ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება. ამავე დღეს იწყება საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაციაც. ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებსა და მაგისტრატობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge 11 მაისის 18:00 საათამდე  შეეძლებათ. ცენტრის ინფორმაციით, აუცილებელია, აპლიკანტებმა 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უზრუნველყონ ჩასაბარებელი საგნების …

3 ივლისს იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები – რეგისტრირებულია 80 ათასამდე პირი

2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს დაიწყება – ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრატობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, სახვითი და …

მასწავლებლის გამოცდებზე 24 300-ზე მეტი პირი დარეგისტრირდა

2025 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ აბიტურიენტთა რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, შემცირდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2024 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2 400-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე …

წელს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო – naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს. 2024 წელს დაფინანსდა 11 600-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 …

დეკანოზი შვილებთან ერთად აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს – naec.ge

„4 შვილის მამა, დეკანოზი მატათა (ზვიად) ბერიძე ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეა“ – ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი [naec.ge] ავრცელებს. გამოცდების ეროვნული ცენტრი წერს, რომ დეკანოზის თქმით, ფსიქოლოგია-ფილოსოფიის ცოდნა მისთვის მნიშვნელოვანია და სწავლის გაგრძელებასაც სწორედ ამ მიმართულებით გეგმავს. ასევე, ცენტრის ცნობით, ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ წელს მისი შვილებიც – ნონა და იოანე ბერიძეები. ____________ ფოტო: გამოცდების ეროვნული …

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 34 პატიმარი აბარებს

წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს. სამსახურის ცნობით, პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში. “ციფრული უნივერსიტეტი” ციხისა და …

3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება – რეგისტრირებულია 47000-ზე მეტი აბიტურიენტი

ხვალ, 3 ივნისს, საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული პირები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2024 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა …

70-დან 70 ქულა ინგლისურში – გოგო ხულოს სოფელ დიდაჭარიდან რეპეტიტორების გარეშე

„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი,  იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად… მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“ – თავის მეთოდს გვიზიარებს ქეთი შავაძე, როგორ ისწავლა …

სასამართლომ გამოცდების ცენტრს დაავალა აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვება – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR] ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და განათლების სამინისტროს სსიპ-ს, „შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს“ დაავალა, აბიტურიენტის დამატებით ეროვნულ გამოცდაზე დაშვება. სასამართლოსთვის მიმართვამდე, აბიტურიენტის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ გამოცხადდა. მას სტკიოდა კბილი  და …

რა ხდება, თუ აბიტურიენტი ეროვნულ გამოცდაზე ვერ მივიდა – ცვლილება ბრძანებაში

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში, რომლის მიხედვით, ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება: ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო; ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; დაუძლეველი ძალის გამო. სამინისტროს …

5 რჩევა აბიტურიენტებს გამოცდების წინ – ფსიქოლოგის რეკომენდაცია

 საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება და აბიტურიენტების ღელვა იზრდება, შფოთვა და სტრესი კი აქვეითებს აბიტურიენტის პროდუქტიულობის დონეს და ხელს უშლის შესაძლებლობების ბოლომდე რეალიზებაში. როგორ შეიძლება დაძლიოს აბიტურიენტმა წინასაგამოცდო შფოთვა? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ხელმძღვანელს, ქეთევან ბერიძეს ვესაუბრეთ და ვთხოვეთ რეკომენდაციები აბიტურიენტებისთვის.  ქეთევან ბერიძე ამბობს, რომ გამოცდების …

„ქიმია მომავლის დარგია, ამიტომ ვირჩევ“ – აბიტურიენტები გამოცდების წინ

საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათ შორის, ქიმიის შესწავლას, არც ისე ბევრი აბიტურიენტი გეგმავს. ქიმიის რეპეტიტორები, რომლებიც აბიტურიენტებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ მათთან ქიმიაში ძირითადად ის მოსწავლეები ემზადებიან, რომლებიც სამედიცინოზე აპირებენ ჩაბარებას, ქიმიის ფაკულტეტზე ჩაბარებას კი თითო-ოროლა აბიტურიენტი თუ გეგმავს. რატომ აირჩიეს ქიმია? რატომ არ არის ეს საგანი პოპულარული საქართველოში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ 2 აბიტურიენტს ესაუბრა, რომლებსაც …

აბიტურიენტი, რომელიც მუშაობს და თვითონ იხდის რეპეტიტორის ფულს

18 წლის ნიკოლოზ ალაფიშვილი აბიტურიენტია. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად მომზადების პარალელურად იგი ბარმენად მუშაობს ბათუმში, გამომუშავებული თანხით მეცადინეობის ხარჯებს ფარავს და თან ფულს აგროვებს სტუდენტური ცხოვრებისთვის. ნიკოლოზს ვთხოვეთ ეამბო, როდის და რატომ გადაწყვიტა მუშაობა და როგორია, იყო აბიტურიენტი და პარალელურად მუშაობდე კიდეც. „მუშაობა 15 წლისამ გადავწყვიტე. ჩემს ოჯახს ამ პერიოდში ფინანსურად უჭირდა და მინდოდა, რომ …

აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა 10 აგვისტოს იწურება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ განაცხადით მიმართონ ცენტრს 10 აგვისტოს 18:00 საათამდე. სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური 50 ლარია. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება. აბიტურიენტს, რომელიც  10 აგვისტოს 18:00 …

„გამოცხადდეს მათემატიკის ტესტები რთულად“ – აბიტურიენტთა ჯგუფის მოთხოვნა და naec-ის პასუხი

2021 წლის აბიტურიენტთა ერთი ჯგუფი პეტიციის საშუალებით პარლამენტსა და განათლების სამინისტროს მიმართავს. პეტიციის მოთხოვნაა „გამოცხადდეს მათემატიკის 2021 წლის ტესტები რთულად“. პეტიციას ამ დროისთვის [16:28] 7000-ზე მეტი  აბიტურიენტი აწერს ხელს. პეტიციაში წერია, რომ მათემატიკის 2021 წლის ტესტი სკოლაში ნასწავლი ამოცანების სირთულეს არ შეესაბამება. აბიტურიენტები მიუთითებენ, რომ ტესტი იყო ურთულესი და შეესაბამებოდა მხოლოდ მათემატიკური სკოლის მოსწავლეების მომზადების …

გამოქვეყნდა გამოცდების შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში

დღეს, 5 აგვისტოს, გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები ბიოლოგიაში, ქიმიაში, ფიზიკასა და გეოგრაფიაში. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე: online.naec.ge, შესაბამის ველში კი აუცილებელია მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შედეგების გაცნობას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის გამოსაცდელმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური …

უცხო ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი უცხო ენებში ჩატარებული გამოცდების შედეგებს აქვეყნებს. აბიტურიენტი შედეგის გასაცნობად უნდა შევიდეს აღნიშნულ ვებგვერდზე და შესაბამის ველში მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობაც. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ. …

რა საგნებს ირჩევენ აბიტურიენტები ყველაზე ხშირად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ცნობილია 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების არჩევანი საგნების მიხედვით. საუბარია მესამე და მეოთხე საგნებზე. ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა წელს, ისევე როგორც შარშან, ისტორია და მათემატიკა აირჩია. ყველაზე ცოტა აბიტურიენტმა აირჩია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ფიზიკა, ქიმია და ლიტერატურა. მონაცემები ასე გამოიყურება: ისტორია აირჩია 22 200 – მდე აბიტურიენტმა; მათემატიკა – 12 …

რა სურს სტუდენტს უმაღლესი სასწავლებლისგან

ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ასრულებს სწავლას და იღებს ბაკალავრის თუ მაგისტრის დიპლომს. როგორია მათი მოლოდინები უნივერსიტეტისგან? პირველ რიგში, რა უნდა გააკეთოს უმაღლესმა სასწავლებელმა იმისთვის, რომ სტუდენტის მოლოდინები გაამართლოს? პროფესიის არჩევა ერთია ის, თუ რა სპეციალობის დაუფლება გვსურს სწავლის დასაწყისში, სად წარმოგვიდგენია თავი 5-10 წლის შემდეგ; მეორე ის, რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩენთ უამრავ მომიჯნავე პროფესიას, …

გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია – რომელ საგნებში ჩაიჭრა ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მეტი აბიტურიენტი

რომელი საგნების ჩაბარება გაუჭირდათ აბიტურიენტებს ყველაზე მეტად 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, რომელ საგნებზე დარეგისტრირდა ყველაზე მეტი აბიტურიენტი და რომელ საგანში რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო უმაღლესი ქულები. ამ კითხვებზე პასუხს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზი სცემს, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა. წელს ყველაზე რთული საგნების ხუთეული აბიტურიენტებისთვის გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა და …

მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი ცალკე მოათავსეს, 2 იმავე მიზეზით არ დაუშვეს გამოცდაზე

ერთიანი ეროვნული გამოცდებიდან სამი აბიტურიენტი მოხსნეს. ორი დაგვიანების გამო, ერთს კი ტელეფონი აღმოაჩნდა. „გამოცდის ბოლოს დაფიქსირდა ერთი ასეთი შემთხვევა“, – ამბობს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფიო გორგოძე. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო 4 აბიტურიენტი განთავსდა ცალკე გამოყოფილ სივრცეში, თუმცა ორი აბიტურიენტი, იმავე მიზეზით, არ დაუშვეს გამოცდაზე. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, „არ დაიშვა ექიმის გადაწყვეტილებით, შესაბამისი რეკომენდაციების …

ბათუმელი სტუდენტი 100-პროცენტიანი გრანტით ფიზიკოსობას აპირებს

„ალბათ, ყველაზე საინტერესო, რაც შეიძლება ისწავლოს ადამიანმა, ფიზიკაა,“ – ფიქრობს ბათუმელი დაჩი ხუციძე. ის იმ სტუდენტებს შორისაა, ვინც სახელმწიფოსგან 100-პროცენტიანი დაფინანსება მიიღო. დაჩი ფიზიკოსობას აპირებს. ის თავისუფალ უნივერსიტეტში ისწავლის. „თავიდან ფიზიკა ძალიან მერთულებოდა, არ მომწონდა. მე-11 კლასიდან გავაცნობიერე, რომ რეალურად ეს ყველაზე საინტერესო საგანი იყო… ჯერ არ ვიცი, ფიზიკის მასწავლებელი ვიქნები, თუ სხვაგან ვიმუშავებ. ვიცი, …

სტუდენტი ხულოდან 100-პროცენტიანი გრანტით ბიოქიმიას ინგლისურად ისწავლის

თამთა თავართქილაძე ბიოქიმიას ინგლისურად სან დიეგოს უნივერსიტეტში ისწავლის. მან სკოლა ხულოში დაამთავრა. თამთამ 100-პროცენტიანი გრანტის მიღების შესახებ დღეს, 30 აგვისტოს გაიგო. „რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. მე ჯერ კიდევ იანვარში მივმართე სან დიეგოს უნივერსიტეტს შიდა დაფინანსების მოსაპოვებლად, რადგან სან დიეგოში სწავლის ღირებულება ერთი წელი 7 500 ამერიკული დოლარია. შიდა დაფინანსება – 6500 დოლარი მოვიპოვე. დღეს …

მინისტრმა 2020 წლისთვის ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განსაზღვრა

საქართველოს განათლების მინისტრმა 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი განსაზღვრა. მიხეილ ბატიაშვილის ბრძანება, შესაბამისი დანართით [#3], რომელიც გამოცდებისათვის ჩასაბარებელ საგნებს [მათემატიკა/ისტორიას] მოიცავს დარგის/სფეროს მიხედვით, 2019 წლის 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს  ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენებიდან ერთ-ერთი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამის შესაბამისად [ინგლისური,  გერმანული, ფრანგული, რუსული]; მათემატიკა ან ისტორია, უმაღლესი …

გოგო ბათუმიდან, რომელმაც 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო: რთული არაფერია

„ვერაფერი ვთქვი, ვტიროდი და დედა მამშვიდებდა, ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია… მე შოკი მქონდა, რადგან სკალირების შემდეგ ბევრს მოემატა ქულები და 100-პროცენტიანი დაფინანსების იმედი მართლა აღარ მქონდა, თვალებს არ ვუჯერებდი,“ – ეროვნულ გამოცდებში საკუთარ შედეგზე პირველ ემოციას ბათუმელი ქეთო სიხარულიძე გვიზიარებს. მან 100-პროცენტიანი გრანტი მიიღო და საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ქეთო ბიზნეს და საზოგადოებრივ …

NAEC: 648 აბიტურიენტს ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა

დღეს, 23 აგვისტოს, ცნობილი გახდა ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წელს შევიდა 3000-მდე სააპელაციო განაცხადი, სააპელაციო კომისიის მიერ ნაშრომების ხელახლა გასწორების შედეგად შეფასება შეეცვალა 648 აბიტურიენტს. აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე online.naec.ge-სა და www.naec.ge-ზე შეუძლიათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგების გვერდზე იხილონ …

უცხოეთიდან საქართველოში სასწავლებლად გადმოსვლისას სტუდენტი გამოცდას ჩააბარებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დროს გააქტიურდნენ კერძო კომპანიები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და სოციალური ქსელების საშუალებებით სთავაზობენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საქართველოში ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვას. სამინისტროს განცხადებით, სისტემის მოწესრიგების მიზნით, ცვლილება შედის სწავლის უფლების მინიჭების წესში.  „უცხოეთიდან საქართველოში სტუდენტების მობილობის წესით გადმოსვლისას, საქართველოს მოქალაქეებისათვის უნივერსიტეტში ჩარიცხვის …

