შეძრწუნებული ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით – ბრიტანეთის საელჩო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ეხმიანება ბათუმში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 9 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის, სიცოცხლე ემსხვერპლა. „შეძრწუნებულები ვართ ბათუმში მომხდარი ტრაგედიით, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს. გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს. ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის ძალისხმევის წინაშე, რომლებიც ამ წუთებამდე მუშაობენ ტრაგედიის ადგილზე“ – წერს ბრიტანეთის საელჩო ფეისბუქზე. __________________ ბათუმში, 26 მაისის …

რეაბილიტაციის ცენტრი უფასოდ გაუწევს დახმარებას ბათუმში დაზარალებულ ოჯახებს

„ირმა ხვიჩიას რეაბილიტაციის ცენტრი“ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევით დაზარალებულ ოჯახებს დახმარებას სთავაზობს. „მზად ვართ, სრულიად უსასყიდლოდ დაზარალებულ მოქალაქეებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის მომსახურება გავუწიოთ. დაგვიკავშირდით: +995 595 201 811.“ ინფორმაციას ცენტრი ფეისბუქზე ავრცელებს. __________________ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. სადარბაზოს ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – …

არის მეორე სადარბაზოს ჩამონგრევის საფრთხე – ტერიტორიიდან მაშველები გაიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც გუშინ, 8 ოქტომბერს კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, არსებობს ნანგრევების გვერდით არსებული შენობის ჩამონგრევის საფრთხეც. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. „მშენებლები მაინც ვარაუდობენ, რომ საფრთხეა, შეიძლება კიდევ ჩამოიშალოს რაღაც ნაწილი… ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული სინკარებია გადმოწეული. სანამ არ მოხდება მშენებლების შეკრება, იმსჯელებენ თუ როგორ უნდა მოხდეს ბეტონების ან სინკარების …

ბათუმში ნანგრევებიდან ამოასვენეს ცხედარი – ნგრევას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოასვენეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი. კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის. მაშვენელებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი …

ბათუმში ნანგრევებთან სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნაგრევებთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ. მოქალაქეები მოდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ. კორპუსის ნანგრევებში 3 ბავშვი დაიღუპა. მაშველები ნანგრევებთან ჯერ ისევ მუშაობენ. ნანგრევებში ეძებენ 1 ადამიანს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. 9 ოქტომბრის, ამ დროის [16 სთ.] მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას …

აშშ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს – საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევას, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია დაღუპული. საელჩო დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს. „ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს. ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები. მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“ – წერს ფეისბუქზე …

ბსუ-ს კლინიკის ფსიქოთერაპევტები დაზარალებულებს დახმარებას სთავაზობენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კლინიკის ფსიქოთერაპევტები დახმარებას სთავაზობენ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს. ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად დარეკეთ ნომერზე: 577 71 71 50 ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი ავრცელებს. __________________ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. 9 ოქტომბრის დილის მონაცემებით …

თბილისობა არ ჩატარდება, თანხა გადაირიცხება ბათუმში დაღუპულთა ოჯახების ფონდში – კალაძე

თბილისის მერობის „ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, თბილისობა არ ჩატარდება. „ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, …

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მართვით სუნთქვაზეა

კლინიკა „მედცენტის“ განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. „ერთ-ერთი დაშავებული, 37 წლის მამაკაცი მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე“ – წერს „მედცენტრი“. კაცი, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, გუშინ, ნანგრევებში მყოფი ეკონტაქტებოდა მაშველებს. კლინიკის ცნობით, დღეს, 9 ოქტომბერს სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის სანახავად …

რეესტრის განმარტება ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ფართობების გაერთიანებაზე

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ არის მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო“ –  ამ განცხადებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. განმარტება ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, #13-ში კონკრეტული ფართობის გაერთიანების შესახებ განაცხადს და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას უკავშირდება.  ამ  კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს …

ბათუმში მაშველებმა დედა-შვილის ცხედარი ამოასვენეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ 2 ცხედარი ამოასვენეს, ქალი და ბავშვი – ინფორმაციას სამაშველო სამსახური ადასტურებს. ნანგრევებში დაღუპულები დედა-შვილია. კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია. მაშველები ეძებენ კიდევ ერთ ადამიანს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. ამის შესახებ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილი ავრცელებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით …

კონსტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდებარე სახლების მდგომარეობას შეისწავლიან. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა. „შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები …

ბათუმში, სახლის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ – შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ბათუმში, კორპუსის ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ. „თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვეძებთ 3 ადამიანს. მეტი არ უნდა იყოს წესით, რაც ოპერატიული ინფორმაცია გვაქვს,“ – ამბობს გომელაური ჟურნალისტებთან. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რათა სამივე ადამიანი უვნებლად ინახოს. მას შემდეგ კი, რაც გაიწმინდება ტერიტორია და მოქალაქეებს ნახავენ, …

ვდგავარ იმ ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება 8 ოქტომბერს ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ჩამონგევის ფაქტს. „ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში. მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის. ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“ – წერს …

ჩამონგრეულ კორპუსში სარდაფსა და ბინას აერთიანებდნენ – რა ირკვევა საჯარო რეესტრით

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე სარდაფისა და ბინის გაერთიანების რეგისტრაციის მოთხოვნით საჯარო რეესტრს მოქალაქე ზაურ ბუდატოვმა 2021 წლის 4 ოქტომბერს მიმართა. ეს ის კორპუსია, რომელიც დღეს ჩამოინგრა. რეესტრმა სწორედ დღეს, 8 ოქტომბერს ხარვეზი დააფიქსირა და წარმოება შეაჩერა, მიზეზად  საკმარისი დოკუმენტების არარსებობა, მთავარ მიზეზად კი სარდაფის და სართულის გაერთიანების ნახაზის უქონლობა დაასახელა. „დაინტერესებული პირის მიერ წარმოსადგენია არის …

როგორ არიან ბათუმში ნანგრევებიდან გამოყვანილი ადამიანები

ბათუმში, ნანგრევებიდან გამოყვანილ კაცს სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება ექიმებმა უკვე გაუწიეს და მას კვლევები უტარდება, ნანგრევებიდან გამოყვანილი ქალის მდგომარეობა კი კრიტიკულად მძიმეა. საუბარია 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შედეგად დაშავებულებზე. ამ დრომდე ბათუმში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაშველები დაახლოებით 15-მდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის, ბავშვებს. ნანგრევებიდან გამოყვანილი 36 წლის კაცი კლინიკა „მედცენტრშია“ …

ნანგრევებიდან ამოიყვანეს კაცი, რომელიც მაშველებს ეკონტაქტებოდა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს – ამჯერად კაცი. ზვიად თავდგირიძის გადარჩენის ოპერაცია თითქმის 11 საათი გაგრძელდა. მანამდე დაახლოებით 20:00 საათზე მაშველებმა ქალი – ინგა მეკეიძე ამოიყვანეს. ინგა თავის ორ შვილთან ერთად იყო ნანგრევებში მოქცეული. ქალი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ის კონტაქტური არ იყო. სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, …

ბათუმში ნანგრევებიდან ერთი ქალი ამოიყვანეს

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ქალი ამოიყვანეს, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავს. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, რა დროსაც მზიდი კედელი გამოაცალეს კორპუსს.

მაშველებმა ნანგრევებში ნახეს ქალი და მის გამოყვანაზე მუშაობენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სახლის სადარბაზოს ნანგრევებში მაშველებმა ნახე ქალი, რომელიც ცოცხალია, იგი კონტაქტურია. მაშველებმა ნანგრევებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია, სადაც ქალია, თუმცა მისი ამოყვანა ჯერ ვერ ხერხდება. მაშველები აგრძელებენ მუშაობას. __________________________________ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე ვერსია. ერთი ვერსიით, …

მაშველები ნანგრევებთან განათებას ამონტაჟებენ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეულ სადარბაზოსთან მაშველები განათებას ამონტაჟებენ. აქვე ახლოს გაშლილია სამხედრო კარავი მაშველებისთვის. ნანგრევებთან სამძებრო სამუშაოები 6 საათზე მეტია გრძელდება, თუმცა ამ დრომდე ნანგრევებიდან არავინ ამოუყვანიათ. სავარაუდოდ, სახლის ნანგრევებში 10-15 ადამიანია. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 6-სართულიანი სახლის სადარბაზო დღეს, 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა. განიხილება სახლის ჩამონგრევის რამდენიმე …

ნანგრევებიდან ქალის ხმა გაიგონეს – სამაშველო ოპერაცია გრძელდება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეული სადარბაზოს ნანგრევებში მოყოლილი კიდევ ერთი ადამიანის ხმა გაისმა. ადგილზე მყოფი „ბათუმელების“ კორესპონდენტის თქმით, ამჯერად გაიგეს ქალის ხმა, რომელიც, მეზობლად მცხოვრები მოქალაქეების თქმით, ამ სადარბაზოში, მეოთხე სართულზე ცხოვრობდა. ქალი 2 ბავშვთან ერთად იყო სახლში, როცა სადარბაზო ჩამოინგრა. მაშველები ასევე ეკონტაქტებიან ნანგრევებში მოყოლილ კიდევ ერთ ადამიანს. სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან, 6 …

გომელაურის თქმით, კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გამო დაინგრა

„დაკავებული არავინაა. გადაყვანილია რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე“ – უთხრა ბათუმში მყოფმა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. მინისტრი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე მივიდა. ვახტან გომელაურმა არ გამორიცხა, რომ კორპუსი შესაძლოა უკანონო მშენებლობის გავლენით დაინგრა. „240-ე მუხლის მეორე ნაწილი სწორედ მაგას ითვალისწინებს“, – განაცხადა გომელაურმა, როცა გამოძიების დაწყებაზე საუბრობდა. სხვადასხვა ვერსიით, ჩამოშლილი სადარბაზოს ერთ-ერთ ბინაში ტარდებოდა სარემონტო სამუშაოები, …

