როგორ გათავისუფლდნენ ბათუმელი ქალები ანტივაქსერების გავლენებისგან

54 წლის ინგა ღირდალაძე და 42 წლის მარინა ბერიძე ჰყვებიან, რომ დიდი ხნის განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ კოვიდ-ვაქცინაციაზე, ჭორების, სოციალურ ქსელში გავრცელებული ბევრი დეზინფორმაციისა და იმ ანტივაქსერების გავლენით, ვისაც ვირუსის გამოჩენამდე ენდობოდნენ. მარინა ფაიზერის პირველი დოზით 23 იანვარს აიცრა და აპირებს, რომ მეორე და მესამე დოზითაც აიცრას. ინგამ კი ახლახან გადაიტანა „ომიკრონის“ ვირუსი და მაშინვე …

კოვიდის 17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი

27 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის17 484 ახალი შემთხვევა. გასულ დღე-ღამეში კოვიდით გარდაიცვალა 27 პაციენტი. 26 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 23.87%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 16.51% ხოლო 7 დღის მანძილზე – 20.58%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 484 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 8 989 შემთხვევა, აჭარაში – 2 255, იმერეთში – 2 222, ქვემო …

აჭარაში კოვიდის 2255 ახალი შემთხვევა დადასტურდა

27 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 2 255 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 658 პაციენტს მკურნალობენ კოვიდზე, მათგან 50 ხელოვნურ სუნთქვაზეა. რეგიონში კოვიდსასტუმროშია 652 ადამიანი. დღეს, 27 იანვარს, საქართველოში კორონავირუსის  17 484 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 27 ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიაში კოვიდის 164 ათასი ახალი შემთხვევაა

გერმანიაში კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობამ დღე-ღამის განმავლობაში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ახალ მაქსიმუმს მიაღწია. რობერტ კოხის ინსტიტუტის ცნობით, 26 იანვარს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 164 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში გერმანიაში 166 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. ქვეყანაში გადატვირთულია კლინიკების ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. ორი დღის წინ, 24 იანვარს, გერმანიის კანცლერმა, შოლცმა განაცხადა, რომ შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით ახალი შეზღუდვების …

ვირუსის შემთხვევების მატების გამო ბათუმში 2 კოვიდსასტუმრო დაამატეს

კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო ბათუმში კიდევ ორი კოვიდსასტუმრო დაამატეს. ამ ორ სასტუმროსთან ხელშეკრულებები ჯამში 250 ათას ლარზეა გაფორმებული. 26 იანვრის მდგომარეობით, ბათუმში საკარანტინე ზონა/კოვიდსასტუმრო უკვე 10 სასტუმროშია მოწყობილი. „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ კვლავ შესყიდული იქნა 2 ახალი სასტუმროს მომსახურება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, რათა დროულად და შეუფერხებლად მომხდარიყო პაციენტების მოთავსება/დაბინავება“, …

აჭარაში კორონავირუსის 1958 შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარის რეგიონში დადასტურდა კორონავირუსის 1958 ახალი შემთხვევა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას 650 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 132 პაციენტის მდგომარეობა და მართვით სუნთქვაზეა – 51. კოვიდსასტუმროშია 656 ადამიანი, საკარანტინე სივრცეშია 4 პაციენტი. დღეს, 26 იანვარს, ქვეყნის მასშტაბით დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

კოვიდის 17 530 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 26 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა  39 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 487 შემთხვევა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 680, კახეთში -704, …

დღეში 1 მილიონი იხარჯება საავადმყოფოებში კოვიდპაციენტების მკურნალობაზე

კოვიდპაციენტების მხოლოდ საავადმყოფოებში მკურნალობა ამ ეტაპზე სახელმწიფოს დღეში 1 მილიონზე მეტი ლარი უჯდება. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრის ჩათვლით პერიოდში კოვიდპაციენტების მომსახურებისთვის კოვიდკლინიკებს ბიუჯეტიდან ჯამში 14 399 600 ლარს გადაუხდიან. სწორედ ამ თანხაზე აქვს ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები 121 სამედიცინო დაწესებულებასთან. ხელშეკრულებების მიხედვით, საავადმყოფოებს თითოეულ საწოლზე დღიურად 120 ლარს უხდიან. „შესასყიდი მომსახურების …

