მდინარაძისთვის შექმნილი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას – „გამჭვირვალობა“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძისთვის შექმნილი ახალი თანამდებობა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და  კანონიერების პრინციპს. ანალიზის მიხედვით, რომელიც „გამჭვირვალობამ“ დღეს, 8 მაისს გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ ცვლილებები აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ინიციირებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული კანონი „საქართველოს …

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ არის, ის სახელმწიფო მინისტრი ხდება

მამუკა მდინარაძე სუსის უფროსი აღარ იქნება. მას ამ თანამდებობაზე გეკა გელაძე ჩაანაცვლებს – შს უკვე ყოფილი მინისტრი. საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 21 აპრილს, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მამუკა მდინარაძე,“ – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ. მამუკა მდინარაძე ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. „სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას, შესაბამის …

მდინარაძე პოლკოვნიკი გახდა

მამუკა მდინარაძეს ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება 8 აპრილით თარიღდება. მანამდე, ერთი თვით ადრე კი, კობახიძის ბრძანებით მდინარაძე ვიცე-პოლკოვნიკი გახდა. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის 56 მუხლის, მე-7 მუხლის 2¹ პუნქტისა და მე-8 მუხლის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკს, მამუკა მდიწარაძეს, ვადამდე მიენიჭოს მორიგი უფროსი სპეციალური …

„რა უნდა დამალოს, სახლი და მანქანა რომ აქვს?“ – რატომ წაშალეს მამუკა მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები

სუსის ამჟამინდელმა უფროსმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში ყოფნისას, „გამჭვირვალობის“ მოტივით, მხარი დაუჭირა რუსულ კანონს. ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ წაშალეს იმ წლების ქონებრივი დეკლარაციებიც კი, რომლებიც მას პარლამენტის წევრობის დროს ჰქონდა შევსებული. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი სუსის უფროსსა და მის მოადგილეებს ქონებრივი დეკლარაციის წარდგენას ავალდებულებს. თუმცა არც მამუკა მდინარაძის და არც მისი მოადგილეების …

„სუს-ის მშრალი ინფორმაცია ბევრ კითხვას აჩენს“ – ინტერვიუ მდინარაძის აშშ-ში ვიზიტზე

„საუბარი აუცილებლად იქნებოდა მდინარაძის ანტიამერიკულ რიტორიკაზე, არა მხოლოდ პარლამენტის ტრიბუნიდან, არამედ უკვე სუს-ის უფროსის თანამდებობიდან და არანაირი საუბარი ამ შემთხვევაში რაღაც სტრატეგიული პარტნიორობის განახლებაზე არ შედგებოდა. უსაფრთხოების საკითხებზე იქნებოდა მსჯელობა, მით უფრო იმ ფონზე, რაც ირან-ამერიკას შორის მოლაპარაკებების კუთხით ხდება ომანში და იმ სამხედრო ტექნიკის მოძრაობის კუთხით შეერთებული შტატების მხრიდან, რაც ირანის კრიზისიდან გამომდინარეობს,“ – …

სუს-ი ხელფასების თანხას 5 მილიონით იზრდის წლის ბოლომდე – კობახიძე თანახმაა

„ოცნების“ მთავრობა თანახმაა სუს-მა ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა წლის ბოლომდე კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზარდოს. 2025 წლის ბიუჯეტის კონსოლიდირებული ვერსიით, სუს-ში მომუშავეთა ხელფასებისთვის, ჯამში, 138 მილიონ 690 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანად სუსის დაფინანსებისთვის კი – 271 მილიონ 500 ათასი ლარი. მომავალ წელს, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სუს-ი მთლიანობაში 380 მილიონი ლარით დაფინანსდება, ხელფასებისთვის კი ჯამში …

სუს-ის თანამშრომელს სახელმწიფო ბინა ან სახლი შესაძლოა საკუთრებაშიც გადასცენ – ცვლილება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს-ის] თანამშრომელს, რომელსაც საცხოვრებლად გადაცემული აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბინა ან სახლი [დამხმარე ნაგებობებითა და მათზე მიმაგრებული მიწის ფართობით], სუს-ის შუამდგომლობით, შესაძლებელია ეს ქონება საკუთრებაში გადაეცეს. ამ დრომდე სუს-ის თანამშრომელს ქონება საცხოვრებლად მხოლოდ სარგებლობაში გადაეცემოდა. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  წესში“ „ოცნების“ მთავრობამ ცვლილება 2025 წლის 21 ოქტომბერს …

სუს-ში ხელფასები ისევ გაიზარდა

„ოცნების“ მთავრობის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდან ისევ გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც. სუს-ში ხელფასები და წოდებრივი სარგოები ბოლოს დაახლოებით ორი თვის წინ, 2025 წლის ივლისში დაადგინეს. ივლისის დადგენილებით, მაგალითად, სუს-ის ადმინისტრაციის [დეპარტამენტის] უფროსის თანამდებობრივი სარგო იყო 9 590 ლარი, ოქტომბრის დადგენილებით კი – 10 550 …

„ივანიშვილს საქმის გარჩევა რიჟვაძესთან არ დაუსრულებია“ – რას ნიშნავს მდინარაძის განცხადება

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ ის არასდროს ყოფილა მისი ახლო მეგობარი. ნიშნავს თუ არა მდინარაძის განცხადება იმას, რომ თორნიკე რიჟვაძე შესაძლოა ისევ იყოს ივანიშვილის მხრიდან ზეწოლის სამიზნე? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარტია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კირთაძეს ესაუბრა, პოლიტიკოსს, რომელიც კარგად იცნობს აჭარაში მიმდინარე პროცესებს. …

„უახლოესი მეგობარი არასდროს არ ყოფილა“- მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მისი მეგობარი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, პროკურატურა რიჟვაძის საქმეზე მაშინ გააკეთებს განცხადებას, როცა მყარი მტკიცებულებები ექნება. ამის შესახებ მან 7 აგვისტოს თქვა ჟურნალისტებთან. „შს მინისტრისგან გავიგეთ ის, რომ კამერები იყო (შემთხვევის ადგილზე) და კამერები ამოღებულია და მიდის ყველა სავარაუდო …

„მეორე მოსმენის დროს ჩავარდება“ – მამუკა მდინარაძე რუსულ კანონზე

„რაც შეეხება კანონპროექტის, რომელიც პირველის მოსმენით არის[მიღებული], გამოწვევის გზებს, საქართველოს [პარლამენტის] რეგლამენტის თანახმად მეორე მოსმენთ გავა და მეორე მოსმენის დროს ჩავარდება. ამის შესახებ პოლიტიკურ განცხადებას კიდევ ერთხელ ვაკეთებ. ჩავარდნა იქნება ის, რაც პროცედურულად გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – აღნიშნა დღეს, 9 მარტს, მამუკმა მდინარაძემ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მამუკა მდინარაძის განმარტებით, ის კანონპროექტი, რომელზეც კენჭი …

მდინარაძე: კირთაძე ბათუმში 20 უბნის ჩაშლას აპირებს – რას პასუხობს მერობის კანდიდატი

დღეს, 30 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20-მდე საარჩევნო უბანზე არჩევნების ჩაშლას აპირებს. „რადიკალურმა ოპოზიციამ რადგან ვერ შეძლო საარჩევნო გარემოს ხელოვნურად გაუარესება, დესტრუქციული ქმედებები მოსალოდნელია კენჭისყრის დღეს. დესტრუქციული გეგმების შესახებ გამოჟონილი ინფორმაცია მრავლად შემოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან. როგორც 2020 წლის არჩევნები მსგავსად, ახლაც გეგმავენ ჭარბი რაოდენობით საჩივრების შეტანას. აღნიშნულის …

მდინარაძე: ჯანდაცვის მინისტრის და სისტემის კრიტიკის დრო არ არის

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს, 4 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიის დროს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისა და სისტემის „მიზანმიმართული და ორკესტრირებული შეტევა მიუღებელია“. ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსით ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვის შესახებ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში ბევრი ითქვა და დაიწერა ჯანდაცვის გაუმართავ სისტემაზე. „ამ სიტუაციაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა არის ის, …

„ხელისუფლება გვითვალთვალებს“ – „ალტერნატივას“ საარჩევნო ექსპერიმენტი ბათუმში

მოძრაობა „ალტერნატივას“ ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის წევრებს ხელისუფლება უკანონოდ უსმენს. ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ ამის დასადასტურებლად მათ ექსპერიმენტი ჩაატარეს. კერძოდ, „ალტერნატივამ“, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაციაა, დღეს, 21 ნოემბერს, გამოაქვეყნა საარჩევნო ბიულეტენები წარწერით: „ვარ საჯარო მოხელე და მაიძულეს არჩევნებზე მოსვლა“. წარწერებიანი ბიულეტენების ფეისბუქზე გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა …

მდინარაძე: პოლიციას მოვუწოდებ აღკვეთონ უკანონო ქმედებები, ფრთხილად

ახლახანს [14:30] „ქართული ოცნების“ ოფისში მმართველი გუნდის დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს. დეპუტატების პათოსი იყო პოლიციისადმი მოწოდება, რომ აღკვეთონ უკანონობა. დეპუტატები პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას გულისხმობდნენ საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან. „ქართული ოცნების“ ოფისში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს უთხრა: „პროტესტის ნებისმიერი ფორმის მიუხედავად, სახელმწიფო ინსტიტუტებს არ უნდა შეექმნათ გამართულად მუშაობის პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვაქვს კანონის დარღვევა – პარლამენტის შენობის …

ხოშტარია: ვეუბნებოდი ქუცნაშვილს, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული დელეგაცია ფეხს ვერ შემოდგამს

პარლამენტარი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც რუსი დეპუტატი გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან გააძევეს, მან პარლამენტშივე მიმართა მამუკა მდინარაძეს, რომ რუსული დელეგაცია წასულიყო დარბაზიდან ან მთლიანად ჩაეშალათ ღონისძიება. „ქუცნაშვილი და მდინარაძე წავიდნენ ორგანიზატორებთან ამ თემაზე სალაპარაკოდ, კატეგორიულად ვამბობთ, გამორიცხულია ამ დარბაზში რუსული დელეგაცია შემოვიდეს. ეს ძალიან კარგად ესმის მამუკა მდინარაძეს, თუმცა არ ესმოდა ზაქარია …

მამუკა მდინარაძე – „არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“

„არცერთი მათგანი, ვინც უგულავას დღეს გვერდით ედგა, დღეს „ქართული ოცნების“ წევრი არ არის“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი თქმით, ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება „ქართულ ოცნებასთან“. „რამდენიმე წუთში მოვახდინეთ თითოეული ამ ადამიანის იდენტიფიცირება. აღმოჩნდა, რომ პარტია ,,ქართული ოცნების” მოქმედი წევრი არც ერთი არ არის! ბევრ მათგანს საერთოდ არ ქონია შეხება …

Exit mobile version