10-წლიანი პატიმრობა ორი კაცის მკვლელობის საქმეზე – ბათუმის სასამართლო

რუსლან ბედიევსა და ნიკა ბახტაძეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ორი ბიჭის მკვლელობაზე. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძე და 25 წლის ზვიად სალთხუციშვილი მოკლეს. ცხედრები მკვლელობიდან სამი დღის შემდეგ იპოვეს. ამ საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. პროკურატურის მოთხოვნით სასამართლო სხდომები დაიხურა, რადგან საქმე პირად …

ქალის მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – ბრალდებულმა სხდომის დახურვა ითხოვა

ის ხელის აფარებით შემოვიდა სასამართლო დარბაზში და ბრალდებულისთვის განკუთვნილ ადგილას უხმოდ დაჯდა. “ჩვენ ვითხოვთ სასამართლო პროცესის დახურვას,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა ბიძინა ბერიძემ. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულს არ სურს მისი სამსახურებრივი მონაცემების გასაჯაროება. “სხდომის დახურვას თავისი საფუძველი აქვს, რაც არ არსებობს,” – მოუჭრა ადვოკატს პროკურორმა რამაზ შავაძემ. რეპლიკის შემდეგ ადვოკატმა დაამატა, რომ ბრალდებულს პირადი ცხოვრების …

ბათუმში გუშინ 38 წლის ქალი მოკლეს, პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ბათუმში გუშინ, 24 ნოემბერს ერთი ქალი მოკლეს და ერთი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.უ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ღამით, ბათუმში …

შსს: 4 წლის უზბეკი გოგოს ცხედარი ბათუმში დაკრძალეს

4 წლის ბავშვის ცხედარი ბათუმში დაკრძალეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. 4 წლის გოგო ბათუმში 13 ივნისს ღამით მოკლეს. ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში თვითონ მიიტანა და განაცხადა, რომ გოგონა ცემით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი რამდენიმე დღის წინ გაიტანეს ბათუმის პროზექტურიდან. „დედის ახლობელმა დაკრძალა შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე. …

შსს: ძმამ და ჩაქუჩით მოკლა და ეზოში დამარხა – საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1938 წელს დაბადებული რ.თ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებმა ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, თავის დას – 1936 წელს დაბადებულ კ.თ.-ს, ჩაქუჩით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც კ.თ. ადგილზე გარდაიცვალა. …

მკვლელობა ქობულეთში – მოკლულია მუხაესტატეს პოლიციის უფროსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ, 14 ივნისს, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი მოკლეს. სამინისტროში გვითხრეს, რომ დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება დაიწყო 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს წევრმა ბონდო თედორაძემ უთხრა, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი იმ დროს მოკლეს, როცა ის თავის მოვალეობას ასრულებდა. წუხელ ქობულეთში დენდროლოგიურ პარკში ხე გადაჰქონდათ. პოლიცია ხეს მიაცილებდა. …

წინასწარი ინფორმაციით, ბათუმში 4 წლამდე გოგო ცემით მოკლეს

ბათუმში 4 წლამდე ასაკის ბავშვი ცემით მოკლეს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სხვადასხვა ინფორმირებულმა პირებმა დაუდასტურეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი ოჯახთან დაახლოებულმა პირმა მოკლა. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი პოლიციის მე-7 განყოფილებასთან თავად ბრალდებულმა დატოვა. გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებული დაკავებულია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, არც მკვლელობაში ბრალდებული და არც მოკლული …

ზაზა სარალიძე პრემიერს: ვიცი, რომ განწირული ვარ ამ საქმიდან გამომდინარე

ახლახან პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელ ფეისბუქში ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. პრემიერმა წუხელ, პირველ ივნისს თქვა, რომ ნებისმიერ მომენტში დატოვებს თანამდებობას, თუ დარწმუნდება, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყანას წაადგება ან სიტუაციას განმუხტავს, თუმცა, მისივე თქმით, ეს მომენტი ახლა არ არის. „დიდი მადლობა ბატონო პრემიერო სამძიმრის გამოცხადებისთვის. ეხლა რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას. მაგ უმეცარი ნაბიჯით მე ვეღარ მომატყუებთ. …

#ნუმომკლავ – სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე [ფოტოამბავი]

