ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა. განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა. საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის …
Tag Archives: განზრახ მკვლელობა
რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია
„ადიდებული არ იყო იმ დღეს მდინარე… ის მონაკვეთი, სადაც ჩააგდეს, ძალიან სწრაფი დინება იყო, მყვინთავი ვერ ჩავიდა საერთოდ. სადაც უკვე მდინარის დინება ნელდება, იქ ჩავიდა და დათვალიერება მოხდა წყალქვეშ ზღვის შესართავამდე,“ – ეს მაშველმა უთხრა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს „ხიდიდან ჭოროხში გადაგდებული კაცის მკვლელობის საქმეზე“. ამ საქმეზე დღეს, 21 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვა გაგრძელდა. …
Continue reading “რა თქვა მაშველმა ხიდიდან გადაგდებული კაცის მკვლელობაზე – ბრალდებული მამა-შვილია”
რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა
რუსეთიდან საქართველოში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის გ.პ.-ს ექსტრადაცია განხორციელდა. ბრალდებულს თბილისში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავებიან დამამძიმებელ გარემოებებში. გამოძიების ვერსიით, 2025 წლის 18 თებერვალს თბილისში, ბეჟან კალანდაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და იძალადა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო და შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული და დანაშაულის ადგილზე …
Continue reading “რუსეთიდან საქართველოში მკვლელობაში ბრალდებულის ექსტრადაცია განხორციელდა”
ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს ბრალდებული, რომელმაც ძველ ბათუმში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოქალაქე დაჭრა. კიდევ ერთ ბრალდებულს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. ბრალდებულები 21 და 24 წლის არიან. ორივე ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა. გამოძიების ვერსიით, „მ ა.ა. – მ, მიმდინარე წლის 25 ივნისს, ბათუმში, ასევე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 2000 წელს დაბადებული ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან …
Continue reading “ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს”
ბოლო 10 დღეში ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს
24 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით, ბოლო 10 დღეში, ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს. ბოლო შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა – ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში, მდინარე ჭოროხის პირას 32 წლის ბესო ბოლქვაძე სავარაუდოდ ავტომატის მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს. განზრახ მკვლელობის მუხლით გამოძიება დაიწყო, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არავინაა. რამდენიმე დღის წინ – 2025 წლის 25 მაისს, ბათუმში მკვლელობის …
Continue reading “ბოლო 10 დღეში ბათუმსა და ხელვაჩაურში 3 კაცი მოკლეს”
„წილის დათმობას სთხოვდა ქურდული სამყარო“ – ვერსია აჭარისწყალთან მომხდარ მკვლელობაზე
წუხელ ღამით, 3 ივნისს, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძე მოკლეს. „ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. პირველადი ინფორმაციით, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს. ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის …
შუახევში ქმრის მიერ მოკლული ქალის ახლობლები – „მოვითხოვთ, სასამართლომ უმკაცრესად დასაჯოს“
„მოვითხოვთ უმკაცრესად დასჯას, უვადო თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯოს,“ – ამბობენ შუახევში მოკლული 33 წლის მელანო ქიზინიძის ოჯახის წევრები. ისინი დღეს, 11 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ფემიციდის შემთხვევებზე ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირება მოითხოვეს. შუახევში, ნენიის ხიდთან, პროკურატურის ვერსიით, ქმარმა ცოლი დანით 2024 წლის 4 აპრილს მოკლა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი მკვლელობის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს …
სანადირო თოფით ძმის მკვლელობის საქმე – „გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ“
„ჩვენებას არ ვაძლევ“, – მხოლოდ ეს უთხრა მოსამართლე ნინო სახელაშვილს სასამართლოში მოწმის სახით დაბარებულმა რევაზ ლ.-მ, რომელიც მოკლული კაცის მამაა. მკვლელობაში რევაზ ლ-ს მეორე შვილია ბრალდებული. 2023 წლის 2 ივნისს, პროკურატურის ვერსიით, ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ძმამ სანადირო თოფით ძმა მოკლა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა. დღეს, 31 იანვარს, მოსამართლემ ექსპერტების ჩვენებები მოისმინა. …
Continue reading “სანადირო თოფით ძმის მკვლელობის საქმე – „გასროლის ხმა მახსოვს მხოლოდ“”
რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“
„არ მოგაწოდეს საჭმელი წინასწარი დაკავების იზოლატორში?“- ჰკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 22 წლის ჰაიდარ აქშაქანს, მას ბათუმის ბულვარში განზრახ მკვლელობის ჩადენას ედავება გამოძიება. „მოგვაწოდეს, მაგრამ ვერ ვჭამეთ აქაური საჭმელი“, – უპასუხა მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულმა, დაჯდომა დააპირა, თუმცა გადაიფიქრა და ისევ მოსამართლეს მიმართა: „ამ ბრალს არ ვაღიარებ, არ ვადასტურებ დანაშაულის ჩადენას“, – დასძინა ბრალდებულმა. მოსამართლეს არ უთხრა, …
Continue reading “რა გაირკვა ბულვარში მოკლული 19 წლის კაცის საქმეზე – „2 მლნ ევრო ვალი ჰქონდა“”
საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა
თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს მოქალაქემ ორი ქართველი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. შემთხვევა საქართველოს საზღვართან ახლოს, არჰავის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით, კაცმა მას შემდეგ მოიკლა თავი, რაც სარფის საზღვრის გადმოკვეთას აპირებდა და პოლიციამ მისი დაკავება სცადა. „თავი იმავე იარაღით მოიკლა, რითაც ქალი და კაცი მოკლა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თურქმა ჟურნალისტმა, რომელიც ქემალფაშაში მუშაობს. …
Continue reading “საქართველოს მოქალაქემ თურქეთში 2 პირი მოკლა და საზღვარზე თავი მოიკლა”
მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. „შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის …
Continue reading “მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება”
ბათუმში 2 ძმის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული კაცი თბილისში დააკავეს
თბილისში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული კაცი დააკავეს, რომელიც იძებნებოდა. მას ბათუმში განზრახ მკვლელობას და მკვლელობის მცდელობის ჩადენას ედავებიან. საუბარია 8 ოქტომბერს ღამით ბათუმში მომხდარ შემთხვევაზე – გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა რ.გ.-მ მის მეზობლად მცხოვრებ ძმებს – 1972 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ა.კ.-ს მათსავე საცხოვრებელ ბინაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან …
Continue reading “ბათუმში 2 ძმის მოკვლასა და დაჭრაში ბრალდებული კაცი თბილისში დააკავეს”
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რ.მ.-ს ბრალი დაუმძიმა. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, თბილისში, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებული ყაჩაღურად, პირადი ნივთების დაუფლების მიზნით თავს დაესხა შანაი ბრუკი ედუარდს. მსხვერპლის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო, ბრალდებულმა, ყაჩაღობის გაადვილების და შემდგომში მისი დაფარვის მიზნით, ანგარების …
Continue reading “შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა”
ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული
ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში დააკავეს ედნარ მსხალაძე. მას გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება. საუბარია გუშინ, 15 დეკემბერს, ქობულეთის სადგურთან ახლოს მომხდარ მკვლელობაზე – ვალერი ვერულიძეს ქუჩაში სანადირო თოფი ესროლეს. ბრალდებულის ოჯახის ინფორმაციით, ედნარ მსხალაძე ბიძაშვილის სახლში დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში 1 პირი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი, – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული,“ – აცხადებს შსს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს …
Continue reading “განზრახ მკვლელობის ბრალდებით ქობულეთში 1 პირი დააკავეს”
განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით
განზრახ მკვლელობის ჩადენის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 150 პროცენტით გაიზარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მაისის ჩათვლით 30 ადამიანი მოკლეს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 12. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 30-დან 24 საქმეა გახსნილი, 2019 წელს კი, სამართალდამცველებმა 8 საქმე გახსნეს. წლის პირველ ხუთ თვეში სიცოცხლის წინააღმდეგ სულ 1219 დანაშაულია …
Continue reading “განზრახ მკვლელობის მაჩვენებელი 150 %-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით”
ქობულეთში კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული ა.ც. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 თებერვალს ქობულეთში შელაპარაკებისას 1989 წელს დაბადებული გ.ჯ. სანადირო თოფიდან გასროლით გულმკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. …
Continue reading “ქობულეთში კაცის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს”
რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები
„გოჩა თავდუმაძემ 2019 წლის ნოემბერში დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მომყვანი ელექტრომოწყობილობა…“ – აღნიშნულია დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ, რომელიც სუს-ის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსი პროკურორი, მაია სილაგაძე აწერს ხელს. გოჩა თავდუმაძე ერთ-ერთია იმ 6 ბრალდებულს შორის, რომლებიც სუს-მა 30 იანვარს დააკავა. გამოძიების ვერსიით, ჯგუფი თბილისში ძმების – გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობას ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით გეგმავდა. დაკავებული …
Continue reading “რა წერია ძმები ფეიქრიშვილების „აფეთქების საქმეში“ და რას ამბობენ დაკავებულები”
განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ზ. დ. დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში, საცხოვრებელ სახლში, 1941 წელს დაბადებული ი. ხ. გაგუდა, ხოლო ამავე საცხოვრებელი სახლის ეზოდან ავტომობილი მოიპარა. …
Continue reading “განზრახ მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს”
მკვლელობა ქობულეთში არჩევნების დღეს – ვერსია შურისძიება
„არ მსურს დავესწრო სასამართლო პროცესს,“ – წაიკითხა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებულის ციხიდან გამოგზავნილი წერილი. „ბრალდებულს აქვს უფლება არ დაესწროს სასამართლო სხდომას, მაგრამ პროცესზე მოსვლა ვერც ადვოკატმა მოახერხა,“ – აღნიშნა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა. ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფნის გამო ვერ დაესწრო. სასამართლომ დღეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე იმსჯელა. განზრახ მკვლელობას პროკურატურა 37 წლის …
Continue reading “მკვლელობა ქობულეთში არჩევნების დღეს – ვერსია შურისძიება “
მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე
“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე. პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს. საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] …
Continue reading “მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე”
„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება
„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“ – ეს წარწერა ერთ-ერთმა მოსწავლემ პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ფოტოზე გააკეთა. კონფლიქტის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მოზარდებს შორის კონფლიქტისა და აგრესიის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. გახშირებულია შემთხვევები, როცა მოზარდები გარჩევების დროს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ლექსიკით საუბრობენ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი …
Continue reading “„შენ მუდამ ჩემი ქურდი ლეო იქნები“- მასწავლებლის შეფასება”
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს მოქალაქეები: თ.კ., გ.შ. და ზ.წ. „გამოძიებამ დაადგინა, რომ თ.კ.-სთვის, ასევე, მისი შვილების – ლ.კ.-სა და მ.კ.-სთვის ცნობილი გახდა, რომ 2001 წელს დაბადებულმა, არასრულწლოვანმა გ.ჯ.-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაული …
Continue reading “ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს”
შსს: ოზურგეთში მასპინძელს სტუმარი სანადირო თოფით ჰყავს მოკლული
ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს“ დამატებითი ინფორმაცია მოაწოდა. საუბარია 14 აგვისტოს ოზურგეთში მომხდარ შემთხვევაზე. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა სანადირო თოფით მოკლა მასთან სტუმრად მყოფი მამაკაცი. „ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასთან სტუმრად მყოფი, 1988 …
Continue reading “შსს: ოზურგეთში მასპინძელს სტუმარი სანადირო თოფით ჰყავს მოკლული”
ოზურგეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს
ოზურგეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა გუშინ ღამით ბრალდებული დააკავეს. საუბარია 14 აგვისტოს შემთხვევაზე, როცა 30 წლის ქობულეთელი მამაკაცი ოზურგეთში, სოფელ ნაღობილევში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული ოზურგეთში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოზურგეთში ქობულეთელი მამაკაცი მოკლეს
შს სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია ერთი ადამიანი. მოკლული პირის ვინაობა ცნობილია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი ქობულეთის მკვიდრია და ნაღობილევში სტუმრად იმყოფებოდა. „რამდენადაც ვიცი, სვამდნენ და შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა“, – გვითხრა ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენელმა მერიაში. ნაღობილევი მერიის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის
„ღამით ბრალდებული შევიდა ნესტორ დ.-ს დროებით საცხოვრებელ ოთახში და განსაკუთრებული სისასტიკით, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მას გულ-მკერდის, კისრის და მუცლის არეში…“ – ეს ამონარიდია საბრალდებო დასკვნიდან ქობულეთში, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის საქმიდან. მკვლელობა თებერვლის ერთ-ერთ საღამოს მოხდა. გამოძიებამ სასამართლოზე წარმოადგინა საქმის მასალები, მათ შორის, ურიკა, რომლითაც ცხედარი გამთენიისას მდინარემდე მიიტანეს. „ეს მუხლი ითვალისწინებს …
Continue reading “მდინარეში ნაპოვნი ცხედრის საქმე – 28 წლის ბრალდებულს უვადო პატიმრობა ელის”
ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება
„ბრალდებული დადგენილია, იმყოფება ქვეყნის ფარგლებს გარეთ და უახლოეს დღეებში გამოცხადდება ძებნა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩაისუბანში ჩადენილი ქალზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. მიმდინარე წლის 10 ივნისს, ყოფილმა ქმარმა, 27 წლის ქალი სასტიკად სცემა და ბასრი საგნით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულის თქმით, ის ქმარს ერთი წლის წინ გაშორდა და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად თამარის დასახლებაში …
Continue reading “ქალზე ფიზიკური ძალადობისთვის ყოფილი ქმარი განზრახ მკვლელობის მუხლით იძებნება”