მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნანგრევებთან სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ

09.10.2021 • 1610
ბათუმში ნანგრევებთან სათამაშოები და ყვავილები მიაქვთ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სახლის ნაგრევებთან ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ.

მოქალაქეები მოდიან და ღობესთან თაიგულებს და სათამაშოებს ტოვებენ.

კორპუსის ნანგრევებში 3 ბავშვი დაიღუპა.

ყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

ყვავილები და სათამაშოები ნანგრევებში დაღუპულთათვის. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

მაშველები ნანგრევებთან ჯერ ისევ მუშაობენ. ნანგრევებში ეძებენ 1 ადამიანს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა.

9 ოქტომბრის, ამ დროის [16 სთ.] მონაცემებით ცნობილია, რომ ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვის. ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს, ერთი ადამიანი, ახალგაზრდა ქალი კი კლინიკაში გარდაიცვალა დღეს დილას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: