ვაჟა ანანიძეს აკადემიამ 76 000 ლარი უნდა გადაუხადოს – სააპელაციოს გადაწყვეტილება

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის თითქმის ყველა გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ საზღვაო აკადემიას ანანიძის სასარგებლოდ 76 ათასი ლარის გადახდა დააკისრა კომპენსაციის სახით, თუმცა სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება დღეს, 14 ივლისს, გამოცხადდა. როგორც ვაჟა ანანიძის ადვოკატი, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ იურისტი, ანა ბერძენიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომაც …

სასამართლოს გადაწყვეტილებას საზღვაო აკადემიის არც ახალი რექტორი ასრულებს

6 თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი ლექტორის, ვაჟა ანანიძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა გადაწყვეტილება ყოფილმა რექტორმა, ირაკლი შარაბიძემ არ აღასრულა და, როგორც ჩანს, მის აღსრულებას არც ახალი რექტორი, მურთაზ დევაძე აპირებს. „ბათუმელები“ აკადემიის რექტორს გუშინ, 11 აპრილს, დაუკავშირდა და ჰკითხა, აპირებს თუ არა ვაჟა ანანიძის სამსახურში …

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო. საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს …

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის. პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება …

საზღვაო აკადემია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარს აცხადებს

ბათუმის საზღვაო აკადემია უარს ამბობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, დაუყოვნებლივ აღადგინოს შესაბამის თანამდებობაზე აკადემიის ყოფილი პროფესორი ვაჟა ანანიძე. დღეს, 19 ოქტომბერს, ვაჟა ანანიძემ საზღვაო აკადემიისგან რექტორის ხელმოწერილი ოფიციალური განცხადება მიიღო, რომელშიც წერია: „სასამართლოს გადაწყვეტილებას ვაჟა ანანიძის დაუყოვნებლივი აღდგენის შესახებ ვერ განვახორციელებთ შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო“. აკადემიიდან გათავისუფლების დროს ვაჟა ანანიძე აკადემიის ბიბლიოთეკის კოორდინატორის პოზიციაზე …

სასამართლომ ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიაში აღადგინა

დღეს, 7 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი პროფესორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით აკადემია ვალდებულია აღადგინოს ვაჟა ანანიძე სამსახურში და  კომპენსაციის სახით გადაუხადოს 25 ათასი ლარი. ვაჟა ანანიძის უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები იცავდნენ. ერთ-ერთი იურისტის, ანა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლომ ვაჟა ანანიძის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ის ბიბლიოთეკის კოორდინატორის …

საზღვაო აკადემიის პროფესორების „პლაგიატის საქმე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

„ის, რომ არ ხარ ჯიგარი ლექტორი და ქულას ტყუილად არ წერ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენი გათავისუფლების საფუძველია,“ – მიმართა მოსამართლეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა, ანა ბერძენიშვილმა. დღეს, 2 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე როინ კახიძემ „ვაჟა ანანიძის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყო. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ …

ლექტორის სასამართლო, რომელმაც კოლეგები პლაგიატში ამხილა და სამსახურიდან გაუშვეს

“900-მდე განცხადებით მივმართეთ საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციას, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ – რა სამართლებრივი საფუძვლებით გაათავისუფლეს სამსახურიდან ვაჟა ანანიძე,” – მიმართა მოსამართლე როინ კახიძეს ანა ბერძენიშვილმა. ის “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” იურისტია და სასამართლოში ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებული პროფესორის, ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს. ვაჟა ანანიძე ის პროფესორია, რომელმაც გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი …

ვინ გააყალბა წერილი ყოფილი პროფესორის წინააღმდეგ – „საზღვაო აკადემიის პლაგიატის საქმე“

„როგორაა ჩემი ხელმოწერა, როცა მე არაფერი არ ვიცი? საერთოდ, რა წერილზეა საუბარი?… პირველად მესმის თქვენგან. ჩემთან არავის შეუთანხმებია,“ – ამას საზღვაო აკადემიის ემერიტუსი ვლადიმერ ჩხაიძე ამბობს „ბათუმელებთან“. ის ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც უკვე ყოფილი ასოცირებული პროფესორის – ვაჟა ანანიძის წინააღმდეგ წერილს თითქოს ხელს აწერს. 10 ემერიტუსის სახელით წერილი „ბათუმელებს“ საზღვაო აკადემიამ მოგვაწოდა. ვაჟა ანანიძე ბათუმის …

რას პასუხობს საზღვაო აკადემიის რექტორი ბრალდებას პლაგიატზე

„2020 წლის სტუდენტების რჩეული ლექტორი ქუჩაშია“, – ეს წარწერა ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა ვაჟა ანანიძემ პლაკატზე, საპროტესტო აქციის მეცხრე დღეს დააწერა. ყოფილი ლექტორის ერთკაციანი აქცია უკვე მე-12 დღეა, რაც აკადემიის ჭიშკართან იმართება. ვაჟა ანანიძე რექტორის სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატის არსებობაზე საუბრობს და მოითხოვს, კომისიური წესით გადამოწმდეს მისი და სხვა პროფესორ-მასწავლებლების ნაშრომებიც. აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე …

პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო …

საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ლექტორი, რომელმაც კოლეგები პლაგიატში დაადანაშაულა

ბათუმის საზღვაო აკადემიიდან გაათავისუფლეს ასოცირებული პროფესორი ვაჟა ანანიძე, რომელმაც კოლეგები, მათ შორის, აკადემიის რექტორი პლაგიატში დაადანაშაულა. პლაგიატი შესაბამის ორგანოებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა მანამდე აკადემიამ თავიდან მოიშორა პროფესორი, რომელმაც პლაგიატის სავარაუდო ფაქტების შესახებ მედიას ინფორმაცია მიაწოდა. „მე მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს პირად ინფორმაციას შეიცავს, ამიტომ არ მინდა გავასაჯაროვო. ეთიკის კომისიის სხდომები იყო დახურული. ბატონ …

ლექტორი კოლეგებს პლაგიატში ადანაშაულებს – ის შესაძლოა უმუშევარი დარჩეს

„არაა გამორიცხული, აკადემიიდან საერთოდ გამათავისუფლონ… დაპირისპირება ჩემსა და მენეჯმენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა რამდენიმე პროფესორი და, მათ შორის, რექტორი პლაგიატში ვამხილე… ვაპროტესტებდი სხვა გადაწყვეტილებებსაც, მაგალითად, როცა დოქტორანტურის შექმნა გადაწყვიტეს, როცა ამის რესურსი არ არის,“ – ამბობს ვაჟა ანანიძე. იგი ბათუმის საზღვაო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე სარედაქციო კომიტეტის თავმჯდომარე და ამავე აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და …

Exit mobile version