დღეს, 31 მაისს, ბათუმში ევროპის მოედანზე საზოგადოების ნაწილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბა. სოლიდარობის აქციები დღეს, ბათუმს გარდა, ქუთაისსა დაზუგდიდშიც გაიმართა. მოქალაქეებმა ევროპის მოედანზე, გამოძიების პროცესის არაობიექტურობაზე ისაუბრეს და ხელისუფლების უმოქმედობა გააპროტესტეს. „ჩვენ გამოგიყვანთ კაბინეტებიდან, პარლამენტიდან და ნებისმიერი კაბინეტიდან, სადაც ზიხართ თბილად, რადგან არცერთი ახალგაზრდის სისხლი არ შეგრჩებათ“, …

ბათუმში მოკლული ორი ბიჭის საქმის განხილვა სასამართლომ დახურა

ბათუმში ორი ბიჭის მკვლელობის საქმე დახურულად გამოცხადდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა მიიღო. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული 19 წლის გიორგი ხაჭაპურიძისა და 25 წლის ზვიად სახლთხუციშვილის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს იპოვეს. განზრახ მკვლელობას გამოძიება ორ პირს ედავება. გამოძიების ვერსიით, მკვლელობა „კისრის არეში ხელის მიჭერის და სასუნთქი გზის გადაკეტვით …

შეწყალებულმა კაცი მოკლა, მას 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

განზრახ მკვლელობისთვის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა სოსო დრობიშევს მიუსაჯა. საუბარია გასული წლის ზაფხულში ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე. მსჯავრდებული მკვლელობისთვის ერთხელ უკვე გასამართლებულია. მას 1995 წელს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. სასჯელის ამ სახის გაუქმების შემდეგ კი, ვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2011 წელს სოსო დრობიშევი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. ლუდის საყიდლად სოფელ ცეცხლაურში მდებარე სუპერმარკეტში სოსო დრობიშევი …

გიორგი ხაჭაპურიძის და ზვიად სახლთუხუცესის მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვა დაიწყო 

ბათუმში ორი ბიჭის – გიორგი ხაჭაპურიძისა [19 წლის] და ზვიად სახლთუხუცესის [25 წლის] მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნიკა ბ.-სთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა ახლახან დაასრულა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია გასული წლის 5 აგვისტოს ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე. თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული გიორგი ხაჭაპურიძისა და ზვიად სახლთუხუცესის ცხედრები ნაქირავებ ბინაში 8 აგვისტოს …

რის გამო მოხდა მკვლელობა სამების მონასტერთან – სასამართლო განხილვა დაიწყო

„ბრალის დადასტურების შემთხვევაში, თქვენ გელოდებათ თავისუფლების აღკვეთა 16-დან 20 წლამდე“, – მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გაზრახ მკვლელობაში ბრალდებულს და შემდეგ ტრადიციული კითხვა დაუსვა: „ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?“. 27 წლის ნუკრი ლ.-მ მოსამართლეს უპასუხა, რომ ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. სამების მონასტერთან 5 აგვისტოს მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლომ დღეს, 29 სექტემბერს, დაიწყო. ხალხით …

სუს-ის თანამშრომელმა 46 დღის წინ მოქალაქეს ესროლა, მისთვის ბრალი ჯერაც არ წარუდგენიათ

2 აგვისტოს ღამის კლუბ „სექტორ 26“-ში მოქალაქე დაჭრეს. გამოძიება პროკურატურამ იმავე დღეს დაიწყო, თუმცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუციათ. შესაბამისად, არც სასამართლო განხილვა დაწყებულა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კლუბში მოქალაქე სუს-ის თანამშრომელმა – ლაშა გაბრიჭიძემ დაჭრა. მისთვის ბრალი დრემდე არ წარუდგენიათ. ის დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. „მიმდინარეობს გამოძიება და ველოდებით გამოძიების შედეგს, ამ ეტაპზე მეტს …

სამებაში ახალგაზრდა კაცის მკველობაში ბრალდებული დააკავეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დღეს, 7 აგვისტოს, პოლიციამ დააკავა. დაკავებული 27 წლისაა და ის ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის მკვიდრია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული მკვლელობის შემდეგ დაკავებამდე მეზობელ მუნიციპალიტეტში, ახლობლის სახლში იმყოფებოდა. ის სამართალდამცავებმა მაშინ დააკავეს, როცა ტაქსით გადაადგილდებოდა. ბრალდებულის დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს. „ბრალდებული წუხელ, შუაღამით დააკავეს“ – გვითხრეს შსს-ში. მკვლელობა …

ხელვაჩაურში, სოფელ სამებაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სამებაში, გუშინ, 5 აგვისტოს, მკვლელობა მოხდა. მოკლულია  სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მოკლული 34 წლამდე ასაკის იყო, დაოჯახებული და სოფელ ქვედა სამებაში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. „მკვლელობა 5 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის მოხდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე. დადგენილია სავარაუდო ბრალდებული …

