მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მართვით სუნთქვაზეა

09.10.2021
ბათუმში ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცი მართვით სუნთქვაზეა

კლინიკა „მედცენტის“ განცხადებით, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ნანგრევებიდან ამოყვანილი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ერთ-ერთი დაშავებული, 37 წლის მამაკაცი მკურნალობას ჩვენს კლინიკაში გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე“ – წერს „მედცენტრი“.

კაცი, რომელიც ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, გუშინ, ნანგრევებში მყოფი ეკონტაქტებოდა მაშველებს.

კლინიკის ცნობით, დღეს, 9 ოქტომბერს სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის სანახავად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე იმყოფებოდა.

__________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: