აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 542 პაციენტი, რეანიმაციაშია 51 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 794 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 900-მდე ინფიცირებული. ______________

ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა. გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული. „სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე …

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

აჭარაში პირველი ოქტომბრიდან დღემდე, 12 დღის განმავლობაში, კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 12 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი 11 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 10 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი 9 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი 8 ოქტომბერი …

ბათუმში 55 წლის კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული …

„აჭარაში არ ჩაითვალა საჭიროდ შეზღუდვების მოხსნა“ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ჯერ კიდევ არ იგეგმება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. „აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ იმ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა. იცით, იქ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები …

აჭარაში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 521 პაციენტი, რეანიმაციაშია 52 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 892 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-მდე ინფიცირებული. ______________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

აჭარაში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ქობულეთში – 1, ამავე დიაგნოზით. გარდაიცვალა 68 წლის კაცი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 27 სექტემბერს შეიყვანეს. „დიაგნოზი: COVID -19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობ, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი …

აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა, 181-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა დაახლოებით 1200 ტესტი კორონავირუსზე. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 533 პაციენტი, რეანიმაციაშია 48 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 911 …

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

10 ოქტომბრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში 4 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. 65 წლის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს 8 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია დაუზუსტებელი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: თირკმლის უკმარისობა. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 9 ოქტომბერს“ – აღნიშნულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

აჭარაში კოვიდის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 10 ოქტომბრის მონაცემები

10 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 199-მა ადამიანმა კი კოვიდი დაამარცხა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდ კლინკებში მკურნალობს 539 პაციენტი, რეანიმაციაშია 45 ინფიცირებული. დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 895 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი ინფიცირებული.

„სავანეში“ მცხოვრებმა 11-მა ხანდაზმულმა კოვიდი დაამარცხა

ბათუმის სათნოების სახლ „სავანეში“, სადაც ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ, 11 ხანდაზმული განკურნებული დაბრუნდა, მათ კორონავირუსი დაამარცხეს. მათგან ყველაზე ასაკოვანი 80 წლის ქალი და 78 წლის კაცი არიან. როგორც „ბათუმელებს“ უთხრა „სავანის“ ხელმძღვანელმა, დეკანოზმა იოანე ბარამიძემ, თავშესაფრის 15-მდე მცხოვრებს ჯერ კიდევ მკურნალობენ კორონავირუსზე, სამი ინფიცირებული გუშინ გადაიყვანეს კლინიკაში კოვიდის დიაგნოზით. თავშესაფარში მცხოვრები 3 ადამიანი კორონავირუსისგან გარდაიცვალა. როგორც …

პირველ რიგში, აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტი – რიჟვაძე შეზღუდვების მოხსნას აანონსებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, შემდეგ კვირაში მთავრობა საზოგადოებას გააცნობს აჭარაში შეზღუდვების მოხსნის ეტაპობრივ გეგმას. „პირველი რაც აღდგება, იქნება მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს საკითხი უკვე განიხილება და დგას ჩვენს დღის წესრიგში. შემდეგ კვირაში უკვე საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურ გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ამ მიმართულებითაც შეზღუდვების მოხსნის …

აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით. ორივე მათგანი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფებოდა. 55 წლის ქალი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მოთავსდა 6 ოქტომბერს. „დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტონული დაავადებები“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში. მეორე გარდაცვლილი 61 წლის ქალია, რომელიც ქობულეთის სამედიცინო …

კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა აჭარაში – 9 ოქტომბრის მონაცემები

9 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 190 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 250 კოვიდდადებითი პაციენტი. მათ შორის არის მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებიდან და კოვიდსასტუმროდან სათნოების სავანეში 11 ბინადარი, ხოლო გერიატრიულ თავშესაფარში 17 მოხუცი დაბრუნდა. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 …

რატომ არა აქვს აჭარას დღემდე რემდესივირი? – ექიმის შეკითხვები ქართული ჯანდაცვის სისტემას

 თამარ ჟამურაშვილი, პულმონოლოგი, ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების თანამშრომელი ფეისბუქზე ქართულ ჯანდაცვის სისტემაში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე წერს:  „მეორე ტალღა ნელ-ნელა ძალას იკრებს. გუშინ ისევ დაგვემატა ზაფხულში დროებით დახურული „კორონასთვის შექმნილი“ განყოფილებები… ისევ იწყება კოლეგების სხვა განყოფილებებიდან ჩვენთან გადმონაწილება… სისტემის მომზადების ბოლო აკორდებია და ხვდები როგორ მძიმდება ჰაერი… როგორ ნაცრისფრად და ბუნდოვნად …

პაციენტებისთვის ბათუმის კოვიდკლინიკებში თავისუფალი საწოლი ფაქტობრივად არ არის

აჭარაში კოვიდპაციენტებს, 2020 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, 8 კლინიკაში მკურნალობენ. პაციენტებისთვის კი, ჯამში, 615 საწოლია გამოყოფილი [თუმცა, აქედან 80 საწოლი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში – გათვლილია მხოლოდ იმ ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდებათ]. საწოლების რაოდენობა „ბათუმელებმა“ უშუალოდ კოვიდკლინიკებში გადაამოწმა. 615 საწოლიდან დღეს, 8 ოქტომბერს, დღის 2 საათისთვის კოვიდკლინიკებში თავისუფალი იყო 78 საწოლი, აქედან: …

რატომ არ შეიძლება ანტიბიოტიკის მიღება კოვიდის დროს – ექიმის კომენტარი

მანანა ტარიელაძე 6 დღეა, რაც კოვიდინფიცირებულია. ის მკურნალობას კოვიდსასტუმროში გადის, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ექიმი მის სამედიცინო მაჩვენებლებს ტელეფონით, დისტანციურად აკვირდება. მანანა ყოველდღე იზომავს სიცხეს და თავის მონაცემებს მკურნალ ექიმს აწვდის. აქვს სიცხე – 37 და მეტი. ექიმმა მანანას ანტიბიოტიკი, აზიმაკი დაუნიშნა. კოვიდინფიცირებული ექიმის რეკომენდაციით ამ ანტიბიოტიკს იღებს. კოვიდინფიცირებულ ქალს, სანამ კოვიდსასტუმროში გადაიყვანდნენ, გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიაც …

8 დღეში აჭარაში კოვიდით 18 ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერში, 8 დღის განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსით 18 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. 8 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 42 მძიმე პაციენტია რეანიმაციაში, მათგან სამი კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება: 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი …

ბათუმში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ბათუმში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის ინფორმაციით, გარდაიცვალა 52 წლის კაცი, რომელსაც დატვირთული ანამნეზი ჰქონდა, ასევე 62 და 84 წლის ქალები. 8 ოქტომბერს აჭარის რეგიონში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 230 ადამიანი. ნონა ეფაძის ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში ამჟმად მკურნალობს 472 ადამიანი, მათ შორის, 14 …

კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა აჭარაში – 8 ოქტომბრის მონაცემები

8 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 220 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 472 პაციენტი, მათ შორის 14 არასრულწლოვანი და 20 ორსულია. რეანიმაციაში მოთავსებულია 42 პაციენტი.  დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში თავისუფალია 66 საწოლი. 8 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდ სასტუმროებში იმყოფება 903 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 800-ზე მეტი პირი. დღევანდელი …

მეორე დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს [ინფოგრაფიკა]

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდა აჭარაში პირველ სექტემბერს დაიწყო, როცა საკონდიტრო „დონას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით აჭარაში კორონავირუსის 5259 შემთხვევა დადასტურდა. პირველი სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე, 37 დღის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი, 416 ახალი შემთხვევა 5 ოქტომბერს გამოვლინდა. 1-ლი სექტემბრიდან დღემდე აჭარაში გამოვლენილი კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების დიაგრამაზე ზედიზედ ორიდღიანი კლება აქამდე არ …

რამდენი მედპერსონალი დაინფიცირდა და სხვა კოვიდკითხვები, რომლებსაც მთავრობა არ პასუხობს

რამდენი ექიმი და ექთანი მუშაობს კოვიდინფიცირებულებთან აჭარის კოვიდცენტრებში, კოვიდსასტუმროებსა და ოჯახებში პაციენტებთან? რამდენი მათგანია გადამზადებული კოვიდის მკურნალობაზე და მედიცინის რამდენი მუშაკი დაინფიცირდა ახალი კორონავირუსით აჭარაში? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხები აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. კითხვებით, აჭარის მთავრობას და აჭარის მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ოპერატულ შტაბს, ოფიციალურად, წერილობით 2020 წლის 25 სექტემბერს მივმართეთ. …

ბათუმში კორონავირუსით 51 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი – 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა. სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid19 მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი“. დღეს ბათუმში უკვე …

ბათუმში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

7 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა – 65 და 70 წლის ქალები. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 წლის ქალს კორონავირუსის ფონზე ჰქონდა ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასევე – „შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა“. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, 70 წლის კოვიდინფიცირებულ კაცს  აღენიშნებოდა: „თიკმლის მწვავე უკმარისობა, ღვიძლის მწვავე უკმარისობა, დისტრეს სინდრომი. თანმხლები …

ბათუმში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 7 ოქტომბერი

7 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა ორი პაციენტი – 65 წლის ქალი და 70 წლის კაცი. ბოლო 24 საათში აჭარაში ვგამოჯანმრთელდა 280 ადამიანი. ბოლო ორი დღეა აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს. დღეისათვის აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის – 472 პაციენტი, 15 არასრულწლივანი და …

დაიცავით წესები, სხვაგვარად ვერ შევძლებთ სიტუაციის სტაბილიზაციას – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური და კონტროლს დაქვემდებარებული,“ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 6 ოქტომბერს. მინისტრის თქმით, აჭარაში ინფიცირების დონე მომატებულია, თუმცა სტაბილურად. „ის, რომ დღეს ოდნავ შემცირებული გვქონდა რაოდენობა, ეს დიდად არაფერს ნიშნავს. შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი, 80%-ზე  მეტი გახლავთ საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის, რომელთაც პრაქტიკულად სტაციონარიზაცია არ სჭირდებათ. …

