მთავარი,სიახლეები

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე

27.08.2026
„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა და პოლიტიკაც“ – მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა. ის პოლიტიკიდანაც მიდის. ამის შესახებ მან დღესს 27 აგვისტოს ბრიფინგზე განაცხადა.

„შეუცვლელი არავინ არავის, თუ ოდესმე დავბრუნდი, ეს იქნება აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ დავჭირდები გუნდს. გვერდებიდან შემოჩოჩებას, რომ ცდილობენ ხოლმე პოლიტიკაში ეს ჩემგან არ იქნება.

რომ მეფიქრა ისიც, რომ რეგიონებს ვინც მიხედავს, ჩემ გარდა არავინაა ასეთი გუნდში, ნამდვილად არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას, გუშინ დიდხანს ვესაუბრე პრემიერ-მინისტრს, გუშინ ასევე ვესაუბრე პარტიის საპატიო თავმჯდომარეს [ივანიშვილს] და ჩვენ, 3 ადამიანს შორის შედგა ეს საუბარი, რომ ჯობს მე გავიწიო, ისეთი ასაკის შვილები მყავს და ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ჩემი ინიცირებული“-ამბობს მამუკა მდინარაძე.

მდინარაძე ამბობს, რომ „ბედნიერებაა ქართული ოცნების გუნდთან ყოფნა“, მადლობა გადაუხადა ივანიშვილს და „ოცნები ჯარისკაცებსაც“, თუმცა მისი თქმით, მაინც გადაწყვიტა, რომ „გვერდზე გაიწიოს“.

რამ გაფიქრებინათ ეს? – ჰკითხეს მას ჟურნალისტებმა.

„ისეთი არაფერი მომხდარა. 10 წლის განმავლობაში როცა პოლიტიკაში ჩაბმული ხარ თავიდან ბოლომდე, ეს მარტივი ამბავი არ არის. მაინც და მაინც ჩემი ყოფნის საჭიროება რომ იდგეს, ასე არ არის“.

მისი თქმით, ის შესაძლოა კერძო სექტორში წავიდეს. „კერძო სექტორში წავლა ალბათ, შესაძლოა ბიზნესშიც მოვძებნო ძალები, ვნახოთ“-ამბობს ის.

მას ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით, სადაც ის მამუკა მდინარაძეს ასახელებდა. სადაც ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მდინარაძისგან მიიღო წერილი, სადაც ის კონკრეტული ბრალის აღიარებას სთხოვდა.

„წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, ცხოვრებაში არავისთვის არ გამიგზავნია, მესიჯს თუ არ ჩავთვლით. მამუკა მდინარაზე მიწერდა ვიბრძოლოთ ბოლომდეო? არც არაფერი შემითვლია. მსგავსი საკითხებით მე არასდროს არ ვყოფილვარ დაკავებული. ჩემზე რატომ საუბრობს არ ვიცი.

თუკი ვინმე განაწყებენულია იმაზე, რომ სუს-ი აკავებდა ადამიანებს კორუფციაზე, მაშინ როცა მდინარაზე იყოს სუს-ის უფროსი, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, მაგრამ, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იყო.

შესაძლოა ვიღაცას მამუკა დაბალ ღობედ მოეჩვენა, მას შემდეგ, რაც იმ თანამდებობაზე [სუს-ის უფროსის] აღარ იყო, თუმცა ერთ-ერთ ზედაპირულ ვარაუდად ესეც შეიძლება გამოვთქვათ“- ამბობს მდინარაძე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: