რატომ ვერ დაამარცხა ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის პლანტაციებში

თხილის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა. მეთხილეები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია და მისი რეალიზება უჭირთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მოსავლის რა ნაწილია განადგურებული. რატომ ვერ დაამარცხა მავნებელი შეწამვლის ღონისძიებებმა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა მამუკა თურმანიძეს დაუსვა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. „თუ გადავხედავთ სხვა …

მოესწრება თუ არა სექტემბრისთვის სათესლე ნივრის შეძენა

მოესწრება თუ არა ფერმერებისთვის ნივრის სათესლე მასალის მიწოდება სექტემბრისთვის, როცა ნივრის დათესვის დროა და რაც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მოესწრება, თუმცა ამ უწყების ააიპ-მა – „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ტენდერში უკვე მეორე კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია. კომპანია „ჰერმესმა“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილების მიღებამდე ტენდერის პროცედურები შეჩერებულია. …

„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე. კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – …

აჭარაში 3750 ჰექტარი უფასოდ შეიწამლება – რეკომენდაციები ფაროსანას გასანადგურებლად

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აჭარაში ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლას იწყებს. სახელმწიფო უფასოდ შეწამლავს 3750 ჰექტარს, სამუშაოები ქობულეთიდან დაიწყება. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაწამლი სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 300 ათასი ლარია გამოყოფილი. შეწამვლის დროს ეფექტურობისა და უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს: წამლობითი ღონისძიების დროს პესტიციდის ნისლისაგან ფილტვების, თვალბისა …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო შხამ-ქიმიკატების გაყიდვის წერტილებს შეამოწმებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ  სააგენტოსთან ერთად, აჭარაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციის წერტილების მონიტორინგს იწყებს. სპეციალისტები შეამოწმებენ რა პირობებში იყიდება პრეპარატები და მოსახლეობას რეკომენდაციებს მისცემენ. დაბალი ხარისხის პესტიციდების თემაზე მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობამ შენიშვნები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ლაშა კომახიძეს წელს, მარტში გააცნო. ქედელმა ფერმერებმა მინისტრთან შეხვედრისას ძირითად პრობლემად უხარისხო შხამ-ქიმიკატები და პესტიციდები დაასახელეს. მათი თქმით, რეალიზაციაში არსებული  …

აგროღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ფერმერები SMS-ით მიიღებენ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წელს აგრომეტეოროლოგიური სადგურების მოწყობას გეგმავს. სადგურებმა მზის რადიაცია, ნალექის რაოდენობა, ჰაერის ტემპერატურა, ნიადაგის ტემპერატურა, სინოტივე და ა.შ. უნდა განსაზღვროს, დამუშავებული ინფორმაცია კი, მოსახლეობას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით უნდა მიეწოდოს.  ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დაავადების გავრცელების ალბათობა არსებობს და რა წამლობითი ღონისძიებების გატარება არის რეკომენდებული. სამინისტრო მეტეოსადგურის მოწყობას პირველ …

აჭარის მაღალმთიანეთში რძის მიმღები პუნქტების მოწყობას 874 ათასი ლარი დასჭირდება

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2018 წლისთვის რძის მიმღები ორი პუნქტის მოწყობას გეგმავს. რძის მიმღები პუნქტები რეგიონის იმ ნაწილში მოეწყობა, სადაც ყველაზე მეტი რძე იწარმოება, თითოეულის წარმადობა დღეში 10 ტონა იქნება. მას შემდეგ, რაც სამინისტრო მიმღებ პუნქტებს მოაწყობს, მათ იჯარით იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადასცემს, რომლებიც რძეს აწარმოებენ. „რძის ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესაბამისი მიმღები პუნქტების მშენებლობა …

აზიური ფაროსანა ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს – მწერთან ბრძოლა დატესტვის რეჟიმში

მავნებელი მწერი ფაროსანა, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკარანტინო მავნებლების ნუსხაში შეიყვანა, ციტრუსს, თხილს, ვაზს, ატამს, ჟოლოს, ვაშლს, მსხალს… ბოსტნეულს, სიმინდს – სულ 300-მდე სასოფლო-სამეურნეო კულტურას ანადგურებს. მავნებელი მცენარის ნაყოფს ხვრეტს და ნაყოფიდან წვენს იღებს, რაც ნაყოფის უჯრედულ დაზიანებასა და  მოსავლის ხარისხის დაცემას იწვევს. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების დეპარტამენტის უფროსის, მამუკა თურმანიძის თქმით, სამინისტრო პირველ …

სათესლე ნიორის შესაძენად აჭარის ბიუჯეტიდან 480 ათასი ლარი დაიხარჯება

„ლუბაშას“ ჯიშის ნიორის სათესლე მასალას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ შეიძენს. 48 ტონა ნიორის სათესლე მასალის შესაძენად ცენტრმა ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური თანხა 480 ათასი ლარია. ნიორის შეძენა, „მაღალეფექტური ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. „ლუბაშა“-ს ჯიშის ნიორის სათესლე მასალა: [checklist] ნიორის სათესლე მასალა მოწოდებული უნდა …

რატომ ხმება მანდარინის ნერგები ჩაქვის საცდელ პლანტაციაში

ჩაქვის საცდელ პლანტაციაში, „აგროსერვის ცენტრის“ ტერიტორიაზე მანდარინის ნერგები ხმება. ეს პლანტაცია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალურად მანდარინის საადრეო ჯიშების გასახარებლად აქვს გაშენებული. „ეს ნერგები გამხმარი არ არის, შეიძლება გადარჩეს,“ – ირწმუნება გოჩა ბერიძე, ააიპ „აგროსერვის ცენტრის“ ხელმძღვანელი. მისივე მტკიცებით, პლანტაციაში, სადაც 10 ათასი ნერგია, მხოლოდ ათს შეექმნა პრობლემა. თუმცა, ჩვენ მიერ დაახლოებით ერთი თვის წინ …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრომარკეტი გახსნა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დღეს, 9 მაისს, ქობულეთში, სოფელ გვარაში, ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის სანერგე მეურნეოების ტერიტორიაზე, აგრომარკეტი გახსნა. აგრომარკეტში მეწარმეებს ფართობები დროებით სარგებლობაში, იჯარის წესით გადაეცემათ. სამინისტროს ინფორმაციით, ეს იქნება აგროპროდუქციის რეალიზაციის ცენტრი, სადაც წარმოდგენილი პროდუქცია გარე ვაჭრობისას შეძენილ პროდუქციასთან შედარებით გაცილებით ხარისხიანი იქნება. ხარისხთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება პროდუქციის ფართო არჩევანიც. აგრომარკეტის სივრცეში აგროწარმოების საშუალებები, მათ …

სოფლის მეურნეობის ახალი უწყება 50 ათას ლარად ახალ ავტომობილს შეიძენს

აგროპროექტების მართვის ცენტრი ახალი ავტომანქანის შეძენას აპირებს, რაშიც ეს უწყება მაქსიმუმ 50 ათას 300 ლარს გადაიხდის. ტენდერი 4 მაისს გამოცხადდა და წინადადების მიღება 24 მაისს დასრულდება. ააიპ „აგროპროექტების მართვის ცენტრი“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, გასული წლის დეკემბერში დააფუძნა. სატრენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომანქანა 2016 წელს უნდა იყოს გამოშვებული, მე-3 კლასის, ახალი, ექსპლუატაციაში არ მყოფი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის …

ჩავარდნილი პროექტი – კომპანია სოფლის მეურნეობის სამინისტროს უჩივის

ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკვე მიიღო წარმოებაში ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ სარჩელი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ. ამ კომპანიას აჭარაში „აგრარული ექსტენციის მიწოდების“ პროგრამა უნდა განეხორციელებია. ექსტენცია გულისხმობს ადგილზე, მაგალითად, მანდარინის ბაღში, სხვადასხვა სეზონზე ფერმერისთვის თეორიული და პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებას. პროგრამა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, თუმცა იგი ჩავარდა. „ფერმერების სიები, რაც სამინისტრომ მოგვაწოდა, „მკვდარი სულებით“ იყო სავსე,“ – …

აჭარაში მე-20 საუკუნეში წარმოებული პროდუქტების პოტენციალს შეისწავლიან

მეოცე საუკუნეში აჭარაში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პოტენციალის კვლევაზე ტენდერი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოაცხადა. კვლევა, სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის პროგრამის – „აგროსექტორის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში განხორციელდება. კვლევისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტში 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ შესაბამის ტენდერში წინადადებების მიღება 2017 წლის 5 მაისს დაიწყება და ამავე წლის 10 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია …

რას მიიღებენ გლეხები გაუქმებული აგრობარათების ნაცვლად

სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის აგრობარათების გაუქმებას აპროტესტებენ ხულოში. ვაჩერის ფარგლებში გლეხები მიწის ფართობებს უფასოდ ხნავდნენ, ასევე უფასოდ იძენდნენ სასუქის და სასოფლო-სამეურნეო იარაღის გარკვეულ ოდენობას. „ეს არ იყო ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება, მაგრამ ხულოს გამგეობამ და საკრებულომ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ გლეხები დაეცვათ. საჯარო დაპირებები იყო, რომ გლეხებს ალტერნატიულ პროგრამებს შესთავაზებდნენ, მაგრამ გაზაფხული მოვიდა, მიწები დასახნავია, ვაუჩერი კი არ …

კონკურსი 6 პოზიციაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში

  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა სამინისტროს ცენტრალური აპარატის 6 ვაკანტურ პოზიციაზე: პროექტების დანერგვისა და საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი; დარგობრივი განვითარების განყოფილების უფროსი; პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების უფროსი; პოლიტიკის დაგეგმვისა და შესრულების მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი; აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი; იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; სამინისტროს ინფორმაციით, დარგობრივი მიმართულების ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი …

ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროს 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით სამინისტროში სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 825 ლარი, განყოფილების უფროსის – 1175 ლარი, ხელო დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1575 ლარია. კონკურსი გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ თანამდებობებზე • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი. • სოფლის განვითარების დეპარტამენტის …

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის აჭარის აგროსერვის ცენტრში

აგრარული მიმართულების სტუდენტებისთვის აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსიტრო ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს. სტუდენტები 6 თვით იმუშავებენ აჭარის აგროსერვისცენტში და მათი ანაზღაურება თვეში 250 ლარი იქნება. სტაჟირების პროგრამის პრეზენტაცია დღეს, 17 თებერვალს, შედგა ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტებს სტაჟირებაზე აჭარს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და აგროსერვის ცენტრის დირექტორი გოჩა ბერიძე  ესაუბრნენ. 6-თვიანი, ანაზღაურებადი სტაჟირების მიზანი სოფლის …

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება და 22 დაემატება

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი სამინისტროში პირველი თებერვლიდან რეორგანიზაციას აანონსებს. რეორგანიზაციის საფუძველზე სამინისტროში ორი ახალი დეპარტამენტი და ერთი ახალი სამსახური შეიქმნება, თუმცა, უშუალოდ სამინისტროში 8 შტატი გაუქმდება. პარალელურად სამინისტრო ქმნის ახალ აიპის, სადაც 22 ადამიანი დასაქმდება. გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს მინისტრ, ლაშა კომახიძესთან. ბატონო ლაშა, რა ტიპის რეორგანიზაცია იგეგმება სამინისტროში? სოფლის მეურნეობს სამინისტროს  2017-2020 წლების განვითარების სტრატეგია მოვამზადეთ. ეს სტრატეგიული …

ვინ აიღო პრემიები აჭარის სამინისტროებში

ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში, აჭარის ოთხ სამინისტროში გასულ წელს მთლიანობაში 6 მილიონ 151 ათასზე მეტი ლარი გაიცა. აქედან 3,5 მილიონი ლარი –  ხელფასებში [თანამდებობრივი სარგო], 1,6 მილიონი ლარი – დანამატებში, ხოლო 867 ათას 724 ლარი პრემიებში დაიხარჯა. აჭარის სამინისტროებში 2016 წელს გაცემული ხელფასები და პრემიები [ლარი]: ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ, გასული წლის დეკემბრის …

სეტყვამ მანდარინი დააზიანა

“სეტყვამ მანდარინი ძირითადად ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე დააზიანა, აქ უფრო მაღალი ინტენსივობოთ იყო სეტყვა”- ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლაშა კომახიძე. მინისტრის ინფორმაციით, სეტყვამ დააზიანა ციტრუსის ბაღები ქობულეთსა და ხელვაჩაურშიც. ამჟამად მდგომარეობას სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფები სწავლობენ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმ მეციტრუსეებს მიმართავს, ვისაც ციტრუსი დაზღვეული აქვს. ფერმერებმა ზარალის დადგომიდან 24 საათის განმავლობაში უნდა მიმართონ კომპანიას, სადაც …

