„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?”

მარი ქობულაძე
ააა…. არ ყოფილხარ ენრიკეს კონცერტზე? არა უშავს…სიმართლე გითხრათ, ბევრი დაგიკარგავთ: D თუ გგონიათ მეც VIP სტუმრის სტატუსით შევედი, ძალიან შემცდარხართ.. მე მხვდა ბედნიერება მოკვდავთა რიგში დგომისა, ნახევარი საათის გატარება მომიწია რიგში, მხოლოდ იმისთვის, რომ შიგნით შემეღწია… შესვლის დროის მოახლოებისას ხალხი ერთმანეთს მიაწყდა, მოკლედ ვინ ვის შეასწრებდა იმაზე იყო, ზოგმა მოაჯირს გადაუფრინა, ზოგიც ისე გაცეცხლდა დაცვაც კი ვერ აკავებდა… მე პირადად ისე შემიყვანეს, ფეხი მიწაზე არ დამიდგამს, წარმოიდგინეთ, რაღაც მომეტში ჩემი თავი ფარაონიც კი მეგონა

არაფრის შეტანის უფლება არ გვქონდა, ჩემს ირგვლივ ადამიანებს ფუნთუშები და ღვეზლებიც კი ჩამორთვეს, ერთ გოგონას ოცამდე ღვეზელი ჰქონდა პარკში ჩალაგებული, მაგრამ დაცვა ვერ გადალახა და ღვეზლების დატოვება მოუხდა.

Continue reading “„ეს ის არ არის, 7 საათიან სერიალში რომ მღერის?””

„ენვერის“ პროცესი დასრულდა

ჯაშუშობის ბრალდებით, სპეცოპერაცია „ენვერის“ სახელით ცნობილი 13 დაკავებული პირის სასამართლო პროცესი ბათუმში დასასრულს უახლოვდება. ბრალის აღიარების გამო ორ პიროვნებასთან – მფრინავ გაბრიელ უსტალიშვილთან და ბიზნესმენ პეტრე დევრიშაძესთან საპროცესო გარიგება გაფორმდა. მფრინავ იური პლუჟნიკოვს სასამართლომ 13 წელი და 6 თვე მიუსაჯა. დანარჩენ განსასჯელებსაც დაახლოებით იგივე ბედი ელით.

Continue reading “„ენვერის“ პროცესი დასრულდა”

„დევნილი“ ქველმოქმედება აჭარაში

ლიკა ბასილაია-შავგულიძე

რამდენიმე ხნის წინ აჭარის ეკონიმიკის და ფინანსთა სამინისტრომ უსახლკარო ადამიანები, მათ შორის მარტოხელა დედები, მოხუცები და ინვალიდები აიძულა აჭარაში ერთადერთი საქველმოქმედო სახლი დაეტოვებინათ. ბათუმის საქველმოქმედო სახლი „წმინდა ფრანჩესკას და წმინდა ნინოს სახელობის საქვემოქმედო ფონდმა“ ჯერ კიდევ 1995 წელს დაარსა. იმავე წელს, სპეციალური განკარგულებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ფონდს საქველმოქმედო სახლისთვის გამოყოფილი შენობა პირად სარგებლობაში გადასცა. 2006 წელს, აჭარის ახალმა მთავრობამ აბაშიძის განკარგულება უკანონოდ სცნო და ამ სახლით მოსარგებლე ადამიანები აიძულა შენობა დაეცალათ. მოგვიანებით, ახალმა მფლობელმა, რომლის ვინაობა უცნობია, სახლი დაანგრია.

Continue reading “„დევნილი“ ქველმოქმედება აჭარაში”

„დაწინაურებას გისურვებ შვილო“ –ბიძინა ივანიშვილის პიროვნული შტრიხები

ეს ინტერვიუს ის ნაწილია, სადაც ბიძინა ივანიშვილი მისი ოჯახის შესახებ საუბრობს.
პიროვნული შტრიხები: არ უყვარს ნადირობა და თევზაობა. ფრინველებიდან არ უყვარს ბეღურები, რადგან მიაჩნია, რომ მერცხლებს ბუდეებს ართმევენ. ყოველ დილით ურეკავს დედას, რომლის პირველი რეაქცია შვილის პოლიტიკაში მოსვლაზე იყო ასეთი – „ დაწინაურებას გისურვებ შვილო “ Continue reading “„დაწინაურებას გისურვებ შვილო“ –ბიძინა ივანიშვილის პიროვნული შტრიხები”

„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება

გოგონა ქოლგით

ბათუმში 23 ნოემბერს კიდევ ერთ ქანდაკებას დადგამენ. მისი ავტორი თბილისელი მოქანდაკე, მიხეილ წოწორია ამბობს, რომ კონკრეტული სახელი ამ ქანდაკებას არ აქვს – „ალბათ, გოგონა ველოსიპედზე შეიძლება ვუწოდოთ“.
ქანდაკება, ავტორის თქმით, ბათუმში, სასტუმრო „ჰაიატის“ წინ უნდა განთავსდეს. Continue reading “„გოგონა ქოლგით“ ბათუმში გამოჩნდება”

„გვაჩვენეთ თამარ კვესიტაძის ქანდაკების ესკიზი“

„გვაჩვენეთ ახალი ქანდაკების ესკიზი“, – „ბათუმელებმა“ ამ თხოვნით დღეს  ბათუმის მერიის რამდენიმე სამსახურს მიმართა. არქიტექტურის სამსახურში გვითხრეს, რომ  სამსახურის უფროსი  ირაკლი სურმანიძე თბილისშია და მათ ამ ქანდაკების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. Continue reading “„გვაჩვენეთ თამარ კვესიტაძის ქანდაკების ესკიზი“”

„გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს“

გენერალ რომან დუმბაძე მოკვლის შესახებ ინფორმაციას რუსული ინტერნეტ გამოცემა ლენტა.რუ ავრცელებს.

„მოსკოვში საქართველოს შეიარაღებული ძალების ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან დუმბაძე მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება“, – წერს ლენტა.რუ
თვადამსხმელები დუმბაძეს თავის სახლთან, რუბიოვსკის გზატკეცილზე მოტოციკლეტით დახვდნენ. მათ ესროლეს მააკაცს და მიიმალნენ. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
გენერალი რომან დუმბაძე, 2004 წლიდან ასლან აბაშიძის ხელისფლებიდან გაძევების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებოდა. ის 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, გენერალ ბორისოვის მოთხოვნით გაათავისუფლეს პატიმრობიდან. დუმბაძე მოსკოვში მაშინ წავიდა.

„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში

თემურ ბედინაძე
ავტორი: ლელა დუმბაძე
თემურ ბედინაძე ერთ-ერთი მათგანია იმ ქართველი და თურქი მეზღვაურებიდან, რომლებმაც სომალელი მეკობრეების ტყვეობაში 489 დღე გაატარეს. გემის უფროსი მექანიკოსი, რომელიც 56 წლის მანძილზე სხვადასხვა გემზე მუშაობდა, გამხდარი და მოტეხილია: „სარკეში არ ვიხედები, რადგან საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ“, – ამბობს ის და მეკობრეების ტყვეობაში გატარებულ დღეებზე გვიამბობს. Continue reading “„გაქცევას აზრი არ ჰქონდა, ყურე ზვიგენებით იყო სავსე“ – 489 დღე სომალელი მეკობრეების ტყვეობაში”

„განკურნების ლოცვა“

ავტორი: ლელა დუმბაძე

დღეს მამა სოკრატემ, რომელსაც მართლმადიდებლები სასწაულმოქმედად მიიჩნევენ, გონიოში მატათა მოციქულის საფლავზე წირვა აღავლინა. ლოცვაზე მოსულ ადამიანებს სჯერათ რომ მამა სოკრატეს განკურნების განსაკუთრებული უნარი აქვს.  მორწმუნეებმა თავიანთი ახლო-ნათესავების სახელები, ვის გამოც მამა სოკრატეს უნდა ელოცა, ფურცლებზე ჩამოწერეს. ლოცვას დაახლოებით 30-მდე ადამიანი ესწრებოდა, როგორც აქ მყოფი პირები ამბობდნენ, ლოცვის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრეს ჰქონდა ინფორმაცია.