რატომ არ აქვთ სტუდენტებს აუდიტორიაში სწავლის შესაძლებლობა? – რას ამბობს გამყრელიძე

დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხრეს, მაშინ, როცა ყველა ობიექტი ღიაა, რატომ არ აქვთ სტუდენტებს აუდიტორიებში სწავლის შესაძლებლობა? ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას თავად უნივერსიტეტები იღებენ. „უნივერსიტეტებს აქვთ ავტონომია, ამიტომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩვენი …

გამოკვლევები კოვიდპაციენტს მხოლოდ ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით ჩაუტარდება – გაბუნია

დღეს, 25 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კოვიდ პაციენტების სამედიცინო კვლევებზე ისაუბრა. პაციენტების გამოკვლევებს სახელმწიფო მხოლოდ იმ შემთხვევაში დააფინანსებს, თუკი ოჯახის ექიმი მიიჩნევს, რომ გამოკვლევები აუცილებელია. „პროტოკოლი, რომელიც ჩვენ გვაქვს კოვიდის მართვისთვის, განახლდა დეკემბრის ბოლოს. აქამდეც და ახლაც ლაბორატორიული კვლევები ამბულატორიულ პირობებში ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით. ხშირად …

50 წელს ზემოთ ვინც დაიბუსტება, 100 ლარს მიიღებს – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებენ,  სახელმწიფო 100 ლარით წაახალისებს. „აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მომატებულია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როცა ადამიანი ტესტირებას გადის, სწორად მიუთითოს მონაცემები, რადგან შემდგომში არ გართულდეს მასთან დაკავშირება,“- ამბობს გიორგი ღიბრაძე, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი. 25 იანვრის …

აჭარაში კორონავირუსის 1 608 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 4 პაციენტი – 25 იანვარი

25 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში აჭარაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის აჭარაში 632 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში, 132 კი მძიმე პაციენტია. რეგიონში 49 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. 679 პირი იმყოფება ბათუმის კოვიდსასტუმროებში. აჭარაში ბინაზე ანუ ონლაინკლინიკაში 4 642 ადამიანი მკურნალობს …

კოვიდით 42 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 15 762 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათში

25 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის საქართველოში: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 075 154 , ბოლო 24 საათში – 15 762 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 972 745 , ბოლო 24 საათში – 5 160 მათ შორის, გარდაცვლილი – 14 774 , ბოლო 24 საათში – 42 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა …

აჭარაში კოვიდის 1352 ახალი შემთხვევაა | 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1352 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 651 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 658 ინფიცირებული. ამ ეტაპზე აჭარაში 137 მძიმე პაციენტია, მათგან 55 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

31 გარდაცვლილი და კოვიდის 7947 ახალი შემთხვევა – 24 იანვარი

24 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირდა კორონავირუსის 7947 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი. 23 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.65%, 14 დღის მანძილზე – 13.08% ხოლო 7 დღის მანძილზე – 16.61%. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 7 947 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 496 შემთხვევა, აჭარაში – 1 352, იმერეთში – 857, ქვემო ქართლში – …

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – შეხვედრები ბათუმში ბიძინა კულუმბეგოვთან [ფოტო]

„თუ თქვენ მეტყვით, მაშინ ავიცრები“ – დღეს ამ სიტყვებით რამდენიმე ადამიანმა მიმართა ბათუმში მყოფ ბიძინა კულუმბეგოვს. ექიმმა ყველა მათგანის თხოვნა გაითვალისწინა. აცრის შემდეგ მათ თქვეს, რომ დღემდე კოვიდზე აცრის ეშინოდათ. 22-23 იანვარს ბათუში ბიძინა კულუმბეგოვის სულ სამი შეხვედრა გაიმართა – სტუდენტებთან, ლექტორ-პროფესორებთან, მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და “ოცნების ქალაქის” დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებთან. ორდღიანი შეხვედრები ექიმ ალერგოლოგ-იმუნოლოგ …

