„ადამიანი-როცა-მიღიმის-დ
აქტიური და მხიარული ამიკო ჩოხარაძე ახალ პროექტებზე მუშაობს. პროექტის შესახებ ჯერ საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ იგი იუმორისტული იქნება. მომღერლობა უნდოდა და ახალ პროექტში აუცილებლად იქნება გარემო სადაც საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე შეძლებს. ჩვენი რუბრიკის სტუმარი საზღვაო აკადემიაში დაწყებული და დიდ სცენაზე გაგრძელებული კარიერის მქონე იუმორისტ-პაროდისტი ამიკო ჩოხარაძე იქნება.
– ამიკო მოგვიყევი შენს შესახებ. ბათუმში დაამთავრე სკოლა და სასწავლებელი?
– კი. დავიბადე ბათუმში 1987 წლის 6 ნოემბერს. რამდენიმე თვის ვიყავი, მოსკოვში რომ წავედით. მამაჩემი დისერტაციას იცავდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში და 5 წელი მოსკოვში ვიცხოვრეთ. მერე ჩამოვედით საქართველოში. თავიდან გამიჭირდა ქართულის სწავლა. 22-ე სკოლაში შემიყვანეს. სკოლაში სწავლის დაწყების პარალელურად მეორე მუსიკალურ სკოლაშიც შევედი ფორტეპიანოზე. პარალელურად დავიწყე სტუდია „ლიმპოპოში“. მაგრამ 22-ე სკოლა არ დამიმათავრებია. მუსიკალური სკოლა შვიდწლედი დავამთავრე წითელ დიპლომზე. მე-10 კლასიდან გადავედი 24-ე სკოლაში ჯავახიშვილზე. ვემზადებოდი სხვადასხვა საგნებში. საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე გემთწამყვანის სპეციალობაზე და შესაბამისად ჩამოვშორდი სტუდიას და ყველა დანარჩენს.
– იუმორისტული ნომრების შესრულება როდის დაიწყე?
– საზღვაო აკადემიაში მხირაულთა და საზრიანთა კლუბში გავწევრიანდი გუნდ „ნეპტუნში“. იქედან აჭარის ნაკრებში „რეზერვისტებში“. მერე მოვიგეთ საქართველოს ჩემპიონატი მან-სან-კანში. ამის შემდეგ ამიყვანეს საქართველოს ნაკრებში „თბილისის დინამო“. ვითამაშეთ სოჭში. 501 გუნდი იყო და მათ შრის 43 უნდა გასულიყო გალა კონცერტში. ჩვენ კარგად გამოვედით ნომერბით და გავედით ფინალისტებში. მერე გაგვანაწილეს სხვადასხვა ჯგუფებში. უკრაინის ლიგაში მოვხვდით, იქაც ვითამაშეთ. სამწუხაროდ მერე ვეღარ შევძელით გაგრძელება. ფინანსური პრობლემების გამო იურმალაზე ვეღარ წავედით.
– კომედი შოუში როგორ მოხვდი?
– ამ კონკურსების მერე დამირეკეს კომედი შოუს ბიჭებმა. ახალ პროექტი კეთდებოდა „ქლაბ შოუ“. მე და ზუხა ვასაძე აგვირჩიეს წყვილები. ზუხამ თავის პროფესიას მიყვა და ჩამოშორდა შოუს. ამის შემდეგ ახალი წყვილი შევქმენით ჩემი და ფაქოს შემადგენლობით. ქლაბ შოუს მოყვა სხვა შოუებიც და რომელსაც სიამოვნებით უყურებს მაყურებელი.
– ამბობენ, რომ შენს ხუმრობებს აჭარლების შესახებ ძალიან ცუდად აღიქვამდნენ რგიონში და ამის გამო პრობლემები შეგექმნა. რამდენად მართალია?
– თავიდან იყო რაღაც ჭორები, რომ თითქოს და ამიკო სცემეს, იმიტო რომ აჭარლებზე ხუმრობდა და ა.შ. მოკლედ ჭორების მოფიქრება ძალიან მარტივია. მე ვაღიარებ, რომ იყო რაღაც მიზერული პროცენტული ნაწილი მოსახლეობისა, რომელიც ბრაზდებოდა, მაგრამ მე იმდენი შევძელი, რომ ის ადამიანებიც გამემხიარულებინა. არანაირი აგრესია არ ყოფილა. პირიქით ძალიან კარგად მხდებოდნენ. მეუბნებოდნენ, რომ უფრო ხშირად გააკეთე აჭარლებზე და ჩვენც ძალიან ვხალისობთო. ჭორების დონეზე უფრო მხვდებოდა აგრესია, ვიდრე უშუალოდ მინახავს ამ მიგრძვნია.
– ანუ ცემის ფაქტზე გავრცელებული ჭორი ტყუილია?
– არა რა ცემა. იყო ასეთი ჭორი რომ ამიკო მარტო მიდიოდა ქუჩაში და ცემეს და რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში იშვიათად ჩამოვდივარ მარტო არ დავდივარ. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ნათესავების და შესაბამისად მონატრებული ახლობლები არც მიშვებენ მარტო არსად.
– ეხლა „თქვენი შოუ“ და „კომედი შოუ“-ში ხარ მხოლოდ?
– არა. ვჩანვარ მხოლოდ „თქვენ შოუში“, „კომედი შოუში“ და ხანდახან „ვანოს შოუში“-ც, მაგრამ ამ შოუს გარდა „ეთამაშე ვარსკვლავს“ სცენარებს მეც ვწერ. ამ პროექტების სცენარები იწერება ერთი და იგივე ადამიანების მიერ. ჩვენ ვიფიქრებთ ხუმრობებს, „ეთამაშე ვარსკვლავში“ თამაშებს და ა.შ. ეხლა კიდევ ორი პროექტს ვამზადებთ რომელიც მაყურებლისათვის სიურპრიზი იქნება. „თქვენი შოუ“ არის გიორგი აფციაურის პროექტია და გადაწყვიტეს მე და ფაქო ვყოფილიყავით წამყვანები.
– როგორ გხვდებიან ქუჩაში? შენი ცნობილი ხუმრობებით ან პერსონაჟების სახელებით ხომ არ მოგიხსენიებენ?
– სულ მიღინიან, მესალმებიან. თან სულ დისკომფორტს განვიცდი, როცა ადამიანი მიღიმის მგონია, მიცნობს და მე არ მახსოვს, ან გამარჯობას, რომ მეუბნება სულ ვფიქრობ იქნებ ვიცნობ და არ მახსოვს. როცა მთელ საქართველოში გიცნობენ და უყვარხარ ძალიან კარგია. ბევრს აქვს ასეთი მიზეზები, რომ ძალიან შემაწუხებელია პოპულარობა და ა.შ. მაგრამ მე პირიქით ძალიან მსიამოვნებს. იმიტო რომ ძალიან ბევრს ადამიანს ვუყვარვარ და ბევრი ოჯახის წევრადაც კი მიგულებენ. პერსონაჟების სახელითაც ხშირად მომმართავენ, მაგალითად ქაზიმა და ა.შ.
– ძალიან კარგი ხმა გაქვს და პაროდიებსაც ძალიან კარგად აკეთებ. მომღერლობაზე არ გიფიქრია?
– მომღერლობაზე მიფიქრია, როგორ არ მიფიქრია. თავიდან მომღერლობა უფრო მინდოდა ვიდრე პაროდისტობა ან მსახიობობა, მაგრამ ოცენება ნაწილობრივ ამისრულდა. სცენაზე ვდგავარ. საქართველოში შოუ ბიზნესში ცოტა ჩავარდნაა და მომღელობას რომ მივყვე, რისი ძალიან დიდი სურვილიც მაქვს, უბრალოდ ფინანსურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდები. არაფერი არ არის გამორიცხული. ისე რაღაც რაღაცეებს ვაკეთებ ჩუმჩუმად. ჩემთვის მაქვს ერთი პროექტი და თუკი გავაკეთე ეს აუცილებლად დამეხმარება ჩემი სურვილების ასრულებაში.
– პირადი ცხოვრების შესახებ რომ გვითხრა. დაოჯახდი?
– მე არ მიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი. მხოლოდ იმას გეტყვით, დედამიწის ზურგზე ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი საბა.