ლუკაშენკომ „ვაგნერელები“ პუტინთან დააბეზღა – ისინი პოლონეთზე იწევენ

დღეს, 23 ივნისს, ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ამ შეხვედრაზე ლუკაშენკომ პუტინის მოახსენა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები, რომლებიც ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, „დაძაბულები“ არიან. ბელარუსის ლიდერი პუტინთან შეხვედრის დროს ირწმუნებოდა, რომ დაქირავებულები თითქოსდა პოლონეთში „ექსკურსიას“ ითხოვენ. „შეიძლება თქმადაც არ ღირს, მაგრამ „ვაგნერელების“ გამო ჩვენც დაძაბულები ვართ. ისინი ითხოვენ წასვლას დასავლეთში …

პრიგოჟინთან კავშირი გაწყვეტილია – რუსული მედია

„პუტინმა პრიგოჟინი შესაძლოა ბელარუსში მოკლას“ – წერს CNN-ი. „შესაძლოა პრიგოჟინს შოიგუს და გერასიმოვის გათავისუფლებას დაჰპირდნენ“ – ამას წყაროებზე დაყრდნობით „უკრანისკა პრავდა“ ავრცელებს. „პრიგოჟინის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის „კავშირზე არ გამოდის“ – ეს უკვე რუსული მედიის სათაურია. „პუტინი არსად იყო“: მედიამ შეიტყო, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება პრიგოჟინთან“, – ესეც მორიგი სათაურია, რომელიც დღეს გავლენიანმა მედიებმა „ვაგნერის“ დამფუძნებელს, …

„უნდა შეწყდეს ფრენები და დაიკეტოს საზღვარი“ – ახალი საფრთხეები რუსეთიდან

რუსეთი სამხედრო გადატრიალების წინაშეა. კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“  ლიდერი ევგენი პრიგოჟინი გუშინ გავრცელებულ ვიდეოში ამბობდა, რომ „ვაგნერი“ უკვე როსტოვშია და ისინი აკონტროლებენ ქუჩებს და სამხედრო-სტრატეგიულ ობიექტებს. იმ შემთხვევაში თუკი რუსეთში მდგომარეობა დაიძაბება, ამან შესაძლოა რუსეთიდან  ლტოლვილთა ახალი ნაკადი წარმოშვას საქართველოს მიმართულებით. უნდა ჩაიკეტოს თუ არა რუსეთთან საზღვარი და გაუქმდეს პირდაპირი ფრენები სამხედრო გადატრიალების მცდელობის ფონზე? …

ბახმუტში „ვაგნერი“ ერთგვარ ხაფანგშია – სირსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებისა და აღმოსავლეთის ძალების ჯგუფის მეთაურმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტიდან „ვაგნერის“ გაყვანა და მათი ჩანაცვლება რუსული არმიის ნაწილებით ჭიანურდება. „სიტუაცია საკმაოდ ბუნდოვანია. მოწინააღმდე, „ვაგნერი“ ბახმუტშია, მაგრამ ის რეალურად არის ერთგვარ თაგვის ხაფანგში. ახლა პრიგოჟინი ცდილობს, თავისი შენაერთების გაყვანას და ჯარის ნაწილების განთავსებას. ეს პროცესი იწელება. ის სხვადასხვა განცხადებას აკეთებს. …

პრიგოჟინი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ „ვაგნერი“ ტოვებს ბახმუტს

რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ „ვაგნერი“ ბახმუტიდან გადის. ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ტელეგრამზე წერს. „ბახმუტიდან გაგვყავს შენაერთები… 1-ელ ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა მხარეს, ზურგში გადაინაცვლებს. სამხედროებს გადავცემთ პოზიციებს: საბრძოლო მასალას, პოზიციებს – ყველაფერს, მათ შორის, მშრალ რაციონს“, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ თუ რუს სამხედროებს გაუჭირდებათ, მაშინ „ვაგნერი“ აქ დატოვებს …

„ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 11 თებერვლის ანგარიში „ვაგნერის“ დაჯგუფებასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის დაპირისპირების შესახებ განახლებულ ფაქტებს მიმოიხილავს. უწყება მიუთითებს დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის 9 თებერვლის განცხადებაზე, რომლითაც „ვაგნერმა“ მსჯავრდებულების რეკრუტირების სქემა შეაჩერა. ბრიტანეთის დაზვრევა გასულ ანგარიშებში უკვე აღნიშნავდა, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დეკემბრიდან დაიკლო რეკრუტირებულ პატიმართა რაოდენობამ. როგორც უწყება დღევანდელ ანგარიშში აღნიშნავს, …

რუსეთი, სავარაუდოდ, აღარ ეყრდნობა „ვაგნერის“ მსჯავრდებულ მებრძოლებს – დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვა 3 თებერვლის ანგარიშში „ვაგნერის“ დაჯგუფებაში რეკრუტირების პროცესს მიმოიხილავს. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მსჯავრდებულების რეკრუტირების პროგრამა „ვაგნერში“, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შემცირდა 2022 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე დაფიქსირებული პიკის შემდეგ. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის [ФСИН] მონაცემებით, რომლებიც 2023 წლის 31 იანვარს გამოქვეყნდა, ქვეყანაში სულ 433 000 მსჯავრდებულია, რაც 2022 წლის ნოემბრის მონაცემს 6000-ით ჩამორჩება. შედარებისთვის, ФСИН-ის იგივე მონაცემი …

„ვაგნერი“ რუსეთში იურიდიულ პირად დარეგისტრირდა – ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 20 იანვრის ანგარიში რუსეთში „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს განიხილავს. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2022 წლის 27 დეკემბერს, რუსეთის ერთიან სახელმწიფო რეესტრში „ვაგნერის“ მარიონეტული გასამხედროებული დაჯგუფება იურიდიულ პირად დარეგისტრირდა. ამ იურიდიული პირის სახელწოდება შეიცავს სიტყვას – „ცენტრი“ [ЧВК Вагнер Центр], უკრაინაში მებრძოლ არაფორმალური დაჯგუფებას კი მოიხსენიებენ, როგორც ЧВК Вагнер.  ბრიტანული დაზვერვის მონაცემების თანახმად, …

რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერელი“, რომელმაც დედა მოკლა

რუსეთში სამხედრო პატივით დაკრძალეს „ვაგნერის“ დაჯგუფების მებრძოლი, რომელიც უკრაინაში საომრად წასვლამდე ციხეში დედის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, იუწყება „მედუზა“. 46 წლის სერგეი მოლოდცოვის დაკრძალვა 5 იანვარს, ქალაქ სეროვში შედგა. ადგილობრივი გამოცემის ცნობით, „მებრძოლის კუბო სამხედროებს მოჰქონდათ. სიტყვით გამოვიდნენ ვეტერანები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს სერგეის სიმამაცისა და გმირობისთვის“. მოლოდცოვი 2017 წელს ცნეს დამნაშავედ საკუთარი დედის ცემის გზით სიკვდილამდე …

„ვაგნერი“ მსჯავრდებულ ახალწვეულებს განიხილავს, როგორც „გასახარჯს“ – ბრიტანეთის დაზვერვა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერში“ ცდილობენ დაიცვან გამოცდილი ხელმძღვანელები და ჯავშანმანქანები, ხოლო ბევრ მსჯავრდებულს, რომლებიც დაჯგუფებას უერთდებიან, წინა ხაზზე აგზავნიან წინასწარ დაგეგმილი მარშრუტით. ამ მარშრუტიდან გადახვევის შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, მათ ადგილზე მოკვლით ემუქრებიან. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის 19 დეკემბრის ანგარიშის ფოკუსში აღმოჩნდა „ვაგნერის“ სასტიკი ტაქტიკა. როგორც დაზვერვა წერს, „ვაგნერი“ კვლავაც მთავარ როლს ასრულებს დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის …

„ვაგნერის“ მებრძოლი აღმოჩნდა რუსი დეზერტირი, რომელმაც პოლიციელი დაჭრა

რუსეთის როსტოვის ოლქში დააკავეს დეზერტირი, რომელმაც 6 დეკემბერს ტყვიამფრქვევიდან გაუხსნა ცეცხლი პოლიციელს – მედიის ცნობით, ის „ვაგნერის“ გადაბირებული მებრძოლია, რომელიც საპატიმროდან ომში ჩართვის პირობით გამოიყვანეს. როსტოვის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასმხმელი ქალაქ ნოვოშახტინსკთან დააკავეს. კრემლისტურმა გამოცემებმა მხოლოდ ის დაწერეს, რომ სამხედრო 38 წლისაა და სხვა ოლქის მცხოვრებია. ტელეგრამარხი „ბაზა“ კი იუწყება, რომ დაკავებული დეზერტირი პაველ ნიკოლინი სამხედრო …

20 წლის ვაგნერელი „მეგობრებმა“ სანგრიდან გააგდეს, ის უკრაინას ტყვედ ჩაჰბარდა

„ვაგნერის“ 20 წლის მებრძოლი, ანდრეი ასტრახანიდან უკრაინელ ჯარისკაცებს მას შემდეგ დანებდა, როცა „თავისიანებმა“ სანგრებიდან გამოაგდეს. ჯარისკაცის მონათხრობი დასტურდება ვიდეო მასალით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. თავად მებრძოლი ღიად საუბრობს იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა უკრაინელთა ტყვეობაში. დატყვევებულ ჯარისკაცთან საუბრის ვიდეო 54-ე მექანიზებულმა დანაყოფმა გაავრცელა. დაქირავებულმა „ვაგნერელმა“ უკრაინელ ჯარისკაცებს უთხრა, რომ ის მხოლოდ 1,5 დღე იბრძოდა. „ვაგნერის“ მებრძოლის …