აბიტურიენტი: გრანტს ველოდი და მოულოდნელად დაფინანსება საერთოდ გააუქმეს

აბიტურიენტმა ასლან ბაკურიძემ გუშინ საღამოს გამოცდების ეროვნული ცენტრისგან სმს შეტყობინება მიიღო. იგი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფინანსების სპეციალობაზე აპირებს სწავლას. სატელეფონო შეტყობინებიდან ასლანმა გაიგო, რომ მის მიერ არჩეულ სპეციალობაზე აღარ გაიცემა სახელმწიფო დაფინანსება და თუ დაფინანსების მიღება სურს, ფაკულტეტი უნდა შეცვალოს. მსგავსი შეტყობინება სხვა აბიტურიენტებმაც მიიღეს. „გუშინ, 22 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე მივიღე შეტყობინება, სადაც …

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილების შეტანა 27 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის (საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, გადაადგილება, წაშლა) ვადა გახანგრძლივდა. ცენტრის ცნობით, პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტებს შეეძლებათ დღეიდან 27 აგვისტოს ჩათვლით. „აღნიშნული ცვლილება შესაძლებლობას მისცემს აბიტურიენტს, გააკეთოს საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის ცვლილების  (აკრედიტაციის მინიჭება, შეჩერება და ა.შ.) გათვალისწინებით საბოლოო არჩევანი. პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის …

მოსალოდნელი ცხელი დღეების გამო ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა 

განრიგში ცვლილების შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.  ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2 და 3 ივლისს მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის განრიგი. კერძოდ: ქართული ენისა და ლიტერატურის 2 და 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 4 და 5 ივლისს, დილით. ანუ, აბიტურიენტები, რომლებიც …

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში აბიტურიენტებისთვის იმიტირებულ გამოცდას გამართავს

საქართველოს უნივერსიტეტი ბათუმში მდებარე აჭარის რეგიონულ ოფისში  15 ივნისს, 14:00 საათზე, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართავს იმიტირებულ გამოცდას ზოგად უნარებში (მისამართი: ჯავახიშვილის N5; ტელ: 577 038 128), რაც აბიტურიენტებს საშუალებას მისცემს, შეამოწმონ საკუთარი თავი და დაძლიონ ერთიანი ეროვნული გამოცდების შიში. ზოგადად, საქართველოს უნივერსიტეტის ქ.ბათუმის ოფისი აჭარის რეგიონში მცხოვრებ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და ყველა დაინტერესებულ პირს სისტემატიურად სთავაზობს საჯარო …

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები შემდეგი რიგითობით ჩატარდება: ქართული ენა და ლიტერატურა – 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ზოგადი უნარები – 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) ინგლისური ენა – 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია) რუსული ენა – 9 – ივლისი (პირველი სესია) ფრანგული …

საატესტატო გამოცდებში 49 ათასამდე მოსწავლე მონაწილეობდა, 11 ათასზე მეტმა ზღვარი ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საატესტატო გამოცდებზე რეგისტრირებულთა 2 410-მა აბიტურიენტმა ზღვარი ვერ გადალახა. აქედან, მეთორმეტეკლასელია 1983 პირი. ცენტრის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა, ვინც ერთ საგანში მაინც ვერ გადალახა ზღვარი ერთ ან რამდენიმე გამოცდაში, 11 ათასზე მეტია, რაც წინა წლების მონაცემების ანალოგიურია. საატესტატო გამოცდებში წელს 49 ათასამდე …

40 ათასი აბიტურიენტი 43 ათას ადგილზე – აბიტურიენტთა რეგისტრაცია დასრულდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დასრულდა აბიტურიენტთა რეგისტრაცია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. პირველადი მონაცემებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის უნივერსიტეტებში 43 ათას ადგილზეა მიღება გამოცხადებული. „თუმცა უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაცია-აკრედიტაციის პროცესი ისევ მიმდინარეობს და შესაძლებელია ეს მონაცემები შეიცვალოს“, – გვეუბნებიან გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2018 წლის გამოცდებზე 4 …

საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წელს, სკოლის საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება. ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.gov.ge თითოეული საგანისთვის  დამატებითი ნიმუშები …

70-160 კილომეტრი ბათუმისკენ და უკან – მთაში მცხოვრები აბიტურიენტის გზა 

მაღალმთიან აჭარაში აბიტურიენტებსა და მათ ოჯახებს ბევრი ფიქრი უწევთ იმაზე, თუ სად შეარჩიონ კვალიფიციური რეპეტიტორი, თავიანთ მუნიციპალიტეტში თუ ბათუმში იარონ მოსამზადებლად. ბევრი აბიტურიენტი სწორედ ამ ბოლო გზას ირჩევს და მიუხედავად შორი მანძილისა, ბათუმში არჩევს მომზადებას. მეთორმეტეკლასელი ლილე აბესლამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მილისში ცხოვრობს. ლილეს ექიმობა უნდა და ოთხ საგანში ემზადება. ამბობს, რომ მხოლოდ ერთ რეპეტიტორთან …

Exit mobile version