ჯანმო: ბუნებრივი კატასტროფები ევროპაში, ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობაა

ბოლო 20 წლის განმავლობაში სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობა ევროპაში 30%-ით გაიზარდა. 2022 და 2023 წლებში 35 ქვეყანაში ერთად აღრიცხული იყო 100 000-ზე მეტი გარდაცვალება. „მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი მომავალ წლებში გაიზრდება,“ – იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული კრიზისი აღარ არის შორეული საფრთხე ან სეზონური ხასიათის ზიანი. „ეს არის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის …

ევროპაში ძლიერი სიცხის ტალღამ დაახლოებით 2300 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია

9 ივლისს გამოქვეყნებული სამეცნიერო  ბლიც-ანალიზის თანახმად, გასულ კვირას ევროპის 12 ქალაქში დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაიცვალა სიცხისგან გამოწვეული მიზეზებით. კვლევა 2 ივლისამდე დასრულებულ 10 დღეს მოიცავდა, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი უკიდურესმა სიცხემ მოიცვა, ესპანეთში ტემპერატურამ 40C გრადუსს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთსა და საბერძნეთში ხანძრები გაჩნდა. ამ პერიოდში 2300 ადამიანი დაიღუპა, აქედან 1500 შემთხვევა (65%) კლიმატის …

როგორ ცვლის მზისგან მიღებული დენი აჭარის სოფლებს და რა იცვლება მოხმარების წესში

„თვეში საშუალოდ 45-50 ლარის ელექტროენერგიას მოვიხმარდი, თუმცა მზის პანელების დამონტაჟების შემდეგ, მაგალითად, გასულ თვეში 37 ლარის დენი მოვიხმარე, საიდანაც მხოლოდ 4 ლარი და 92 თეთრი გადავუხადე „ენერგო-პრო ჯორჯიას“. დანარჩენი – მზის პანელებით გამომუშავებული და ჩემს მიერ მოხმარებული კილოვატსაათები გაიქვითა“, – გვეუბნება ბექა ქობულაძე, რომელიც ხელვაჩაურის სოფელ ზედა ჩხუტუნეთში ცხოვრობს. ბექა ქობულაძეს მზის ელექტროსადგური „ენერგო-პრო ჯორჯიას“ …

2024 წლის ივნისი გლობალურად ყველაზე თბილი იყო დაკვირვების ისტორიის განმავლობაში

ევროპული კლიმატის სამსახურის, Copernicus-ის მონაცემებით, 2024 წლის ივნისი გახდა ყველაზე თბილი ივნისი მთელი დაკვირვების ისტორიის მანძილზე. „ევროპის საშუალო ტემპერატურა 2024 წლის ივნისისთვის 1,57°C-ით აღემატებოდა 1991-2020 წლების ივნისის საშუალო ტემპერატურას” – წერს კლიმატის სამსახური. ეს არის ზედიზედ მე-13 თვე რეკორდული ტემპერატურით. კლიმატის სამსახური იუწყება, რომ კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის მიერ, 2024 წლის აპრილისთვის დაფიქსირებული რეკორდულად მაღალი …

შვეიცარიელმა პენსიონერმა ქალებმა მთავრობას დავა მოუგეს ევროსასამართლოში

9 აპრილს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა შვეიცარიის მთავრობის წინააღმდეგ. ხმით თექვსმეტი ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებამ საკმარისი არ გააკეთა გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად. შვეიცარიის მთავრობას ამ ქვეყნის 2000-ზე მეტი მოქალაქე უჩიოდა. მათი უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ქალია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სათბური ტალღები, ჰაერის მაღალი ტემპერატურა, …

„ეს იყო რეკორდულად თბილი ოქტომბერი“ – მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია

ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის ცნობით, თვიური გლობალური ტემპერატურის რეკორდი კიდევ ერთხელ მოიხსნა მიმდინარე წლის ოქტომბერში. „ეს არის ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირის უჩვეულო ტემპერატურის გაგრძელებადი ხაზი“ – წერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (მმო). ოქტომბერი იყო ზედიზედ მეხუთე, რეკორდულად თბილი გლობალური ტემპერატურით. მეცნიერების განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ 2023 წელი თითქმის დაზუსტებით, იქნება ყველაზე თბილი წელი. „ეს იყო …

2023 წლის ივლისი იყო ყველაზე ცხელი თვე, რაც ოდესმე დაფიქსირებული – WMO

2023 წლის ივლისი ყველაზე ცხელი თვეა, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა – იუწყება მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია [WMO]. 2023 წლის ივლისი იყო 0,72°C-ით თბილი, ვიდრე 1991-2020 წლის ივლისის საშუალო მაჩვენებლები და 0,33°C-ით უფრო თბილი, ვიდრე წინა რეკორდი  – 2019 წლის ივლისი. გარდა ამისა, კოპერნიკის კლიმატის ცვლის სამსახური (C3S) კლიმატის ბოლო ბიულეტენში აქვეყნებს ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მაჩვენებლებს, რომელთა …

გვალვა თურქეთში – ექსპერტები ამბობენ, რომ წელს ქვეყანაში წყლის დეფიციტი იქნება

თურქეთში, იზმირის პროვინციაში, გვალვის შედეგად კაშხლებზე წყლის დონემ დაიწია. სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს თურქეთში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული გვალვის შედეგად წყლის დეფიციტია მოსალოდნელი. თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ წერს, რომ წელს იზმირში ჰაერის ტემპერატურა, წინა წლებთან შედარებით, 3 გრადუსით მაღალი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შემცირდა წვიმიანი დღეების და კვადრატულ მეტრზე ნალექის რაოდენობა. იზმირის პროვინციაში წვიმიანი დღეების რაოდენობა, …

ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა 46 გრადუსს მიუახლოვდა – პაპანაქება ევროპაში

ევროპაში სიცხე მატულობს. მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ბიურომ დღეს,  18 ივლისს, პირველად ისტორიაში, განსაკუთრებული სიცხის გამო გაერთიანებული სამეფოსთვის გაფრთხილების წითელი დონე გამოაცხადა – დიდი ბრიტანეთში ჰაერის ტემპერატურის +40°C-მდე აწევას პროგნოზირებენ. ამავე დროს, პორტუგალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურა დაახლოებით 46 გრადუს ცელსიუსს მიუახლოვდა. მომდევნო კვირაში ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში რეკორდულად მაღალი სიცხისთვის ემზადებიან. სიცხის გამო საფრანგეთში, ესპანეთში, …

კლიმატის ზემოქმედება გახდება უფრო საშიში – WMO-ს უახლესი პროგნოზი

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებული კლიმატის მდგომარეობის უახლესი ბიულეტენის თანახმად, არის 50/50 შანსი იმისა, რომ გლობალური საშუალო წლიური ტემპერატურა დროებით მოიმატებს 1,5°C-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. პროგნოზის მიხედვით, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკები, რაც ექმნება ჯანმრთელობას, საარსებო პირობებს, სასურსათო უსაფრთხოებას, წყლის მიწოდებას, ეკონომიკურ ზრდასა და ადამიანის უსაფრთხოებას, გაიზრდება ტემპერატურის 1.5°C-ით მატებისას და კიდევ უფრო გამწვავდება …

დედამიწა ახლა 1,1°C-ით უფრო თბილია, ვიდრე 1800-იან წლებში – ომი ამძაფრებს კლიმატის კრიზისს

დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება. ცხადია, წელსაც ყველა გარემოსდამცველი ორგანიზაციისა და კამპანიის მთავარი აქცენტი, პლანეტის ყველაზე დიდი გამოწვევა –  კლიმატის ცვლილებაა. გაეროს ცნობით, დედამიწა ახლა დაახლოებით 1,1°C-ით უფრო თბილია, ვიდრე 1800-იან წლებში, ინდუსტრიულ რევოლუციამდე იყო. „ჩვენ არ ვასრულებთ პარიზის შეთანხმებას, რათა შევინარჩუნოთ გლობალური ტემპერატურა არაუმეტეს 1.5°C-ისა. ეს ითვლება ზედა ზღვრად კლიმატის ცვლილების ყველაზე უარესი …

კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე – გაერო

7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. გაერო საქართველოში ამ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბრობს გლობალურ გამოწვევებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს პლანეტას. „ტემპერატურის მატება, წყალდიდობა და ექსტრემალური ნალექი გავლენას ახდენს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეზე, იწვევს ჰუმანიტარულ კატასტროფებს, ართმევს ადამიანებს თავშესაფარს და საარსებო წყაროს და იწვევს იძულებით მიგრაციასა და გადაადგილებას. კლიმატის ცვლილება სერიოზულ გავლენას ახდენს სექსუალურ და რეპროდუქციულ …

იაპონიაში საკურა 1200 წლის შემდეგ პირველად აყვავდა ასე ადრე | ფოტო

იაპონიაში წელს საკურა 1200 წლის განმავლობაში ყველაზე ადრე აყვავდა.  ოსაკას უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ქვეყნის ძველ დედაქალაქ ქალაქ კიოტოში საკურას ყვავილობის სეზონი ჩვეულებრივ აპრილში დგება, მაგრამ წელს სეზონის პიკი 26 მარტს დაფიქსირდა. საკურას ადრეული ყვავილობის წინა რეკორდი 1409 წელს დაფიქსირდა, როცა სეზონის პიკი 27 მარტს დაემთხვა. მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ადრეული ყვავილობა, სავარაუდოდ, კლიმატის …

2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი იყო | WMO

მსოფლიოს ხუთი მთავარი მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევის თანახმად, 2020 წელი კლიმატზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე თბილ წლად მიიჩნიეს და ამ მხრივ მას კონკურენციას მხოლოდ 2016 წელი უწევს. ხუთივე ორგანიზაციის დაკვირვებით, 2011-2020 წლები მეტეოროლოგიური ორგანიზაციების მიერ დაკვირვების ისტორიის მანძილზე ყველაზე თბილი ათწლეული იყო, რამაც აჩვენა კლიმატის ცვლილების ტენდენცია. ამ პერიოდში ყველაზე თბილი იყო 2016, 2019 და 2020 წლები. …