პრიგოჟინი ევროპარლამენტს „სისხლიან“ უროს უგზავნის

„ვაგნერის“ მფლობელი ევროპარლამენტისთვის „სისხლიანი“ უროს გაგზავნას აპირებს. ასე ევგენი პრიგოჟინი პასუხობს ცნობას, რომ ევროპარლამენტმა „ვაგნერი“ შესაძლოა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს. 22 ნოემბერს გამოცემა Politico-მ დაწერა, რომ ევროპარლამენტის დეპუტატებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება სურთ. იმავე დღეს „ტელეგრამში“ ევგენი პრიგოჟინის კომენტარი და სამხედრო ბლოგერებისადმი მიმართვა გამოქვეყნდა. „დღეს თათბირი მქონდა „ვაგნერის“ მეთაურებთან და ეს სამწუხარო ამბავიც ვაცნობე. არ ვიცი, …

„ვაგნერმა“ სიკვდილით დასაჯა თავისი წევრი, რომელიც უკრაინის ტყვეობიდან დაბრუნდა

კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრებმა გაიტაცეს და სიკვდილით დასაჯეს ყოფილი მსჯავრდებული, ევგენი ნუჟინი, რომელიც მანამდე უკრაინელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. სააგენტო „უნიანის“ ცნობით, ნუჟინი თავის დროზე პირადად ევგენი პრიგოჟინმა გამოიყვანა რიაზანის გამოსასწორებელი კოლონიიდან. ომში გაგზავნის შემდეგ კი ის უკრაინელთა ტყვეობაში აღმოჩნდა, უკრაინის მხარეს ბრძოლის სურვილი გამოთქვა და უკრაინელ ჟურნალისტს ინტერვიუც მისცა. ინტერვიუში ნუჟინი პუტინს აკრიტიკებდა. წინასწარი ინფორმაციით, …

უკრაინაში „ვაგნერი“ უმეტესად პატიმრებითაა დაკომპლექტებული, ისინი ფრონტზე იღუპებიან – ISW

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“, უკრაინაში უკვე დაკარგა 800-დან 1000-მდე დაქირავებული მებრძოლი. მხოლოდ ბოლო 2 თვეში კი, ლიკვიდირებულია 500-ზე მეტი პატიმარი, რომლებიც რეკრუტირებული იყვნენ ქვედანაყოფ „ვაგნერში“. რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც რუსეთში ბიზნესმენად და „პუტინის მზარეულად“ იცნობენ, თავის ძალებს არაეფექტურად აკომპლექტებს პატიმრებისგან, რომლებსაც უკრაინის ომში აგზავნის. ამის პარალელურად კი, …

პრიგოჟინსა და „ვაგნერს“ ბრიტანულ სასამართლოში უჩივიან

ბრიტანული იურიდიული კომპანია McCue Jury & Partners-ი ევგენი პრიგოჟინსა და მის კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ლონდონის სასამართლოში უჩივის. იურისტების განცხადებით, სარჩელი „ვაგნერის“ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელების სახელით მომზადდა და ის „ვაგნერის“ მიერ ჩადენილი ტერორისტული ქმედებების დამადასტურებელ ფაქტებზეა დაფუძნებული. „მიგვაჩნია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა ისტორიაში, როდესაც სასამართლოში შედის სარჩელი კერძო სამხედრო კომპანიის წინააღმდეგ იმის …

რუსეთმა უკრაინაში გასაგზავნად ავღანელი კომანდოების გადაბირება დაიწყო – Foreign Policy

ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდო კორპუსის ყოფილი წევრები ადასტურებენ, რომ რუსი სამხედროებისგან უკრაინაში ბრძოლის შეთავაზება მიიღეს. როგორც გამოცემა Foreign Policy წერს, რუსეთს იმედი აქვს, რომ შეერთებული შტატების მიერ გაწვრთნილი ელიტური ქვეითი ჯარი, რომელიც ავღანეთში 20 წლის განმავლობაში აშშ-ისა და მოკავშირეების გვერდით იბრძოდა, უკრაინის ბრძოლის ველზე ვითარებას შეცვლის. „ათასობით სამხედრომ შეაფარა თავი მეზობელ ქვეყნებს მას შემდეგ, რაც …

„ვაგნერი“ ომში აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის მქონე პატიმრებს გზავნის – უკრაინის დაზვერვა