„ნაუცბათევად წამოვედი და ზუსტად არ ვიცი რასთან დაკავშირებით ილოცა, როგორც მითხრეს განკურნებაზე“, -ამბობს მზევინარ ძირკვაძე.

„ჩვენ ფოლკორულ ფესტივალზე ვართ ჩამოსული, სასტუმროში გავიგეთ რომ მამა სოკრატე იყო ჩამოსული და წამოვედით. სიურპრიზი იყო, მჯერა განკურნების ლოცვის“, – ამბობს მაკრინე ხერგიანი.

[youtube=https://www.youtube.com/watch?v=jBbPJJTH6GA]

„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში დღეს 70 ახალი ანაბარი გაიხსნა

მხატვარი კაკო ძნელაძე ერთ–ერთი მათგანია, ვინც სოლიდარობის და პროტესტის ნიშნად დღეს „ქართუ ბანკის” ბათუმის ფილიალში ანგარიში გახსნა. „ეს იყო სოლიდარობა იმ მოძრაობის მიმართ, რომელიც ივანიშვილმა დაიწყო საქართველოში”, – ამბობს ძნელაძე გაზეთ „ბათუმელებთან“ და აკონკრეტებს, რომ ახალ ანგარიშზე სიმბოლურად მხოლოდ 50 ლარი შეიტანა.

Continue reading “„ბანკი ქართუს” ბათუმის ფილიალში დღეს 70 ახალი ანაბარი გაიხსნა”

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 12 წლისაა

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 30 ივნისს 12 წლის გახდა. გამომცემლობა 1999 წელს დაარსდა და თავდაპირველად თანამედროვე ქართველი და უცხოელი მწერლების ნაწარმოებების გამოცემაზე იყო ორიენტირებული. ამჟამად გამომცემლობის ძირითადი საგამომცემლო პრიორიტეტებია: თანამედროვე ქართული და უცხოური პროზა, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა, სასკოლო სახელმძღვანელოები და დარგობრივი ლიტერატურა.

ამავე თემაზე: ინტერვიუ ბაკურ სულაკაურთან

„ბათუმელებმა” ამოიცნო შანტაჟისტი პოლიციელი

netgazeti.ge

“ბათუმელებმა” დაადგინა შანტაჟისტი პოლიციელის ვინაობა;
• 2009 წლის 25 ნოემბერს ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის მიმართ შანტაჯს ახორციელებდა საქართველოს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომელი დავით დევნოზაშვილი;
• გაზეთი “ბათუმელები” ითხოვს მთავარი პროკურატურისგან დროულად დაკითხოს დავით დევნოზაშვილი.
Continue reading “„ბათუმელებმა” ამოიცნო შანტაჟისტი პოლიციელი”

„ბათუმელები“ დღეს არ გაიყიდება

გაზეთი „ ბათუმელები“ დღეს ჯიხურებში არ გაიყიდება. „ბათუმელების“ დირექტორის მზია ამაღლობელის განმარტებით, გაზეთის დაბეჭდვა სტამბამ ტექნიკური მიზეზების გამო ვერ მოახერხა. სტამბას ტექნიკური პრობლემის შესახებ გაზეთის მენეჯმენტი წინასწარ არ გაუფრთხილებია.

Continue reading “„ბათუმელები“ დღეს არ გაიყიდება”

„აჰა, ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი“

ახალი ტელეფონები ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის ბიუჯეტის ფულით
„ჩვენთვის, აჰა ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი, ეს ლენტა რომ მოვხსნა, აღარ იმუშავებს“, – მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის გელა მახარაძე „ნოკიას“ძველ მობილურ ტელეფონს გვიჩვენებს და პასუხს სცემს „გაზეთ ბათუმელების“ შეკითხვას – ვისთვის ყიდულობთ მობილურ ტელეფონებს? Continue reading “„აჰა, ნახეთ ჩემი მობილური ტელეფონი“”

„ახალი მემარჯვენეების” ბათუმის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

 ავტორი: ნათია ზოიძე 

ბათუმში  სასტუმრო რედისონში „ახალი მემარჯვენეების “  ბათუმის ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს, რომელზეც ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს წარადგენენ.

