სიახლეები

სად შეგიძლიათ აჭარაში ტესტირება ნებისმიერ დღეს, მათ შორის 24 საათის განმავლობაში – COVID 19

23.01.2022
სად შეგიძლიათ აჭარაში ტესტირება ნებისმიერ დღეს, მათ შორის 24 საათის განმავლობაში – COVID 19

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 23 იანვრიდან რეგიონის ამბულატორიული დაწესებულებები COVID 19-ის ტესტირებას ყოველდღიურად ჩაატარებენ.

„ტესტირება ტარდება სწრაფი ანტიგენით, საჭიროების შემთხვევაში კი, თუ პაციენტს სიმპტომები აქვს და სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითია – ტარდება PCR კვლევა.“ – აცხადებენ სამინისტროში.

კორონავირუსზე ტესტირება აჭარაში შეგიძლიათ შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებში:

[red_box]ყოველ დდღე 10-დან 18 საათამდე:[/red_box]

  • შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი“; მის: ბათუმი, ბარათაშვილის ქ.N30 ტელ: (0422)21-70-01
  • სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი“; მის: ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N102 ტელ: (0422) 29-34-43
  • შპს „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკა“; მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2
  • შპს „ქ. ბათუმის N4 პოლიკლინიკა“; მის: ტაბიძის ქ. N 7,  ტელ: (0422) 240503
  • შპს “თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი”; მის: ტბეთის ქ.N4
  • სს ,,ევექსის ჰოსპიტლები – ბათუმის პოლიკლინიკა“; მის: ბათუმი, ხიმშიაშვილის N 20
  • შპს “ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი”; მის: ფრიდონ ხალვაშის გამზირი ქ.N 7ტელ: (0422) 25-87-01
  • შპს ქობულეთის ცენტრალური საავადმყოფო „ბომონდი”; მის: ქობულეთი, 26 მაისის ქ. N 2
  • ქობულეთის სამედიცინო ცენტრი; თბილისის ქ. N31.
  • სს ევექსის კლინიკები, ჩაქვის სამედიცინო ცენტრი; მის: ქობულეთი, დაბა ჩაქვი, თამარ-მეფის ქ.40; ტელ: 032 2 600 600
  • სს ,,ევექსის კლინიკები“ – ქედის კლინიკა; დაბა ქედა, რუსთაველის ქ. 14
  • სს ,,ევექსის ჰოსპიტლები“ – შუახევის ჰოსპიტალი; მის: დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.№ 32
  • სს ,,ევექსის კლინიკები“ – ხულოს კლინიკა; მის: ხულო, აღმაშენებლის ქ. N 1
[red_box]24 საათის განმავლობაში:[/red_box]
  • შპს ,,სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრი”; მის: ბათუმი, ქათამაძის ქ.N 11. ტელ: 0422 29 45 72
  • შპს ,,მედ ემერჯენსი”; მის: ბათუმი, მელიქიშვილის ქ.N 102 ბ. ტელ: +995 422 293883

 

მთავარი ფოტო: რიგი ტესტირებაზე ბათუმის N1 პოლიკლინიკასთან / 23.01.2022

გასულ დღე-ღამეში კოვიდით 28 პაციენტი გარდაიცვალა, დაფიქსირდა 9 696 ახალი შემთხვევა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: