მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნანგრევებიდან ამოასვენეს ცხედარი – ნგრევას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა

09.10.2021
ბათუმში ნანგრევებიდან ამოასვენეს ცხედარი – ნგრევას სულ 9 ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნანგრევებიდან მაშველებმა ამოასვენეს კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი.

კორპუსის სადარბაზოს ნგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. მათ შორის 3 ბავშვია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12 საათზე ჩამოინგრა.

კორპუსის სადარბაზოს ნგრევას ჯამში 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის.

მაშვენელებმა ნანგრევებიდან 8 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოები შეჩერდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: