იყო …

100 ლარამდე იზრდება ბათუმში არასწორი პარკირებისთვის მანქანის ევაკუირების გადასახადი

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა პროექტი, რომლითაც ბათუმში ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას ტრანსპორტირების ხარჯის 100 ლარამდე გაზრდას ითხოვს. ბათუმში სპეციალურ დაცულ სადგომზე  ტრანსპორტირების საფასური ამ დროისთვის 45 ლარია. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, ცვლილება ეხება იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც არასწორი პარკირებისთვის ევაკუატორით გადააქვთ სპეციალურ ავტოსადგომზე. პროექტის მიხედვით, საკრებულოს მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადატანისას …

ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს – 11 თვის მონაცემები

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარკირების ზედამხედველობის განყოფილების მუშაობის 11 თვე შეაჯამა და ამ განყოფილების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევათა სტატისტიკა გამოაქვეყნა. ინსპექციის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ბათუმში პარკირების 45 845 დარღვევა დააფიქსირეს. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა, თითქმის 67 პროცენტი, პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომაა – 30 639 დარღვევა. ეს მაშინ, როცა წელს, 5 თვის განმავლობაში [თებერვლიდან ივლისამდე] …

მანქანები ტროტუარზე – არასწორი პარკირება და ჯარიმები ბათუმში | ფოტო

ბათუმში ზღვის სეზონი ფაქტობრივად მიილია, თუმცა ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩები დარჩა, დარჩა მოძრაობისა და პარკირების წესების დარღვევებიც. ქალაქის მერიის მხრიდან პარკირების პრობლემის გამოსწორებაზე რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადადგმულა, მერიის შესაბამისი სამსახური კი ერთგვარ „გამოსავალს“ დამრღვევი მძღოლების დაჯარიმებაში ხედავს. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ადრე დაჯარიმების სტატისტიკასაც ყოველდღიურად აქვეყნებდა, რასაც ამჯერად აღარ აკეთებს. ინსპექციამ დაჯარიმების სტატისტიკა ბოლოს დაახლოებით …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის ორ თვეში 11 413 მძღოლი დაჯარიმდა [ფოტო]

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის განყოფილების ინფორმაციით, ბათუმში ბოლო 2 თვის განმავლობაში გამოვლინდა – 11413 სამართალდარღვევა. მათ შორის:  5439 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომა; 2724 – ტროტუარზე დგომა; 1979 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევა;  783 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომა;  410 – ველობილიკზე არასწორი პარკირება; 78 – შშმ პირის ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილზე დგომა;  514 …

ბათუმში პარკირების რეფორმისთვის გარკვეული გამბედაობაა საჭირო – ინტერვიუ

„რაც არ უნდა თანამედროვე ავტობუსები გვყავდეს, ეს არ მოგვცემს შედეგს, თუ არ იწვევს კერძო ავტომობილიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაჯდომას“ – გვითხრა ლაშა ნაკაშიძემ, როცა ბათუმის მანქანებისგან განტვირთვისთვის მომზადებულ კვლევაზე, „ბათუმის პარკირების სტრატეგიაზე ვკითხეთ“. ლაშა ნაკაშიძე ხელმძღვანელობდა პროექტს, რომლის ფარგლებშიც ეს კვლევა მოამზადეს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის [UNDP] ფარგლებში, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის [GEF] ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევა …

რა უნდა გააკეთოთ, რომ არ დაგაჯარიმონ – როცა პარკირებისთვის გადაიხადეთ და ბაზაში არ ჩანს

ბათუმში პარკირების საფასურის გადახდა, რაც 2023 წლის 7 თებერვლიდან შეწყვეტილი იყო, პირველი ივლისიდან გახდა შესაძლებელი, თუმცა არასრული სერვისით. ანუ გადახდა მხოლოდ საბანკო ბარათით და მხოლოდ მუნიციპალური შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ახალი პორტალითაა შესაძლებელი. თუმცა, ზოგიერთი მოქალაქის თქმით, პარკირების საფასურს ახალ პორტალზე ვერ იხდიან და ვერც ადრე შეძენილი პარკირების საშვის ვადის გადამოწმებას ახერხებენ. ამის პარალელურად, ბათუმის მუნიციპალურმა …

როგორ გადაიხდით ბათუმში პარკირების საფასურს – „ავტოტრანსპორტის“ განმარტება

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, ქალაქში პარკირების საფასურის გადახდასთან დაკავშირებით, ამოქმედდა ახალი პორტალი რომლის მეშვეობით ხელმისაწვდომია, როგორც ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა, ასევე შეძენილი საშვების ვადის გადამოწმებაც. „მომდევნო კვირიდან პარკირების საშვის შეძენა პორტალის გარდა, შესაძლებელი გახდება „საქართველოს ბანკის“ გადახდის არხებიდანაც. (იგულისხმება გადახდის წარმოება როგორც ბანკში ვიზიტით, ინტერნეტბანკის ან გადახდის აპარატის მეშვეობით). სხვა ბანკების გადახდის სისტემაში ჩართვა …

პარკირების საფასურის გადახდას ბათუმში 1-ელი ივლისიდან შეძლებთ – ავტოტრანსპორტი

პირველი ივლისიდან მოქალაქეები პარკირების საფასურის გადახდას ონლაინ, ახალ ვებგვერდზე შეძლებენ – გვითხრეს დღეს „ბათუმის ავტოტრანსპორტში“. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, „ახალი ვებგვერდის საშუალებით შესაძლებელი იქნება ქალაქში პარკირების სხვადასხვა ვადიანი საშვის შეძენა. რაც შეეხება ტარიფს, ავტომობილის პარკირებისთვის საფასური არ იცვლება“. ბათუმში პარკირების საფასურის გადახდას მძღოლები 2023 წლის თებერვლიდან ვერ ახერხებენ. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, დაზიანდა სერვერი, რის გამოც შესაბამისი საიტი …

რა იცვლება ბათუმში დაჯარიმებისა და პარკირების საფასურის გადახდის წესში

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია საჯარიმო ქვითრების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად საკუთარ ვებგვერდს გამოიყენებს, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა. ამავე ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი პარკირების საფასურის გადამოწმება და ინფორმაციის მიღება ჯარიმების შესახებ. ამ ვებგვერდზე პარკირების საფასურის გადახდაც იქნება თუ არა შესაძლებელი, ჯერ უცნობია [შესაძლოა საფასურის გადახდა „ავტოტრანსპორტის“ განახლებულ ვებგვერდიდან იყოს შესაძლებელი]. ამ დრომდე ინსპექცია „ავტოტრანსპორტის“ ვებგვერდს იყენებდა, თუმცა ოფიციალური განცხადების თანახმად, …

ბათუმში არასწორი პარკირებისთვის რამდენი დააჯარიმეს უცნობია – საფასურს კი, ისევ ვერ იხდიან

უცნობია რამდენი მძღოლი დააჯარიმეს არასწორი პარკირებისთვის ბათუმში 2023 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში. მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ ჯარიმების სტატისტიკის დათვლა პროგრამულად ვერ ხერხდება, ვინაიდან ბოლო რამდენიმე თვეა სერვერია დაზიანებული. შესაბამისად, აღარ ქვეყნდება დაჯარიმებულთა სტატისტიკაც. აღნიშნული სერვერის დაზიანების გამო, ბათუმში პარკირებისთვის დაწესებული საფასურის გადახდასაც ვერ ახერხებენ. ინსპექციაში აცხადებენ, რომ მათ, ვინც პარკირების საფასურის გადახდას ვერ ახერხებს, …

რუსულნომრიან მანქანებს ვერც ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია რუსულნომრიან მანქანებს არასწორი დგომისა და პარკინგის საფასურის გადაუხდელობის გამო ვერ აჯარიმებს. ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პარკირების დარღვევისთვის დაჯარიმების წესში ცვლილების განხილვისას იმსჯელეს. ეს ინფორმაცია არც ინსპექციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა, ლაშა მამულაძემ უარყო. სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზურა ნაკაიძემ განმარტა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები, ისევე როგორც ნებისმიერი …

