ჩემი მშვენიერი ლედი

ავტორი: მიდა მელაძე იმ დღეს ქასტინგზე მივდიოდი. როგორც მჩვევია, ბოლო ხუთ წუთში შევიკარი კედებზე თასმები, კარი სწრაფად და ხმაურიანად გავაღე და თავქუდმოგლეჯილი კიბეზე დავეშვი. იმ წამსვე ვინანე დაუფიქრებელი და ხმაურიანი სიჩქარის გამო, რადგან ვიცი, იმას დავუფრთხობ ძილს, ყოველ დღე კიბის კუთხეში რომ მელოდება, ასე უცებ რომ შემოიჭრა ერთდროულად ჩემს ეზოსა და გულში და არ თმობს …

„ასე მგონია, სადავეებს ვკარგავ“ – რა პრობლემები აქვთ სტუდენტებს პანდემიაში

ავტორი: მიდა მელაძე „თბილისში ვსწავლობ, მაგრამ წარმოშობით ბათუმიდან ვარ, ამიტომ თავიდან ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ყოფნას შევძლებდი ბათუმში და პარალელურად კარგი განათლების მიღებას. რა თქმა უნდა, მეგობრებთან და კურსელებთან დაშორება, რაღაც მხრივ, გამიჭირდა, მაგრამ თავიდან პლუსს ვხედავდი. მომწონდა კიდეც, რომ არ მიწევდა დროის და ფინანსების ხარჯვა უნივერსიტეტში სასიარულოდ. მაგრამ მივხვდი, რომ ადამიანის, როგორც …

გურჯი, რომელსაც თურქეთში „ქართული კაფე“ აქვს – „ყველაზე ძნელად სამზარეულო იკარგება“

ავტორი: ნაზი შაინიძე თურქეთში, სტამბულიდან დაახლოებით ერთი საათის გზაზე, ქალაქი გებზე მდებარეობს. ამ ქალაქში, ჰაჯიჰალილის უბანში, 4ა ქუჩაზე ერთი პატარა კაფეა, საიდანაც ხშირად ისმის ქართული სიმღერის ხმა. აბრას თუ ახედავთ, დაინახავთ ქართულად, თურქულად და ინგლისურად წერია – „ქართული კაფე“. „ქართული კაფეს“ მფლობელი თურქეთის მოქალაქე, ეთნიკურად ქართველი უღურ ზუბოღლოა. უღური იმერხევის სოფელ ბაზგირეთიდანაა და საკუთარ თავს …

რა პირობებში მუშაობენ სტუდენტები ქართულ და ფრანგულ „კარფურში“ – მარიამი და კრისტელი

ავტორი: მეგი ქამაშიძე საქართველოში დასაქმების მსურველ სტუდენტებს კომპანიების დიდი ნაწილი მხოლოდ სრულ სამუშაო განაკვეთს და გრაფიკთან შეუსაბამო ანაზღაურებას სთავაზობს. შედეგად, სტუდენტები ვეღარ ახერხებენ საკმარისი დრო დაუთმონ სწავლას და ხშირად მათი ხელფასი იმ საგნების კრედიტების გადახდას ხმარდება, რომლებსაც დროის უქონლობისა და დაღლილობის გამო ვერ აბარებენ. სტუდენტური დასაქმების კუთხით სრულიად განსხვავებულ სურათს ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში. ევროპელი სტუდენტების …

13 წლის ანეტას ცხოვრება ეტლით | ვიდეო

ავტორი: ანა შენგელია 13 წლის ბათუმელი ანეტას ოთახი მისი ასაკის სხვა გოგოების ოთახის მსგავსია – სათამაშოები, სამუშაო მაგიდასთან კედელზე გაკრული რუკა, წიგნები და იქვე ფოტოები ახლო წარსულიდან, როცა ანეტა ქართულ ნაციონალურ ცეკვებს ცეკვავდა. მაშინ ანეტას გადასაადგილებლად არც ერთი ბორბალი არ სჭირდებოდა. თითქმის ორი წელია ანეტა ტაკიძე ეტლით მოსარგებლეა. 11 წლის იყო, როცა 25-დღიან კომაში ჩავარდა …

ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად

ავტორი: მარი თავბერიძე „გვიანი ღამე იყო, დაახლოებით პირველი საათი. ძალიან შემეშინდა და დედას დავუძახე. ვერ დავმშვიდდი და სასწრაფო გამოვიძახე“ – ასე იხსენებს 19 წლის ანა პირველ პანიკურ შეტევას მის ცხოვრებაში. თებერვლის იმ ღამეს ანამ ჯერ არ იცოდა, რა ერქვა იმ მდგომარეობას, რომელმაც მასში ემოციური დაძაბულობა, განგაში, კანკალი და გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვია. „მეგონა, ვკვდებოდი, …

რა აბინძურებს შავ ზღვას – ინტერვიუ საზღვაო ნარჩენების ექსპერტთან

ავტორი: ანა თურაძე  ზღვისპირას თუ გაივლით, სანაპიროზე პლასტმასის ბოთლს ან ცელოფნის ძველ პარკს აუცილებლად შენიშნავთ. ზღვაში მოხვედრის შემდეგ პლასტმასსა და პოლიეთილენს ასწლეულები სჭირდება დასაშლელად, თუმცა ამ ტიპის საზღვაო ნარჩენები დაშლის შემდეგაც არ ქრება უკვალოდ. რა საფრთხეებს შეიცავს ზღვის პლასტმასით დაბინძურება და რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე? – ამ თემაზე ასოციაცია „შავი ზღვის …

ინტროვერტის ღია წერილი ხმაურიან სამყაროს

ავტორი: მეგი ათაბაგი დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მეგობრებმა ბარში თუ შემიტყუეს, პირველ რიგში ბარის მაგიდასთან განმარტოებით მჯდომ სტუმარს ვამჩნევ – ლუდის ჭიქაზე თითების კაკუნით ჰყვება სიმღერას და ვერც ამჩნევს ჩემი მეგობრების მზერას, რომლებიც თავისუფალი მაგიდის ხმაურიან ძიებაში უკვე გეგმავენ, როგორ მოიპატიჟონ ის. ჩვენ, ინტროვერტებს, ხმაურიანი სამყაროს ჩუმ მოსაუბრეებს, ხშირად გვიწევს დიდ, ხმამაღალ ამბებზე უარის თქმა. …

Google-ის ახალი ინსტრუმენტი პაციენტებს კანის პრობლემების ამოცნობაში დაეხმარება

ავტორი: მიდა მელაძე  Google-მა შეიმუშავა ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის შესაფასებლად ატვირთულ ფოტოებზე დაყრდნობით. „დერმატოლოგიის დამხმარე ინსტრუმენტი“, როგორც მას მოიხსენიებენ, უკვე წლის ბოლოს ამოქმედდება საპილოტე რეჟიმში. აპლიკაციას შეუძლია აღმოაჩინოს კანის 288 დაავადება, მაგრამ ის არ გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობისთვის“ – ვკითხულობთ Google-ის ოფიციალურ ბლოგზე. გარდა იმისა, რომ აპლიკაცია აკვირდება …

სტუდენტი და თან სერტიფიცირებული მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან

ავტორი: მაგდა ქათამაძე 24 წლის თამარ შაინიძე სტუდენტიცაა და მასწავლებელიც. იგი მაღალმთიანი აჭარის ორ სკოლაში ქიმიასა და ბიოლოგიას ასწავლის და ამავე დროს მაგისტრატურაზე სწავლობს. თამარი ეკომიგრანტია, მისი ოჯახი 1989 წელს სოფელ წაბლანაში განვითარებული მეწყრის შემდეგ ქვემო ქართლში გადასახლდა, ახლა კი თამარი აჭარაში დაბრუნდა საცხოვრებლად. იგი ხულოში ცხოვრობს და შუახევის სოფლებში ასწავლის. თამარს სოფელ ჭვანაში, სკოლის …

როგორ შეიძლება გახდე მსახიობი „შემთხვევით“ – ინტერვიუ დავით ჯაყელთან

ავტორი: ანა შენგელია _________________ როცა დამწყები მსახიობი ხარ, სცენაზე გასვლამდე გგონია, სადაცაა გული გაგისკდება და მოკვდებიო – გვითხრა ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა დავით ჯაყელმა. მას ბევრი როლი აქვს შესრულებული და თავდაპირველი ღელვაც გამოცდილებასთან ერთად თანდათან გაქრა, ახლა თეატრი და სცენა მისთვის სიამოვნებაა, რომელსაც არც ერთი ნარკოტიკი არ შეედრება. არადა, წლების წინ შემთხვევით აირჩია ეს პროფესია. …

ეს პროფესია არ მოგცემს უფლებას დაბერდე – ისტორიის მასწავლებელი ბათუმიდან

ავტორი: გურანდა ქათამაძე  __________________________ „რომ მქონდეს შანსი რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი, ისევ, ისევ და ისევ“ – გვითხრა ბათუმელმა მასწავლებელმა, მადონა გვიანიძემ, რომელიც წლებია მსოფლიო ისტორიას ასწავლის. იგი გაკვეთილზე სოციალურ ქსელებსაც იყენებს და ამბობს, რომ ცდილობს, ყველა გაკვეთილი განსხვავებული იყოს. ინტერვიუში იგი თავის გამოცდილებას გვიზიარებს. ქალბატონო მადონა, როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება ამ …

Exit mobile version