ფერმერი ციტრუსის საკრეფად ემზადება, სამინისტრო – ფორუმისთვის

მანდარინის კრეფის დაწყების წინ, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებული ფორუმისთვის ემზადება. ფორუმზე, რომელიც ბათუმში ჩატარდება, ბევრი დეტალი დაზუსტდება და შემდეგ დაიწყება აქტიური მუშაობა – აცხადებენ აჭარის სავაჭრო პალატაში. გაურკვეველია „ენესის“ სუბსიდირების საკითხიც. სამინისტროში ამბობენ, რომ თუ საკითხი გადაწყდა, სახელმწიფო 1 კგ არასტანდარტულ მანდარინში კვლავ 10 თეთრს გადაიხდის. „ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ამდენად, განსაკუთრებული …

სამინისტრო მოცვის ნერგებს აღარ დაარიგებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლურჯი მოცვის ბაღების გაშენების პროგრამას მომავალი წლიდან აღარ განახორციელებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს კულტურა მაღალი საექსპორტო პოტენციალით გამოირჩევა და მასზე მოთხოვნა გაზრდილია, სამინისტრო არც მოცვის ნერგების დარიგების პროგრამას გააგრძელებს. „ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მოცვის ნერგების დარიგება თუ ბაღების გაშენება. ჯამში 47 ათასი ძირი მოცვი გვაქვს გადაცემული ფერმერებზე, ხოლო მიმდინარე წელს მოცვის …

„მარტო ამის გამო ღირს ჩემი მინისტრობა“

რა ცვლილებებს გეგმავს აჭარის სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი  ლაშა კომახიძე და რა მიაჩნია წარმატების საზომად, რა სფეროებს აქვს მომავალი  აჭარის სოფლის მეურნეობაში და რის დეფიციტს განიცდიან ფერმერები? – ამ და სხვა თემებზე „ბათუმელები“  ლაშა კომახიძეს ესაუბრა. ბატონო ლაშა, წინა მინისტრის მუშაობას უმაღლესი საბჭო არაეფექტურად მიიჩნევდა. რას შეცვლით თქვენ სოფლის მეურნეობაში? მოლოდინი ჩემ მიმართ იმხელაა, რომ მე …

რატომ ვამბობთ უარს ჩაის კულტურაზე

3,5-მილიონიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩაის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, აჭარაში არ ხორციელდება. სპეციალისტების თქმით, პროგრამა რეგიონში მეჩაიეობის აღორძინებაზე ორიენტირებული არ არის და შემორჩენილი 400 ჰექტარამდე ფართობიც რეაბილიტაციას თითქმის აღარ ექვემდებარება. ჩაის საკრეფად კი რეგიონის მოსახლეობა მასობრივად მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში გადადის. ბათუმელი მედეა აბაშიძე ჩაის კრეფის სეზონზე ყოველ დღე გადადის თურქეთში, მუშაობს და საღამოს ისევ სახლში ბრუნდება. ამბობს, …

აჭარაში ფერმერებს მოტობლოკებს გადასცემენ

აჭარაში მცხოვრებ 292 ფერმერს სასოფლო სამეურნეო ტექნიკა თანადაფინანსების  ფარგლებში 70% ფასდაკლებით გადაეცემა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიური წარმოების ,,Meccanica Benassi’’-ს   ფირმის მრავალფუნქციური მოტობლოკები დაკომპლექტებულია ნიადაგდამამუშავებელი აგრეგატებით: ფრეზი–კულტივატორი, ნიადაგის შემომყრელი [კვალგამყვანი], კარტოფილის ამომთხრელი, ნიორის სათესი და  სეგმენტურთათებიანი სათიბელათი. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლეში ფერმერებს თანაგადახდის პრინციპით [ღირებულების 30%] წელს 79 ერთეულ მოტობლოკს მისაბმელ ურიკასაც გადასცემენ. შესყიდული …

„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს

„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე …

რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას

საქართველოში ფერმერთა კოოპერატივებად ჩამოყალიბება ძნელად მიმდინარეობს. ხშირად კოოპერატივები იქმნება ხელოვნურად, რათა ამა თუ იმ პროგრამით ერთჯერადად ისარგებლონ. ტრადიციები, ნდობის, ცოდნის  ნაკლებობა და ა.შ. – ეს ყველაფერი დღეს ხელს უშლის კოოპერატივების შექმნას. სპეციალისტთა შეფასებით კი, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის კოოპერატივებს ალტერნატივა არ აქვს. ამ მიმართულებით 2013 წლიდან შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა, მოქმედებს სახელმწიფო და საგრანტო პროგრამები. „იმას, რასაც …

Exit mobile version