ბათუმის ახალი ნაგავსაყარის ამუშავებისა და ძველის დახურვის დრო ისევ უცნობია – რა ეტაპზეა პროექტი

ბათუმის ახალი ნაგავსაყარი პოლიგონის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში 2021 წელს დასრულდა, თუმცა მისი ექსპლუატაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ აკონკრეტებენ, როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყარი. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება „ძველის“, ანუ ადლიის მოქმედი ნაგავსაყარის კონსერვაცია, სრული დახურვა. სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლაურში ევროკომისიის დირექტივების შესაბამისი სანიტარული ნაგავსაყარი პოლიგონი აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის …

რატომ არ მუშაობს ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობაც 2021 წელს დასრულდა

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყარი, რომლის მშენებლობა ოფიციალური ინფორმაციით 2021 წელს დასრულდა, მუშაობას მინიმუმ 2027 წლამდე ვერ დაიწყებს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ცეცხლაურში უნდა ააშენონ მყარი ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დამუშავების ობიექტი [გამწმენდი ნაგებობა – MBT]; ასევე არ დაწყებულა მუნიციპალური ნარჩენების შუალედური გადამტვირთი სადგურის მშენებლობა ბათუმში; ხოლო ცეცხლაურის ნაგავსაყარის გახსნამდე ვერ დაიხურება ადლიასთან არსებული ნაგავსაყარი. ეს სამუშაოები რომ …

როდის დაიწყებს ახალი ნაგავსაყარი ნარჩენების მიღებას – პროექტი 5 წლის წინ უნდა დასრულებულიყო

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში აშენებული ახალი ნაგავსაყარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით „უკვე შესულია ექსპლუატაციაში“, თუმცა, კვლავ უცნობია, როდის დაიწყებს ობიექტი ნარჩენების მიღებას. პროექტი, რომელიც, ძირითადად, უცხოელი დონორების თანხითაა დაფინანსებული, მინიმუმ 4 წლის წინ უნდა დასრულებულიყო და ნარჩენების მიღება 2021 წლის მარტიდან უნდა დაწყებულიყო. პროექტს სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ახორციელებს, რომელსაც აჭარის ფინანსთა …

ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო

ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის …

ირაკლი ცეცხლაძემ ბიუჯეტიდან 5.4 მილიონი მიითვისა და 107 ათასი დააბრუნებინეს

„5 მილიონის მითვისების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი ცეცხლაძისგან დღემდე მხოლოდ 106 ათას 904 ლარია ამოღებული – ეს აღნიშნულია „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც 2023 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი. ამავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიისთვის“ [ყოფილი „ჰიგიენა 2009“], რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ირაკლი ცეცხლაძეს კიდევ 5 322 108 ლარი აქვს გადასახდელი. ირაკლი ცეცხლაძემ, …

ჭოროხთან ნაგავსაყარი გაუქმდება და ნაგვის გადამტვირთი სადგური აშენდება – ნარჩენები აჭარაში

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან ახალი ნაგავსაყარის გახსნისთანავე უნდა დაიწყოს ბათუმის არსებული ნაგავსაყარის გაუქმება, რომელიც მდინარე ჭოროხის პირას წლებია ყოველგვარი სტანდარტების დარღვევით ფუნქციონირებს. ახალი ნაგავსაყარის გახსნა, როგორც აღმოჩნდა, მოითხოვს დამატებითი სადგურის მშენებლობას, რომლის ტერიტორიაზეც მოხდება ბათუმ-ხელვაჩაურში, ასევე მაღალმთიან აჭარაში შეგროვილი ნარჩენების შეკრება და აქედან მისი სპეციალური მანქანებით გადატანა ცეცხლაურის ნაგავსაყარზე. ახალი გადამტვირთი სადგური კი, ისევ მდინარე ჭოროხის …

2 მილიონი დაიხარჯება ქობულეთში, ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მოსაწყობად

ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, აშენებულ ახალ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოსაწყობად, აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ტენდერი 2 310 553 ლარით გამოაცხადა. სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება. პროექტით, ერთმანეთს უნდა მიუერთდეს ქობულეთის შემოვლითი გზა [ავტობანი] და ნაგავსაყართან მისასვლელი გზის ის მონაკვეთი, რომელიც უკვე აშენებულია. „სამშენებლო მონაკვეთი იწყება ქობულეთის შემოსავლელი გზის მე-10 კმ-ში, მოწყობილი ამაჩქარებელ-შემანელებელი ზოლების …

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დასრულდა, როდის დაიწყება ნარჩენების მიღება?

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა ქობულეთის სოფელ ცეცხლაურთან დასრულებულია და ნარჩენების მიღება 2022 წლის ივნისში უნდა დაიწყოს. მანამდე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ ნაგავსაყარისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად ტენდერს გამოაცხადებს. ახალი ნაგავსაყარის ამუშავების პარალელურად დაიწყება ბათუმისა [ადლიაში] და ქობულეთის [ორი] არსებული ნაგავსაყარების დახურვის სამუშაოები, რასაც ასევე „აჭარის ნაჩენების მართვის კომპანია“ შეასრულებს. ახალი ნაგავსაყარის ექსპლუატაციის ვადა, რომელიც 35 წელზეა …

ბათუმს წლის ბოლოს ახალ ნაგავსაყარი ექნება, აქ ნარჩენების შეტანა ფასიანი იქნება

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა, როგორც „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, 2020 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო მომდევნო წლის მარტში, ნაგავსაყარი მზად იქნება ნარჩენების მისაღებად. ახალი ნაგავსაყარი ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში შენდება. ბათუმისა და სხვა მუნიციპალიტეტებისთვის ახალ ნაგავსაყარზე ნარჩენების განთავსება ფასიანი იქნება. ტარიფების დადგენაზე ბრიტანული საერთაშორისო კომპანია მუშაობს. გაიზრდება თუ არა მოსახლეობისთვის სანდასუფთავების გადასახადი ახალი ნაგავსაყარის …

რა დარღვევები დაინახა სახალხო დამცველმა „ქობულეთის ნაგავსაყრელის საქმეზე“

„ვინაიდან საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს…“ – ეს სახალხო დამცველის დასკვნაა „ქობულეთის ნაგვასაყრელის საქმეზე“. ნაგავსაყრელთან ახლოს მცხოვრები 4 მოქალაქე სახელმწიფოს სასამართლოში ედავება – ეს ოჯახები თვლიან, რომ ახალი ნაგავსაყრელის კანონით განსაზღვრულ 500 მეტრიან რადიუსში ცხოვრობენ და იზღუდება მათი საკუთრების, …

„ახალი ნაგავსაყრელი შეიცავს საფრთხეს“ – 4 მოქალაქე მთავრობას სასამართლოში უჩივის

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქობულეთში შესაძლოა შეჩერდეს, თუკი სასამართლო დაადგენს, რომ მშენებლობა უკანონოა. ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეები სოფელ ცეცხლაურში ცხოვრობენ, სადაც ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა მთავრობამ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ეს მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მშენებლობა უკანონოა, შეიცავს საფრთხეს და არღვევს მათი საკუთრებას უფლებას. მგელაძეებმა სარჩელით უკვე მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი …

როგორ იმუშავებს ახალი ნაგავსაყარი და რა ელის ძველს – ნარჩენების მართვა აჭარაში

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ახალ ნაგავსაყარზე განთავსდება როგორც ქალაქ ბათუმში, ასევე აჭარის დანარჩენ ხუთ მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენები. მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დაგეგმილი სამუშაოების 30% უკვე შესრულებულია. პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე 7 მილიონი ევროთია დაფინანსებული, ნარჩენების გადამუშავებას არ ითვალისწინებს. როგორ იმუშავებს ახალი …

ჭაბურღილი, რითაც ჭახათის და ხინოს უბნები წყლით მარაგდება, ახალი ნაგავსაყარის ადგილზე მოექცა

ჭაბურღილი, რომლითაც სოფელ ცეცხლაურში, ჭახათისა და ხინოს უბნები სასმელი წყლით მარაგდება, იმ ტერიტორიაზე მოექცა, სადაც ახალი ნაგავსაყარი შენდება. აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია, რომელიც ნაგავსაყარის მშენებლობის პროექტს ახორციელებს, ახალ ჭაბურღილს სხვა ადგილზე მოაწყობს, რისთვისაც ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის 145 660 ლარია გათვალისწინებული. „ჭახათისა და ხინოს უბანი ამჟამად სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგებით მარაგდება არსებული ჭაბურღილით, რომელიც განთავსებულია იმ ტერიტორიაზე, …

ცეცხლაურის ნაგავსაყართან გზის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ქობულეთში, ცეცხლაურის მშენებარე სანიტარულ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობაზე აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად გაზრდილია და 2 042 887 ლარია. წინა ტენდერი, სადაც სატენდერო თანხა 1 855 739 ლარი იყო, უარყოფითი შედეგით დასრულდა. კომისიამ ტენდერში მონაწილე ოთხივე კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა. ამ ტენდერში გზის მოსაწყობად ყველაზე დაბალი შეთავაზება 1 587 …

კარავი აჭარის მთავრობის სახლთან – მოქალაქე ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ნაგავსაყრის მშენებლობას აპროტესტებს, ამ სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები ნოდარ ბერიძე. მან დღეს, 23 სექტემბერს, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარე სკვერში პროტესტის ნიშნად კარავი გაშალა. ნოდარ ბერიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შესაბამისი უწყებებიდან ამ დრომდე არ მიუღიათ დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რომ ნაგავსაყარი საფრთხეს არ შეუქმნის სოფელში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობას. „სოფლის მოსახლეობა, ვინც 500 მეტრის რადიუსში …

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს. ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს. „პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით …

ნაგავსაყრისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთებისთვის 1,8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება

ცეცხლაურის ნაგავსაყართან მისასვლელი და ქობულეთის შემოვლითი გზების მიერთების სამუშაოებისთვის აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ 2 მილიონამდე ლარი გამოყო. ქობულეთში, ოჩხამურის ტერიტორიაზე, ნაგავსაყართან მისასვლელი გზის მიერთების მოწყობის სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სატენდერო თანხა 1 855 739 ლარია. სატენდერო დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცეცხლაურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ ნაგავსაყართან მისასვლელი გზის პროექტი დამუშავებულია 2014 წელს, მაგრამ ქობულეთის შემოვლითი …

ბათუმში ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა მაისში დაიწყება

„მინდა მოგილოცოთ, ნამდვილად მოსალოცი ამბავი არის. ჩვენს რეგიონში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარ გვქონდეს ჩაწოლილი პროექტები. 2009 წელს არის დაწყებული ეს პროექტი. კატეგორიულად მიუღებელია ათი წლის მანძილზე ვერ ვახერხებდეთ პროექტების განხორციელებას,“ – ამ სიტყვებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რეგიონის მცხოვრებლებს ახალი ნაგავსაყარის მშენებლობა დღეს მიულოცა. აჭარაში ახალი, თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყარის მშენებლობისთვის 7 მილიონი ევრო დაიხარჯება. …

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია ააშენებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს თურქული კომპანია Goksin Insaat-ი ააშენებს. ამ კომპანიამ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონია ბათუმში, უახლოეს დღეებში გაიმართება. ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. დოკუმენტების მიხედვით, …

2,5 მილიონი ლარი სესხის პროცენტისა და ძირის დასაფარად – აჭარის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი

2019 წელს აჭარის ბიუჯეტიდან 2 501 356 ლარი უცხოეთიდან მიღებული სესხების მომსახურებას [პროცენტს] და ამ სესხების ნაწილის [ძირი] დაბრუნებას მოხმარდება. 2019-2022 წლებში კი აჭარის ბიუჯეტიდან დაგეგმილია სესხის პროცენტისა და ძირი თანხის დაფარვა, ჯამში 11 406 085 ლარის ოდენობით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ბიუჯეტი ორი ორგანიზაციისგან მიღებულ სესხს ფარავს. ეს ორგანიზაციებია: ევროპის რეკონსტრუქციისა და …

ვისზეა დამოკიდებული ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყება

როდის დაიწყება ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, ამ დრომდე გაურკვეველია. კომპანიაში „ჰიგიენა 2009“, რომელიც შესაბამის პროექტს კურირებს, მშენებლობის დაწყებას 2018 წლის სექტემბერში ვარაუდობდნენ, თუმცა დღეის მდგომარეობით, მშენებელი კომპანიაც კი არ არის გამოვლენილი. აჭარის მყარი ნარჩენების პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო სახელმწიფო მხოლოდ ვალდებულების საკომისიოს იხდის. „მიმდინარე წლის …

ბათუმის ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა, დღევანდელი გათვლებით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. პროექტის ღირებულება 7 მილიონი ევროა. შესაბამის ტენდერში შერჩეული 4 კომპანიიდან გამარჯვებულს 25 ივნისის შემდეგ შეარჩევენ. მანამდე კომპანიებმა დეტალური პროექტი და ხარჯთაღრიცხვა უნდა წარადგინონ. გამარჯვებისთვის ორი თურქული, ერთი პოლონური და ერთი ბერძნული კომპანია იბრძვის. „ამჯერად ვინც ხარისხიან და დაბალფასიან პროექტს წარმოადგენს, ის გაიმარჯვებს. პროექტის …

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული. „გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა …

ახალი ნაგავსაყრელი და მითვისებული მილიონები

ქობულეთის სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 3 აპრილს დასრულდება. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენა 2009“-ში გვითხრეს, რომ ტენდერი EBRD-მა გამოაცხადა და მასში მონაწილეობა ნებისმიერი ქვეყნის კომპანიას შეუძლია. ამასთან, თითოეული განაცხადი იმ სატენდერო წარმომადგენლების წინაშე გაიხსნება, რომლებიც დასწრებას გადაწყვეტენ. ტენდერი მშენებლობაზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოცხადდა. 22 …

ახალი ნაგავსაყრელი – ერთლარიანი სხვაობა ტენდერში

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ცეცხლაურში ახალი ნაგავსაყრელი პოლიგონის სამშენებლო სამუშაოების პროექტის მართვისა და ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ გამარტივებულ ტენდერში წინადადებების მიღება დასრულებულია. ტენდერში, რომელიც კომპანია „ჰიგიენა 2009“-მ გამოაცხადა, ორი კომპანია მონაწილეობდა: „გზამშენპროექტი“, რომლის საბოლოო შეთავაზებაა 300 ათასი ლარი და შპს ფორმა 2-ის ფილიალი საქართველოში, რომლის შეთავაზება 1 ლარით ნაკლებია კონკურენტზე, ანუ 299 999 ლარი. გამარჯვებულს სატენდერო …

Exit mobile version