„ახალგაზრდებს ვაქცინის იმიტომ ეშინიათ, თითქოს შვილი აღარ ეყოლებათ“ – ექიმი-ალერგოლოგი

23 ინვარს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, კორონავირუსისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც ექიმ ბიძინა კულუმბეგოვთან ერთად გაიმართა, ვაქცინაციის მსურველებს “მოგზაური ბიბლიოთეკის” ავტომობილში შესაძლებლობა ჰქონდათ აცრილიყვნენ. აქ აცრას ბათუმის N1 პოლიკლინიკის ალერგოლიგ-დერმატოლოგი  ნათია ბეჟანიძე ატარებდა. „ვაქცინის კაბინეტში მუშაობა აგვისტოდან დავიწყე. აგვისტოში ვაქცინაციის მსურველთა მომართვიანობა მაღალი იყო, შემდეგ დაიკლო. სახელმწიფოს 200-ლარიანი წამახალისებელი პროგრამის …

სად შეგიძლიათ აჭარაში ტესტირება ნებისმიერ დღეს, მათ შორის 24 საათის განმავლობაში – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 იანვრიდან რეგიონის ამბულატორიული დაწესებულებები COVID 19-ის ტესტირებას ყოველდღიურად ჩაატარებენ. „ტესტირება ტარდება სწრაფი ანტიგენით, საჭიროების შემთხვევაში კი, თუ პაციენტს სიმპტომები აქვს და სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია – ტარდება PCR კვლევა.“ – აცხადებენ სამინისტროში. კორონავირუსზე ტესტირება აჭარაში შეგიძლიათ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში: [red_box]ყოველ დდღე 10-დან 18 საათამდე:[/red_box] შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“; მის: …

კოვიდის 1 136 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 4 პაციენტი – 23 იანვარი

23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1 136 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში ვირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აჭარაში ამ დროისთვის: 625 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მძიმე პაციენტია – 137, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 53. აჭარის კოვიდსასტუმროებში 672 ადამიანია მოთავსებული. — 23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში …

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 9 696 ახალი შემთხვევა

23 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 28 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დაფიქსირდა ვირუსის 9 696 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 051 445 , ბოლო 24 საათში – 9 696 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 962 035 , ბოლო 24 საათში – 5 408 მათ შორის გარდაცვლილი – 14 701 , ბოლო 24 საათში – 28 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 47 803, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 793, PCR ტესტით – 21 010 …

მოსწავლეებს კვლავ შეუძლიათ სწავლის ფორმატი აირჩიონ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2021-22 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი სკოლებში 17 იანვარს განახლდა. ბოლო კვირის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებელთა 0,8 -ს და მოსწავლეების 0,1 %-ს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 21 სკოლა და 84 ცალკეული კლასი ქვეყნის მასშტაბით.  „სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი საქართველოს მასშტაბით რისკის ჯგუფის 80-მა მასწავლებელმა გამოთქვა“. ოფიციალური ინფორმაციით, დღეისათვის აცრილია მასწავლებელთა …

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აჭარაში კორონავირუსის 851 ახალი შემთხვევა დადასტურდა. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 21 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, მძიმეა 131 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50. კოვიდსასტუმროებშია 563, საკარანტინე სივრცეშია – 6 პაციენტი.

49 გარდაცვლილი და კოვიდის 8767 ახალი შემთხვევა – 21 იანვარი

21 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 8767 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი. stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 5 052 შემთხვევა, აჭარაში – 851, იმერეთში – 861, ქვემო ქართლში – 351, შიდა ქართლში – 538, გურიაში – 119, სამეგრელო – ზემო სვანეთში – …

აჭარაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 903 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 ადამიანი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, 20 იანვრის მდგომარეობით, აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 612 პაციენტი, მათ შორის, 133 მძიმეა, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 48 პაციენტი. აჭარაში კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 554 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 6 ადამიანი.   მთავარი ფოტო: ბათუმი/20.01.2022

27 გარდაცვლილი და კორონავირუსის 6 351 ახალი შემთხვევა – 20 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 6351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარაში – 903, იმერეთში – 510, ქვემო ქართლში – 196, შიდა ქართლში – 238, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 211, კახეთში -187, მცხეთა-მთიანეთში …

43 გარდაცვლილი და კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა – 19 იანვარი

19 იანვრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 8728 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 43 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარაში – 1 184, იმერეთში – 859, ქვემო ქართლში – 302, შიდა ქართლში – 429, გურიაში – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 289, კახეთში …

აჭარაში კოვიდის 1184 ახალი შემთხვევაა

19 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 1184 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 596 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 562 ინფიცირებული. ამ ეტაპზე აჭარაში 131 მძიმე პაციენტია, მათგან 45 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

სკოლებს შეუძლიათ მშობლებს და ბავშვებს სწავლის შერეული მოდელი შესთავაზონ – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლებმა უნდა დაიცვან ჯანდაცვის შესაბამისი უწყებების რეკომენდაციები. „სკოლებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ სასკოლო გარემოში გააგრძელონ ფუნქციონირება, ჩვენი შეფასებით, მათ აქვთ მზაობაც, რადგან პანდემიური ტალღის არაერთი ეტაპი გაიარეს, იციან როგორ მოიქცნენ ინფიცირების გამოვლინების შემთხვევაში. სკოლების უმრავლესობას კი ძალიან მარტივად შეუძლია გამოიყენოს მოქნილი მექანიზმი და შესთავაზონ მშობლებს და ბავშვებს …

ომიკრონით ინფიცირებულების დიდ ნაწილს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა – გაბუნია

დღეს, 18 იანვარს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომიკრონით ინფიცირების 1200-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა. „აქედან უმეტესი შემთხვევა არის თბილისში“ – ამბობს თამარ გაბუნია. მისი თქმით, ომიკრონის დადასტურებული შემთხვევებიდან ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ 14 ადამიანს დასჭირდა, რადგან ინფიცირებული პირებიდან ყველა ვაქცინირებულია. „ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია. …

აჭარაში კოვიდის 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა

18 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 801 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 614 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 581 ინფიცირებული. ამ ეტაპზე აჭარაში 136 მძიმე პაციენტია, მათგან 45 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

18 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 7 521 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 006 864 , ბოლო 24 საათში – 7 521 მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 934 667 , ბოლო 24 საათში – 3 160 მათ შორის გარდაცვლილი – 14 512 , ბოლო 24 საათში – 31 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 56 367, მათ შორის, …

აჭარაში კოვიდის 330 ახალი შემთხვევაა – ბოლო მონაცემები

17 იანვრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 330 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ 24 საათში 8 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 611 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 593 ინფიცირებული. ამ ეტაპზე აჭარაში 122 მძიმე პაციენტია, მათგან 45 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 3656 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 32 პაციენტი გარდაიცვალა.

კოვიდის დადებითობის მაჩვენებელი 12 პროცენტზე მეტია – ახალი მონაცემები

17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3656 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 29 711 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 32 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. 16 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 12.31 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.64% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.69%. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 656 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 530 შემთხვევა, …

სწავლის დაწყებამდე სკოლებში პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები კოვიდზე დატესტეს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 17 იანვარს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებამდე რეგიონის სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარეს. სწავლის დაწყებამდე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების დასაცავად, სკოლები უზრუნველყოფილია სადეზინფექციო მარაგებით და ყველა საჭირო ინვენტარით. სწავლის დაწყებამდე სკოლის პედაგოგებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ტესტირება განხორციელდა. კვლავ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებში წერტილოვანი …

გასულ დღე-ღამეში აჭარაში კოვიდის 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 16 იანვარი

აჭარაში, 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში დადასტურდა კორონავირუსის 768 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად აჭარაში ამ დროისთვის: 606 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოებში; 108 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 50. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 568 ადამიანია მოთავსებული. — 16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში …

5 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 504 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 995 687 , ბოლო 24 საათში – 5 504 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 928 441 , ბოლო 24 საათში – 3 304 მათ შორის გარდაცვლილი – 14 449 , ბოლო 24 საათში – 24 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 838, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 161, PCR ტესტით – 26 677 …

Exit mobile version