ამ თანამდებობას დღეიდან ჯუმბერ მიქელაძე დაიკავებს. იგი პროფესიით იურისტია, თუმცა აქამდე თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. მისი  განცხადებით,  პარტიული შემოთავაზება  მეგობრისგან, პაატა მგელაძისგან მიიღო, რომელიც ახალი მემარჯვენეების ლიდერია აჭარაში.

ჯუმბერ მიქელაძეს სამუშაო გამოცდილება აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაში   “ბათუმი და ბათუმელები”.

მიქელაძე აჭარიის უმაღლესი საბჭოს  აპარატის ყოფილი უფროსის ოთარ მიქელაძის ვაჟია. ოთარ მიქელაძემ თანამდებობა დაახლოებით ორი წლის წინ დატოვა.  რჩება თუ არა აპარატის ყოფილი უფროსი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად, ამ კითხვას  უკვე „მემარჯვენე” ჯუმბერ მიქელაძემ კონკრეტული პასუხი არ გასცა. თქვა, რომ არ იცის.

„ახალი მემარჯვენეების” კონფერენცია სასტუმრო რედისონში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჯუმბერ მიქელაძე ერთადერთი იყო, ვისაც ტელეოპერატორებთან ერთად სკამი არ შეხვდა და იგი ფეხზე მდგომი ელოდა წარდგინებას.

კონფერენცია ბათუმში „ახალი მემარჯვენეების” საიმიჯო ფილმის ჩვენებით დაიწყო.

„არც ასი წლის შემდეგ ვინანებ“

ანა კოსტავა
ავტორი: ლელა დუმბაძე
16 წლის ანა კოსტავა მეათე კლასში სწავლობს, თუმცა მას უკვე საკუთარი ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე 21 წლის მათე ცხადაძეა, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტი. ანას მშობლები და ერთი წლის დაიკო თბილისში ცხოვრობენ, ოჯახი კი ბათუმში შექმნა, აქ მეუღლესთან და მის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მომავალი მეუღლე სამი წლის წინ, ნათესავის ოჯახში გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ანა სრულწლოვანი არაა, მიაჩნია, რომ გაცნობიერებული ნაბიჯი გადადგა. Continue reading “„არც ასი წლის შემდეგ ვინანებ“”

„არგენტინული პიტბული” ვინილში

დღეს, საღამოს შვიდ საათზე კაფე „ვინილში” სანდრო ნავერიანის წიგნის, „არნეტინული პიტბულის” პრეზენტაცია გაიმართება. წიგნში მწერლის ბოლო წლებში შექმნილი მოთხრობებია თავმოყრილი. „არგენტინული პიტბული” გამომცემლობა „სიესტამ” გამოსცა. აქვე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა.

„აპოლო” ვიმ ვენდერსის ფილმით იხსნება

დღეს, 5 აგვისტოს ბათუმში განახლებული კინოთეატრი „აპოლო” ვიმ ვენდერსის ახალ ფილმით – „პინა” – გაიხსნება.

ფილმი ლეგენდარული, გერმანელი მოცეკვავის და ქორეოგრაფის,  თანამედროვე მსოფლიო ქორეოგრაფიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის, პინა ბაუშის შესახებაა გადაღებული.

“ვიმ ვენდერსი ამ ფილმით ბაუშს არ იგონებს და არ დასტირის. როგორც სხვადასხვა ინტერვიუებ­ში განმარტავს, მისი მიზანი არ ყოფილა, ფილმით პუბლიკას ბაუში უფრო ახლოს გაეცნო. პინა, რომელიც ძალიან ცხოვრებისეული მოტივებისგან ქმნიდა თეატრს, თანამოაზრე და ახლობელი გახდა ვენდერსისთვის. მისი განსხვავებული კინოც – “ანტიკინოც” რეჟისორისთვის არის სიცოცხ­ლე, რომელმაც კინოფირზე ფორმა იცვალა. და ახლოებით იგივეა ვენდერსისთვის ბაუშის ხელოვ­ნება – არა იმდენად ხელოვნებაა, რამდენადაც კომუნიკაციის ხერხი, შესაძლებლობა იმის გასაზია­რებლად, რასაც დააკვირდა, რაც დაინახა, განიცა და, ამოხსნა.”

ფილმს კინოჯგუფი „რუსთაველი” ბათუმსა და თბილისში ერთი კვირით აჩვენებს.

პინა ბაუში:ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები. საინტერესო ისაა – რა ამოძრავებთ მათ.“

[youtube https://www.youtube.com/watch?v=cXpFD7gi8R0&w=560&h=349]

„აპოლო” 5 აგვისტოს გაიხსნება

კინოთეატრი „აპოლო” 5 აგვისტოს გაიხსნება. კინოთეატრი აღჭურვილია უახლესი 3D სისტემით. კინო „აპოლოში“  უწყვეტი ფილმების გრაფიკი იქნება, ანუ ყოველ კვირას ახალი პრემიერა გაიმართება.

კინოთეატრი „აპოლო” 5 აგვისტოს გაიხსნება. კინოთეატრი აღჭურვილია უახლესი 3D სისტემით. კინო „აპოლოში“  უწყვეტი ფილმების გრაფიკი იქნება, ანუ ყოველ კვირას ახალი პრემიერა გაიმართება.

„ალიას“ მიერ დანახული აჭარელი ქალი

ავტორი: ნანი გუგუნავა – აჭარის ქალთა დარბაზის ხელმძღანელი, პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

განგაშის ზარი…

გაზეთი „ალია“ (#88, 11-14 ნოემბერი, 2011 წ.) წერს: „აჭარის მაღალმთიან სოფლებში ქალები მონებად მუშაობენ. მე ვიცი, ქალები ქმრებს და მამამთილებს დაბმული ჰყავთ და ისე ამუშავებენ ცხოველებივით. ის ქალები, სრულყოფილ ბავშვებს ვერ აჩენენ. Continue reading “„ალიას“ მიერ დანახული აჭარელი ქალი”

„ადამიანი როცა მიღიმის დისკომფორტს მიქმნის“

აქტიური და მხიარული ამიკო ჩოხარაძე ახალ პროექტებზე მუშაობს. პროექტის შესახებ ჯერ საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ იგი იუმორისტული იქნება. მომღერლობა უნდოდა და ახალ პროექტში აუცილებლად იქნება გარემო სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე შეძლებს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი საზღვაო აკადემიაში დაწყებული და დიდ სცენაზე გაგრძელებული კარიერის მქონე იუმორისტ-პაროდისტი ამიკო ჩოხარაძე იქნება.

–        ამიკო მოგვიყევი შენს შესახებ. ბათუმში დაამთავრე სკოლა და სასწავლებელი?

–        კი. დავიბადე ბათუმში 1987 წლის 6 ნოემბერს. რამდენიმე თვის ვიყავი, მოსკოვში რომ წავედით. მამაჩემი დისერტაციას იცავდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და 5 წელი მოსკოვში ვიცხოვრეთ. მერე ჩამოვედით საქართველოში. თავიდან გამიჭირდა ქართულის სწავლა. 22-ე სკოლაში შემიყვანეს. სკოლაში სწავლის დაწყების პარალელურად მეორე მუსიკალურ სკოლაშიც შევედი ფორტეპიანოზე. პარალელურად დავიწყე სტუდია „ლიმპოპოში“.  მაგრამ 22-ე სკოლა არ დამიმათავრებია. მუსიკალური სკოლა შვიდწლედი დავამთავრე წითელ დიპლომზე. მე-10 კლასიდან გადავედი 24-ე სკოლაში ჯავახიშვილზე. ვემზადებოდი სხვადასხვა საგნებში. საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე გემთწამყვანის სპეციალობაზე და შესაბამისად ჩამოვშორდი სტუდიას და ყველა დანარჩენს.
Continue reading “„ადამიანი როცა მიღიმის დისკომფორტს მიქმნის“”

„привет из батума“ ამუშავდა

ნათია ქადიძე, მოქალაქე ჟურნალისტი 

ბათუმში ერთ-ერთი  პოპულარული კაფე რამდენიმე დღით დაკეტილი იყო სარემონტო სამუშაოების გამო. „პრივეტი” დღეს უკვე მუშაობს, დილის ათიდან ღამის პირველ-ორ საათამდე.

ნათია ქადიძე, მოქალაქე ჟურნალისტი 

ბათუმში ერთ-ერთი  პოპულარული კაფე რამდენიმე დღით დაკეტილი იყო სარემონტო სამუშაოების გამო. „პრივეტი” დღეს უკვე მუშაობს, დილის ათიდან ღამის პირველ-ორ საათამდე.

„Golden talent 2011“-ის კულისები

4 დღის განმავლობაში 18 ქვეყნის კონკურსანტი ერთმანეთს მსოფლიოს ოქროს ტალანტის ტიტულის მოპოვებისთვის ეცილებოდა. ფესტივალის დაწყებამდე ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალი ამიერკავკასიაში კი არა, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში არ ჩატარებულა. ფესტივალის სცენა და პროგრამა სპეციალურად შეიქმნა.

ტარიელ ცეცხლაძე

Continue reading “„Golden talent 2011“-ის კულისები”

„60 ლარს, კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ “

ბათუმის საკრებულოს უმრავლესობის წევრის ექიმ გია დიასამიძის რეპლიკის „ რა ამბავი 60 ლარი კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ მაგდენს “ადრესატი მერის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გელა მახარაძე იყო. დღეს სხდომაზე სწორედ გელა მახარაძემ გამოიტანა საკითხი რომლის მიხედვითაც ბათუმის საკრებულომ ავტომანქანის სპეციალურ სადგომზე გადაყვანის ტრანსპორტირებისა და შენახვის საფასურის დადგენას ეხებოდა. Continue reading “„60 ლარს, კაცის გადარჩენაში არ მაძლევენ “”

„26 მაისს, ჩვენ შევთანხმდით ყველანი ერთად,რომ პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება ქუთაისში”

” 26 მაისიდან გადავა ქუთაისში, არამხოლოდ ერთი სხდომა, პარლამენტი მზად იქნება, რომ სხდომები ატაროს ქუთაისში“, – განაცხადა პრეზიდენტ საკაშვილმა მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირველი განცხადება იმის თაობაზე, რომ პარლამენტი პირველ სხდომას ქუთაისში 26 მაისს გამართავს, 4 ოქტომბერს გააკეთა, რასაც შესაძლო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ვარაუდები მოყვა. თუმცა, იმ დროს მმართველი პარტიის დეპუტატებმა უარყვეს ამგვარი ვარაუდები და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი მხოლოდ ერთ „სიმბოლურ“ სხდომას გულისხმობდა 26 მაისს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
დღეს გაკეთებული განცხადებით სააკაშვილმა განმარტა რომ პარლამენტი მომავალი წლის მაისიდან გადავა ქუთაისში.
პარლამენტის მიერ 1 ივლისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში მომდევნო საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადავა. კონსტიტუციის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

„25-ე არხი“ თანამგზავრზე

10 სექტემბრიდან „ტელეარხი 25“ თანამგზავრიდან იწყებს მაუწყებლობას. აჭარის რეგიონულ ტელევიზიას თანამგზავრზე გასვლაში სტუდია „ობიექტივი“ და „თეოლოგთა კავშირი“ ეხმარება, სანაცვლოდ „ტვ 25“-ის სატელევიზიო ბადეში მათ მიერ მომზადებული გადაცემები გავა.

ნათია ზოიძე

Continue reading “„25-ე არხი“ თანამგზავრზე”

„ ძალიან მომეწონა ივანიშვილის პასუხები“ -სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის დღევანდელი პრესკონფერენცია სოციალური ქსელ „ფეისბუქში”შეაფასა. სრულად გთავაზობთ სალომე ზურაბიშვილის სტატუსის შინარსს. „ძალიან მომეწონა ბიძინა ივანიშვილის: პასუხები ,პირველ რიგში ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე ომის შესახებ: რომ უნდა ჩვენ თავის წინაშე სიმართლე ვაღიაროთ და ტყუილიდან ამოვიდეთ ,რაც ესოდენ უჭირთ ძალიან ბევრს, თუნდაც ზოგს ჩემ ახლობლებს!!!! Continue reading “„ ძალიან მომეწონა ივანიშვილის პასუხები“ -სალომე ზურაბიშვილი”

”რუსთავი 2-ის” თანამშრომლები სამუშაოდ ბერასთან გადავიდნენ

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ცნობით, ”რუსთავი 2-ის” გადაცემა ”კომედი შოუს” მსახიობთა ნაწილი ბერა ივანიშვილის Georgian Dream Studio-ს შეუერთდა. ამის დასადასტურებლად ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე ბერასა და მსახიობების ერთობლივი ფოტოც გამოქვეყნდა. გადასულ მსახიობებს შორის არის ბათუმელი ამიკო ჩოხარაძეც. ”ნეტგაზეთი” სრულყოფილ ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.

“სიტყვა რევოლუციის გაგონება არ მინდა“ – ბიძინა ივანიშვილი

ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი ამბობს ,რომ ხელისუფლებაში მოსვლას მხოლოდ არჩევნების გზით გეგმავს.ამონარიდი ინტერვიუდან:„ძალიან არ მინდა, რომ ეს სიტყვა გამოვიყენო. თუ ამ სიტყვის გამოყენება მომიხდა, ჩავთვლი, რომ ჩემი მოსვლა პოლიტიკაში მცდარი იყო. Continue reading ““სიტყვა რევოლუციის გაგონება არ მინდა“ – ბიძინა ივანიშვილი”

“მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს

ნეტგაზეთი
ტელეკომპანია “მაესტრო” საგანგებო რეჟჲმში მუშაობს მას შემდეგ, რაც მაუწყებლობა აღსდგა. საინფორმაციო სამსახურის რამდენიმე თანაშრომელი სტუდიაშია ჩაკეტილი.

სტუდიაში იმყოფება თამარ რუხაძე, “მაესტროს” საინფორმაციო სამსახური ხელმძღვანელი, რომელმაც “ნეტგაზეთს” ამ წუთისთვის ტელევიზიაში არსებული ვითარება აღუწერა:

“სტუდიაში და საეთეროში შემოსასვლელი კარის არის დაკეტილი, დაკეტილი არის იმიტომ, რომ გარეთ ისევ არიან უცნობი ადამიანები და ნებისმიერი თანამშრომლისთვის რომ გაიღოს ეს კარი, გაიღება ყველასთავის. ამიტომ ეს კარი შიგნიდან არის დაკეტილი და ეროსი კიწმარიშვილი აქ ვერავის ვერ შემოუშვებს, რადგან ისიც გარეთ არის”.

თამარ რუხაძე ამბობს რომ მან მაშინ შეძლო შენობაში შეღწევა, როცა ჟურნალისტების ჯგუფი შევიდა, მაშინ როცა კიწმარიშვილს განცხადება უნდა გაეკეთებინა, თუმცა ამბობს რომ არ უნახავს და არ უსაუბრია ეროსი კიწმარიშვილთან. მისი ინფორმაციით სტუდიაში იმყოფება მამუკა ღლონტიც. Continue reading ““მაესტრო” საგანგებო ვითარებაში მაუწყებლობს”

ჰოსტელები ბათუმში

დაბალი ფასი, საერთო საწოლი ოთახი, აბაზანა და სამზარეულო – ძირითადად ეს განასხვავებს ჰოსტელს ჩვეულებრივ სასტუმროსაგან. ბათუმში უკვე სამი ჰოსტელი მუშაობს და მოკლე ხანში კიდევ რამოდენიმეს გახსნა იგეგმება, თუმცა მათი მფლობელების განცხადებით

ჰოსტელების ძირითადი კლიენტები უცხოელები არიან.
ჰოსტელი „ბათუმი“ ჟორდანიას #18 –ში პატარა ოთახებისგან შედგება. თითო ოთახში ორი, ორსართულიანი საწოლი დგას. ჰოსტელის
მფლობელი, ლაშა ნადირაძე ამბობს, რომ აქ სულ თოთხმეტი საწოლია, ღამის გათევა 25 ლარი ღირს და ამ დღეებში ჰოსტელი სავსეა ბათუმში ჩამოსული უცხოელი ტურისტებით. „ბათუმში“ სამზარეულო არ არის, თუმცა დილის ყავა და ჩაი აქ საწოლის საფასურში შედის.
საერთო სამზარეულო აქვთ „როვერ ჰოსტელში“. ჰოსტელის ადმინისტრატორი, ნინო მასალკინა ამბობს, რომ სულ ორი კვირაა რაც მუშაობენ და ადგილები უკვე აღარა აქვთ; „ჰოსტელი ჩვეულებრივ სასტუმროს იმით სჯობს, რომ უფრო შეკრულია, გვყავს ისეთი სტუმრები, რომლებიც ერთი დღით ჩამოვიდნენ, მოეწონათ და დარჩნენ. აქ ადამიანები ურთიერთობებას ამყარებენ ერთმანეთთან და მოსწონთ ეს. ჩვენ დიდი სამზარეულო და ტელევიზორი გვაქვს, სადაც საღამოობით იკრიბებიან და ერთობიან. ჩვენთან ძირითადად უცხოელები რჩებიან, თბილისიდან ჩამოსულები და შემთხვევითი გამვლელები. ღამის გათევა 15 დოლარია.“

Continue reading “ჰოსტელები ბათუმში”

ჰალსტუხის გარეშე

ავტორი: თეონა თურმანიძე
19 წლიდან მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციაში, კითხულობდა სალექციო კურსებს – 32 წლის თემურ დიასამიძე, ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის სამსახური რუტინული საქმე არ არის, არიან ადამიანები, ვისაც შეიძლება ჰკითხო და გასწავლონ, შეუძლებლია ყველაფერი იცოდე. თავისუფალი დრო? – მაქვს, თუმცა ყოფილა დღეები, როცა ღამის სამ საათამდე სამსახურში ვიყავი.
არის მომენტები, როცა ვფიქრობ, ნეტა სადმე გადამასახლა, ტელეფონი გამათიშინა, პასუხისმგებლობით თუ უდგები საქმეს, დამღლელია. ამ დროს ოჯახი მშველის, მეგობრები, გართობა, ახალი საქმე…
Continue reading “ჰალსტუხის გარეშე”

ჰაერი, რომლითაც სუნთქავ, დაბინძურებულია

ავტორი: ცაგო კახაბერიძე

ბათუმის ტერიტორიზე ჰაერში მტვერი და აზოტის დიოქსიდია მომატებული. გოგირდის დიოქსიდი და ნახშირჟანგი კი ნორმებს არ სცილდება – ასეთია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კვლევის 2012 წლის იანვრის მონაცემები. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატმოსფეროს დაბინძურების ამ მაჩვენებლებს, კერძოდ მტვრის მომატებას, სამშენებლო სამუშაოებს, ხოლო აზოტის დიოქსიდის მატებას – ავტოტრანსპორტს უკავშირებენ. კვლევებით დგინდება ასევე, რომ საქართველოში დამაბინძურებლების ჰაერში გაფრქვევის 90 პროცენტზე მეტი ავტოტრანსპორტზე მოდის. Continue reading “ჰაერი, რომლითაც სუნთქავ, დაბინძურებულია”

ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა

ირინა ყურუა, „ტელეარხ 25“-ის საინფორმაციო პროგრამ „მაცნეს“ დღის გამოშვების პროდიუსერი, ამბობს, რომ მათი არხის ჟურნალისტსა და საპატრულო პოლიციის უფროსს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილების შეუჩერეს. 25-ე არხზე ამბობენ, რომ ამის შესახებ მათ შოთა ხიზანიშვილმა აცნობა. Continue reading “ჯონი ბაკურიძეს უფლებამოსილება შეუჩერდა”

ჯონ ბასმა ივანიშვილის მოქალაქეობაზე კომენტარი გააკეთა

ავტორი: ნინო თოფურიძე

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას სწრაფად და თანასწორობის პრინციპით წარმართოს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხი”- განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 5 აპრილს. Continue reading “ჯონ ბასმა ივანიშვილის მოქალაქეობაზე კომენტარი გააკეთა”

Exit mobile version