აჭარას არ ჰყავს კრიტიკული პაციენტები – ლევან რატიანი

თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ექიმი ლევან რატიანი აჭარაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს. რატიანის თქმით, მან ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდკლინიკა მოინახულა და ისინი სტანდარტებს აკმაყოფილებენ. „აქ იმისთვის არ ჩამოვსულვართ, რომ ვიღაცისთვის ჭკუა გვესწავლებინა, არამედ იმისთვის, რომ შეგვეფასებინა მდგომარეობა, მძიმე პაციენტების შემთხვევაში ჩვენი გამოცდილება მათთვის  გაგვეზიარებინა. აბსოლუტურად ყველა კლინიკა, სადაც ვიყავი, შეესაბამება დღევანდელი კოვიდცენტრის მართვის კრიტერიუმებს. მთავარი …

შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის  ჯანდაცვის მინისტრის ნინო  ნიჟარაძის თქმით, კორონავირუსის გამო აჭარაში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ იგეგმება. „ის შეზღუდვები, რაც დღეს აჭარის რეგიონში გვაქვს, ეს არის ძალიან მინიმალური, გათვალისწინებულია მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობა, მათი აქტივობა და მობილობის მინიმუმამდე შემცირება, ყველა ფაქტორის გათვალისწინებით ეს შედარებით მსუბუქი ხასიათის შეზღუდვა დაწესდა. ამ ეტაპზე შეზღუდვის მოხსნა არ განიხილება, ვინაიდან კოვიდის შემთხვევების რაოდენობა და …

ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

ბოლო 24 საათში ბათუმში 3 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, 68 წლის კაცი, 64 წლის ქალი და 84 წლის კაცი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 68 წლის კაცს COVID 19-თან ერთად ჰქონდა პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ასეთივე დიაგნოზი ჰქონდა 64 წლის ქალს –  COVID 19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თანმხლებ დაავადებთან ერთად: ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა. …

კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 6 ოქტომბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს 6 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 4887 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5 392 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი –836, კოვიდსასტუმროში იმყოფება 1100 პირი.  გუშინ, 5 ოქტომბერს, საქართველოში …

ბათუმში 2 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ბათუმში ორი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინორმაციით, 80 წლის ქალი 23 სექტემბერს შეიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტს ჰქონდა კორონავირუსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ანამნეზში აღენიშნებოდა ინსულტი. ქალი 4 ოქტომბერს გარდაიცვალა. ასევე კორონავირუსით გარდაიცვალა 65 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად ჰქონდა პნევმონია, „ინტრაცერებრული სისხლჩაქცევა, …

აჭარაში გამოვლინდა კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა

5 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 416 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში აჭარაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსისგან. გუშინ, 4 ოქტომბერს, აჭარაში კორონავირუსის 370 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, აჭარში Covid კლინიკებში მკურნალობას გადის 474 პაციენტი, მათ შორის: 16 არასრულწლოვანი და 20 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 24 პაციენტი.Covid სასტუმროებში იმყოფება 861 პირი; …

ბათუმის ციხე ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა – კორონავირუსი აჭარაში

ბათუმის N3 პენიტენციური დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომლების სრული შემადგენლობა ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების თანამშრომლებს, მათ შორის მედპერსონალს და ტექნიკურ პერსონალს გეგმიური PCR ტესტირება ჩაუტარდათ და უარყოფითი პასუხების მიღების შემდეგ დაწესებულების შიდა პერიმეტრზე მომუშავე 40 თანამშრომელი ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა. მათ შორის არიან ის პირები, ვინც აქამდეც …

აჭარის Covid კლინიკებში 61 თავისუფალი საწოლია – სამინისტრო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებსა და სასტუმროებში სულ 520 თავისუფალი საწოლი და ადგილია. აქედან: [checklist] Covid კლინიკებში თავისუფალი საწოლების რაოდენობაა – 61, Covid სასტუმროებში კი, 459 თავისუფალი ადგილია. [/checklist] 4 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 370 – აჭარაში. აჭარაში, დღევანდელი მდგომარეობით, კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებში ჯამში …

აჭარაში კორონავირუსი კიდევ 370 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 4 ოქტომბერი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 370 ახალი შემთხვევა. გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 211 კოვიდ დადებითი პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 1 პაციენტი. „90 წლის კაცი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 22 სექტემბერს. დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, ტვინის ინფარქტი. …

აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა – მინისტრის მოადგილე

აჭარაში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ლევან რატიანი იმყოფება კლინიკური კონსულტანტების გუნდთან ერთად. ოფიციალური ინფორმაციით, მათი აჭარაში ჩამოსვლის მიზანი აჭარის კოვიდკლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარებაა. დღეს, 2 ოქტომბერს, ლევან რატიანმა ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. მან აღნიშნა, რომ კლინიკების მუშაობას გაეცნო და ისინი სტანდარტების …

Exit mobile version