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ უკრაინაში გასაგზავნად საპატიმროებიდან იმ პატიმრების გამოყვანა დაიწყო, რომლებსაც აივ ინფექციისა და C ჰეპატიტის დიაგნოზი აქვთ – ინფორმაციას უკრაინის სამხედრო დაზვერვა ავრცელებს. „ამან უკვე მასობრივი ხასიათი მიიღო. მხოლოდ ერთი გამოსასწორებელი კოლონიიდან, კოლონია N5 ლენინგრადის ოლქში, „ვაგნერმა“ მობილიზება გაუწია 100-ზე მეტ მსჯავრდებულს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ HIV ან C ჰეპატიტი. ინფიცირებული მებრძოლების „მარკირებისთვის“ „ვაგნერი“ ფერად სამაჯურებს …

პრიგოჟინის მზარდი პოპულარობა შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ქალაქების დაბომბვას „ფსიქოლოგიურ ტერორად“ აფასებს. დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, მოსკოვის თეირანთან ურთიერთობას, მობილიზაციის პროცესს და რუსულ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას. ISW-ის აზრით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი „ძლიერი კაცის“ როლის მორგებას ცდილობს. ანალიტიკოსები მიუთითებენ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ ფინანსისტისა და …

პუტინის სრული უპატივცემულობა ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ – კულება მობილიზაციაზე

პუტინს „სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს ომის ცეცხლში, რომლის მოგების შანსი არ აქვს“, –  ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას. „პუტინმა სრული უპატივცემულობა გამოავლინა ჩინეთის, ინდოეთის, მექსიკის, თურქეთის, აზიის, აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებიც დიპლომატიისკენ და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულებისკენ მოუწოდებდნენ. მას სურს მეტი ადამიანი ჩააგდოს …

მოკლულია „ვაგნერის“ 100-ზე მეტი წევრი – სერგეი გაიდაი დაჯგუფების შტაბზე თავდასხმაზე

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, პოპასნაში „ვაგნერის“ ბაზაზე უკრაინელთა თავდასხმის შედეგად სამხედრო დაჯგუფების 100-ზე მეტი წევრია ლიკვიდირებული, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებლის, სერგეი პრიგოჟინის მოადგილეები. ტელემარათონის ეთერში სერგეი გაიდაიმ უარყო ინფორმაცია, რომ დაღუპულთა შორის თავად ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინიცაა. „სამწუხაროდ, „პუტინის მზარეულთან“ დაკავშირებით სასიხარულო ამბავი არ არის, თუმცა მისი მოადგილეები და დაჯგუფების …

რუსეთში მოხალისეთა 40 დანაყოფი შექმნეს, „ვაგნერმა“ ციხეებიდან 1 500 პატიმარი გამოიყვანა

უკრაინასთან ომისთვის რუსეთის 20 რეგიონში უკვე „მოხალისეთა“ 40 ქვედანაყოფი შექმნეს. მსურველთა მიღება რაზმებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გაზაფხულიდან დაიწყო. „ინფორმაცია ამ ქვედანაყოფების შესახებ ქვეყნდება მედიაში, ხელისუფლების ორგანოების სოციალური მედიის გვერდებზე. თითოეულ რაზმს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, თავისი სახელი აქვს. როგორც წესი, ამ ქვედანაყოფებში შედიან უშუალოდ იმ რეგიონის მცხოვრებლები, სადაც ეს დანაყოფი იქნება. ახალწვეულები ერთად გადიან წვრთნებს, შემდეგ …

უკრაინაში რუსეთი „ვაგნერს“ ისევე იყენებს, როგორც თავის არმიას – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის 29 ივლისის რელიზის თანახმად, უკრაინასთან ომში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ისევეა ჩართული, როგორც რეგულარული რუსული არმია. „რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ უკრაინის აღმოსავლეთში, რუს სამხედროებთან შეთანხმებით, მარტის შემდეგ მოქმედებს. დაჯგუფებას, სავარაუდოდ, ფრონტის ხაზის სპეციფიკურ სექტორებზე პასუხისმგებლობა ჩააბარეს, ისევე, როგორც არმიის ჩვეულებრივ დანაყოფებს“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. უწყება აღნიშნავს, რომ ამგვარი მიდგომა რუსეთს …

წარუმატებლობის გამო, რუსეთმა შესაძლოა ლიბიიდან უკრაინაში „ვაგნერელები“ გადაიყვანოს – მედია

რუსეთს ლიბიიდან თავისი დაქირავებული მებრძოლების ნაწილი გამოჰყავს და შესაძლოა, ისინი უკრაინაში გადაიყვანოს – ინფორმაციას უკრაინული მედია, გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერს, გამოცემის წყაროები დასავლეთსა და სირიაში იუწყებიან, რომ თავიდან რუსეთი არ გეგმავდა ლიბიაში თავისი კონტინგენტის შემცირებას, თუმცა უკრაინაში წარუმატებლობის გამო გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია. მედიის ცნობით, რუსეთმა უკვე გამოიყვანა ლიბიიდან კერძო სამხედრო …

Exit mobile version