მთავარი,სიახლეები

კონსტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას – რიჟვაძე

09.10.2021
კონსტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ სპეციალისტები ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდებარე სახლების მდგომარეობას შეისწავლიან.

ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 9 ოქტომბერს განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.

როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა შენობის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება“ – განაცხადა მან.

რიჟვაძის თქმით, ახლომდებარე კორპუსებიდან გადაყვანილი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება როგორც საცხოვრებელი ადგილით, ასევე, სხვა საჭიროებებითაც.

9 ოქტომბრის დილის მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის – 2 ბავშვის.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: