ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში კინოს მუზეუმის გახსნაზე წლებია საუბრობენ. შენობის რეაბილიტაციაზე 2 მილიონ ლარზე მეტი უკვე დაიხარჯა, თუმცა მუზეუმი ამ დრომდე არ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ყოფილი აბანოს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში მუზეუმის გახსნას გარკვეული დრო და ფინანსები კიდევ დასჭირდება. პროცესის შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ სსიპ „აჭარის მუზეუმის“ მიერ შენობის …
Tag Archives: აჭარის მუზეუმი
დაკეტილი მუზეუმი – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის რემონტი არათუ ჯერ არ დასრულებულა, არამედ ახლა იწყება. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მუზეუმი უკვე 1 წელზე მეტია დაკეტილია. ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის სარდაფის სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის მუზეუმების გაერთიანებამ 2023 წლის ბოლოს გამოაცხადა. სამუშაოების დაწყებიდან მალევე ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მუზეუმების გაერთიანების დირექტორს აცნობა, რომ გამოიკვეთა რიგი ფაქტორები, რაც სამუშაოების პროექტის …
Continue reading “დაკეტილი მუზეუმი – კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება სარემონტო სამუშაოები”
აბანოს ყოფილი შენობის რეაბილიტაციაზე 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა – ხარისხს სამხარაული ამოწმებს
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაში 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინოს მუზეუმი უნდა გაიხსნას. სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია „ივერთმშენს“ უკვე გადაურიცხა 1 585 602 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 92 პროცენტი]. რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ რეაბილიტირებული შენობის ინტერიერის რამდენიმე ფოტო მიაწოდეს. ამ ფოტოების მიხედვით კი, …
ბათუმში ყოფილი აბანოს მუზეუმად გადაკეთება დასრულდა – ახალი კონკურსი 211 ათასი ლარით
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის მორიგი „რეაბილიტაცია“ დასრულდა. ამ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ბათუმის კინო-მუზეუმი ოფიციალურად, შესაძლოა, 4 ოქტომბრამდე გახსნან [ანუ, „ოცნების“ მიერ დანიშნულ არჩევნებამდე], თუმცა, ინტერიერის მოწყობასა და მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობა, როგორც ჩანს, გაგრძელდება. „აჭარის მუზეუმმა“ 3 სექტემბერს „ქ. ბათუმის კინო-მუზეუმის ინტერიერის დიზაინის და კონცეფციის შემუშავებაზე“ კონკურსი გამოაცხადა. შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება …
ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობის ფასადის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ამ შენობაში სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის გახსნა იგეგმება. სამშენებლო სამუშაოებისთვის 1 მილიონ 733 ათას 333 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმს“ ჰქონდა გამოცხადებული, გამარჯვებული კი სამშენებლო კომპანია „ივერთმშენია“. ის ტენდერში ერთადერთი მონაწილე იყო და მასთან …
Continue reading “ბათუმში ისტორიული აბანოს შენობის ფანჯრები ბეტონის ბლოკებით ამოაშენეს”
9 წელია ბათუმში ძველი აბანოს რეაბილიტაციას გეგმავენ და თავი ვერ მოაბეს
ძველ ბათუმში, ხულოს ქუჩის #10-ში ძველი აბანოს შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ისევ ისეთ სავალალო მდგომარეობაშია, როგორშიც იყო 9 წლის წინ, როცა შენობის რეაბილიტაციისა და ბათუმის მუზეუმის გახსნის შესახებ პირველად გააჟღერეს. ეს მოხდა 2014 წელს, მაშინ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ბიძინა აფხაზავა ხელმძღვანელობდა და როგორც თავად გვითხრა შენობაში ბათუმის მუზეუმის გახსნა სურდა. სააგენტოს …
Continue reading “9 წელია ბათუმში ძველი აბანოს რეაბილიტაციას გეგმავენ და თავი ვერ მოაბეს”
ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი
სულიკო ჟღენტის სახელობის ბათუმის კინოს მუზეუმის მშენებლობაზე აჭარის მუზეუმმა ტენდერი უკვე მეხუთედ გამოაცხადა. წინა ოთხი ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კინოს მუზეუმის მშენებლობისთვის 2022 წელს 1,1 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, ამჯერად კი ეს თანხა 589 ათასი ლარით არის გაზრდილი. აჭარის მუზეუმმა ტენდერი 1 778 806 ლარით გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 2023 წლის …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმის პროექტი ნახევარი მილიონით გაძვირდა – ხელახალი ტენდერი”
ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე, N10-ში მდებარე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 1 189 320 ლარია გამოყოფილი. შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი სსიპ „აჭარის მუზეუმმა“ გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 15 მაისს დაიწყება და 20 მაისს დასრულდება. ტენდერში გამარჯვებულმა სამუშაოები უნდა დაიწყოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის …
Continue reading “ხულოს ქუჩაზე ყოფილი აბანოს შენობის რეაბილიტაციაზე 1,1 მილიონი დაიხარჯება”
ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას „აჭარის მუზეუმი“ ამჯერად გამარტივებული წესით გეგმავს, რასაც გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. შესყიდვის ღირებულება 40 ათასი ლარია. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი ორჯერ გამოაცხადა – 25 ათასი ლარით და 40 ათასი ლარით, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლენილა. „ორივე მათგანში …
Continue reading “ყოფილი აბანოს შენობის კინოს მუზეუმად გადაკეთების პროექტში 40 000 ლარი დაიხარჯება”
3 დღე ონლაინმუზეუმებში
პროექტის ფარგლებში – „ღამე მუზეუმში“, 14-16 ნოემბერს აჭარის მუზეუმებში ონლაინექსკურსიას შეძლებთ. 14 ნოემბერს ონლაინექსკურსია 19:00 საათიდან დაიწყება. ონლაინში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს განძი. ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი „თანასწორობა“, მიიღოთ მონაწილეობა ვიქტორინაში, რომელიც მუზეუმის დაარსების ისტორიას შეეხება. ონლაინექსკურსია დაგეგმილია ბათუმის ნობელების, ხელოვნების მუზეუმებიდანაც. ონლაინექსკურსიების ლაივის ნახვა შესაძლებელი იქნება აჭარის მუზეუმის ფეისბუქის გვერდიდან. აჭარის განათლებისა …
ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება
ბათუმში, ხულოს ქუჩაზე მდებარე ყოფილი აბანოს შენობაში სულიკო ჟღენტის ბათუმის კინოს მუზეუმი განთავსდება. მუზეუმის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის [ჩასატარებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ხარჯთაღრიცხვა] შედგენაზე „აჭარის მუზეუმმა“ კონკურსი გამოაცხადა. საკონკურსო თანხა 40 ათასი ლარია. პირობის მიხედვით, კონკურსში გამარჯვებულს „აჭარის მუზეუმი“ მაქსიმუმ 16 000 ლარს, 2020 წელს, საკუთარი შემოსავლებიდან გადაუხდის, ხოლო დანარჩენ თანხას – 2021 წელს, „აჭარის მუზეუმის“ …
Continue reading “ბათუმის კინოს მუზეუმი ხულოს ქუჩაზე, ყოფილი აბანოს შენობაში გაიხსნება”
სულხან ოქროპირიძე აჭარის მუზეუმის დირექტორად დანიშნეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მუზეუმის დირექტორის პოსტზე სულხან ოქროპირიძე დაინიშნა – ინფორმაცია „ბათუმელებს“ აჭარის განათლების სამინისტროში დაუდასტურეს. სულხან ოქროპირიძე ქობულეთის წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი პროფესიით ისტორიკოსია. აჭარის მუზეუმის დირექტორის თანამდებობა 29 მაისის შემდეგაა ვაკანტური, როცა მუზეუმის დირექტორი, თამარ ორაგველიძე თორნიკე რიჟვაძის ბრძანებით მოულოდნელად გაათავისუფლეს თანამდებობიდან. ამავე თემაზე: რას ამბობს აჭარის მუზეუმის ყოფილი დირექტორი სამსახურიდან გათავისუფლებაზე აჭარის …
Continue reading “სულხან ოქროპირიძე აჭარის მუზეუმის დირექტორად დანიშნეს”
არც სხვა უწყებაშია გამორიცხული ცვლილებები – რიჟვაძე მუზეუმის დირექტორის გათავისუფლებაზე
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მუზეუმის დირექტორის თამარ ორაგველიძის სამსახურიდან გათავისუფლებაზე განაცხადა, რომ დირექტორი სამსახურიდან აჭარის განათლების სამინისტროს შუამდგომლობით გაუშვა. ჟურნალისტების კითხვაზე, რა არგუმენტები ჰქონდა სამინისტროს, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ განხორციელდა მენეჯმენტის ცვლილება. „არსებობდა გარკვეული ხარვეზები და მნიშვნელოვანია, რომ ყველა უწყება იყოს გაჯანსაღებული“. აქვს თუ არა დირექტორის გათავისუფლებას პოლიტიკური მოტივი? „ვერსიებს ვერ ავყვები, ეს იყო კონკრეტული მენეჯმენტის …
ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო
აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე თანამდებობიდან მისი გადაწყვეტილებით გათავისუფლდა. თამარ ორაგველიძის თქმით, ბრძანებაში არ წერია მოტივი, თუ რის საფუძველზე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. „მიზეზი არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სამუზეუმო სფერო ითხოვს ყოველდღიურ გაუმჯობესებას, საქმიანობა ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი და მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს …
Continue reading “ბაგრატ მანველიძე: თამარ ორაგველიძის გათავისუფლება ჩემი გადაწყვეტილება იყო”
პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში
დღეს, 5 მარტს, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში პირველი აჭარელი მხატვარი ქალის, მუთებერ ვარშანიძის საიუბილეო გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე მხატვრის ორი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. “წითელარმიელის დაბრუნება” – ასე ჰქვია მუთებერ ვარშანიძის ზეთით შესრულებულ ნამუშევარს, რომელიც სოცრეალიზმის ნიმუშადაა მიჩნეული. ნახატი მუზეუმში 1968 წელს მიიტანეს მხატვრის ოჯახის წევრებმა. მეორე ნამუშევარი, ნატურმორტი, საგამოფენოდ გადასცა მუზეუმს მხატვრის დისშვილმა, ქეთევან თალაკვაძემ. გამოფენაზე ასევე …
Continue reading “პირველი მხატვარი ქალი აჭარიდან – გამოფენა ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში”
„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში
დღეს, 14 თებერვალს, ,,აჭარულ ღვინის სახლში“ ახალი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. საგამოფენო სივრცეში ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში დაცული ღვინის ეტიკეტები იყო წარმოდგენილი. „უძველესი ღვინის ეტიკეტი, რომელიც 1907 წლითაა დათარიღებული და ჩვენთან ინახება, არის „დანელია და კომპანიას“ მიერ გამოშვებული“, – ამბობს აჭარის მუზეუმის დირექტორი თამარ ორაგველიძე. მისივე თქმით, ამ ეტიკეტებიდან ირკვევა, რომ აჭარაში ჯერ კიდევ მანამდე აკრავდნენ ღვინოს …
Continue reading “„შევძელი“ და ქართული ღვინის სხვა უძველესი ეტიკეტები გამოფენაზე ქედაში”
წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585
2018 წელს გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალს 118 719 ვიზიტორი ეწვია, ხოლო ბათუმში არსებულ სხვა მუზეუმებს – 37 585 ვიზიტორი. აჭარის მთავრობის სსიპ-ის – აჭარის მუზეუმის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ხელოვნების მუზეუმს 10 750 ვიზიტორი ჰყავდა, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს – 11 791, არქეოლოგიურ მუზეუმს – 13 049, ხოლო ნობელების მუზეუმს – 1 995 ვიზიტორი. აჭარის ტურიზმისა …
Continue reading “წელს გონიოს ციხეს 118 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია, სხვა მუზეუმებს ჯამში – 37 585 “
ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში შესვლა ოთხი დღის განმავლობაში უფასო იქნება
10-დან 14 დეკემბრის ჩათვლით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში შესვლა უფასო იქნება. წელს მუზეუმი 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. „მუზეუმი 1908 წელს დაარსდა მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით როგორც სასკოლო მუზეუმი. 1908 წელს 19 მარტს 28 ხმოსნის მონაწილეობით გამართულ სხდომაზე საქალაქო საბჭომ მოიწონა თავისი გამგეობისა და საფინანსო კომისიის ერთობლივი დასკვნა პუშკინის სახელობის საქალაქო …
Continue reading “ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში შესვლა ოთხი დღის განმავლობაში უფასო იქნება”
ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება
„აჭარის მუზეუმს“ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისთვის ბიუჯეტში 185 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. შენობა ბათუმში, თამარის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩაზე, N3-ში მდებარეობს. სამუშაოებს „აჭარის მუზეუმი“ ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. პროექტის მიხედვით, იგეგმება არსებული შენობის რემონტი, ასევე გარკვეული დეტალების დამატება. როგორც სატენდერო კომისიაში გვითხრეს, შეივსება თავისუფალი ადგილები, შენობას დაემატება კაფე, სხვადასხვა სათავსო, ლითონის დეკორატიული ორსართულიანი კარკასი, …
Continue reading “ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის რეკონსტრუქცია იგეგმება”
133 თანამშრომელი და ოთხი მუზეუმი ერთად – როგორ გეგმავს მუშაობას ახალი უწყება აჭარაში
საჯარო სამართლის იურიდიული პირი აჭარის მუზეუმი, რომელიც ბათუმში მდებარე ოთხ [ხარიტონ ახვლედიანის, არქეოლოგიური, ხელოვნებისა და ძმები ნობელების] მუზეუმს აერთიანებს, თითქმის ორი თვეა შეიქმნა. ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ მუზეუმებს დირექტორების ნაცვლად ახლა მმართველები ჰყავთ, ვაკანტურია ერთი მუზეუმის მმართველის და დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. როგორ აპირებს მუშაობას ახალი უწყება? – „ბათუმელების“ შეკითხვებს თამარ ორაგველიძემ უპასუხა, „აჭარის მუზეუმის“ დირექტორმა. …
აჭარის მუზეუმის დირექტორად თამარ ორაგველიძე დაინიშნა
ახალშექმნილ უწყებას, „აჭარის მუზეუმს“ თამარ ორაგველიძე უხელმძღვანელებს. თამარ ორაგველიძე აქამდე ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორი იყო. იგი ამ პოზიციაზე მუზეუმის დაარსების დღიდან, 2007 წლიდან მუშაობდა. აჭარის მუზეუმი ბათუმში მდებარე ოთხ მუზეუმს გააერთიანებს: ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმსა და ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმს. აჭარის მუზეუმის დირექტორს ორი მოადგილე ეყოლება, მუზეუმის …
Continue reading “აჭარის მუზეუმის დირექტორად თამარ ორაგველიძე დაინიშნა”
ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა
ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა №4 – ამ მისამართზე ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი მდებარეობს, თუმცა პირველი ივნისიდან ეს ახალი ორგანიზაციის მისამართი იქნება. აჭარის მთავრობამ ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აჭარის მუზეუმი“ შექმნა, რომელიც ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს, აჭარის ხელოვნების მუზეუმს და აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს გააერთიანებს. აჭარის მუზეუმში გაერთიანდება ძმები ნობელების ტექნოლოგიური მუზეუმიც, რომელიც აქამდე აჭარის …
Continue reading “ოთხი მუზეუმი ერთად – აჭარის მთავრობამ ახალი უწყება შექმნა”
ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)
18 მაისს, 12:00 საათზე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, ამიკო ქავთარაძის სატელევიზიო პროექტის „ერთი ფოტოს ისტორია“ – 9/11-ის ჩვენება გაიმართება. ჩვენება მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების „მუზეუმი და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“ ფარგლებში იმართება. ფილმი ეხება 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რის შედეგადაც ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი …
Continue reading “ერთად აღვნიშნოთ მუზეუმების საერთაშორისო დღე – ფილმის ჩვენება და დისკუსია (ანონსი)”
აჭარის მუზეუმებს და გალერეებს ახალი ვებგვერდები ექნებათ
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დაახლოებით 30 350 ლარს გადაიხდის აჭარის 15 მუზეუმისა და 2 გალერეის ვებგვერდის შექმნაში. ვებგვერდის შექმნა/განახლება, ასევე, ლოგოების შექმნა და ბრენდირებული მასალის დამზადება (სამი) მუზეუმისთვის, სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის – „სამუზეუმო მარკეტინგის გაუმჯობესება ადგილობრივ მუზეუმებში“ – ფარგლებში განხორციელდება. ვებგვერდი‐პორტალი შეიქმნება შემდეგი მუზეუმებისა და გალერეებისთვის: ✔ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი; ✔ ხარიტონ ახვლედიანის სახელობის …
Continue reading “აჭარის მუზეუმებს და გალერეებს ახალი ვებგვერდები ექნებათ”