„ფეხი მტკივა“ – ახალგაზრდა კაცი ნანგრევებიდან მაშველებს ეკონტაქტება

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ჩამონგრეულ სადარბაზოსთან სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველებს ნანგრევებიდან ეკონტაქტება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ზვიადი ჰქვია. მან მაშველებს უთხრა, რომ ფეხი სტკივა. ახალგაზრდა კაცთან კონტაქტი დილიდან არ გაწყვეტილა. ნანგრევებში მოყოლილ ახალგაზრდას მაშველები და მოქალაქეები შეძახილებით ამხნევებენ. _____________ დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ბათუმში 6-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით 7-8 ადამიანია მოყოლილი ნანგრევებში. …

დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები – რიჟვაძე

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად,“ – აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. იგი განცხადებას ფეისბუქზე აქვეყნებს. „ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური. მას შემდეგ, რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები,“ – წერს რიჟვაძე. __________________ დღეს, დაახლოებით 12 …

ჩამონგრეულ ერთ-ერთ ბინაში არის დედა, 2 ბავშვი და მაზლი – ოჯახის ახლობელი

მოქალაქე, რომელიც ჩამოშლილ სადარბაზოში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის ახლობლად გაეცნო მედიას, ამბობს, რომ ჩამოშლილი სადარბაზოს მეოთხე სართულზე, სახლში იმყოფებოდნენ დედა თავის ორ შვილთან ერთად და მისი მაზლი. ქალი ჩამონგრეულ კორპუსთან იმყოფება. „ერთი შვილი ბაღში მიიყვანა და დაბრუნდა. ტელეფონი გამორთულია და ვერ ვეკონტაქტებით“, – თქვა ქალმა. ერთ-ერთი ოჯახის ახლობლის ინფორმაციით კი, ჩამონგრეულ ბინაში არის 86 წლის ქალი. …

ბათუმში ღარიბაშვილი და გომელაური ჩამოდიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში უკვე გამოემგზავრა და დღის განმავლობაში თავადაც გეგმავს ბათუმში ჩამოსვლას. ღარიბაშვილის თქმით, მომხდარის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება: „ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები. აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. …

ბათუმში ჩამონგრეული კორპუსი – ფოტორეპორტაჟი

დღეს, 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოიგრა. ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. მთავარ ფოტოზე აღბეჭდილია ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები, სავარაუდოდ, სახლში იმყოფებოდნენ, როცა კორპუსი ჩამოინგრა. ____________________________ მთავარი ფოტოზე: ნანგრეებზე ასახულია ადამიანი, რომლის ოჯახის წევრები სავარაუდოდ სახლში იმყოფებოდნენ, …

მეზობელი რეგიონებიდან ბათუმში ძალის მობილიზება იგეგმება – შსს

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. შსს ავრცელებს ინფორმაციას, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. მათივე ინფორმაციით დამატებით ასევე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს ასევე აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება. შსს-ს …

„შემიძლია სუნთქვა“ – ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ადამიანების ხმა ისმის

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც დღეს, 7 ოქტომბერს 6-სართულიანი სახლის სადარბაზო ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილი. ადგილზე მყოფმა მაშველებმა რამდენიმე ადამიანის ხმა გაიგონეს. ნანგრევებიდან გაიგონეს ადამიანის ხმა  – „შემიძლია სუნთქვა“. ერთ-ერთი მაშველი გავიდა კონტაქტზე ნანგრევებს შორის მოყოლილ პირთან. მაშველის კითხვაზე – „გესმის თუ არა ჩემი ხმა“ – კაცმა უპასუხა, რომ ესმის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია …

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სადარბაზო ჩამოინგრა | ფოტო

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში. ნანგრევებში ათამდე ავტომანქანაა მოყოლილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ დღეს სადარბაზოს ჩამონგრევამდე ამ კორპუსში გაზი  გათიშული იყო. სასწრაფო დახმარების სამსახურმა რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა კლინიკაში. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ.     …

ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან ბავშვი გამოიყვანეს, ცოცხალია

დღეს, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა ჩამოინგრა კორპუსის სადარბაზო. შემთხვევა დაახლოებით 12 საათზე მოხდა. სადარბაზოს ადგილას ამ დროისთვის მხოლოდ ნანგრევებია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მოსახლეობა მაშველებს ეხმარება ჩამონგრეული ადგილის გაწმენდაში. ნანგრევებში ათამდე მანქანაა მოყოლილი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ნანგრევებს შორის მოყოლილი მანქანიდან 6-7 წლის ბავშვი გამოიყვანეს. იგი ცოცხალია. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის …

ბათუმში კორპუსი ჩამოინგრა – სასწრაფოდ | LIVE

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსი ჩამოინგრა. ადგილზეა სპეციალური ტექნიკა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. „ბათუმელები“ დეტალებს აზუსტებს. ნახეთ პირდაპირი ჩართვა შემთხვევის ადგილიდან.

Exit mobile version