არქტიკული ზღვის ყინულის მთავარი მწარმოებელი – ლაპტევების ზღვა გაყინვას აგვიანებს

ციმბირში ლაპტევების ზღვა, რომელიც არქტიკული ზღვის ყინულის მთავარ მწარმოებლად მიიჩნევა, გაყინვას აგვიანებს. ზღვა ჩვეულებრივ ოქტომბერში იყინება და ეს პირველი შემთხვევაა ზღვაზე აღრიცხვის წარმოების დაწყებიდან, როცა ოქტომბრის ბოლოს ზღვას ჯერაც არ დაუწყია გაყინვა.  „გარდიანი“ წერს, რომ კლიმატოლოგების შეფასებით, ლაპტევების ზღვის დაგვიანებული გაყინვა გამოწვეულია ჩრდილოეთ რუსეთში უჩვეულოდ გაჭიანურებული სითბოთი და ატლანტიკური წყლების შედინებით. მეცნიერები ამბობენ, რომ ამან …

ვარდისფერი თოვლი იტალიის ალპებში

იტალიიის ალპებში თოვლი ვარდისფერი გახდა, რისი მიზეზიც მიკროსკოპული წყალმცენარეა, რომელიც ჩვეულებრივ გრენლანდიაში გვხდება, იმ ადგილებში, სადაც ახლა ყინული დნება. მეცნიერების აზრით, ვარდისფერი თოვლი შემთხვევითი არ არის და ეს კლიმატის ცვლილებებს უკავშირდება. ვარდისფერი თოვლი არ არის კარგი სიახლე – წერს მედია, რადგან ფერის შეცვლილას ყინული კარგავს სითბოს არეკვლის უნარს და უფრო სწრაფად დნება. ფერადი თოვლი ახალი …

როგორი იქნება კლიმატი 2070 წელს – ცვლილება 3,5 მილიარდ ადამიანს ემუქრება

50 წლის შემდეგ 3,5-მდე მილიარდი ადამიანი შესაძლოა სიცოცხლისთვის არახელსაყრელ ზონაში აღმოჩნდეს, თუ კი კაცობრიობა არ შეაჩერებს კლიმატის ცვლილებებს დედამიწაზე СО2-ის ემისიის შემცირებით – წერს გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემაში, აშშ-ის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში [PNAS] გამოქვეყნდა. კვლევისთვის ავტორთა ჯგუფმა, რომელშიც შედიან ანთროპოლოგები, ეკოლოგები და კლიმატის ცვლილების მკვლევარები, შეისწავლეს პლანეტაზე ისტორიულად ჩამოყალიბებული დასახლებები. …

პანდემიამ სათბური გაზები შეამცირა, მაგრამ ეს დროებითია – კლიმატის ცვლილება

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ (WMO), დედამიწის დღესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა სათბური გაზების გამოფრქვევის დროებითი შემცირება გამოიწვია, მაგრამ ის ვერ იქნება კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად საჭირო სტრატეგიის შემცვლელი. „ჩვენ გვჭირდება იგივე თავდადება და ერთობა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთად კაცობრიობის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის, არა მხოლოდ უახლოესი კვირებსა და თვეებისთვის, არამედ …

ჰაერი გაიწმინდა, ნარჩენები შემცირდა – იზოლაციისა და კარანტინის გავლენა კლიმატზე

კორონავირუსის პანდემიის შედეგად მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყანაა კარანტინსა და თვითიზოლაციაში. მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისისა და უმუშევრობის პრობლემის პარალელურად ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ წერილში გარემოსდამცველები ცალკე თემად გამოყოფენ ეკოლოგიას, რაზეც მსოფლიო კარანტინს უკვე აქვს ზეგავლენა. ჰაერი და კლიმატი ავტომაგისტრალების დაცარიელების და ქარხნებში წარმოების შეჩერების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდა გამონაბოლქვი მსოფლიო კარანტინის პირველსავე დღეებში. ევროპის კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, ჩინეთის, იტალიის, …

კლიმატის ცვლილება და სანაპირო ზონის განვითარება – კონფერენცია ბათუმში

ამ წუთებში,  კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე, ბათუმში კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია კავკასიის გარესმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი – CENN. კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი თემები როგორიცაა: კლიმატის ცვლილების გავლენა აჭარის სანაპირო ზოლზე; ტურიზმის გავლენა ზღვის სანაპირო ზონის ეკოლოგიური მდგომარეობის გეოგრაფიულ თავისებურებებზე აჭარაში; აჭარის სანაპირო ზონის თანამედროვე მორფოდინამიკა და სხვა. კონფერენციაზე სპეციალისტები იმსჯელებენ და …

Exit mobile version