მთავარი,სიახლეები

ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩატარდება

08.06.2018
ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი – პირველი გამოცდა 2 ივლისს ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგს აქვეყნებს. ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები შემდეგი რიგითობით ჩატარდება:

  • ქართული ენა და ლიტერატურა – 2-3 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • ზოგადი უნარები – 5-6 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • ინგლისური ენა – 9-10 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • რუსული ენა – 9 – ივლისი (პირველი სესია)
  • ფრანგული ენა – 10 – ივლისი (მეორე სესია)
  • გერმანული ენა – 10 – ივლისი (პირველი სესია)
  • მათემატიკა – 13 – ივლისი (მეორე სესია)
  • გეოგრაფია – 16 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • ისტორია – 17 ივლისი (პირველი და მეორე სესია)
  • ლიტერატურა – 19 ივლისი (პირველი სესია)
  • ბიოლოგია – 20 ივლისი (მეორე სესია)
  • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი – 23 ივლისი (მეორე სესია)
  • სამოქალაქო განათლება – 24 ივლისი (პირველი სესია)
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – 25 ივლისი (პირველი სესია)
  • ქიმია – 25 ივლისი (პირველი სესია)

პირველადი მონაცემებით, 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უნივერსიტეტებში 43 ათასზე მეტ ადგილზეა მიღება გამოცხადებული.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: