მთავარი,სიახლეები

აშშ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს – საელჩო

09.10.2021 • 1100
აშშ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს – საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმიანება ბათუმში, 8 ოქტომბერს, კორპუსის ჩამონგრევას, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანია დაღუპული. საელჩო დაზარალებულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელ თანაგრძნობას უცხადებს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაზარალებულებს.

ჩვენი საელჩოს საზოგადოებას მუდამ ემახსოვრება დაშავებულები, დაკარგულები და დაღუპულები.

მივესალმებით მაშველებს, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად და მეტი ადამიანის დასახმარებლად დაუღალავად მუშაობენ“ – წერს ფეისბუქზე აშშ-ის საელჩო საქართველოში.
__________________

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ჩამონგრევას წინ არ უძღოდა აფეთქების ხმა.

9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: