ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია. ორი წლის შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაცია ისევ მართავს ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის …

„ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა – რა შეიცვლება ბათუმის საკრებულოში

დღეს, 3 აპრილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, 2 აპრილის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაცხადა. შედეგების თანახმად, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნების“ კანდიდატი, რამაზ ჯინჭარაძე გახდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ხმების 69,013 პროცენტი მიიღო №4 მაჟორიტარულ ოლქში, 14 საარჩევნო უბანზე, სულ – 7225 ხმა. მას მხოლოდ ერთი კონკურენტი ჰყავდა, „ერთიანი ნაციონალური …

არის დარღვევა ნუგზარ ფუტკარაძის ფოტო მაისურზე? – არჩევნები ბათუმში

ბათუმის №79 საარჩევნო უბანზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ლილი ლიპარტელიანს აცვია მაისური, რომელზეც ენმ-ის გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის ფოტოა გამოსახული. ნუგზარ ფუტკარაძემ №4 საარჩევნო ოლქში 2 ოქტომბრის არჩევნები მოიგო, იგი საკრებულოს უკვე არჩეული წევრი იყო, როცა გარდაიცვალა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მის გარდაცვალებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სამთავრობო პარტიის ზეწოლის მსხვერპლი გახდა. …

ვითხოვთ, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეში ოჯახის წევრი დაზარალებულად ცნონ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ [ენმ] ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის საქმეზე მისი ოჯახის წევრისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს, 22 მარტს, საკრებულოს წინა მოწვევის წევრმა, იურისტმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა. გარდა ამისა, ენმ ითხოვს დაჩქარდეს გამოძიება – ამ ორი მოთხოვნით პარტიამ დღეს პროკურატურას განცხადებით მიმართა. „ვითხოვთ დაჩქარდეს გამოძიება, რომელიც არ მიმდინარეობს და ამასთანავე მათე …

„რატომ მომიკალით ძმა“ – ბათუმის საკრებულოს წევრი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა

დღეს, 19 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნაზი ფუტკარაძე, რომლის ძმა, ნუგზარ ფუტკარაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-იდან, გასულ წელს, არჩევნების შემდეგ გარდაიცვალა, ბათუმში ჩამოსულ „ოცნების“ ლიდერთან, ირაკლი კობახიძესთან ითხოვდა შეხვედრას. ნაზი ფუტკარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ოპოზიციის სხვა წევრებიც. ისინი შეხვედრას ითხოვდნენ ირაკლი კობახიძესთან და აკაკუნებდნენ სასტუმრო „ჰილტონის“ იმ დარბაზის კარებზე, სადაც შეხვედრა იმართებოდა. „რატომ მოკლეს …

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა“ – ინტერვიუ მათე ფუტკარაძესთან

„მამის გარდაცვალების შემდეგ გადავწყვიტე პოლიტიკაში ჩართვა, მანამდე გამორიცხული მქონდა ეს, სხვა გეგმები მქონდა,“ – ამბობს მათე ფუტკარაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი 2 აპრილის ბათუმის შუალედურ არჩევნებში. ბათუმის საკრებულოს წევრს ამჯერად მხოლოდ ბათუმის №4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ, რადგან გასული წლის ოქტომბერში ამ ოლქში არჩეული ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს კი „ერთიანმა ნაციონალურმა …

მოხსენით კანდიდატურა – პარლამენტარი ენმ-დან ბათუმში „ოცნების“ კანდიდატს მიმართავს

„მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მოხსნას თავისი კანდიდატურა, არ მიიღოს მონაწილეობა ამ სიბინძურეში,“ – მიმართა საქართველოს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით ხაჯიშვილმა, რამაზ ჯინჭარაძეს. რამაზ ჯინჭარაძე ბათუმში 2 აპრილის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატია. შუალედურ არჩევნებზე ბათუმში მე-4 მაჟორიტარულ ოლქში აირჩევენ ბათუმის საკრებულოს წევრს. ამ ოლქიდან 2021 წლის არჩევნებზე ნუგზარ ფუტკარაძემ გაიმარჯვა, …

ნუგზარ ფუტკარაძის შვილი ენმ-ის კანდიდატი იქნება ბათუმში, შუალედურ არჩევნებზე

დღეს, 12 თებერვალს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმის მე-4 საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატად მათე ფუტკარაძე წარადგინა. ამ ოლქში 2021 წლის ნოემბერში გამართულ თვითმმართველობის არჩევნები ენმ-ს კანდიდატმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოიგო, თუმცა ის გარდაიცვალა. მათე ფუტკარაძე ნუგზარ ფუტკარაძის შვილია. #4 ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე იქნება, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე. ენმ-ის კანდიდატის, …

ბათუმის უბნები, სადაც არც გზაა და არც კანალიზაცია – აქ 2 აპრილს ისევ არჩევნებზე უნდა წავიდნენ

„რა მოგიყვეთ? მოგიყვეთ, რომ არჩევნები არ გვეხება, კანალიზაციაც კი არ გაგვიკეთეს და მაინც ქალაქი დაგვარქვეს?“ – გვითხრა ბიჭიკო მალაყმაძემ კახაბრის დასახლებაში. ბიჭიკოს საკუთარი სახლის შესასვლელთან პატარა ჯიხური ჩაუდგამს და მუყაოს ქაღალდზე დაუწერია მსხვილად – „მარკეტი“. „გაჭირვებაა დიდი და ამიტომ გავხსენით. ერთი თვეც არაა ჯერ გასული და ნისიებია. შვილები პოლონეთში წავიდნენ სამუშაოდ, ჩვენ რა გვექნა?“ – …

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2 აპრილს გაიმართება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები 2022 წლის 2 აპრილს გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ ცესკომ დღეს, პირველ თებერვალს გამოაქვეყნა. ბათუმში 14 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ამომრჩეველმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ადლიის საარჩევნო ოლქში უნდა აირჩიოს. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, …

„გადადგეს თორნიკე რიჟვაძე, გადადგეს დავით რიჟვაძე“- აქცია აჭარის პოლიციასთან | LIVE

დღეს, 7 დეკემბერს, ბათუმში, პოლიციის დეპარტამენტის შენობასთან აქციას მართავენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის და მისი მამის – დავით რიჟვაძის გადადგომის და ენმ-ის წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამოძიების მოთხოვნით. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მართავს. 24 ნოემბერს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა აუდიო ფაილი. პარტიის ლიდერების მტკიცებით, მმართველი პოლიტიკური პარტია თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის უშუალო ჩართულობით და აბაშიძის ხელისუფლების …

„ვინც ფულს სთავაზობდა, უკვე სტამბოლშია“- რა ირკვევა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე

„ეფექტური გამოძიება ხელისუფლებას არ სურს და ამას აჩვენებს ის გარემოებაც, რომ გამოკითხვაზე პოლიციის პირველ განყოფილებაში დაგვხვდა არა საგამოძიებო ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი გამომძიებელი, მხოლოდ გიორგი კირთაძე გამოჰკითხეს. ინტერესი რომ იყოს ეფექტური გამოძიება, მარტივად შეიძლებოდა პარალელურ რეჟიმში გამოკითხვა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მირდატ ქამადაძე, ბათუმის საკრებულოს წევრი ენმ-დან. ის ბათუმის საკრებულოს ახალი წევრის – „ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების …

საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება არ დაიწყო – საიას შეფასება

„საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაიწყოს გამოძიება დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელსაც ვკითხეთ: რას ნიშნავს, როცა საკრებულოს წევრის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ გამოძიება არ იწყება. შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე პროკურატურის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე სავარაუდო მოსყიდვის ამ შემთხვევაზე გამოძიება არ დაწყებულა. საუბარია 24 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ …

ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ახდენდნენ – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაცია აუდიოჩანაწერს აქვეყნებს. პარტიის ლიდერების მტკიცებით, ჩანაწერი ასახავს იმას, თუ როგორ ცდილობენ მმართველ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირები ენმ-ს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვას და ახორციელებენ მასზე ზეწოლას. ნუგზარ ფუტკარაძე ბათუმის ახალი საკრებულოს წევრი იყო ენმ-დან და ის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მის გარდაცვალებამდე ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ჰქონდა. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კირთაძე …

Exit mobile version