რატომ ვერ იხდიან პარკირების საფასურს ბათუმში და აჯარიმებენ თუ არა მძღოლებს

„ჩამოვედი მანქანით ბათუმში და მინდოდა გადამეხადა პარკირების საფასური 6 თვის. თუმცა, ბანკში გადახდა ვერ მოვახერხე. მითხრეს, რომ სისტემა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო არის გათიშული და არც ის იციან, როდის ჩაირთვება. საპატრულოშიც მივედი, მაგრამ ვერც იქ გავარკვიე ვერაფერი. არ მინდა დამაჯარიმონ“, – გვითხრა ერთ-ერთმა მძღოლმა. ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მძღოლებს, რომლებიც ტექნიკური პრობლემის გამო …

უცნობია, რამდენი პირი დააჯარიმეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

ბათუმში, როგორც წესი, ავტომანქანები გაჩერებულია სკვერებში, გაზონებზე, ველობილიკებზე და ცხადია, ტროტუარებზე. ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე მძღოლებს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აჯარიმებს, ყოველდღიური სტატისტიკური მონაცემები კი, მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდებოდა. შესაბამისი გრაფა ამ ვებგვერდზე რამდენიმე დღეა გათიშულია. „ვებგვერდი ეკუთვნის „ავტოტრანსპორტს“ და დაჯარიმების სტატისტიკა შესაბამის გრაფაში პროგრამულად, ავტომატურად აისახებოდა. შესაბამისად, რამდენი მძღოლი დავაჯარიმეთ, მაგალითად, დღეს, …

გუშინ ბათუმში არასწორი პარკირებისთვის არავინ დაუჯარიმებიათ – დარღვევის 16 ფოტო

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე არავინ დაუჯარიმებიათ. ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ბოლო მონაცემებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯამში 16 373 მძღოლი დაჯარიმდა, მათგან ყველაზე მეტი, 11 019 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა; 3 473 – ტროტუარზე დგომისთვის; 1 116 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის; 613 – იდგა …

დღეს ბათუმში 282 მძღოლი დააჯარიმეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვებისთვის დღეს, 7 ივლისს, სულ 282 მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: 38 – ტროტუარზე დგომისთვის; 12 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის; 12 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის; 3 – ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისა და პარკირებისთვის; 217 კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. __________________ მთავარ ფოტოზე: ავტობუსის გაჩერებაზე და უსინათლოთა ბილიკზე …

მარტში ბათუმში არასწორი პარკირებისთვის 4 820 მძღოლი დააჯარიმეს – 854 ტროტუარზე იდგა

პარკირებისა და ტრანსპორტის ზედამხედველობის სამსახურმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში 4820 სამართალდარღვევის ფაქტი გამოავლინა. მათ შორის უმეტესი – 3 352 ადამიანი დაჯარიმდა პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის • 854 – ტროტუარზე დგომისთვის • 433 – დგომა-გაჩერებისა და სხვა ნიშნების დარღვევისთვის • 129 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო • 48 – ველობილიკზე არასწორი პარკირებისთვის • 4 – …

ტროტუარზე პარკირებისთვის ბათუმში დღეს 9 მძღოლი დაჯარიმდა [50 ფოტო]

ბათუმში ტროტუარზე, ველობილიკებზე, ზებრა გადასასვლელებსა თუ ავტობუსების გაჩერებებზე პარკირებული ავტომანქანების რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქალაქის ყოველი ქუჩის ტროტუარზე არასწორად პარკირებულ ერთ ავტომანქანას მაინც შეხვდებით. დღეს “ბათუმელებმა” ტროტუარზე პარკირებული სულ ცოტა 50 ავტომანქანა დააფიქსირა, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის მონაცემებით, დღეს ტროტუარზე დგომისთვის ბათუმში მხოლოდ 9 მძღოლი დააჯარიმეს. ასე გამოიყურება პარკირების წესების დარღვევის დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკა: პარკირების საფასურის გადახდის …

ბათუმში 6 ადგილას ფასიან პარკირებას მოაწყობენ

ბათუმში 6 ადგილას ფასიანი პარკირება მოეწყობა. შესაბამისი სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 312 021 ლარია. ტენდერის პირობის მიხედვით, „მართვისა და კონტროლის, უსაფრთხოების და სასიგნალო მოწყობილობები ავტოსადგომებისთვის – თანმდევი მომსახურება, მონტაჟი და ექსპლოატაციაში გაშვება/მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად (მოთხოვნის შესაბამისად), ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში“. „ბათუმის …

ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი შეჩერებულია

პარკირების წესების დარღვევაზე კონტროლი ბათუმში შეჩერებულია. მონიტორინგს ქალაქში ამ კუთხით ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს, თუმცა, როგორც ინსპექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მონიტორინგი პანდემიის გამოა შეჩერებული და როდის განახლდება, ჯერ უცნობია. „არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე მონიტორინგი ჯერ ვერ აღდგება, ვიდრე ამ მიმართულებით არ იქნება გადაწყვეტილება ოფიციალურად მიღებული. როცა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, შესაძლოა მონიტორინგიც განახლდეს,“ – გვითხრეს ინსპექციაში. ბათუმში …

რამდენით გაიზარდა და რა ღირს პარკირება ბათუმში

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე პარკირების გადასახადის ოდენობა შეიცვალა. ეს გადასახადი გაიზარდა და დღეების მიხედვით შეადგენს: 1 დღე – 10 ლარი [იყო 1 ლარი]; 7 დღე – 20 ლარი [იყო 5 ლარი]; 30 დღე – 30 ლარი [იყო 10 ლარი]; 182 დღე – 45 ლარი [იყო 25 ლარი]; 365 დღე – 60 ლარი [იყო 40 ლარი]. ბათუმის …

თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილისთვის 100-200 ლარით დაგაჯარიმებენ

„ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქის მასშტაბით თვითნებურად დაკავებული პარკირების ადგილების მონიტორინგს იწყებს. მონიტორინგის მიზანი დაკავებული ადგილების ავტომანქანებისგან გათავისუფლებაა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, პარკირების ადგილებში კომერციული საქმიანობა იკრძალება. დამრღვევი ფიზიკური პირი ადმინისტრაციული წესით – 100 ლარით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი – 200 ლარით. „ავტომანქანები, რომელთა იდენტიფიკაცია ვერ მოხდება სარეგისტრაციო ნომრის არქონის გამო გადაყვანილი იქნებიან საჯარიმო სადგომზე. შედეგად, იმ ავტომანქანების …

48 ათასი საჯარიმო ქვითრიდან გადახდილია 18 ათასი – პარკირების წესების დარღვევები ბათუმში

მიმდინარე წლის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში 48 ათასი საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. აქედან გადახდილია მხოლოდ 18 ათასი ქვითრის თანხა, აღსრულების ბიუროში კი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 8 ათასამდე საქმეა გადაგზავნილი. ავტომობილების პარკირების ადმინისტრირებას 2018 წლის აპრილიდან ქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ სპეციალური სამსახური ახორციელებს. სტატისტიკა სწორედ ამ სამსახურმა მოგვაწოდა. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ …

ბათუმის მერი: დატვირთულ ქუჩებზე უნდა იყოს საათობრივი პარკირება და მაღალი გადასახადი

ძველ ბათუმში პარკინგისა ავტომანქანების მოძრაობის შეზღუდვის გარდა მერია ნაკადის დასარეგულირებლად ცენტრალურ ქუჩებში საათობრივი პარკინგის დაწესებას გეგმავს, რომლის გადასახადიც, როგორც მერი ამბობს „ძვირი იქნება“. კიდევ რა გეგმები აქვთ და როგორ წარმოუდგენიათ მერიაში პრობლემის მოგვარება მაშინ, როცა პროტესტი პირველივე ცვლილებას მოჰყვა? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ესაუბრა. ბატონო ლაშა, ბათუმში მოიწონეს ძველი ბათუმის ქუჩებში პარკინგისა …

რატომ ვერ იხდიან ბათუმში პარკირების გადასახადს

ბათუმში პარკირების გადასახადის გადახდის კუთხით პრობლემებია. როგორც რამდენიმე მძღოლმა „ბათუმელებთან“ განაცხადა, გადასახადს ინტერნეტით უკვე რამდენიმე დღეა ვერ იხდიან. „შეიძლება იყოს საბანკო ხარვეზი. ეს არა მარტო პარკირების, არამედ სხვა გადასახადებზეც მოქმედებს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, რომ შუქის გადასახადი ვერ გადაუხდიათ, ასეთ შემთხვევებთან გვაქვს ალბათ საქმე. ჩვენ ვიცით, რომ „თიბისის“ საშუალებით ჩვეულებრივად მიმდინარეობს გადახდები და იხდის ხალხი. ამას …

Exit mobile version