შსს: განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დავაკავეთ

შს სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში, განზრახ  მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ცეცხლაურში ჩადენილი მკვლელობა ედება ბრალად. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ს.დ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, იმერეთში, ტყიბულის რაიონის სოფელ მანდოკორში, ახლობლის სახლში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ სამინისტროში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე …

განაჩენი მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის

მკვლელობისთვის და პოლიციელის დაჭრისთვის 22 წლის არჩილ ტოტოღაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ის ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი იყო. საუბარია გასული წლის 26 აგვისტოს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ასევე ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელი, ნოდარ გოგიტიძე მოკლეს, ხოლო პოლიციელი – მირიან ნოღაიდელი დაჭრეს. არჩილ ტოტოღაშვილი დანაშაულს არ აღიარებს და იგი ბათუმის საქალაქო სასამართლოს …

მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 28 წლის ვიტალი გ.-ს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენაში ედება ბრალი. საუბარია ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნ ცხედარზე,  გამოძიების ვერსიით, მამაკაცი თებერვალში მოკლეს და იმავე ღამეს მდინარეში ჩააგდეს. მოკლული და მკვლელობაში ბრალდებული ქობულეთში, გელაურის დასახლებაში ერთ სახლში ცხოვრობდნენ. ორივე მათგანი აფხაზეთიდან დევნილია. გარდაცვლილს სახლში ერთი ოთახი ჰქონდა ნაგირავები  და მარტო ცხოვრობდა. …

მკვლელობის მცდელობის საქმეს მოსამართლემ კვალიფიკაცია შეუცვალა

განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ, 23 წლის გურამ ს.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 3 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა. განზრახ მკვლელობის მცდელობა 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა პროკურატურისგან წაყენებული ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. შემთხვევა გასული წლის ზაფხულში, ბათუმში მოხდა. ჯავახიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მეგობრები ერთ-ერთი მათგანის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. „კონფლიქტი მათ შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა …

სასამართლო განხილვა ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე, სადაც პოლიციელი დაჭრეს

22 წლის არჩილ ტ.-ს საქმეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს. მას განზრახ მკვლელობის გარდა, სამი პირის სხეულის მძიმე და მსუბუქ დაზიანებებში ედება ბრალი. ამ სამიდან ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელია – მირიან ნოღაიდელი. შემთხვევა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. დაზიანებები თვალსა და სხეულის სხვადასხვა ადგილზე თავად ბრალდებულსაც ჰქონდა, თუმცა ამ მიმართულებით გამოძიება არ დაინტერესებულა. ექსპერტიზის …

ქობულეთში შვილი სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მკვლელობა დაფიქსირდა. დაახლოებით 50 წლის მამაკაცი რ. ბეჟანიძე სავარაუდოდ დედამ ნაჯახით მოკლა. მომხდარის შესახებ „ბათუმელებს“ გარდაცვლილის მეზობლები მოუყვნენ. „ეს შვილი დიდი ხანია ჩაწოლილი იყო, ცოლი არ ჰყავდა, შაქარი დაემართა და დედამისი უვლიდა. ბოლო დროს ძალიან ბევრი ნერვიულობა გადაიტანა ოჯახმა და მოხუცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. სასწრაფო როცა მოვიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო,“- გვიყვება …

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი

25 აგვისტოს, ღამით, ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ოთხი პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.  

გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე

25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის …

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული მ.გ. გაამართლა. ამავე პირს იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საუბარია გასული წლის 9 სექტემბერს ე.წ. „დევნილთა დასახლებაში“ მომხდარ მკვლელობებზე. ბრალდებულის ადვოკატი, რამინ პაპიძის მთავარი აქცენტი თავის გამოსვლებში იყო ის, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა მ.გ.-მ მოკლა პირი, ვინც მანამდე ბრალდებულის ახლობელი …

ექსპერტიზის დასკვნა ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის საქმეზე

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, პირი, ვისაც ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად, შეურაცხადია. სასამართლოს მორიგ სხდომაზე პროკურორმა რამაზ შავაძემ ეს მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია და იმ სამი ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომლებიც დასკვნას ხელს აწერენ. ამავე დასკვნის მიხედვით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს ჯანმრთელი იყო. თუკი ექსპერტიზის დასკვნა უდავოდ იქნება მიჩნეული, სასჯელს მ.მ. სამედიცინო-ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოიხდის …

Exit mobile version